Strophe: 234 Line: 7 234. | ||
Line: 8 Verse: a | ოდეს შაჰაბაზ ჩემ-ზედა, | საქმე ჰქმნა ეს მისეული, |
Line: 9 Verse: b | დაიწყო ჩემი მტერობა, | ბოლომდის არ დალეული, |
Line: 10 Verse: c | ქუ̂ჱყანა ამომიწყჳტა, | თავადნი მუნ ბევრეული, |
Line: 11 Verse: d | არ გაძღა ჩემის სისხლითა, | ვირემ არ მოკუ̂და წყეული. |
Strophe: 235 Line: 12 235. | ||
Line: 13 Verse: a | განჯას მოვიდა მოპარჳთ, | ამბავი ვერ ვჰსცანთ მოსუ̂ლისა, |
Line: 14 Verse: b | სიტყუ̂ა რამ შემოეთუ̂ალა, | იქიდამ სხუ̂აგან წასუ̂ლისა, |
Line: 15 Verse: c | გამწარდა საქმე სოფლისა, | მზე მიდრკა ქედად დასუ̂ლისა, |
Line: 16 Verse: d | გჳპირებს ბნელი დაფარუ̂ას, | ჟამი ჰსჩანს ნათლის ჩა\/სუ̂ლისა. |
Strophe: 236 Line: 18 236. | ||
Line: 19 Verse: a | დამიწყო თხოვა შჳლებსა, | უფროსი ერთს დედის-ერთსა, |
Line: 20 Verse: b | მივეც ყუ̂ჱლა რაცა მთხოვა, | არა ვჰრიდე ცოდუ̂ას მათსა, |
Line: 21 Verse: c | დედა-შჳლთა გაყრისათჳს, | მარისხებდეს ცათა ღმერთსა, |
Line: 22 Verse: d | ჰგუ̂ანდა მაშინ კახეთ-შიგან, | მეგიპტურსა რისხუ̂ას ათსა. |
Page: 57 Strophe: 237 Line: 1 237. | ||
Line: 2 Verse: a | მაინც არ იქმნა არ დასცხრა, | ზღუ̂ა ქარით იძულებული, |
Line: 3 Verse: b | პირ-ცეცხლიანი უწყალო, | ვეშაპი განძჳნებული, |
Line: 4 Verse: c | მრავალ-ჯერ გამარჯუ̂ჱბული, | მტერ-ზედან ამაღლებული, |
Line: 5 Verse: d | მომსრუ̂ჱლი, ამომწყუ̂ჱტელი, | დამწუ̂ჱლი ცეცხლ-მოდებული. |
Strophe: 238 Line: 6 238. | ||
Line: 7 Verse: a | აწ ესეღა ვჰსთქუ̂ა ამბავი, | ვაი ამ დღის მონახსენსა, |
Line: 8 Verse: b | რა დიდი მტერი ამკიდე, | ბოლომდინ არ მახსენება, |
Line: 9 Verse: c | რაცა დანასკუ̂ჱ ჩემ-ზედა, | არ ოდეს არ გამამხსნესა, |
Line: 10 Verse: d | რომელიც დამრჩეს ჰკითხევდით, | ამისსა თქუ̂ჱნ მომხსენესა. |
Strophe: 239 Line: 11 239. | ||
Line: 12 Verse: a | დედამ მისმა ჩემთჳს შობა, | იგი ისრე ჩანასხამი, |
Line: 13 Verse: b | მუდამ ჩემის სისხლის-მსმელი, | გესლიანი ჩანასხამი, |
Line: 14 Verse: c | ტახტზედ იჯდა სამესისხლოდ, | არ ესჳა ჩანასხამი, |
Line: 15 Verse: d | ტანთ-იცუ̂ჱმდა სასალუქოს, | სხუ̂აგან ედუ̂ა ჩანასხამი. |
Strophe: 240 Line: 16 240. | ||
Line: 17 Verse: a | სულ მოვიდა ერანითა, | თურქ-ლორით და არაბითა, |
