TITUS
Johannes Chrysostomus, Commentary on St. Matthew
Part No. 80
Previous part

Chapter: 79  
Line: 11  თავი ოთ


Part: T  
Line: 12       სიტყუაჲ ესე: "რაჟამს მოვიდეს ძჱ კაცისაჲ დიდებითა თჳსითა,
Line: 13    
და ყოველნი ანგელოზნი მისნი მის თანა, მაშინ დაჯდეს საყდართა ზედა
Line: 14    
დიდებისა თჳსისათა; და შეკრბენ წინაშე მისსა ყოველნი ნათესავნი, და
Line: 15    
განარჩინეს იგინი ურთიერთას, ვითარცა-იგი მწყემსმან რაჲ განარჩინის
Line: 16    
ცხოვარნი თიკანთაგან" (25,31-32 Link to adisntLink to cinantLink to giornt Link to adisntLink to cinantLink to giornt).

Line: 17       
სიტყუათაჲ ამათ შუენიერთა და შესაძრწუნებელთაჲ, რომელნი მარადის
Line: 18    
გონებათა შინა ჩუენთა არიან, ვისმინოთ აწ შიშით და ლმობიერებით,
Line: 19    
რომელნი-ესე აღსასრულად ყვნა სწავლისა მის თჳსისა უფალმან, და სა\მართლად
Line: 20    
ესრეთ განაწესა, რამეთუ დიდად პატიოსან არს მისდა მოწყალე\ბაჲ
Line: 21    
და ძმათმოყუარებაჲ, და ყოველსავე სახარებასა შინა მრავალგზის
Line: 22    
აჴსენა იგი. ხოლო უმეტესადღა აწ, და ცხადად, და არა ორი პირი ანუ
Line: 23    
ხუთი მოიღო იგავად, არამედ ყოველივე სოფელი; დაღაცათუ ზემოცა იგავ\თა
Line: 24    
მათ მიერ არა ორსა პირსა ანუ ხუთსა მოასწავებდა, არამედ ორსა
Line: 25    
კერძსა: კეთილსა და ხენეშსა.

Line: 26       
ხოლო აწ შესაძრწუნებელად შესთხზნის სიტყუასა ამას თჳსსა. ამისთჳს\ცა
Line: 27    
არა თქუა, თუ: "ემსგავსა სასუფეველი ცათაჲ", არამედ განცხადებულად
Line: 28    
გჳჩუენებს თავსა თჳსსა და იტყჳს: "რაჟამს მოვიდეს ძჱ კაცისაჲ დიდებითა
Line: 29    
თჳსითა". რამეთუ აწ გლახაკებით მოვიდა, შეურაცხებით და ყუედრებით,
Line: 30    
ხოლო მაშინ არა ეგრეთ, არამედ მოვიდეს "დიდებითა დიდითა, და ყოველნი
Line: 31    
ანგელოზნი მისნი მის თანა, მაშინ დაჯდეს საყდართა ზედა დიდებისა
Line: 32    
მისისათა".

Page: III-347  
Line: 1       
ზედაჲსზედა აჴსენებს დიდებასა, რამეთუ ახლოს იყო ჯუარცუმაჲ, საქმჱ
Line: 2    
შეურაცხად და საყუედრელად შერაცხილი. ამისთჳს აღამაღლებს გონებასა
Line: 3    
მას მსმენელთასა და უჩუენებს დიდებულსა მას სამშჯავროსა, და გამოუსახავს
Line: 4    
წარდგომასა ყოვლისა სოფლისასა წინაშე მისა, და რომელ უსაშინელეს
Line: 5    
არს,
Line: 6    
ვითარმედ "ყოველნი ანგელოზნი მის თანა". იგინი წამებდენო, რავდენ\ნი
Line: 7    
მსახურებანი აღასრულნეს, წარივლინებოდეს რაჲ მეუფისა მიერ ცხორე\ბად
Line: 8    
კაცთა. და ყოვლითურთ შესაძრწუნებელ იყოს იგი დღჱ. "და შეკრბენო
Line: 9    
წინაშე მისა ყოველნი ნათესავნი". -- ესე იგი არს, ყოველივე ბუნებაჲ
Line: 10    
კაცთაჲ. "და განარჩინეს იგინი ურთიერთას, ვითარცა-იგი მწყემსმან განარ\ჩინის
Line: 11    
ცხოვარნი თიკანთაგან". -- რამეთუ აწ არა განრჩეულ არიან, არამედ
Line: 12    
ყოველნივე აღრეულად იქცევიან, ხოლო მაშინ იქმნას განრჩევაჲ დიდითა
Line: 13    
გამოწულილვითა. "და დაადგინნეს ცხოვარნი მარჯუენით მისა და თიკანნი
Line: 14    
-- მარცხენით"1. ადგილითაცა განყვნა ურთიერთას და სახელითაცა. ხოლო
Line: 15    
მართალთა ცხოვარ უწოდა და ცოდვილთა -- თიკან, რაჲთა უნაყოფოებაჲ
Line: 16    
მათი გამოაჩინოს და უწესოვებაჲ და სიმქისე გონებისაჲ, რამეთუ ესრეთ
Line: 17    
არს მსგავსებაჲ თიკანთაჲ.

