TITUS
Giorgi Mtavarmocame
Part No. 62
Previous part

Chapter: 19  
Line of ed.: 1   კარი მეათცხრამეტე. წმინდის გიორგისი
Line of ed.: 2  
თეოფისტოს და ევსევიასთვის






Paragraph: 517  
Line of ed.: 3   Verse: a       517. უფალო ღმერთო, ძლიერო,   ამინ, გვაკურთხენ მამაო,
Line of ed.: 4   Verse: b       ისმინეთ ესე ყოველთა   წლითი-წლად ხანის-ხანაო,
Line of ed.: 5   Verse: c       წმინდისა მთავარმოწამის   დღესასწაული განაო,
Line of ed.: 6   Verse: d    და   გიორგი მხნე და მხედრისა,   როგორცა ქნა და ბრძანაო.






Paragraph: 518  
Line of ed.: 7   Verse: a       518. რომელი მან ჰქმნა ჟამითა   კეთილმსახურთა მფლობელსა,
Line of ed.: 8   Verse: b       მეფესა ჩვენსა თევდოსის,   იმა ქვეყნისა მპყრობელსა,
Line of ed.: 9   Verse: c       რომელსა ჩვენსა უწინეს   ნათესავს ჩვენსა მშობელსა,
Line of ed.: 10   Verse: d    და   დგა კაცი კაბადუკისა,   სახელ გიამბობ რომელსა.






Paragraph: 519  
Line of ed.: 11   Verse: a       519. მას თეოფისტოს ეწოდა,   კაბადუკიას მყოფელი,
Line of ed.: 12   Verse: b       ხოლო მეუღლე იმისი,   მისი სახლი და სოფელი,
Line of ed.: 13   Verse: c       მას ევსევია ეწოდა,   იგ ღვთისა იყვნეს მცნობელი,
Line of ed.: 14   Verse: d    და   ღმერთს მსახურებდეს კეთილად   იგი მართალი, მფლობელი.






Paragraph: 520  
Line of ed.: 15   Verse: a       520. მორწმუნე იყვნეს ნიადაგ   მოწყალის ღვთისა დიდისა,
Line of ed.: 16   Verse: b       იყვნეს ქორწილად შეყრილნი,   ორივე წლისა შვიდისა,
Line of ed.: 17   Verse: c       უშვილო იყვნეს ორივე,   ამისთვის ცრემლსა ღვრიდისა,
Line of ed.: 18   Verse: d    და   განვიდა მუნ თეოფისტოს   დახვნად ყანისა კიდისა.






Paragraph: 521  
Line of ed.: 19   Verse: a       521. ყანასა ხნავდა, მოახლდა   მუნ ჟამი ხართა ჭამისა,
Line of ed.: 20   Verse: b       ხართა უღელნი აუშვეს   იმან და თვითონ ყმამ მისმა.
Line of ed.: 21   Verse: c       მათ მიეძინათ ანაზდად   მწვანეზედ იმა ჭამისა,
Line of ed.: 22   Verse: d    და   ძოვნას გაუდგენ ხარები,   შორს გავლეს სიგრძე განისა.






Paragraph: 522  
Line of ed.: 23   Verse: a       522. უჩინო იქმნა ხარები   პოვნად ყანისა კიდისა,
Line of ed.: 24   Verse: b       მათ გაეღვიძა, ეძებდეს   მწუხრამდე იმ დღე ბინდისა,
Line of ed.: 25   Verse: c       ვეღარ იპოვნეს, მობრუნდენ,   სიგრძე ვლეს გზისა დიდისა,
Line of ed.: 26   Verse: d    და   შინა შევიდეს მაშვრალნი,   არ მომღერალი ზმიდისა.






Paragraph: 523  
Line of ed.: 27   Verse: a       523. აწ თეოფისტოს ცოლს უთხრა:   "ხარი დავკარგეთ ჩვენია,
Line of ed.: 28   Verse: b       ვაძოვეთ, ჩვენ მიგვეძინა,   ვიყვენით მინაწყენია,
Line of ed.: 29   Verse: c       ვეძებდით, ვეღარ ვიპოვეთ,   მოვედით მონაწყენია".
Line of ed.: 30   Verse: d    და   ცოლმან თქვა: "არ გიძებნიათ,   ყოფილხართ მინაძენია".






Paragraph: 524  
Line of ed.: 31   Verse: a       524. თეოფისტოს სთქვა: "ვეძებეთ,   ალაგი არ მოგვრჩენია,
Line of ed.: 32   Verse: b       მაგრამ ვეღარსად ვიპოეთ,   ამისთვის მოგვიწყენია".
Line of ed.: 33   Verse: c       ქალმან ღმერთს მადლი შესწირა:   "იყო წყალობა თქვენია,
Line of ed.: 34   Verse: d    და   დიდება შენდა, მაღალო,   თქვენ თქვენი მოგახსენია".



Page of ed.: 367  




Paragraph: 525  
Line of ed.: 1   Verse: a       525. თეოფისტოს თქვა: "წაასხით   სხვანი უღელი ხარია,
Line of ed.: 2   Verse: b       მე იმათ ვეძებ ღამემდის,   თქვენ ყანა ხანით გარია",
Line of ed.: 3   Verse: c       ცხენს შეჯდა, ძებნა ყოველგან,   მთა იყო ანუ ბარია,
Line of ed.: 4   Verse: d    და   მათ ყანა დახნეს, ეს ეძებს,   მოვლო ყოველი არია.






