TITUS
Archil, Archiliani
Part No. 126
Previous part

Chapter: 16-10  
Page: 42  
Line: 1  კარი შემოდგომისა და მყვირალობის ნადირობისა და შექცევის ამბავი






Strophe: 351  
Line: 2  Verse: a        აგვისტოსი იქ გათავდის   ლხინითა და უკუყრითა,
Line: 3  Verse: b        მერმე კახეთს წავიდოდით,   გარიგებით, მუნ აყრითა,
Line: 4  Verse: c        მხიარულად ჩავიდოდით,   მექორწილე ვით მაყრითა.
Line: 5  Verse: d     და   აწ მზადება დაიწყიან   სამყვირალოს შემოყრითა.






Strophe: 352  
Line: 6  Verse: a        ღვთისმშობლობასა შუამთას   მივიდით, იქ გარდვიხადით,
Line: 7  Verse: b        შევეხვეწით სასოებით,   ძის მეოხად იმას ვხადით.
Line: 8  Verse: c        მოძღვართ-მოძღვარს მასპინძლობა   იმ დღესა აც ქვევრთა ახდით,
Line: 9  Verse: d     და   ჩვენა ვართო ამ ყოფასა,   მტერნო, აბა თქვენ კი წახდით!






Strophe: 353  
Line: 10  Verse: a        ჯვართამაღლებას ალავერდს   ჩავიდით, იქ ავამაღლით,
Line: 11  Verse: b        ფილიპე ალავერდელი   ლხინით ვერავინ მოვღალით,
Line: 12  Verse: c        მან საჩუქრითა აავსის   მუნ მყოფნი მდაბალ-მაღალით.
Line: 13  Verse: d     და   ნაზარხოშევნი ვიყვენით   არ მთვრალნი, ღვინო მამბალით.






Strophe: 354  
Line: 14  Verse: a        ერთს სიტყვასა ის იტყოდა,   არ ვარ სხვისგან განაგონად.
Line: 15  Verse: b        ასრე იტყვით, საქონლითა   ვერ გავძღებით, ვჰყავართ მონათ,
Line: 16  Verse: c        ამდენი მაქვს, აღარ მინდა,   ოქრო მიჩანს ჩალის წონათ.
Line: 17  Verse: d     და   ბევრი გასცის უცხო ფერად,   იყვის ყოვლთა მოსაწონათ.






Strophe: 355  
Line: 18  Verse: a        მაგას ნუ ეჭვ, რასაც კაცსა   ძალად რამე გამოართვის,
Line: 19  Verse: b        ასრე მე ის საშენდობოდ   არ მინახავს, არ მომართვის;
Line: 20  Verse: c        მან მამცის და მე რაც მივსცი,   კიდევ სხვა რამ ზედ დაურთვის.
Line: 21  Verse: d     და   ლოცვა ჰქონდის წესისაებრ,   მერმე ჯარის ლხინის წართვის.






Strophe: 356  
Line: 22  Verse: a        მოკლედა ვჰთქვა, მყვირალობა   ალონს ვიწყით მისვე წესით,
Line: 23  Verse: b        უჭირველად ვნადირობდით,   სენით ვიყვით არა კვნესით.
Line: 24  Verse: c        ჭაკს ცხენს ზიხარ ჯავახურად,   წოტს ხარზედა მოაწევ სით?
Line: 25  Verse: d     და   ეს თვეც წავა კაის ყოფით,   აწ ზამთარი მოაწევ სით.






Strophe: 357  
Line: 26  Verse: a        მოვიარით ტყეები და   რაც მინდვრები გითხარ პირველ.
Line: 27  Verse: b        ვირ დრო მქონდა, სიხარულსა   ხელი ვჰყარე, მწვერვალს აველ,
Line: 28  Verse: c        მყვირალობა გავათავე,   აწ საჯერნედ მინდვრად წაველ,
Line: 29  Verse: d     და   ყარაიას მივადეგით,   გარეჯიდამ მტკვრის პირს დაველ.






Strophe: 358  
Line: 30  Verse: a        იქ ჯერგას არ წავიტანდი   ქვეითს, ათუ არ ცხენოსანსა,
Line: 31  Verse: b        ქისიყით წამოიყვანდენ   თორმეტჯერათას ოსანსა,
Line: 32  Verse: c        სრულ კარგს ულაყზედ მჯდომელსა,   ვინ ნახავს მათ ჭაკოსანსა?
Line: 33  Verse: d     და   მარტო იმ სოფლით იტყოდეს   შვიდასსა ჭარმაგოსანსა.






