TITUS
Archil, Archiliani
Part No. 127
Previous part

Chapter: 16-11  
Line: 21  მეფის თეიმურაზისაგან დედოფლის მგლოვიარობა და მწუხარება.






Strophe: 384  
Line: 22  Verse: a        ჟამი გარდახდა შვებისა,   მოვიდა გლოვა-წუხილი,
Line: 23  Verse: b        ლხინმა მიმრიდა, შემექმნა   გულს ურვა, თვალთა წუხილი,
Line: 24  Verse: c        ღვარი მდიოდა სისხლისა,   ცრემლთა ისმოდა ქუხილი,
Line: 25  Verse: d     და   ნადიმი აღკრბა, სერობა,   ვეღარ მაჭამეს წუ-ხილი.






Strophe: 385  
Line: 26  Verse: a        მოვსთქვემდი: მზეო, დამაგდე,   ცეცხლი მომიდევ, წამ ალი,
Line: 27  Verse: b        მე გლახ, უშენოდ ოხერმან   შენი ვერ ვჰპოვე წამალი,
Line: 28  Verse: c        ბროლი და ლალი შეთხზულნი,   მიწათა შიგან წა მალი,
Line: 29  Verse: d     და   სუფევა ჰპოვე უკვდავი,   წმიდათა თანა წამალი.






Strophe: 386  
Line: 30  Verse: a        წამწამთა რაზმმან დაფარა   თვალნი გიშრისა, დალულა,
Line: 31  Verse: b        მშვილდი შავისა კემუხტით,   შემოსით ვით მოზეულა,
Line: 32  Verse: c        თმა ამბრის ფერი შეწმასნით   მიწამდის ჩამოწეულა,
Line: 33  Verse: d     და   ვითარ ვსთქვა საქმე საზარო,   ჩემზედა რა მოწეულა!






Strophe: 387  
Line: 34  Verse: a        ბაგეს, ვით ვარდის ფურცელსა,   აწ ვხედავ გაყვითლებულად,
Line: 35  Verse: b        მას შიგნით თეთრსა კბილებსა   სადაფ-მარგალიტებულად,
Line: 36  Verse: c        ენასა შაქრის უტკბოსსა   ვხედავ უძრავად დებულად,
Line: 37  Verse: d     და   ჰაი ვაიმე, რაღა ვქმნა,   აქა ვზი ცეცხლ-მოდებულად.


Page: 46  




Strophe: 388  
Line: 1  Verse: a        ცხვირს ზომიერად ჩამოწვდილს   სული ფშვის სურნელებისა,
Line: 2  Verse: b        პირი ერთ-პირად შექმნილი,   უალოდ გამთვარებისა,
Line: 3  Verse: c        რომელმან ენამ აღმოთქვას   სინაზე მკლავ-ხელებისა,
Line: 4  Verse: d     და   ვითა დაასკვენ გაწირვა   შენ ჩემი გულ-ნალებისა.






Strophe: 389  
Line: 5  Verse: a        ვაიმე წახდა, ვის ჰქონდა,   ყელი ბროლისა სურათა,
Line: 6  Verse: b        ვერ გამოხატოს მხატვარმან   ჩინელმან მისი სურათა,
Line: 7  Verse: c        მჭვრეტელთა სატრფიალოა,   უნახთა მოსასურათა.
Line: 8  Verse: d     და   ვა, რად გამხადე უბრალო   სისხლის ცრემლ გასაცურათა.






Strophe: 390  
Line: 9  Verse: a        ვა, რად მიეც შავს მიწასა   პირი ვარდი, ბროლ-ფიქალი,
Line: 10  Verse: b        ბრწყინვალე და შუქთა მფენი,   აწ ეთერი ფერ-გამქრქალი,
Line: 11  Verse: c        შენს საქციელს ვერ აიღებს   ბევრის ცდითა სხვაღა ქალი,
Line: 12  Verse: d     და   შენ გამხადე დასაწვავად,   გარ მომეგზნა მე აქ ალი.






Strophe: 391  
Line: 13  Verse: a        რად დააგდე ეს სოფელი,   რამცა გაკლდა მისი ნივთი?
Line: 14  Verse: b        სახელმწიფო, ქმარი, შვილნი   რად გაჰხადე ოხრად ვითი?
Line: 15  Verse: c        სამუდამო ლოცვა-წირვა,   ფსალმუნება, ან დავითი?
Line: 16  Verse: d     და   პირსა შენსა შუქი ჰკრთოდა,   ეგრე ადრე რად წაირთვი?






Strophe: 392  
Line: 17  Verse: a        მე გამწირე, საყვარელო,   ლევან რად ჰყავ საბრალობლად?
Line: 18  Verse: b        ალექსანდრე ნებიერი,   ვით დამიგდე მე ეს ობლად?
Line: 19  Verse: c        შენ უდროოდ ტახტს აოხრებ,   თავსა შეიქ საბრალობლად,
Line: 20  Verse: d     და   მე გამხადე მტერთ გულისად   ბედისა და სოფლის მგმობლად.






Strophe: 393  
Line: 21  Verse: a        გვირგვინის ნაცვლად ჩაჩს მბურავ,   სკიპტრად მამაძლევ შავს ჯოხსა.
Line: 22  Verse: b        პორფირად მაცმევ ძაძასა,   ტახტად დამიდგამ ბნელს ქოხსა,
Line: 23  Verse: c        გამაბედითე, დამაგდე,   ვჰკვირვარ მე გუშინ დამნახსა,
Line: 24  Verse: d     და   უდროოდ ამ ყოფისათვის   უბნობენ სოფლის საძრახსა.






Strophe: 394  
Line: 25  Verse: a        ვით წესია, გარდვიხადე   გლოვა დიდი, სულთ წესები,
Line: 26  Verse: b        სულთქმა, ახი სამუდამო   და ტკივილი საკვნესები,
Line: 27  Verse: c        ვიჯექ ბნელსა ცეცხლ-ნადები,   ნათელ შრეტით დანავსები.
Line: 28  Verse: d     და   ნაღველს ვსვემდი სამსალითურთ,   გული მქონდა შენავსები.






Strophe: 395  
Line: 29  Verse: a        ორმოცამდისი ბნელს ვიჯე,   სინათლეს ძვილ სად ვნახევდი,
Line: 30  Verse: b        თავსა ვიცემდი, ვსტიროდი,   ცრემლითა ღაწვთა ვიხევდი,
Line: 31  Verse: c        შენც შემიბრალე, არიფო,   მოდი და ჩემთან ახვედი,
Line: 32  Verse: d     და   ნუგეშინის მეც სიტყვითა,   ღონეს რას მომინახევდი!





Next part



This text is part of the TITUS edition of Archil, Archiliani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.8.2016. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.