Paragraph: 526  
Line of ed.: 5   Verse: a       526. შინა მოვიდა მაშვრალი,   ვერ ვპოვენ, -- ბრძანა, განაო".
Line of ed.: 6   Verse: b       ყმათ მოახსენეს: "პატრონო,   ჩვენ კი დავხანით ყანაო".
Line of ed.: 7   Verse: c       მუნ მეზობელნი მოვიდნენ   თეოფისტოსა თანაო,
Line of ed.: 8   Verse: d    და   უზრახეს: "რათ მოგწყენია,   რა იქნა ამისთანაო?".






Paragraph: 527  
Line of ed.: 9   Verse: a       527. დაუწყეს კითხვა, ლაღობა,   სიცილი ხანის-ხანისა:
Line of ed.: 10   Verse: b       "არ გშვენის შენ მუშაობა   და არც ხვნა ამა ყანისა,
Line of ed.: 11   Verse: c       რისთვის დაკარგე ხარები,   უღელი ანუ ცალისა?"
Line of ed.: 12   Verse: d    და   მან გაიღიმა, ხუმრობამ   იმათმა გაახალისა.






Paragraph: 528  
Line of ed.: 13   Verse: a       528. მათ თქვეს: "ხუმრობა გაუშვით,   წმინდა გიორგის ხადია,
Line of ed.: 14   Verse: b       იგია შემწე ყოველთა,   ძილად გიპოოს ცხადია,
Line of ed.: 15   Verse: c       მან იხსნა ხვარასნისა ტყვე,   მცირე ზეცისა კვლავ დია,
Line of ed.: 16   Verse: d    და   ადვილად ხარსა გიპოვნის,   მას ეზარების არ დია".






Paragraph: 529  
Line of ed.: 17   Verse: a       529. თეოფისტოს სთქვა: "თუ ვპოო,   იმას შევსწირო ცალია,
Line of ed.: 18   Verse: b       დავკლა და მსხვერპლად შევსწირო,   თუმცა მოვკიდო თვალია,
Line of ed.: 19   Verse: c       მასა ვხადო და ვადიდო   მისი მადლი და ძალია,
Line of ed.: 20   Verse: d    და   ცალი დაუკლა მაშინვე,   რას წამსა ვპოო მალია".






Paragraph: 530  
Line of ed.: 21   Verse: a       530. მოვიდენ, დასხდენ სერობად,   დაასკვნეს ესე პირია,
Line of ed.: 22   Verse: b       ინება კაცთმოყვარემან   ღმერთმან გოდება ძვირია,
Line of ed.: 23   Verse: c       მას ნებავს კაცთა ცხოვრება,   თუმცა არ გასაჭირია,
Line of ed.: 24   Verse: d    და   მოსაქცეველად წარმართთა   წმინდაუჩვენა გმირია.






Paragraph: 531  
Line of ed.: 25   Verse: a       531. წმინდა გიორგი უჩვენა,   ქნა საქმე საკვირველია,
Line of ed.: 26   Verse: b       წარმართთ არ სწამდა აღდგომა   ქრისტესი, საკვირველია,
Line of ed.: 27   Verse: c       უჩვენა ეს სასწაული,   უცხო და მეტად ძნელია,
Line of ed.: 28   Verse: d    და   რათა მოიქცენ უღვთონი,   იცნან აღდგომა მრთელია.






Paragraph: 532  
Line of ed.: 29   Verse: a       532. მწვალებელნი და წარმართნი   რა ერთად შეიყრებიან,
Line of ed.: 30   Verse: b       მკვდრეთით აღდგომა არ არსო,   ერთმანერთს ემოწმებიან,
Line of ed.: 31   Verse: c       უჩვენოს ეს სასწაული,   იგ კერპთა გაეყრებიან,
Line of ed.: 32   Verse: d    და   მოიქცენ, ესეც შეიტყონ,   რომ მკვდარნი აიყრებიან.






Paragraph: 533  
Line of ed.: 33   Verse: a       533. თეოფისტოს მიიძინა,   ვახშმად სუფრა რა აიღო,
Line of ed.: 34   Verse: b       ძილსა შინა მოეჩვენა,   მუნ გიორგი წმინდა იყო,
Line of ed.: 35   Verse: c       "თეოფისტოს, თეოფისტოს",   ესე სიტყვა ამო იყო,
Line of ed.: 36   Verse: d    და   უთხრა: "აქა ვარ, უფალო",   თქვა და სული არ დაიღო.



Page of ed.: 368  




Paragraph: 534  
Line of ed.: 1   Verse: a       534. წმინდა ეტყოდა ძილშია:   "ისმინე საუბარია,
Line of ed.: 2   Verse: b       ადექ და ტანსა ჩაიცვი,   უჩუმრად გავლე კარია,
Line of ed.: 3   Verse: c       ახლავე ნახო პირუტყვნი,   ამითი გაიხარია,
Line of ed.: 4   Verse: d    და   აღთქმა რაც მითხარ, ახლავ ქენ,   ცალი დამიკალ ხარია.