Strophe: 359  
Line: 34  Verse: a        ერთის სოფლით ეს მოვიდის,   ნახე თუ სხვა რამდენია?
Line: 35  Verse: b        შვიდს წელიწადს ასრე ვიყავ,   სათქმელი რამ არ მწყენია,
Line: 36  Verse: c        უტკივრად და უჭირველად,   ცხვირთა სისხლიც არ მდენია,
Line: 37  Verse: d     და   ბოლოს საქმე გამისინჯე,   რაზომნი ავნი მსმენია.


Page: 43  




Strophe: 360  
Line: 1  Verse: a        პირველს ღამესა დიდს-ვარცლას   მივიდით სრულად ჯარითა,
Line: 2  Verse: b        დაუწყით ჯერგას რიგება   ერთმანერთს დასაჯარითა.
Line: 3  Verse: c        მაშინ იქ მყოფმან ჯერგამან   თავი არ გასაჯა რითა?
Line: 4  Verse: d     და   გათენებისა მომლოდნემ   იქ ძილი იაჯა რითა?






Strophe: 361  
Line: 5  Verse: a        ალიონმა აიზიის,   შევსხდით ცხენსა დაუკარდით,
Line: 6  Verse: b        წყნარა-წყნარა მივჰყვებოდით,   ცუდ-მუდს არას გაუვარდით;
Line: 7  Verse: c        ვისაც ჯოგი მოგვივიდის,   კარგ სადავეთ ზედ მივარდით,
Line: 8  Verse: d     და   სროლითა და სიკვდილითა   დავიღალით და დავარდით.






Strophe: 362  
Line: 9  Verse: a        სულ დიდი ჯოგი მოვიდის,   ანგარიშს ვერ ავიღებდით,
Line: 10  Verse: b        ვირ არ მოვიდით ნადირზედ,   მშვილდს აქ არ ამოვიღებდით;
Line: 11  Verse: c        მივესროდით და მივჰხოცდით,   მინდორს სისხლითა მივღებდით,
Line: 12  Verse: d     და   ამდენი მოკვდის ნადირი,   სრულ თან ვერ წამოვიღებდით.






Strophe: 363  
Line: 13  Verse: a        მაშინდელთ კარგ მშვილდოსანთა   ამად არ ვამბობ სახელებს.
Line: 14  Verse: b        საბატიოთა კაცთა და   ვაჟკაცთა ბევრს ასახელებს,
Line: 15  Verse: c        ვაცთა შიგ რჩევით მოჰკლევდეს,   ვერ მომკვლელთ მგონ ეს ახელებს,
Line: 16  Verse: d     და   ზოგს უქებ მშვილდოსნობასა,   უცოდნსა დასდებს სახელებს.






Strophe: 364  
Line: 17  Verse: a        სხვა მინდვრები ირმით სავსე,   ყარაიას ჯერანია,
Line: 18  Verse: b        კარგს მშვილდოსანს გაახეარებს,   გულის გასაჯერანია;
Line: 19  Verse: c        ვერვინ სრულყოს ჯოგთა რიცხვი,   ესე დასაჯერანია.
Line: 20  Verse: d     და   თუ იმდონს ჯოგს შეეყარო,მოვლე   კახი, ჯე[რ] რანია.






Strophe: 365  
Line: 21  Verse: a        ზოგნი იტყოდეს: აქა ვჰკრავ,   მიყურეთ, უსაცილოდა.
Line: 22  Verse: b        სხვამ თქვის, თუ: იმ ვაცს მე მოვჰკლავ,   შევღებო ისრის კილო და,
Line: 23  Verse: c        კვლავ ამ დიდს ჯოგში ხუთს მოვჰკლავ,   სროლა არ ვითაკილო და,
Line: 24  Verse: d     და   ძალიანს მშვილდსა მოზევდე,   მკლაო, არ ისარ-წვრილოდა!






Strophe: 366  
Line: 25  Verse: a        მაღალს აკრევდენ ფრთეებსა   გრძელს ისრებს მათთა მკლავთასა,
Line: 26  Verse: b        იტყოდეს, ახლოს ესე სჯობს,   უკეთ იქს ხორცთა ფეთასა;
Line: 27  Verse: c        შორს სროლა რა სადავეა,   ახლო სჯობს, ეს უკეთასა!
Line: 28  Verse: d     და   ბევრჯელ მინახავს, იქმოდეს   მსხვილ ბარკლის სულ მოკვეთასა.