Line: 18       
ხოლო ცხოვართაგან სარგებელიცა ფრიად არს, მატყლითა და სძითა და
Line: 19    
კრავითა, და ხილვაჲ წესიერ და კეთილ. გარნა საცხოვართა ბუნებითი არს
Line: 20    
გინა თუ ნაყოფიერებაჲ, გინა თუ უნაყოფოვებაჲ, ხოლო კაცთაჲ ნეფსითი
Line: 21    
არს, გონებისაებრ თითოეულისა. ამისთჳს რომელნიმე გჳრგჳნოსან იქმნებიან
Line: 22    
და რომელნიმე დაიშჯებიან. გარნა ამისა პირველ სიტყუასა ჰყოფს მათ
Line: 23    
თანა:

Part: s  
Line: 24       
სახარებაჲ: "მაშინ ჰრქუას მეუფემან მარჯუენითთა მათ მისთა:
Line: 25    
მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკჳდრეთ განმზადებული
Line: 26    
თქუენთჳს სასუფეველი პირველ სოფლის დაბადებისა. რამეთუ მშიოდა,
Line: 27    
და მეცით მე ჭამადი; მწყუროდა, და მასჳთ მე; უცხო ვიყავ, და შემი\წყნარეთ
Line: 28    
მე; სნეულ ვიყავ, და მომხედეთ მე; საპყრობილეს ვიყავ, და
Line: 29    
მოხუედით ჩემდა. მაშინ მიუგონ მას მართალთა მათ და ჰრქუან: უფალო,
Line: 30    
ოდეს გიხილეთ შენ მშიერი და გამოგზარდეთ? ანუ წყურიელი და გასუთ
Line: 31    
შენ? ოდეს გიხილეთ შენ უცხოდ და შეგიწყნარეთ? ანუ შიშუელი და
Line: 32    
შეგმოსეთ შენ? ოდეს გიხილეთ შენ უძლური ანუ საპყრობილესა და
Line: 33    
მოვედით შენდა? და მიუგოს მეუფემან მან და ჰრქუას მათ: ამენ გეტყჳ
Line: 34    
თქუენ: რაოდენსა ზედა ჰყავთ ერთსა ამათ მცირეთაგანსა ძმათა ჩემთა,
Line: 35    
იგი მე მიყავთ" (25,34-40 Link to adisntLink to cinantLink to giornt Link to adisntLink to cinantLink to giornt).

Part: t  
Line: 36       
თარგმანი: ეჰა, რაოდენთა კეთილთა ღირს არს სახელი ესე,
Line: 37    
რომელ კურთხეულ უწოდა მათ, და კურთხეულ მამისა მიერ. და ვინაჲ
Page: III-348   Line: 1    
ღირს იქმნეს ამას პატივსა? რაჲ იყო მიზეზი ესოდენისა ამის დიდებისაჲ?
Line: 2    
"მშიოდა, და მეცით მე ჭამადიო..." და შემდგომი ამისი. დიდი პატივი და
Line: 3    
დიდი ნეტარებაჲ მოიყიდეს ადვილითა და სუბუქითა ფასითა, ნეტარ არიან
Line: 4    
იგინი და სამგზის სანატრელ. და ისმინეთ ნეტარებაჲ: "მოვედით, კურთხ\ეულნო
Line: 5    
მამისა ჩემისანო, და დაიმკჳდრეთ განმზადებული თქუენთჳს სასუფე\ველი
Line: 6    
პირველ სოფლის დაბადებისა". არა თქუა, თუ: მიიღეთ, არამედ
Line: 7    
"დაიმკჳდრეთო", ვითარცა თჳსი, ვითარცა მამული, ვითარცა პირველითგან
Line: 8    
თანანადები მოცემად თქუენდა; რამეთუ ვიდრეღა არა დაბადებულ იყვენით,
Line: 9    
არცა შობილ, მაშინვე განმზადებულ იყო ესე თქუენთჳს, რამეთუ გიცოდენ
Line: 10    
თქუენ, რამეთუ ესევითარნი ყოფად ხართ. ეჰა, საკჳრველი, რომლისა საქმისა
Line: 11    
ნაცვალად რასაღა მიიღებენ! პურისა წილ და სართულისა და წყლისა,
Line: 12    
სამოსლისა წილ უნდოჲსა, მისლვისა წილ და ხილვისა. რამეთუ არარას
Line: 13    
მეტსა და ნამეტნავსა ეძიებს, არამედ ყოველსავე ზედა საჴმარსა ხოლო. და
Line: 14    
მრავალგზის არცა თუ საჴმარსა, რამეთუ სნეულსა უჴმს განკურნებაჲ და
Line: 15    
პყრობილსა -- თავისუფლებაჲ, არამედ სახიერი იგი ოდენ ეძიებს, რომელი
Line: 16    
ძალ-გუედვას, და უფროჲსღა ძალისაცა უდარესსა; და მცირედისა წილ და
Line: 17    
უნდოჲსა მსახურებისა წინაშე ანგელოზთა და კაცთა აკურთხევს მოწყა\ლეთა
Line: 18    
მათ და გამომზრდელად და შემწყნარებელად თჳსად სახელ-სდებს, და
Line: 19    
გჳრგჳნოსან-ჰყოფს გჳრგჳნითა მით დაუჭნობელითა და მისცემს სასუფე\ველსა
Line: 20    
სამკჳდრებელად. დიდებაჲ აურაცხელსა მას კაცთმოყუარებასა მისსა!
Line: 21    
რამეთუ ყოვლით კერძო ეძიებს მიზეზსა შეწყალებად ჩუენდა, უკუეთუ
Line: 22    
ოდენ არა სრულიად გულფიცხელ და უკეთურ ვიპოვნეთ, ვითარცა იგინი,
Line: 23    
რომელნი მარცხენით განირჩინეს და უნაყოფოებასა თიკანთასა მიემსგავსნეს.

Part: s  
Line: 24       
სახარებაჲ: "მაშინ ჰრქუას მარცხენეთა მათ: წარვედით ჩემგან,
Line: 25    
წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა, რომელი განმზადებულ არს ეშმაკი\სათჳს
Line: 26    
და მსახურთა მისთა, რამეთუ მშიოდა, და არა მეცით მე ჭამადი;
Line: 27    
მწყუროდა, და არა მასუთ მე; უცხო ვიყავ, და არა შემიწყნარეთ მე;
Line: 28    
შიშუელ ვიყავ, და არა შემმოსეთ მე; უძლურ ვიყავ და საპყრობილეს, და
Line: 29    
არა მოხუედით ჩემდა. მაშინ მიუგონ მათცა და ჰრქუან: უფალო, ოდეს
Line: 30    
გიხილეთ შენ მშიერი ანუ წყურიელი, ანუ უცხოვებასა, ანუ შიშულობა\სა,
Line: 31    
ანუ უძლურებასა, ანუ საპყრობილესა და არა გმსახურეთ შენ? მაშინ
Line: 32    
მიუგოს მან და ჰრქუას მათ: ამენ გეტყჳ თქუენ: რავდენსა არა უყავთ
Line: 33    
ერთსა მცირეთაგანსა, მე არა მიყავთ" (25,41-45 Link to adisntLink to cinantLink to giornt Link to adisntLink to cinantLink to giornt).