Paragraph: 535  
Line of ed.: 5   Verse: a       535. მეცა გეწვევი, რა დაკლა,   ხარი შე3წირე ცალია".
Line of ed.: 6   Verse: b       რა გაიღვიძა, .ცოლს უთხრა,   ცად აღიხილნა თვალია:
Line of ed.: 7   Verse: c       "ესე და ესე ვიხილე   სიზმარი მომავალია,
Line of ed.: 8   Verse: d    და   აწ წავალ, ვეძებ, წმინდამან   მახმაროს მისი ძალია".






Paragraph: 536  
Line of ed.: 9   Verse: a       536. წავიდა, ძებნა, ორნივე   იპოვნა მისი ხარები,
Line of ed.: 10   Verse: b       შინ წაიყვანა, ამისთვის   შეიქნა განახარები,
Line of ed.: 11   Verse: c       მადლობა წმინდა გიორგის,   თქვა ტკბილი საუბარები.
Line of ed.: 12   Verse: d    და   ცოლმან თქვა: "დღემდის არ ვეჭობ,   მოგევლოს იგი არები,






Paragraph: 537  
Line of ed.: 13   Verse: a       537. არ გიძებნია, სადაცა   დღესა იპოვე ხარები".
Line of ed.: 14   Verse: b       რქვა თეოფისტოს: "არა გრწამს   შენ ჩემი საუბარები?
Line of ed.: 15   Verse: c       ოცჯერ მაშინაცა მოვლე   იგი შუკა და არები,
Line of ed.: 16   Verse: d    და   მაგრამ მან მხნემან მიბოძა,   მისი მყავს მონაბარები".






Paragraph: 538  
Line of ed.: 17   Verse: a       538. ქალმა თქვა: "რადგან მან მოგცა,   ხადე სახელი მისია,
Line of ed.: 18   Verse: b       მსწრაფლ აღასრულე იგ აღთქმა,   რასაც დაპირდი ისია,
Line of ed.: 19   Verse: c       წმინდა გიორგის ხადოდი,   მისი ხარ, არა სხვისია".
Line of ed.: 20   Verse: d    და   თეოფისტოს თქვა: "ცხვარს დავკლავ,   ეს ჩემგან შესატყვისია".






Paragraph: 539  
Line of ed.: 21   Verse: a       539. აგრე ქნეს, ცხვარი დაუკლეს,   მღვდელი შემოსეს წესითა,
Line of ed.: 22   Verse: b       მას ღამეს კიდე ეჩვენა   სახითა უკეთესითა,
Line of ed.: 23   Verse: c       რქვა თეოფისტოს: "გინდოდა   ხადილი ჩემი ესითა?
Line of ed.: 24   Verse: d    და   ხარისთვის თიკანს დამიკლავ,   კარვისთვის მიზამ ავს სითა?






Paragraph: 540  
Line of ed.: 25   Verse: a       540. გგონია, ეს შევიწირო   მე დასაკლავი შენია,
Line of ed.: 26   Verse: b       ხარისთვის თიკანს დამიკლავ,   ეგე რა ჩემი ძღვენია?
Line of ed.: 27   Verse: c       რასაც დამპირდი, არ დაკალ,   რასათვის არა გრცხვენია?
Line of ed.: 28   Verse: d    და   ისივ დამიკალ, არ მინდა,   თიკანი მემარცხენია.






Paragraph: 541  
Line of ed.: 29   Verse: a       541. ხარს დაკლავ, მეცა გესტუმრო,   იცოდი, დამიჯერია,
Line of ed.: 30   Verse: b       თუ არ დამიკლავ, გევნების   უცხო და მეტად ბევრია".
Line of ed.: 31   Verse: c       რა გაიღვიძა, აიჭრა,   შიშისგან ექცა ფერია,
Line of ed.: 32   Verse: d    და   ცოლს უთხრა იგი ჩვენება,   ღვთისა ბრძანება ერია:






Paragraph: 542  
Line of ed.: 33   Verse: a       542. "ესე და ესე ვიხილე,   ჩვენება საკვირველია,
Line of ed.: 34   Verse: b       აწ დავკლა ცხვარი და კრავი,   მითი შევმოსო მღვდელია,
Line of ed.: 35   Verse: c       ეგების ეს შეიწიროს,   წყალობას მისგან ველია".
Line of ed.: 36   Verse: d    და   აღასრულეს და აგრე ყვეს,   ჟამი უწირეს მრთელია.



Page of ed.: 369  




Paragraph: 543  
Line of ed.: 1   Verse: a       543. მას ღამეს კიდე ეჩვენა   წმინდა გიორგი ცხოველი,
Line of ed.: 2   Verse: b       თქვა: "თეოფისტოს, არა ქენ?   რასაც დამპირდი, მოველი":
Line of ed.: 3   Verse: c       მან სთქვა: "აქა ვარ, უფალო,   ძრწოლითა ცრემლთა მთოველი".
Line of ed.: 4   Verse: d    და   რქვა მას წმინდამან: "არ ხელ-ყო,   სრულ გაგიწყვიტო ყოველი".






Paragraph: 544  
Line of ed.: 5   Verse: a       544. არქვა: "დამიკალ, ვინ გითხრა,   ერთი ცხვარი და კრავია,
Line of ed.: 6   Verse: b       ვით გსტუმრებოდი ცხვარზედა?   კრავი ზედ დასართავია,
Line of ed.: 7   Verse: c       კომსი ვარ, მთავარმოწამე,   მე დიდი ერისთავია,
Line of ed.: 8   Verse: d    და   უღლად ხარები დამიკალ,   გასტუმრო ჩემი თავია.