Strophe: 367  
Line: 29  Verse: a        ყმაწვილები არ არჩევდეს   არც კვრასა და არც ნადირსა,
Line: 30  Verse: b        თუ სადგომსა ბევრს მოვიტანთ,   ოსტატობას ჩვენ რა გვრჯისა!
Line: 31  Verse: c        დასრულებულს ვინ ნახევდა   სიცილითა იმათს პირსა?
Line: 32  Verse: d     და   ის დრო იყო, რომ წავიდა,   სხვა ვეღარვინ ვერ ეღირსა.






Strophe: 368  
Line: 33  Verse: a        მინახავს ბევრჯელ მინდვრებში   მოკლული უფრო ათასი,
Line: 34  Verse: b        ჩემს მოკლულს სხვანი გეტყვიან,   მე მოგახსენო სხვათასი;
Line: 35  Verse: c        ერთს ზაფხულს ზამთრის პირამდის   ჩემი თქვან, ვეჭობ, სხვათ ასი,
Line: 36  Verse: d     და   ლხინსა ვნახვიდით ამოსა,   ზოგთ ჯამითა სვეს, სხვათ [თ]ასი.






Strophe: 369  
Line: 37  Verse: a        ერთს დიდმარხვაში ნაგებს ვდექ,   რომელ არს ბოსტან-ქალაქი,
Line: 38  Verse: b        აღდგომაც იქ გარდვიხადენ,   ჩვენი ახალი პასაქი.
Page: 44   Line: 1  Verse: c        რას აქნევ ინდსა, არაბსა,   ესე სჯობს, შენცა ეს აქი!
Line: 2  Verse: d     და   ვეღარ თამამად ბაასობ,   დაყუჩდა ცილების ბაქი.






Strophe: 370  
Line: 3  Verse: a        ამ აღდგომის დღის ლხინები   ძნელია გამოსათქმელად,
Line: 4  Verse: b        საღვთო წესი და რიგები   ნათელ არს, არ დასაბნელად.
Line: 5  Verse: c        ბურთობა, ყაბახის სროლა,   გაცემა მქონდა არ ძნელად.
Line: 6  Verse: d     და   თუმც კიდევ ბევრჯელ მინდოდა,   აღარ დამცალდა საქნელად.






Strophe: 371  
Line: 7  Verse: a        კურმუხელთ კახთა სიმრავლე   ამათ გასინჯე კუხოსი,
Line: 8  Verse: b        ყაბახს ესროდეს ოთხმოცი   მარტო ჩერქეზი და ოსი.
Line: 9  Verse: c        მე არ გაუშვი იმ დღესა   ჩემი ყმა მუნ შეუმოსი,
Line: 10  Verse: d     და   ხილზედა ვსვემდი გავაზურს,   ხვრეტა არ იყო იქ დოსი.






Strophe: 372  
Line: 11  Verse: a        ამ დღეს გავეც სხვას გარდაის   ასი ჯიღა, ასი ტყავი,
Line: 12  Verse: b        კვლავ ცხენები ბედაური,   არ თუ ზურგზედ განატყავი,
Line: 13  Verse: c        ამას გარდა აბრეშუმი   სამოცს აქლემს ნატვირთავი,
Line: 14  Verse: d     და   არ დავაგდე უბოძვარი,   ღარიბები მოურთავი.






Strophe: 373  
Line: 15  Verse: a        მანამდის არ ჩამომეხსენ,   არ მათქმევინე მე ვირ ეს,
Line: 16  Verse: b        მიქებდეს მეტად სიუხვეს,   არ მიზრახევდეს სიძვირეს.
Line: 17  Verse: c        კაცი ამ ყოფის პატრონი   რად შეგედარო მევირეს?
Line: 18  Verse: d     და   ჩამოგიყარე ყურები   ჯობნისა შენ დანაპირეს.






Strophe: 374  
Line: 19  Verse: a        თუმც არის წელიწადშიგან   ესე დღეც გასახარონი,
Line: 20  Verse: b        აივსებიან ყოველნი   ჭურნი და ბეღელ-ხარონი,
Line: 21  Verse: c        შიმშილისა და წყურილის   არვის აქვს თავის ხარონი,
Line: 22  Verse: d     და   სიმსუქნე სჭარბობს სიმჭლითა,   არვინ არს შენაზარონი.






Strophe: 375  
Line: 23  Verse: a        სულ გაძღებიან ღარიბნი,   გლახა და მუნ მდიდარია,
Line: 24  Verse: b        თავსსაყრელად აქვსთ მთხოვართა   მათ მათი სამუდარია,
Line: 25  Verse: c        ანგაართაგანც მიიღონ   წყალობას-სათხოვარია.
Line: 26  Verse: d     და   ამ სიკეთესა მოუსწრო,   მერმე ზამთარმა დარია.