Part: t  
Line: 34       
თარგმანი: ეჰა, ჴმაჲ სასტიკი და სავსე სიმწარითა! ვაჲმე, ვაჲმე
Line: 35    
დღისა მისთჳს და ჟამისა! რაჲ-მე ყოფად არს? რამეთუ შეურვებულ ვარ,
Line: 36    
საყუარელნო, და შეძრწუნებულ, და ვინ მოსცეს თავსა ჩემსა წყალი და
Page: III-349   Line: 1    
თუალთა ჩემთა წყაროჲ ცრემლთაჲ? და ვტიროდემცა დღჱ და ღამჱ უბადრუ\კებასა
Line: 2    
მას მარცხენით მდგომარეთასა. ვინ თავს-იდვას სახიერისა მის და
Line: 3    
ტკბილისა პირისა გარემიქცევაჲ, ოდეს-იგი თქუას: "წარვედით ჩემგან, წყეულ\ნო!"
Line: 4    
ზემო თქუა: "მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო", ხოლო აწ --
Line: 5    
"წარვედითო ჩემგან, წყეულნო". არღარა მამისაგან, რამეთუ არა თუ მან
Line: 6    
დაწყევნა იგინი, არამედ -- საქმეთა მათთა. "წარვედით ცეცხლსა მას საუკუნესა,
Line: 7    
რომელი-იგი განმზადებულ არს არა თქუენთჳს, არამედ ეშმაკისათჳს და
Line: 8    
მსახურთა მისთა". ოდეს-იგი სასუფეველისათჳს იტყოდა, ეგრეთ თქუა:
Line: 9    
"განმზადებული თქუენთჳსო პირველ სოფლის დაბადებისა", ხოლო ცეცხლი\სათჳს
Line: 10    
არა იტყჳს ამას, არამედ "რომელი განმზადებულ არსო ეშმაკისთჳს",
Line: 11    
რამეთუ მე თქუენთჳს სასუფეველი განვმზადე, ხოლო ცეცხლი -- ეშმაკი\სათჳს
Line: 12    
და მსახურთა მისთა; ვინაჲთგან უკუე თქუენ თავნი თჳსნი ღირს
Line: 13    
ცეცხლისა ჰყვენით, თჳსთა თავთა აბრალეთ. და უჩუნებს მიზეზსა: "მშიო\და
Line: 14    
და არა მეცით მე ჭამადიო..." და შემდგომი ამისი, რაჲთა ყოვლითურთ
Line: 15    
უსიტყუელ-ყვნეს. და იგინიცა სიტყუასა ჰყოფენ უფლისა მიმართ, არამედ
Line: 16    
არა სარგებელ-ეყოფვის, რამეთუ საქმჱ, ესოდენ ადვილი და მისდა ესოდენ
Line: 17    
სათნოჲ, უგულებელს-ყვეს. წინაჲსწარმეტყუელნიცა პირველვე ამას იტყო\დეს:
Line: 18    
"წყალობაჲ მნებავსო და არა მსხუერპლი"1, და შჯულისმდებელმან
Line: 19    
ესე განაწესა, და თჳთ ბუნებაჲ ამას ეძიებს, არამედ უბადრუკნი იგი ყოვ\ლისაგანვე
Line: 20    
კეთილისა ცარიელ იპოვნეს. და არა მშიერი ოდენ გამოუზრდე\ლად
Line: 21    
დაუტევეს და შიშუელი -- შეუმოსელად, არამედ, რომელი-იგი უად\ვილეს
Line: 22    
იყო, არცა თუ სნეული იხილეს. და გულისხმა-ყავთ, ვითარ ადვილ
Line: 23    
არიან ბრძანებანი მისნი. არა თქუა, თუ: საპყრობილესა ვიყავ და გამომიყ\ვანეთ,
Line: 24    
და სნეულ ვიყავ და აღმადგინეთ, არამედ "მოხუედითო ჩემდა". და
Line: 25    
შიმშილისათჳსცა არა ძნელსა რასმე ითხოვს, ანუ სანოვაგეთა სიმრავლესა,
Line: 26    
არამედ პურსა ხოლო, საჭიროსა მას და სათანადოსა საზრდელსა. და
Line: 27    
ითხოვს სახითა მვედრებელისაჲთა, რაჲთა ყოვლით კერძო მოდრიკოს გონებაჲ
Line: 28    
იგი უწყალოთაჲ; სისუბუქითა მით სათხოველისაჲთა, რამეთუ პური არს,
Line: 29    
გინა წყალი; სახითა მით საწყალობელითა, რამეთუ გლახაკი არს, რომელი
Line: 30    
ითხოვს; წესითა მით ბუნებისაჲთა, რამეთუ კაცი არს მსგავსი ჩუენი;
Line: 31    
სიდიდითა მით ნაცვლისაჲთა, რამეთუ სასუფეველი არს აღთქუმულ ესევი\თართათჳს;
Line: 32    
საშინელებითა მით სატანჯველისაჲთა, რამეთუ ცეცხლი არს
Line: 33    
უწყალოთათჳს; პატიოსნებაჲ იგი მიმღებელისაჲ მის, რამეთუ ღმერთი არს,
Line: 34    
რომელი გლახაკთა მიერ მიიღებს და ესრეთ დაიმდაბლებს თავსა თჳსსა
Page: III-350   Line: 1    
ცხორებისათჳს ჩუენისა; სიმართლე იგი საქმისაჲ მის, რამეთუ თჳსთა მათ
Line: 2    
ნიჭთაგან მცირედსა ითხოვს. გარნა ამას ყოველსა ზედა ვეცხლისმოყუარე\ბამან
Line: 3    
დააბნელნა გონებანი იგი ანგაჰრთანი. ამისთჳს დაისაჯნეს, რამეთუ
Line: 4    
არა მოიჴსენეს სიტყუაჲ უფლისაჲ, ვითარ სხუასაცა ადგილსა ესევითართა
Line: 5    
მათ უძჳრეს სოდომელთასა იტყჳს შემთხუევად1; და აქა იტყჳს: "რავდენი
Line: 6    
არა უყავთ ერთსა მცირეთაგანსა ძმათა ჩემთა, მე არა მიყავთ".