Paragraph: 545  
Line of ed.: 9   Verse: a       545. მე შენ დამპირდი: თუ ვპოო,   დაგიკლა ორში ერთია,
Line of ed.: 10   Verse: b       ახლა ორნივე დამიკალ,   ახსენე ქრისტე ღმერთია,
Line of ed.: 11   Verse: c       მსხვერპლად შემწირე ორნივე,   ერთმანეთს შეაერთია,
Line of ed.: 12   Verse: d    და   მეც გესტუმრები, იცოდე,   არამც არ მოგიწყენია.






Paragraph: 546  
Line of ed.: 13   Verse: a       546. ორნი უღელნი დამიკალ,   სხვა რაც პირუტყვი შენია,
Line of ed.: 14   Verse: b       თხა, ცხვარი ანუ ზროხანი,   ოთხფერხნი შენაძენია,
Line of ed.: 15   Verse: c       რაც იჭმებოდეს, დამიკალ,   არა რა მოგირჩენია,
Line of ed.: 16   Verse: d    და   მეც გესტუმრები, იცოდე,   არამც არ მოგიწყენია.






Paragraph: 547  
Line of ed.: 17   Verse: a       547. სრულად მოასხი ამ თემის   ხუცები, ერი, ბერია,
Line of ed.: 18   Verse: b       დაკალი, რაც იჭმებოდეს,   იცოდე დამიჯერია,
Line of ed.: 19   Verse: c       ყველა ისტუმრე ეს თემი,   დაგავე სახლი, ჭერია,
Line of ed.: 20   Verse: d    და   მოიღე მწვარი, ხარშილი,   დაყარე ვითა მტვერია.






Paragraph: 548  
Line of ed.: 21   Verse: a       548. პური არ მინდა მე შენი,   თუმცა არ იყო ესია,
Line of ed.: 22   Verse: b       ასეთი საქმე დაგმართო,   არ იყოს უარესია,
Line of ed.: 23   Verse: c       ცეცხლით დაგიწ8ა ყველაი   უარეს-უკეთესია".
Line of ed.: 24   Verse: d    და   რა გაიღვიძა, შეშინდა,   თქვა: რა მეოცა ესია?"






Paragraph: 549  
Line of ed.: 25   Verse: a       549. შიშმან შეიპყრა, ძრწოლამან   და ხმა-ყო ხმითა დიდითა,
Line of ed.: 26   Verse: b       თქვა: "ვამე თუ, რა მაშინებს   ყოველღამ ძრწოლა-რიდითა,
Line of ed.: 27   Verse: c       რა მეჩვენების ძილშიდა   საზარლად კიდის-კიდითა,
Line of ed.: 28   Verse: d    და   თუ საოცარი რამ არის   ეშმაკეულის ფლიდითა.






Paragraph: 550  
Line of ed.: 29   Verse: a       550. დავკლნა პირუტყვი, რაცა მყავს,   ხარ-ძროხა, თხა და ცხვარია,
Line of ed.: 30   Verse: b       არამც მაცდინოს ეშმაკმან,   რომ ჩემზედ გაუხარია,
Line of ed.: 31   Verse: c       დამახოცინოს პირუტყვი   ყოველი, შინ თუ გარია,
Line of ed.: 32   Verse: d    და   გამაღარიბოს იმითა,   ეშმაკი საოცარია.






Paragraph: 551  
Line of ed.: 33   Verse: a       551. არა, რა ვქნა? არა ვიცი,   ვერა შევიტყვე მრთელია,
Line of ed.: 34   Verse: b       ანუთუ წმინდა მეჩვენა   ძილშიდა, ჩემ მხსნელია,
Line of ed.: 35   Verse: c       ვერა რომელი შევიტყვე,   ნეტარ ვქნა თუ რომელია?
Line of ed.: 36   Verse: d    და   თორემ რა არის ყოველღამ   ჩვენება ესე ძნელია?



Page of ed.: 370  




Paragraph: 552  
Line of ed.: 1   Verse: a       552. ცუდად დავხოცო, არა ვიქ   ხარ-ძროხა ანუ ღორია".
Line of ed.: 2   Verse: b       ევსევიამ თქვა: "ნუგეშის,   შენთან ეშმაკი შორია,
Line of ed.: 3   Verse: c       წმინდა გიორგი ძილშიგან   ეშმაკს რად შეასწორია?
Line of ed.: 4   Verse: d    და   ღმერთს უნდა შენი სიკეთე,   მდიდართა შესასწორია.






Paragraph: 553  
Line of ed.: 5   Verse: a       553. სხვაცა გამდიდრდა წმინდითა   სასწაულითა დიდითა,
Line of ed.: 6   Verse: b       ის გეჩვენების წყალობით,   გულში ნუღარ ხარ რიდითა,
Line of ed.: 7   Verse: c       დაკალ ყოველი, შევსწიროთ   ხარ-ზროხა კიდის-კიდითა,
Line of ed.: 8   Verse: d    და   ვითამც არც ერთი გვყოლია,   ნუ ხარ ცნობითა ფლიდითა.