Line: 18 Verse: b | ზახი რა თან მოიტანა, | ურმებით და არაბითა, |
Line: 19 Verse: c | ღჳნოს ჰსუ̂ჱმდა, სისხლად ჰსჩემდა, | თრიაქს ჰსჭამდა არაბითა, |
Line: 20 Verse: d | ჩემიმც ცოდუ̂ა თქუ̂ჱნ გკიდია, | ვინც მოუშჳთ არაბითა. |
Strophe: 241 Line: 21 241. | ||
Line: 22 Verse: a | სპანი ბევრი უამრავნი, | ერანიდამ მან მოასხა, |
Line: 23 Verse: b | ჩჩჳლნი მოსრნა ვით ჰეროდემ, | მოწიფულნი თან წაასხა, |
Line: 24 Verse: c | მან ძუ̂ჱლათგან ჩათესილი, | გესლი მაშინ წარმოასხა, |
Line: 25 Verse: d | ერთ-გულები დამიხოცა, | ორ-გულთ ტყავი წამოასხა. |
Strophe: 242 Line: 26 242. | ||
Line: 27 Verse: a | მოვიდა მძლავრი უწყალო, | არად არ შემიბრალებდა, |
Line: 28 Verse: b | დამიწუ̂ა სრულად კახეთი, | საჴმილსა გამიალებდა, |
Line: 29 Verse: c | ვერ-სად დაუდგნო ციხემან, | სიმაგრით თუმცა სალებდა, |
Line: 30 Verse: d | მას ქურუმთაგან ნასწავლმან, | საქმესა მე მაბრალებდა. |
Page: 58 Strophe: 243 Line: 1 243. | ||
Line: 2 Verse: a | შჳლი ეთხოვნა მომეცო, | გავზრდიო შენებრ სათუთად, |
Line: 3 Verse: b | სიტკბოთ და სიყუ̂არულითა, | არ მჟავედ ვითარ ჴარ-თუთად, |
Line: 4 Verse: c | მოიწიფოს და მალ მოგცემ, | ასპარეზ-შიგან საბურთად, |
Line: 5 Verse: d | მესროლა მწარე სიტყუ̂ანი, | წინ უჯე სროლად ვით ბურთად. |
Strophe: 244 Line: 6 244. | ||
Line: 7 Verse: a | ვიცოდი არას-ფერითა, | დაშლიდა აღარ მოსლუ̂ასა, |
Line: 8 Verse: b | რაც ჰქმნა ეს სწადდა საქმნელად, | ტყუოდა სხუ̂აგან წასლუ̂ასა, |
Line: 9 Verse: c | მირჩევდენ შჳლის მიცემას, | ჩემთჳს მზის შუქთა დასლუ̂ასა, |
Line: 10 Verse: d | შეხუ̂ჱწნას დედის გაგზავნას, | უთუოდ მის წინ მისლუ̂ასა. |
Strophe: 245 Line: 11 245. | ||
Line: 12 Verse: a | მივაგებე დედა-ჩემი, | ალექსანდრე თან წაჰგუ̂არა, |
Line: 13 Verse: b | ეს ცოტაა არ მინდაო, | დაუწუნა რა მიჰგუ̂არა, |
Line: 14 Verse: c | აწ უფროსი უნდა მივჰსცე, | საქმე ასრე მამიგუ̂არა, |
Line: 15 Verse: d | ეს ჰსწადიან ამომწყჳტოს, | თავ-შჳლიან გუ̂არის-გუ̂არა. |
Strophe: 246 Line: 16 246. | ||
Line: 17 Verse: a | ეთქუ̂ა თუ ასე ცოტასა, | რას ვაქნევ არ ვარ ძიძაო, |
Line: 18 Verse: b | რა გუ̂არათ მე გაგიზარდო, | ვითამც ვჰყოფილ-ვარ ბიძაო, |