Line: 7       
რასა იტყჳ, უფალო, ძმანი შენნი არიანა? და ვითარ მცირედ უწოდ მათ?
Line: 8    
-- ჰჱ, ამისთჳს არიან ძმა ჩემდა, რამეთუ მდაბალნი არიან და გლახაკნი და
Line: 9    
შეურაცხნი. რამეთუ ესევითართა უწეს ძმად, -- იტყჳს უფალი. არა თუ
Line: 10    
მონაზონთა ოდენ იტყჳს და უდაბნოჲსა მკჳდრთა, არამედ ყოველთავე მორ\წმუნეთა;
Line: 11    
გინა თუ ერისკაცი იყოს, გინა თუ მონაზონი, და ჭირვეული იყოს,
Line: 12    
თანა-გუაც მისი ჴელისა აპყრობაჲ და ნუგეშინის-ცემაჲ, რამეთუ ნათლის\ღებისა
Line: 13    
მიერ ვიქმნებით ძმა, და ზიარებითა წმიდათა საიდუმლოთაჲთა.

Line: 14       
პირველად აკურთხნა მართალნი იგი და ქებაჲ მათი წარმოთქუა და
Line: 15    
მერმეღა მარცხენეთა მიექცა, რაჲთა სრულიად უსიტყუელ იყვნენ, რამეთუ
Line: 16    
მოყუასთაცა თჳსთა არა ჰბაძვიდეს. და ვითარცა-იგი სულელნი ქალწულნი
Line: 17    
ბრძენთა მათგან დაისაჯნეს, და ურწმუნოჲ იგი მონაჲ -- სარწმუნოჲსა
Line: 18    
მისგან, და რომელმან-იგი ქანქარი დაჰფლა -- მოყუასთაგან, ეგრეთვე მარცხე\ნენი
Line: 19    
იგი დაისაჯებიან მარჯუენეთაგან, ვითარცა-იგი იტყოდა, ვითარმედ:
Line: 20    
"კაცნი ნინეველნი და დედუფალი იგი სამხრისაჲ აღდგენ და დაშჯიდენ
Line: 21    
ნათესავსა მას"2. რამეთუ მარადის მსგავსთაგან დაიშჯებიან მსგავსნი, ოდეს
Line: 22    
უდარეს იპოვნენ. რამეთუ მარჯუენენიცა იგი კაცნი იყვნეს მისვე ბუნებისა\ნი.
Line: 23    
რად არა მიემსგავსნეს მათ სხუანი იგი, და უფროჲსად ესრეთ ადვილსა
Line: 24    
საქმესა ზედა -- მიცემად პურისა ანუ გრილისა წყლისა, ანუ სართულისა,
Line: 25    
ანუ ხილვად სნეულისა, გინა პყრობილისა და ჭირვეულისაჲ, რომელ-ესე
Line: 26    
თჳთ ბუნებასა წყალობად მოიყვნებენ განსაცდელნი იგი ჭირვეულთანი. ხოლო
Line: 27    
ვინაჲთგან ყოვლით კერძო უწყალო და ულმობელ იპოვნეს, ამისთჳს მოწყალენი
Line: 28    
იგი და სახიერნი გჳრგჳნოსან იქმნებიან და მარცხენენი იგი, უწყალონი და
Line: 29    
უსახურნი, დაიშჯებიან, ვითარცა ესერა ვისწავეთ:

Part: s  
Line: 30       
სახარებაჲ: "და წარვიდენო ესენი სატანჯველსა საუკუნესა,
Line: 31    
ხოლო მართალნი -- ცხოვრებასა საუკუნესა" (25,46 Link to adisntLink to cinantLink to giornt).

Part: t  
Line: 32       
თარგმანი: , უბადრუკთა მათ ცოდვილთა ჭირი და სალმობაჲ!
Line: 33    
მცირედისა და ადვილისა საქმისათჳს რაჲღა შეემთხუევის! ძმანო ჩემნო,
Line: 34    
საყუარელნო, გულისხმა-ვყოთ, ძმანო ჩემნო, შევიგონოთ და თავთა ჩუენთა
Page: III-351   Line: 1    
ვეკრძალნეთ, სინანულითა და მოწყალებითა სატანჯველთა მათგან საუკუნე\თა
Line: 2    
თავნი ჩუენნი ვიჴსნნეთ. სახიერი იგი მზა არს წყალობად ჩუენდა, ოდენ
Line: 3    
მიზეზი მივსცეთ. რამეთუ ბევრეულნი თუ შრომანი ვქმნეთ და სათნოებანი
Line: 4    
მოვიგნეთ, შესლვაჲ იგი სასუფეველსა მადლისაგან და წყალობისა მისისა
Line: 5    
არს. რამეთუ მცირისა და უნდოჲსა შრომისა წილ და კნინოდენისა ქველ\ისსაქმისა,
Line: 6    
მიანიჭებს მონათა თჳსთა სასუფეველსა ცათასა და დიდებასა მას
Line: 7    
და პატივსა მოუგონებელსა. კურთხეულ არს სახელი წმიდაჲ დიდებისა
Line: 8    
მისისაჲ და უფროჲსად ამაღლებულ უკუნითი უკუნისამდე!