Paragraph: 554  
Line of ed.: 9   Verse: a       554. ვითომც ზამთარსა მოუსრავს   პირუტყვნი ესე ჩვენია,
Line of ed.: 10   Verse: b       წმინდა გიორგის შევსწიროთ,   დაუკლათ, ნუ შეგრცხვენია,
Line of ed.: 11   Verse: c       ვასრულოთ მისი სიზმარი,   დავხოცოთ მისი ძღვენია,
Line of ed.: 12   Verse: d    და   ის ადრე გვიზღავს, წყალობა   ჩვენზედა მოუფენია".






Paragraph: 555  
Line of ed.: 13   Verse: a       555. ესე სთქვა, ლოცვა დაიწყო   ორთა ცოლქმართა ესია,
Line of ed.: 14   Verse: b       არცა ჭამა და არცა სვა,   იყო ცრემლისა მღვრელია,
Line of ed.: 15   Verse: c       მას მიეძინა ლოცვაში,   ჰყვა ანგელოზი მცველია,
Line of ed.: 16   Verse: d    და   მას ღამეს კიდე ეჩვენა   სიზმარი საკვირველია:






Paragraph: 556  
Line of ed.: 17   Verse: a       556. ამხედრებული მოვიდა   წმინდა გიორგი, მხნენია,
Line of ed.: 18   Verse: b       ჭარმანგსა იჯდა ბრწყინვალე,   სპეტაკი იყო ცხენია,
Line of ed.: 19   Verse: c       ჯვარი ქრისტესი ეტვირთა,   ეტყობის სიფიცხენია,
Line of ed.: 20   Verse: d    და   რქვა თეოფისტოს: "ეშმაკად   მე რისთვის შემრაცხენია?"






Paragraph: 557  
Line of ed.: 21   Verse: a       557. საოცრად რისთვის შემრაცხე,   ეშმაკად სატანისაგან?
Line of ed.: 22   Verse: b       მე ვით მომიცდის ეშმაკი,   გაქრების ჩემის ხმისაგან,
Line of ed.: 23   Verse: c       ეს ჯვარი პატიოსანი   იესო ქრისტეს ღვთისაგან,
Line of ed.: 24   Verse: d    და   ძალმან და მადლმან ამისმან   წმინდისა სამებისაგან.






Paragraph: 558  
Line of ed.: 25   Verse: a       558. მე ვარ წმინდა გიორგი, მხნე   ახოვანი მხედარია,
Line of ed.: 26   Verse: b       ეშმაკნი ჩემგან ივლტიან,   განვქარვო ვითა ქარია,
Line of ed.: 27   Verse: c       ჩემს სახეს როგორ განიცდის,   გამოვისახო ჯვარია,
Line of ed.: 28   Verse: d    და   ისმინე ჩემი, დამიკალ,   რაცა პირუტყვი არია.






Paragraph: 559  
Line of ed.: 29   Verse: a       559. თუ ირ ისმინო უგნურო,   სიტყვა ჩემი, მაშინ რა ვყო?!
Line of ed.: 30   Verse: b       უცხო ტანჯვა მოგივლინო,   თუცა ზეცად ხელი აყო;
Line of ed.: 31   Verse: c       მაღლით ცეცხლი გარდამოხდეს,   ღვთის რისხვითა ასე დაგყო,
Line of ed.: 32   Verse: d    და   მაშიგ დაგწვა მონაგებით,   რომე ხანი ვეღარ დაყო.






Paragraph: 560  
Line of ed.: 33   Verse: a       560. კაცო, დამიკალი პირუტყვი,   ხარძროხა, ცხვარ, ღორია,
Line of ed.: 34   Verse: b       ქათამი, ბატი, რაცა გყავს,   არ მოგრჩეს ერთი ორია,
Line of ed.: 35   Verse: c       კაცთაგან რაც იჭმებოდეს,   ახლო გყვეს, ანუ შორია,
Line of ed.: 36   Verse: d    და   ყველა მოასხი, დამიკალ,   ისმინე სიტყვა სწორია.



Page of ed.: 371  




Paragraph: 561  
Line of ed.: 1   Verse: a       561. მდიდარი ანუ მცირედი,   საპყარი, კოჭლი, ბრმანო,
Line of ed.: 2   Verse: b       ობოლი, ქვრივი, ხუცები,   ბერები ანუ ყრმანია,
Line of ed.: 3   Verse: c       ქალ-ყრმანი -- ყველა მოასხი,   უცხო და სხვადასხმანია,.
Line of ed.: 4   Verse: d    და   მეცა გეწვევი სამხრობად,   არ დავაყოვნო ხანია".






Paragraph: 562  
Line of ed.: 5   Verse: a       562. რა გაიღვიძა, შეშინდა,   ცრემლი დიოდა ცხელია,
Line of ed.: 6   Verse: b       მან ხმა-ყო ხმითა დიდითა,   ისმენს ბერი და მღვდელია;
Line of ed.: 7   Verse: c       "რაცა მიბრძანე, იგი ვქნა,   შენთვის აღვაპყრო. ხელია,
Line of ed.: 8   Verse: d    და   ხეც შენი ვარ და პირუტყვნიც,   თქვენგან წყალობას ველია".