Line: 19 Verse: c | გულში სხუ̂ა უძეს ენითა, | მან ჭლიაკჳ გაქინძაო, |
Line: 20 Verse: d | მწარესაც ტკბილად იტყოდა, | ბადენი დამიხინძაო. |
Strophe: 247 Line: 21 247. | ||
Line: 22 Verse: a | მერმე კაცი მომივიდა, | მათის საფიცრით მტკიცითა, |
Line: 23 Verse: b | ერთი ღმერთი და მეორე, | ჩუ̂ჱნ ფეღამბარი ვიცითა, |
Line: 24 Verse: c | აქაც მყოფი და ყოველგან, | ქუ̂ჱყნად და კუ̂ალად ვიცითა, |
Line: 25 Verse: d | თუ ლევან მომცე ეს მოგცე, | ეს დამიჯერე ფიცითა. |
Strophe: 248 Line: 26 248. | ||
Line: 27 Verse: a | დედა-ჩემს შემოეთუ̂ალა, | კუ̂ლავცა მინახავს ესეო, |
Line: 28 Verse: b | წამოსლუ̂ა ავად ვირჩივე, | მოვიმკე დანათესეო, |
Line: 29 Verse: c | უწინ რომ მაპატივებდა, | არ-არის მის მოწესეო, |
Line: 30 Verse: d | რას ჰქჳან ეგეც არ მოსცე, | თჳთ არის უკეთ ესეო. |
Page: 59 Strophe: 249 Line: 1 249. | ||
Line: 2 Verse: a | ვიცოდი უსაცილობით, | რაც იმას ჰსწადდა საქმნელად, |
Line: 3 Verse: b | მასრულებს ამოსაწყუ̂ჱტად, | ამოდ, წყნარად და ნელ-ნელად, |
Line: 4 Verse: c | მაშინ თამამად წახდენა, | მას ჰქონდა გულ-გასაძნელად, |
Line: 5 Verse: d | ორთავე თუ̂ალთა სინათლე, | უნდა შემექმნას მე ბნელად. |
Strophe: 250 Line: 6 250. | ||
Line: 7 Verse: a | უთხარ კახნო დამეხსენით, | თქუ̂ჱნი რჩევა არ ივარგსა, |
Line: 8 Verse: b | რა ამასაც გამომართმევს, | ჩუ̂ჱნ გავასწრებთ ვეღარ ბარგსა, |
Line: 9 Verse: c | შემოგჳტევს მასვე წამსა, | სრულ წამოსცლის მისსა დარგსა, |
Line: 10 Verse: d | ლევანსა და ალექსანდრეს, | რად მივარგავდ ორსავ კარგსა. |
Strophe: 251 Line: 11 251. | ||
Line: 12 Verse: a | გარდაიცუ̂ჱს თავს საბელი, | კახთ სულ ასე დაიჟინეს, |
Line: 13 Verse: b | ქუ̂ჱყნისა და თავისათჳს, | რად არ დასთმო თქუ̂ა ეს ვინეს, |
Line: 14 Verse: c | მერმე კიდევ უარი ვჰსთქჳ, | გამოჩენით მათ იწყინეს, |
Line: 15 Verse: d | გამომართუ̂ჱს გაუგზავნეს, | გაზაფხული მომიყინეს. |
Strophe: 252 Line: 16 252. | ||
Line: 17 Verse: a | ორივ შჳლი გამომართუ̂ჱს, | მერმე მეც ხომ დამიბარა, |
Line: 18 Verse: b | თუ მეც მასთან მივსრულ-ვიყავ, | ჩემ-წილ აქ-ღა დამიბარა, |
Line: 19 Verse: c | რა არ მიველ შემოვიდა, | ბარი მთა-ჰყო მთა მიბარა, |
Line: 20 Verse: d | სულ კახეთი ამიოხრა, | საძირკუ̂ჱლიც დამიბარა. |