Part: s  
Line: 9       
სახარებაჲ: "და იყო, რაჟამს წარასრულნა იესუ ყოველნი ესე
Line: 10    
სიტყუანი, ჰრქუა მოციქულთა თჳსთა: უწყითა, რამეთუ შემდგომად ორისა
Line: 11    
დღისა პასექი იყოს და ძჱ კაცისაჲ მიეცეს ჯუარცუმად?" (26,1-2 Link to adisntLink to cinantLink to giornt Link to adisntLink to cinantLink to giornt).

Part: t  
Line: 12       
თარგმანი: კუალად ჟამსა ჯეროვანსა შემოიღო ჴსენებაჲ ვნებისა
Line: 13    
თჳსისაჲ, ოდეს სასუფეველი აჴსენა და თჳსი იგი დიდებით მოსლვაჲ და
Line: 14    
მისაგებელი ცოდვილთაჲ. ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: რად შეურვებულ
Line: 15    
ხართ წარმავალთა ამათთჳს ჭირთა საწუთროჲსათა, ვინაჲთგან ესევითარნი
Line: 16    
კეთილნი გელიან თქუენ და დიდებაჲ საუკუნოჲ? და არა თქუა, თუ: შემ\დგომად
Line: 17    
ორისა დღისა მივეცემი, არამედ: "უწყითა, ვითარმედ შემდგომად
Line: 18    
ორისა დღისა პასექი იყოს?" და მერმეღა დაურთო, ვითარმედ: "ძჱ კაცისაჲ
Line: 19    
მიეცეს ჯუარცუმად". რაჲთა უჩუენოს, ვითარმედ საიდუმლოჲ დიდი აღეს\რულების
Line: 20    
და დღჱსასწაული მოიწევის ცხორებად ყოვლისა სოფლისა. და
Line: 21    
ვითარმედ წინაჲსწარ იცოდა ყოველივე, რაჲ-იგი შემთხუევად იყო. ხოლო
Line: 22    
პასექისა მიერ პირველნიცა იგი სასწაულნი, ეგჳპტეს ქმნილნი, მოაჴსენნა,
Line: 23    
რაჟამს-იგი გამოიყვანებდა ძეთა ისრაჱლისათა "ჴელითა მტკიცითა და
Line: 24    
მკლავითა მაღლითა"1.

Part: s  
Line: 25       
სახარებაჲ: "მაშინ შეკრბეს მღდელთმოძღუარნი იგი და
Line: 26    
მოხუცებულნი ერისანი ეზოსა მას კაიაფაჲსსა მღდელთმოძღურისასა და
Line: 27    
ზრახვა-ყვეს, რაჲთა იესუ ზაკუვით შეიპყრან. ხოლო იტყოდეს: ნუ დღესას\წაულსა
Line: 28    
ამას, რაჲთა არა შფოთი იყოს ერსა შოვრის" (26,3-5 Link to adisntLink to cinantLink to giornt Link to adisntLink to cinantLink to giornt).

Part: t  
Line: 29       
თარგმანი: ჰხედავა უზომოსა ჰურიათა უწესოებასა? საქმესა
Line: 30    
უშჯულოვებისასა ჴელ-ჰყოფდეს და მღდელთმოძღურისა მივიდოდეს, რაჲ\თა
Line: 31    
მისგან მოიღონ წამებაჲ და ჴელმწიფებაჲ, ვინაჲ-იგი ჯერ-იყო უწესოვე\ბისა
Line: 32    
დაყენებაჲ. ხოლო რავდენნი იყვნეს მღდელთმოძღუარნი, რომელ იტყჳს
Line: 33    
მახარებელი, თუ: "შეკრბეს მღდელთმოძღუარნი იგი?" რამეთუ შჯული
Line: 34    
ერთსა განაწესებს მღდელთმოძღუარსა, ვითარცა მოსე იტყჳს, და რაჟამს
Line: 35    
იგი აღესრულის, სხუაჲ დაადგინიან; ხოლო აწ მრავალნი იყვნეს, რამეთუ
Page: III-352   Line: 1    
დაეჴსნა ადრევე წესი იგი შჯულისაჲ ჰურიათა და წელიწდეულნი იყვნეს
Line: 2    
მღდელთმოძღუარნი, ვითარცა მოასწავებს ლუკა მახარებელი. -- ზაქარი\აჲსთჳს
Line: 3    
იტყოდა და თქუა: "შემდგომად დღითი-დღე მსახურებისა მის აბიაჲ\სა"1.
Line: 4    
აწ უკუე მათ წელიწდეულთა მღდელთმოძღუართა იტყჳს მათე, ვი\თარმედ:
Line: 5    
"შეკრბეს მღდელთმოძღუარნი ეზოსა მას კაიაფაჲსა", რამეთუ "იგი
Line: 6    
იყო მღდელთმთავარი მის წელიწდისაჲ"2, ვითარცა იოვანე მახარებელი
Line: 7    
იტყჳს, და დაამტკიცებს სიტყუასა ამას, ვითარმედ წელიწდეულად მოეგო
Line: 8    
მღდელთმოძღურებაჲ გარეგან წესისა მის მოსესა.