Paragraph: 563  
Line of ed.: 9   Verse: a       563. მონათა უთხრა: "დახოცეთ   ყოველ პირუტყვნი ესები,
Line of ed.: 10   Verse: b       ყველა დაკალით, რაც მყავდეს   უარეს-უკეთესები,
Line of ed.: 11   Verse: c       ესე და ესე ვიხილე   სიზმარი დანაკვესები,
Line of ed.: 12   Verse: d    და   მოასხით ერნი, ხუცები,   ვასრულოთ მისი წესები".






Paragraph: 564  
Line of ed.: 13   Verse: a       564. მათ დაკლეს ყველა, შემზადეს,   რაცა იმათგან ხდებოდა,
Line of ed.: 14   Verse: b       პური და ღვინო და ღომი,   ტაბლას რაც მოუხდებოდა,
Line of ed.: 15   Verse: c       ას ოთხმოც იყო სტუმარი,   ღირსი მათ თანა ჰყვებოდა,
Line of ed.: 16   Verse: d    და   ღამე ათიეს მონასტერს,   ვინც თეოფისტოს ხლებოდა.






Paragraph: 565  
Line of ed.: 17   Verse: a       565. იგალობეს მას ღამესა,   გაათიეს ღამე ბინდი,
Line of ed.: 18   Verse: b       რა გათენდა, წირვად დადგენ,   ხადილი ქნეს განაზიდი,
Line of ed.: 19   Verse: c       მერმე სუფრას დააკურთხეს,   შიში ჰქონდა ღვთისა დიდი,
Line of ed.: 20   Verse: d    და   დასხდეს ყველა სასადილოს,   შეიწივნეს მცირე, დიდი.






Paragraph: 566  
Line of ed.: 21   Verse: a       566. ამასა ზედა გამოსჩნდა   შარას სამ ცხენოსნებია,
Line of ed.: 22   Verse: b       ერთი ზის ცხენსა სპეტაკსა,   ხრმალზედან ედვა ნებია,
Line of ed.: 23   Verse: c       ვითა მზისთვალი ბრწყინვიდა,   ვითა მზის ცანი ხლებია,
Line of ed.: 24   Verse: d    და   ის იყო წმინდა გიორგი,   მათ ვერვის უზარებია.






Paragraph: 567  
Line of ed.: 25   Verse: a       567. ახლოს მოვიდეს სამნივე,   მათ მიეგებენ წინარე,
Line of ed.: 26   Verse: b       იქით და აქით დგებოდეს,   თქვეს თუ: "ეს ნეტავ ვინ არე?"
Line of ed.: 27   Verse: c       დიდი სიმრავლე შეუდგა.   პირი მზისაებრ მცინარე,
Line of ed.: 28   Verse: d    და   სამთავე შინა შეუძღვენ,   არა აქვთ მოსაწყინარე.






Paragraph: 568  
Line of ed.: 29   Verse: a       568. გიხაროდენი" უბრძანა   მან თეოფისტოს მხნემან და
Line of ed.: 30   Verse: b       მან თაყვანისცა წმინდასა,   ხელი აღაპყრო მზემან და
Line of ed.: 31   Verse: c       ვერავინ იცნა იგი მხნე,   ნეტარ ვინ იყო ჰე, მანდა?
Line of ed.: 32   Verse: d    და   მან განანათლნა იგინი,   ვითა სამყარო მზემან და.






Paragraph: 569  
Line of ed.: 33   Verse: a       569. "სიზმარი ნახე, გეგონა,   წმინდა გწვეოდა შინაო,
Line of ed.: 34   Verse: b       აწ მისად ნაცვლად მე მოველ   სტუმარი ვინცა ვინაო,
Line of ed.: 35   Verse: c       მეც გიორგი ვარ სახელად,   სტუმრად გეყოფი გინაო,
Line of ed.: 36   Verse: d    და   რასაც დახარჯავ, მე გიზღავ,   ჩემის მოწყალის წინაო".



Page of ed.: 372  




Paragraph: 570  
Line of ed.: 1   Verse: a       570. თეოფისტოს მხიარულმან   გაიცინა, გა-ცა-ღიმდა,
Line of ed.: 2   Verse: b       "დასხედითო, -- წმინდამ ბრძანა,   -- ვინც სტუმარი აქ მოვიდა",
Line of ed.: 3   Verse: c       ყველა დასხდა სადილობად,   მცირე ხანი გამოვიდა,
Line of ed.: 4   Verse: d    და   თეოფისტოს, ცოლი მისი   დასხდეს, შინა შემოვიდა.






Paragraph: 571  
Line of ed.: 5   Verse: a       571. "თეოფისტოს", -- თქვა წმინდამან,   სიტყვა ტკბილითა ენითა \ორნი
Line of ed.: 6   Verse: b       მე მომყვნენ მონანი, ესე   მხედარნი ცხენითა,
Line of ed.: 7   Verse: c       ამათ არიგონ ეს ჭამა,   თქვენ სხდომად გაეწყვენითა".
Line of ed.: 8   Verse: d    და   მათ მიაბარეს სარიგო,   ლხინობდეს არ მოწყენითა.






Paragraph: 572  
Line of ed.: 9   Verse: a       572. თეოფისტოს კოკები და   მარნის კლიტე ხელთა მისცა,
Line of ed.: 10   Verse: b       საჭმელები მიაბარა,   თქვა: "არა მშურს, რაცა მიც-ა".
Line of ed.: 11   Verse: c       გაარიგეს მათ მხედართა,   მიართვიან რაცა ვისცა,
Line of ed.: 12   Verse: d    და   სასმელ-საჭმელს აძლევდიან,   კოკა ისევ სავსე სდგისცა.