Strophe: 253 Line: 21 253. | ||
Line: 22 Verse: a | დამიჟინეს მეც ზოგ-ზოგმა, | თუ არ მიხუ̂ალ თემი წახდა, |
Line: 23 Verse: b | შიში ათქმევს უთქმელს საქმეს, | თუ̂არ გუნებას ვინ ვერ ჩახდა, |
Line: 24 Verse: c | თუ მეც მასთან მივსულ-ვიყავ, | კიდევ უფრო არ გაოხრდა, |
Line: 25 Verse: d | აგუ̂ჱრია შიგნით საქმე, | ღუ̂თის-რისხჳთა ასრე მოხდა. |
Strophe: 254 Line: 26 254. | ||
Line: 27 Verse: a | მაშინდელი საქმეები, | არ იმბობის სრულად-წუ̂ლილად, |
Line: 28 Verse: b | ასრე ვანბობ სრულ ნაკლულად, | ვითომ იყო რამე ჩრდილად, |
Line: 29 Verse: c | წყნარა-წყნარა მოგუ̂ჱახლა, | იგი სადმე, სიტყუ̂ა რბილად, |
Line: 30 Verse: d | ვინემ მართლა არ მოვიდა, | მოსლუ̂ა ჰქონდათ ზოგს საცილად. |
Page: 60 Strophe: 255 Line: 1 255. | ||
Line: 2 Verse: a | აწ ეგების ეს გეგონოსთ, | მაშინ ვერას ვერ შევძლებდი, |
Line: 3 Verse: b | ქუ̂ჱყანასა დანდობილსა, | არც-სულ ისრე ავაკლებდი, |
Line: 4 Verse: c | თავს გავრჯიდი სასიკუ̂დილოდ, | ზოგს მასაც რას დავა\/კლებდი, |
Line: 6 Verse: d | დაგუ̂ამშჳდა ტკბილი-სიტყჳთ, | ჯებირს არსად არ ვა\/კლებდი. |
Strophe: 256 Line: 8 256. | ||
Line: 9 Verse: a | რა შევიტყე მართლა მოსლუ̂ა, | სხუ̂ა ვეღარა გავაწყევით, |
Line: 10 Verse: b | მუკუზნიდამ გაღმა მთამდინ, | სულ ჯებირი წავავლევით, |
Line: 11 Verse: c | გავსჯებირეთ ორს მთას-შუა, | უკან რაზმი დავაწყევით, |
Line: 12 Verse: d | რა შეიგნა მოგუ̂აშურა, | ვითა შმაგი მოვაწყევით. |
Strophe: 257 Line: 13 257. | ||
Line: 14 Verse: a | ზოგი კიდევ მისლუ̂ას მირჩევს, | და ზოგ-ზოგნი არჩევნ \/ შებმას, |
Line: 16 Verse: b | ჰსჯულისათჳს სისხლთა დაღუ̂რას, | კუ̂ლად საომრად \/ ჴრმლისა შებმას, |
Line: 18 Verse: c | ასე მოაქუ̂ს რჩევაშიგა, | ერთმანეთის სიტყჳს აბმას, |
Line: 19 Verse: d | ომი ვეღარ გაუმართეთ, | რა ლამოდეს ჩემს იქ დაბმას. |
Strophe: 258 Line: 20 258. | ||
Line: 21 Verse: a | ვინც ან ღმერთი შეიყუ̂არა, | და ანუ მე მიერთგულა, |
Line: 22 Verse: b | წამომყუ̂ჱს და წამოვედით, | ჯებირს კარი დაეგულა, |
Line: 23 Verse: c | ვინც აქ დარჩა სიავ-კაცით, | ზოგნი ავად-დანერგულა, |
Line: 24 Verse: d | ამოწყჳტეს დაცატყუ̂ჱვეს, | დარჩნენ დამწუ̂არ-დადაგულა. |