Line: 9       
"და ზრახვა-ყვეს, რაჲთა იესუ ზაკუვით შეიპყრან და მოკლან". არამედ
Line: 10    
ეშინოდა ერისა მისგან. ამისთჳს იტყოდეს, რაჲთა დღჱსასწაული იგი
Line: 11    
გარდაჴდეს. რამეთუ არა უნდა ეშმაკსა ვნებისა მის დღეთა პასექისათა
Line: 12    
ყოფად, რაჲთა არა ცხად იქმნას, რამეთუ ისწრაფდა დაფარულად და
Line: 13    
უცნაურად ყოფად. "და იტყოდეს: ნუ დღესასწაულსა ამას, რაჲთა არა
Line: 14    
შფოთი იყოს ერსა შორის". არა ეშინოდა ღმრთისაგან, არცა ძრწოდეს
Line: 15    
მცნებათაგან მისთა, არამედ მარადის კაცობრივსა ზრახვიდეს და კაცთასა
Line: 16    
ზრუნვიდეს, გარნა ეგრეთვე გულისწყრომისაგან და შურისა ბორგდეს.
Line: 17    
ამისთჳსცა პოვეს რაჲ მიმცემელი იგი, არცა თუ დღესასწაულსა მას ჰრიდეს,
Line: 18    
არამედ შეისწრაფეს მოკლვად ქრისტესა, რამეთუ ყოველსავე ვითარცა
Line: 19    
ბრმანი იქმოდეს. დაღაცათუ უფალმან მათი იგი უკეთურებაჲ თჳსად განგე\ბულებად
Line: 20    
იჴმარა, არამედ არა თუ ამის გამო იგინიმცა უბრალო იყვნეს,
Line: 21    
არამედ ბევრეულთა სატანჯველთა ღირს არიან. რამეთუ ოდეს-იგი თანამ\დებთაცა
Line: 22    
სიკუდილისათა ჯერ-იყო განტევებაჲ, მაშინ უღმრთოთა მათ უბრალოჲ
Line: 23    
იგი მოკლეს, რომელმან ბევრეული კეთილი უყო მათ. კეთილად მისცა მათ
Line: 24    
პირველვე ესაია ვაებაჲ და თქუა: "ვაჲ სულისა მათისა, რამეთუ იზრახეს
Line: 25    
ზრახვაჲ ბოროტი და თქუეს: შევკრათ მართალი იგი, რამეთუ განმაძნელებელ
Line: 26    
ჩუენდა არს"3. გარნა აწ ამის პირისათჳს სიტყუასა დრო-ვსცეთ, რამეთუ
Line: 27    
წინამდებარე არს ჩუენდა მრავალი თქუმად ამის ჯერისათჳს.


Part: S  
Line: 28  სწავლაჲ ოთ

Line: 29 
საშინელისა მისთჳს საშჯელისა


Line: 30       
ხოლო კუალად ზემოწერილნი იგი სიტყუანი მოვიჴსენნეთ და მცირედ
Line: 31    
მათთჳს სიყუარულისა თქუენისა მიმართ ვიტყოდით. გულისხმა-ვყოთ, სა\ყუარელნო,
Line: 32    
რამეთუ ყოველთავე წარდგომაჲ გჳჴმს წინაშე საყდარსა
Line: 33    
ქრისტეს[ს]ა და სიტყჳსა მიცემაჲ საქმეთა ჩუენთათჳს. გამოვსახოთ გონება\თა
Page: III-353   Line: 1    
ჩუენთა იგი სამშჯავროჲ, ვითარმცა აწ მოწევნულ არს და სიტყჳს-გებაჲ
Line: 2    
თანა-გუაც. შევედინღა კაცად-კაცადი გონებასა თჳსსა და შემოიღენ შორის
Line: 3    
ყოველივე, რომელიცა მუნ გამოჩინებად არს. არა შეძრწუნდაა თითოეული?
Line: 4    
არა განცჳბრდითა? მე მოვიჴსენე და ძრწოლაჲ შემედვა და გული ჩემი
Line: 5    
შეძრწუნდა ჩემ თანა.

Line: 6       
ხოლო უკუეთუ აწ ჴსენებითა ოდენ შევძრწუნდით, რაჲ-მე ვყოთ, ოდეს
Line: 7    
ჭეშმარიტად მოიწიოს, ოდეს ყოველნივე ადამიანნი ერთად შეკრბენ, ოდეს
Line: 8    
ანგელოზნი და ანგელოზთმთავარნი განწყობილ იყვნენ, ოდეს საყჳრთა მათ
Line: 9    
საშინელთა სცემდენ და მკუდარნი აღდგებოდინ, რომელნიმე აღიტაცებოდინ
Line: 10    
და რომელნიმე დაშთებოდინ, ოდეს წიგნნი იგი მატიანთანი განეხუმოდინ და
Line: 11    
საქმენი კაცად-კაცადისანი წარმოდგებოდინ და მდინარე ცეცხლისაჲ დიო\დის,
Line: 12    
ოდეს-იგი, ვითარცა პეტრე მოციქული იტყჳს: "ცანი მძაფრიად წარჴდენ
Line: 13    
და წესნი იგი დაიწუნენ და დაზულენ და ქუეყანაჲ და მას შინა საქმენი
Line: 14    
დაიწუნენ?"1

Line: 15       
მაშინ მეუფჱ ყოველთაჲ და უფალი იესუ ქრისტე დიდებითა დიდითა
Line: 16    
დაჯდეს საყდართა მათ შესაძრწუნებელთა, და მართალნი დაადგენ მარ\ჯუენით
Line: 17    
მისა, და საწყალობელთა ცოდვილთა მარცხენითი იგი ნაწილი
Line: 18    
ხუდეს და მერმე დაშჯილნი წარივლინნენ ცეცხლად.

Line: 19       
ვაჲმე, ვაჲმე, დაღაცათუმცა ცეცხლად არა მიივლინებოდეს, ესე მებრ,
Line: 20    
რომელ ესოდენისა მის დიდებისა და ბრწყინვალებისაგან განცჳვენ შეუ\რაცხად,
Line: 21    
რაჲზომ დიდი და მწარე სატანჯველი არს. უკუეთუ წარმავალისა
Line: 22    
ამის და უნდოჲსა ქუეყანისა სამეუფოჲთ ვინ განიდევნოს მსახურთაგანი
Line: 23    
მეფისათა ცთომისა რაჲსათჳსმე და განვარდეს თხოვად პურისა, დიდი
Line: 24    
მწუხარებაჲ და გარდამატებული ჭუვილი შეემთხუევის. უკუეთუ წარმავა\ლისა
Line: 25    
ამის და აჩრდილებრ განქარვებადისა დიდებისაგან გამოჴუებაჲ ესრეთ
Line: 26    
შესაწუხებელ არს, რაჲ-მე იყოს მაშინ ცოდვილთა ზედა? ანუ მცირედ
Line: 27    
სატანჯველად გგონიესა განვრდომაჲ მარჯუენით მდგომარისა მისგან კურთხე\ულისა
Line: 28    
კრებულისა და გამოჴუებაჲ მიუთხრობელისა მისგან დიდებისა და
Line: 29    
განშორებაჲ ზატიკობისა მისგან და შუებისა გამოუთქუმელთა მათ კეთილთა?