Paragraph: 573  
Line of ed.: 13   Verse: a       573. ასხამდენ, კოკა სავსეა,   ჯარი ძღებოდა ღვინითა,
Line of ed.: 14   Verse: b       სჭამდიან, სუფრას არ აკლდა,   ისევ სავსე დგას წინითა,
Line of ed.: 15   Verse: c       კმარ იყო იგ ერთი კოკა   გარე თუ, ანუ შინითა,
Line of ed.: 16   Verse: d    და   უფრო განმრავლდა პურ-ღვინო,   სავსესა სმიდენ მინითა.






Paragraph: 574  
Line of ed.: 17   Verse: a       574. რასაც ჭურს მოხდა მოუნდა,   ის კოკა ისევ სავსეა,
Line of ed.: 18   Verse: b       ჭურჭელი არ დაიცალა,   მსმელთათვის შესათავსია,
Line of ed.: 19   Verse: c       გამხიარულდენ, დაითვრნენ,   სავსე დალიეს თასია,
Line of ed.: 20   Verse: d    და   სმიდენ და შეექცეოდენ,   არც ერთი ნახეს ნასია.






Paragraph: 575  
Line of ed.: 21   Verse: a       575. თეოფისტოს რქვა წმინდამან:   "ისმინე ჩემი თქმულია,
Line of ed.: 22   Verse: b       ძვალი რაც იყოს, დასცევით,   დღეს რაცა აქა ჭმულია".
Line of ed.: 23   Verse: c       კვლავ თეოფისტოს ცოლს უთხრა   ყურშიდა ეს ქართულია:
Line of ed.: 24   Verse: d    და   "რად უნდა, ნეტავ, ძვალები,   რისთვის ვყოთ შენახულია?"






Paragraph: 576  
Line of ed.: 25   Verse: a       576. ცოლმან თქვა: "ვხედავ მას კაცსა   ბრძენსა და მეტად ჭკვიანსა,
Line of ed.: 26   Verse: b       ეგების სხვა რამ გვეჩვენა,   მზესა გავს არა გვიანსა:
Line of ed.: 27   Verse: c       ვეჭვ, იყოს წმინდა გიორგი,   ეჭვი მაქვს არ ნაღვლიანსა".
Line of ed.: 28   Verse: d    და   მუნ თეოფისტოს დადუმდა,   უჭვრეტდა ჯავარ-სვიანსა.






Paragraph: 577  
Line of ed.: 29   Verse: a       577. წმინდამან თქვა: "თქვით, იბაკო   თქვენ წმინდისა გიორგისა",
Line of ed.: 30   Verse: b       მათ ისმინეს ის გალობა,   დაიჩოქეს წინ მთავრისა,
Line of ed.: 31   Verse: c       მოილხინეს მათ ყოველთა   სასწაული რა იგისა,
Line of ed.: 32   Verse: d    და   თქვეს იბაკოი მხედართა,   ჭამა იგი არიგისა;






Paragraph: 578  
Line of ed.: 33   Verse: a       578. "მოიმუშაკე ღვთის მიერ,   გამოჩნდი მუშაკ დიდია,
Line of ed.: 34   Verse: b       პატიოსანი ღვთის მსახურ,   წმინდა გიორგი კიდია,
Line of ed.: 35   Verse: c       სათნოებითა მჭელეულ   შეკრიბე არა ფლიდია,
Line of ed.: 36   Verse: d    და   თავსა მას შენსა წმინდასა   აქვს ღვთისა შიში, რიდია.



Page of ed.: 373  




Paragraph: 579  
Line of ed.: 1   Verse: a       579. ცრემლი სთესე და მოიმკე   სიხარულითა ღმერთია,
Line of ed.: 2   Verse: b       სისხლი დასთხიე მოღვაწეთ   მეოხებითა შენითა,
Line of ed.: 3   Verse: c       მოგვნიჭე ცოდვათ შენდობა,   სამოთხეს შეგვაერთია,
Line of ed.: 4   Verse: d    და   დიდი წყალობა მოგვმადლე   თემთა და ამათ ერთია".






Paragraph: 580  
Line of ed.: 5   Verse: a       580. ვითარცა ითქვა იბაკო,   არ გაათავეს მალიეს,
Line of ed.: 6   Verse: b       წმინდის გიორგის სახელზე   აივსეს დიდი, დალიეს,
Line of ed.: 7   Verse: c       თქვეს: "ღვთისმშობელო წმინდაო",   ვედრება ართუ გალიეს,
Line of ed.: 8   Verse: d    და   სმიდენ და შეექცეოდენ,   სიმთრვალით სჭირდეს ძალი ეს.






Paragraph: 581  
Line of ed.: 9   Verse: a       581. ჰუნესა ზედა ამხედრდა   იგ მოწამეთა თვალია,
Line of ed.: 10   Verse: b       ჰრქვა თეოფისტოს: "რაც იყოს,   აქა მომართვი ძვალია".
Line of ed.: 11   Verse: c       თქვეს, თუ: "დაითრო, რას აქნევს,   ღვინისგან სჭირსო ძალია".
Line of ed.: 12   Verse: d    და   თეოფისტოს თქვა: "ვეწყალი,   ვიცი, ეს მიზღავს მალია".






