Strophe: 344 | ||
Line: 10 Verse: a | ბალობა იქავ მოვისთვლით, | მერმე მივმართით ზეგანსა, |
Line: 11 Verse: b | ბარშიგან დაცხის ამა დრომ, | მზე წამოვიდის ზე განსა. |
Line: 12 Verse: c | ჰოედ ჩააგდე ეს ლექსი | და მოგახსენებ ზეგ-ანსა, |
Line: 13 Verse: d და | არას დავაგდებ უთქმელად, | ბანზედ მოვაბამ ზე განსა. |
Strophe: 345 | ||
Line: 14 Verse: a | უწინ შუამთას მივედით, | ცოტას ხანს იქ დავდგებოდით, |
Line: 15 Verse: b | რა დაცხის უფრო და უფრო, | ზედარე შეუდგებოდით; |
Line: 16 Verse: c | ორს კვირას გომბორს ნამყოფი | საერწოდ ავიყრებოდით, |
Line: 17 Verse: d და | ვმწყერაობდით და ვკურდღლობდით, | სტუმარს წინ მივეგებოდით. |
Strophe: 346 | ||
Line: 18 Verse: a | ერწოა კაი საკურდღლე, | მწყერიც მრავალი დაჯდება, |
Line: 19 Verse: b | ჩალებში წერო ბევრი სხედს, | საკვერცხედ უნდა დადება. |
Line: 20 Verse: c | წვრიმალს ტყეებში ნადირი | ბევრს ჯარს არ უნდა მოდება. |
Line: 21 Verse: d და | მერმე თიანეთს ვინც მივა, | კალმახით იქ გაჯერდება. |
Strophe: 347 | ||
Line: 22 Verse: a | თიანეთს სხვა მთის ალაგი | ვერ შეადარონ მას შურით, |
Line: 23 Verse: b | სალხინოთა და საბურთლად | ერწოდამ იქ მივაშურით, |
Line: 24 Verse: c | კალმახი დაულევნელი | ბადებითა თუ წყალწურით. |
Line: 25 Verse: d და | ლხინებს ვნახევდით ასეთსა, | შორსმყოფთ იქ მოსვლა ვასურით. |
Strophe: 348 | ||
Line: 26 Verse: a | ლეკს ზეით სხვა მთის კაცები | იქ მოვიდიან, ვინც მყმობდა, |
Line: 27 Verse: b | დიდონი, თუშნი, ხევსურნი, | ფშაველნი ვერ მეკობრობდა, |
Line: 28 Verse: c | ქისტი, ღლილვი და ძურძუკი | ერთპირად ძღვენს შემამძღნობდა, |
Line: 29 Verse: d და | ჩოხა-ნაბადსა დალისას | ფეშქაში არ უნახლობდა. |
Strophe: 349 | ||
Line: 30 Verse: a | თიანეთს ეს სჭირს სიკეთე | _დიდია, მერმე გაშლილი, |
Line: 31 Verse: b | მოედანს მწვანით მოსილსა | მობურთალი ჰყავს შეშლილი. |
Line: 32 Verse: c | მწყერაობაში რას ვარგა | უსეფქო კაცი, მოშლილი? |
Line: 33 Verse: d და | ქალები მკიან ტან-წვრილნი, | პირ-თეთრი, შავ-თმა ჩაშლილი. |
Strophe: 350 | ||
Line: 34 Verse: a | ერთი წყალი საკალმახეთ | იორს არსად შეედრება, |
Line: 35 Verse: b | სხვა არა სჯობს იმ დროს რამე, | იმის წურვას გახარება; |
Line: 36 Verse: c | მოწყენილმან კაცმან ნახოს, | ჯავრი სხვაგან გაეყრება. |
Line: 37 Verse: d და | მთიდამ ნადირს მოიტანენ, | გორა ხორად დაეყრება. |