Line: 30       
ხოლო ამას ყოველსა ზედა ბნელსაცა მივეცემოდით გარესკნელსა, და
Line: 31    
ღრჭენასა კბილთასა, და საკრველთა განუჴსნელთა, და მატლსა დაუძი\ნებელსა,
Line: 32    
და ცეცხლსა დაუშრეტელსა, და ჭირსა მიუთხრობელსა. რაჲ-მე
Line: 33    
ვყოთ, ოდეს ენანი ჩუენნი შეიწუებოდინ, ვითარცა მდიდრისა მის, ვგოდებ\დეთ
Line: 34    
და არავინ ისმენდეს, სულთ-ვითქუმიდეთ და ვიღრჭენდეთ კბილთა და
Line: 35    
არავინ მოგუხედვიდეს, ვხედვიდეთ ყოველგნით და ნუგეშინის-ცემაჲ არასა\დაჲთ
Line: 36    
იყოს?

Page: III-354  
Line: 1          
გლახაკთა და საწყალობელთა, რომელნი ამას ჭირსა მიეცნენ. შევიდით
Line: 2    
რაჲ ოდესმე საპყრობილედ და ვიხილნით მუნ კაცნი, შეკრულნი და შე\ბორკილნი
Line: 3    
და ბნელსა შეწყუდეულნი, შევწუხნით წყალობითა მათითა და
Line: 4    
ყოვლით კერძო განვეკრძალნით არამიცემად ესევითარსა მას ჭირსა. რაჲ-მე
Line: 5    
უკუე ვყოთ, ოდეს მიგჳყვანებდენ ზიდვით და ჭენებით სატანჯველთა მათ
Line: 6    
გეჰენიისათა? იგი საკრველნი არა საბლისანი არიან, არცა რკინისანი,
Line: 7    
რომლითა შეკრულ ვართ, არამედ ცეცხლისა უშრეტისანი. იგი ზედამდგო\მარენი
Line: 8    
არა ბუნებისა ჩუენისანი არიან, რაჲთამცა სადმე ვევედრენით და
Line: 9    
შეგჳწყალნეს, არამედ ანგელოზნი არიან (რომელთა თუალთა შედგმადცა
Line: 10    
ვერ ეგებოდის ჩუენგან), განრისხებულნი ჩუენ ზედა, რომელ-იგი მეუფესა
Line: 11    
შევსცოდეთ და მცნებანი მისნი არა დავიმარხენით. არა არს მუნ, ვითარ-ესე
Line: 12    
აქა იქმნების პყრობილთა ზედა: და რომელნიმე ვეცხლსა მისცემენ, სხუანი
Line: 13    
საზრდელსა მოართუმენ, სხუანი სიტყჳთ ნუგეშინის-სცემენ, არამედ მუნ
Line: 14    
არარაჲ ესევითარი იპოვების. დაღაცათუ ნოვე და იობ და დანიელ იხილნენ
Line: 15    
თჳსნი მათნი სატანჯველთა მათ შინა, ვერ იკადრებენ შეწევნად, რამეთუ
Line: 16    
ბუნებითისაცა წყალობისა მაშინ დაჴსნაჲ იქმნების. ვინაჲთგან იპოვებიან
Line: 17    
მრავალნი მამანი მართალნი შვილთა უკეთურთანი და სხუანი შვილნი
Line: 18    
მართალნი მამათა ცოდვილთანი; ხოლო რაჲთა სიხარული იგი მართალთაჲ
Line: 19    
წმიდაჲ იყოს და შეუწუხებელ, და არა წყალობითა თჳსთა მათთაჲთა
Line: 20    
მწუხარე იყვნენ, ამისთჳს ვიტყჳ, ვითარმედ: ბუნებითი იგი წყალობაჲ დაშ\რტების
Line: 21    
მათ შორის, და რომელთა ზედა მეუფჱ განრისხნეს, იგინიცა
Line: 22    
ჰრისხვიდენ, თჳსთა მათ შვილთა, ანუ მშობელთა, გინა ძმათა.

Line: 23       
უკუეთუ კაცნი მრავალგზის აქავე შვილთა უკეთურთა უვარ-ჰყოფენ, რაჲ
Line: 24    
საკჳრველ არს, უკუეთუ მართალნი მას საუკუნესა ესრეთ იქმან?

Line: 25       
აწ უკუეთუ ვისმე საქმენი კეთილნი არა ჰქონდინ, კეთილსა ნურას
Line: 26    
მოელის, დაღაცათუ ბევრეულნი ისხნენ თჳსნი და მშობელნი მართალნი,
Line: 27    
რამეთუ კაცად-კაცადმან მოიღოს რაჲ-იგი ჴორცთა შინა ექმნას, გინა თუ
Line: 28    
კეთილი, გინა თუ ბოროტი.

Line: 29       
ესე მარადის გუაქუნდინ, ძმანო, გონებათა შინა ჩუენთა და ვეკრძალნეთ
Line: 30    
თავთა თჳსთა. უკუეთუ ცეცხლი გულისთქუმათა ბოროტთაჲ გმძლავრობს,
Line: 31    
კაცო, ჴსენებაჲ საუკუნოჲსა მის ცეცხლისაჲ წინააღუდგინე და ესე მეყსეუ\ლად
Line: 32    
დაშრტეს. უკუეთუ სიტყუასა ბოროტსა იტყოდი, მოიგონე ღრჭენაჲ
Line: 33    
იგი კბილთაჲ და იქმნას შიში იგი აღჳრ შენდა. უკუეთუ მოტაცებაჲ უცხოჲ\სა
Line: 34    
მონაგებისაჲ გენებოს, ისმინე საშინელი იგი განჩინებაჲ მსაჯულისა მის
Line: 35    
მართლისაჲ, რომელსა იტყჳს: "შეუკრენით მაგას ჴელნი და ფერჴნი და
Line: 36    
განაგდეთ ბნელსა მას გარესკნელსა"1, და ვნებაჲ იგი ბოროტი ივლტოდის
Line: 37    
შენგან.
Page: III-355  