Paragraph: 582  
Line of ed.: 13   Verse: a       582. მოიღეს ყოველთ უკლისად,   მის წინ დაყარეს ძვალები,
Line of ed.: 14   Verse: b       წმინდამან ხელი აღიპყრა,   ზეცად აღიხვნა თვალები;
Line of ed.: 15   Verse: c       "უფალო იესო ქრისტე,   მომმადლე შენი ძალები,
Line of ed.: 16   Verse: d    და   შენ მიყვარ, შენი მონა ვარ,   ვიცი, რომ შენ გებრალები.






Paragraph: 583  
Line of ed.: 17   Verse: a       583. შენ თეოფისტოს მომადლე   წყალობა შენი დიდებით,
Line of ed.: 18   Verse: b       ვით განამრავლე ვარსკვლავი   შენ ზეცას კიდისკიდებით,
Line of ed.: 19   Verse: c       ეგრეთ განმრავლე კეთილით   ამისი მინაზიდები".
Line of ed.: 20   Verse: d    და   ესე თქვა, ძვრაცა შეიქნა   სრულ ხმელთა კიდისკიდებით.






Paragraph: 584  
Line of ed.: 21   Verse: a       584. ყოვლნი დაეცნენ შიშითა,   ძვრა იქნა, შფოთი დიდები,
Line of ed.: 22   Verse: b       პირუტყვი რაცა დაეკლნეს,   თვითოს თავს აღსდგა ხუთები,
Line of ed.: 23   Verse: c       წმინდამან არქვათ: "მშვიდობით,   ღმერთმან გიცხონოს სულები",
Line of ed.: 24   Verse: d    და   ეს რა თქვა, უჩინარ იქმნა,   არ დაიყოვნა წუთები.






Paragraph: 585  
Line of ed.: 25   Verse: a       585. უჩინო იქმნა მოწამე,   ვერვინ ცნა გზა და კვალები,
Line of ed.: 26   Verse: b       ერნი ხმობს: "წმინდა ეს იყო,   რომ აღადგინა ძვალები".
Line of ed.: 27   Verse: c       იგ ხმობენ ,კირიელესონ",   გალობას მისცეს ძალები,
Line of ed.: 28   Verse: d    და   წმინდა გიორგი ცხოველმან   განვლო სიგრძე და განები.






Paragraph: 586  
Line of ed.: 29   Verse: a       586. "თეოფისტოს, -- ცოლი მისი   ამას იტყვის საუბრითა, \ვერ
Line of ed.: 30   Verse: b       ვიცანით იგ მთავარი, შევმთხვევოდით   თავდახრითა,
Line of ed.: 31   Verse: c       ჩვენ შეგვინდვენ შეცოდება   იგ მხურვალე ცრემლთა ღვრითა".
Line of ed.: 32   Verse: d    და   მერმე პოვეს კვალი მისი,   იგ მთავარი სად წავლიდა,






Paragraph: 587  
Line of ed.: 33   Verse: a       587. პოვეს კვალი მიწაზედა,   დაკრიბეს ანარებია,
Line of ed.: 34   Verse: b       მიწა აიღეს, დაკრიბეს,   სად სახლი ან კარებია,
Line of ed.: 35   Verse: c       მკელობელი და საპყარი,   გლახაკნი რაცა რებიან,
Line of ed.: 36   Verse: d    და   ბრმანი და ეშმაკეულნი   ტკივილით წანარებია.



Page of ed.: 374  




Paragraph: 588  
Line of ed.: 1   Verse: a       588. სენშეპყრობილი, რომელი   მიწათა შეემთხვეოდა,
Line of ed.: 2   Verse: b       მსწრაფლ განიკურნის, განსწმენდდის,   ვის წყლული შეეხებოდა;
Line of ed.: 3   Verse: c       განითქვა ეს სასწაული,   ხმელეთსა განიწეოდა,
Line of ed.: 4   Verse: d    და   ღვთისმსახურს მეფეს თევდოსის   ეს საქმე მიეწეოდა.






Paragraph: 589  
Line of ed.: 5   Verse: a       589. ღმერთსა მადლობდეს ყოველნი,   ქება თქვეს არაფლიდია,
Line of ed.: 6   Verse: b       მუნ თეოფისტოს მოირჭმა,   შეიქნა მეტად დიდია,
Line of ed.: 7   Verse: c       პირუტყვთა რიცხვი ვეღარ ჰქნა,   პურ-ღვინო ვითა ზღვამდია,
Line of ed.: 8   Verse: d    და   შვიდი ძე ესხა, სამ ასულ,   განითქვა კიდისკიდია.






Paragraph: 590  
Line of ed.: 9   Verse: a       590. სასწაულს აქეთ განიძლო   მან წელი ოცდაორია,
Line of ed.: 10   Verse: b       ცხონდა და მონაზონ იქმნა,   წმინდათა შენასწორია,
Line of ed.: 11   Verse: c       ადიდა წმინდა გიორგი,   მადლის შეიქნა გორია,
Line of ed.: 12   Verse: d    და   დასრულდა ესე ამბავი   უტყუარი და სწორია.



Next part



This text is part of the TITUS edition of Giorgi Mtavarmocame.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 21.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.