Strophe: 376  
Line: 27  Verse: a        ვით წესია ამ თვეების,   მის-მის დროსა ხელსა ვჰყრიდით.
Line: 28  Verse: b        მყვირალობა რა წავიდის,   ქორებს ზარში გამოვჰყრიდით.
Line: 29  Verse: c        ვირემ წყალი არ გაყინის,   ვერ მოგვყონდა სიცხის რიდით.
Line: 30  Verse: d     და   რა აცივდის, მოვიყვანით,   ფრინველზედა ხელს წავჰყრიდით.






Strophe: 377  
Line: 31  Verse: a        აწ ზამთარი შემოვისწრით   თოღასა და ბოეთანსა,
Line: 32  Verse: b        შამურსა და ღარნეშიგა   სხვას ვინ ნახავს იმისთანსა?
Line: 33  Verse: c        ყოვლნი რამე სანადირო   ასრე ახლავს ინი თანსა.
Line: 34  Verse: d     და   მაშინ მე რას ვახსენებდი   ხანებსა და ან სულთანსა?






Strophe: 378  
Line: 35  Verse: a        სრულ წვრილად ვთქვა, ვერ გაუვალ,   არც ვინ მართლა დაიჯერებს,
Line: 36  Verse: b        თვარემ ვიტყვი ბევრს ასეთსა   კაცისაგან გასაჯერებს:
Line: 37  Verse: c        ცრუი არის ეს სოფელი,   ბოლომდისი არ მაჯერებს.
Line: 38  Verse: d     და   ფიცით მითქვამს, დამიჯერე,   მცილეს ფიცი დააჯერებს.


Page: 45  




Strophe: 379  
Line: 1  Verse: a        რაც მინდოდა, ყველა მქონდა,   მე ნაკლები გულს არ მაძე.
Line: 2  Verse: b        მუნ სიმრავლე სპა-ლაშქართა,   ჩემნი მტერნი ყოვლგნით ვაძე;
Line: 3  Verse: c        ჩემის სახლის მეფეებსა   წარვემატე, არ წავბაძე,
Line: 4  Verse: d     და   ეს კი მაკლდა, მართლად გითხრობ,   ძმა არა მყვა და არცა ძე.






Strophe: 380  
Line: 5  Verse: a        ჩემის სახლისა ჩემს მეტი   კახეთს არ მოიძეოდა,
Line: 6  Verse: b        მოწყალემ მომცა ორს წელსა   ყმა-შვილი ორი ძეო და,
Line: 7  Verse: c        შემექმნა ლხინ-სიხარული,   ვთქვი, დავდეგ ახლა მეო და,
Line: 8  Verse: d     და   მათის იმედის ქონება,   ვა, ადრე დამელეოდა!






Strophe: 381  
Line: 9  Verse: a        მაშინდელს მახარობლობას,   სრულ კახთა იქ შემოყრასა,
Line: 10  Verse: b        მათ გახარება_ ლხინებსა,   იმათს იმდრომდი მოყრასა,
Line: 11  Verse: c        მოსალოცავთა ტურფათა,   თვალ-გუართ თავს გარდაყრასა,
Line: 12  Verse: d     და   ძეობა, ღამის-თევასა,   ძილად არვისგან წაყრასა.






Strophe: 382  
Line: 13  Verse: a        მომეზარდნეს ორნივ შვილნი,   ხუთის წლის და მეოთხისა,
Line: 14  Verse: b        ტურფანი და ჭიკჭიკანი,   ორნი ნორჩნი სამოთხისა;
Line: 15  Verse: c        ძლივ ვღირსიყავ, გამეზარდნეს   ტანად ნაკვთნი სამოთ-ხისა,
Line: 16  Verse: d     და   ცხენს სხდებოდეს ყინჩიყურით,   ცრემლი ღაწვს არ დაენთხისა.






Strophe: 383  
Line: 17  Verse: a        ვით წესია სოფლისაგან,   ლხინს არავის გაუთავებს,
Line: 18  Verse: b        ჯერეთ მამყვა, მწვეთ მაამა,   აწ საქმესა მიზამს ავებს,
Line: 19  Verse: c        ლხინთა ნაცვლად გლოვასა და   სიმღერისა მუქფად მავებს,
Line: 20  Verse: d     და   ლხინს შემიცვლის გლოვა-ფლასად,   წითელ-ყვითელს გამიშავებს.





Next part



This text is part of the TITUS edition of Archil, Archiliani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.8.2016. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.