Line: 1       
უკუეთუ შუებით და მთრვალობით გარდაიჴდი დღეთა შენთა, მდიდარი
Line: 2    
იგი მოიჴსენე, რომელ ნაწუელთა წყლისასა ეძიებდა ცეცხლსა მას შინა და
Line: 3    
ვერ მიემთხჳა სათხოველსა მას, და განეყენო შენ უწესოვებისა მისგან;
Line: 4    
უკუეთუ მოცინარი ხარ და განმცხრომელი, მოიჴსენე საუკუნოჲ იგი ჭირი
Line: 5    
და გლოვაჲ, და დიდად გერგოს; უკუეთუ უსახურ ხარ და უწყალო,
Line: 6    
მოიჴსენენ ქალწულნი იგი სულელნი, რომელთა სანთელნი დაშრიტეს და
Line: 7    
სასძლოჲსა მისგან განვარდეს, და ადრე მოიქცე მოწყალებად; უკუეთუ
Line: 8    
უდებ ხარ და მცონარ, მოიჴსენენ, რომელმან-იგი ქანქარი ქუეყანასა დაჰფ\ლა
Line: 9    
და რაჲ-იგი შეემთხჳა, და განიღჳძო ძილისა მისგან უდებებისა; უკუეთუ
Line: 10    
შური მოყუსისაჲ გჭამს, მოიჴსენე მატლი იგი უძილი, და განერე სენისა
Line: 11    
მისგან ბოროტისა. ყოველნი იგი სატანჯველნი, ცოდვილთათჳს განმზადე\ბული,
Line: 12    
გონებასა შინა გუაქუნდინ, და ვისწრაფოთ, საყუარელნო, არა შთა\ვრდომად
Line: 13    
მათ შინა, რამეთუ არარაჲ მძიმჱ და შეუძლებელი განუწესებიეს
Line: 14    
ჩუენდა ქრისტესა. ვინაჲ უკუე ესრეთ მძიმედ გჳჩნს მცებათა მისთა აღ\სრულებაჲ?
Line: 15    
უდებებისაგან ჩუენისა და დაჴსნილობისა. ხოლო გან-თუ-\ვიფრთხოთ,
Line: 16    
ყოველთა უძნელესნიცა მცნებანი ადვილად აღგჳჩნდეს.

Line: 17       
ნუ ვხედავთ მათ, რომელნი შუებასა შინა არიან და განცხომასა და
Line: 18    
გულისთქუმათა ბოროტთა აღსრულებასა, არამედ იგი მოვიჴსენოთ, თუ რაჲ
Line: 19    
არს აღსასრული მათი: აქა სიზრქჱ ჴორცთაჲ და სიმყრალჱ, და მას
Line: 20    
საუკუნესა -- ცეცხლი და მატლი საუკუნოჲ და სხუანი იგი სატანჯველნი.
Line: 21    
კუალად ნუ მტაცებელთა ვხედავთ, არამედ აღსასრული მათი გულისხმა-\ვყოთ:
Line: 22    
აქა ზრუნვანი და შიშნი და ურვანი, და მუნ -- საკრველნი განუჴს\ნელნი.
Line: 23    
ნუ დიდებისმოყუარეთა ვხედავთ, არამედ აღსასრული მათი გულისხმა-\ვყოთ:
Line: 24    
აქა მონებაჲ უზეშთაესთაჲ და კაცთმოთნებაჲ, და მუნ -- სიგლახაკჱ
Line: 25    
ბოროტი და ბნელსა შინა ყოფაჲ გარესკნელსა.

Line: 26       
უკუეთუ ამას ესევითარსა ვიწურთიდეთ და ესრეთ წინააღუდგებოდით
Line: 27    
ბოროტთა მათ გულისთქუმათა ჩუენთა, ადრე მძლე ვექმნათ მათ მადლითა
Line: 28    
ქრისტესითა და მოვიგოთ სურვილი წარუვალთა მათ კეთილთაჲ.

Line: 29       
ჰე, გევედრები, მათ კეთილთა სურვილი მოვიგოთ, რამეთუ ჴსენებაჲ მებრ
Line: 30    
მათი სახარულევან არს, ხოლო მიმთხუევაჲ მათი რომელმან-მე ენამან
Line: 31    
გამოთქუას, ანუ რომელმან გონებამან მოიგონოს, რაჲზომ ტკბილ არს და
Line: 32    
საწადელ. ნეტარ არიან და სამგზის სანატრელ, რომელნი ღირს იქმნენ
Line: 33    
კეთილთა მათ მიმთხუევად, ვითარცა-იგი უბადრუკ არიან და სამგზის საწყალო\ბელ,
Line: 34    
რომელნი დიდებისა მისგან საუკუნოჲსა განვარდენ და სატანჯველთა
Line: 35    
მათ მიეცნენ. ხოლო ჩუენ, ძმანო, უკუეთუ გუსურის კეთილთა მათ ზიარე\ბად,
Line: 36    
"რომელნი თუალმან არა იხილნა და ყურსა არა ესმა და გულსა
Page: III-356   Line: 1    
კაცისასა არა მოუჴდა, რაჲ-იგი განუმზადა ღმერთმან მოყუარეთა თჳსთა"1,
Line: 2    
შევიტკბოთ სათნოებაჲ და მცნებათა უფლისათა მუშაკად გამოვჩნდეთ, რაჲ\თა
Line: 3    
სასუფეველი ცათაჲ დავიმკჳდროთ მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა
Line: 4    
ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა შუენის დიდებაჲ, პატივი
Line: 5    
და სიმტკიცე, სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუ\ნისამდე,
Line: 6    
ამენ.


Next part



This text is part of the TITUS edition of Johannes Chrysostomus, Commentary on St. Matthew.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 21.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.