TITUS
Archil, Archiliani
Part No. 128
Previous part

Chapter: 16-12  
Line: 33  მეფის თეიმურაზის ყაენისაგან დაპატიჟება და მგლოვიარობიდამ გამოსვლა






Strophe: 396  
Line: 34  Verse: a        მე მგლოვიარე ყაენმა   მიმიხმო, მიმიპატიჯა,
Line: 35  Verse: b        თუ გლოვით გამოსასვლელად   კვლავ უფრო გამიპატიჯა:
Line: 36  Verse: c        ახდა მიბრძანა შავისა,   ხოტციცა მან დამპატიჯა,
Line: 37  Verse: d     და   უარი არ მათქმევინა,   არც ხანი დამიდარიჯა.


Page: 47  




Strophe: 397  
Line: 1  Verse: a        ვით მართებდა, მასთან მისვლა   მე და ჩემსა სიდიდესა,
Line: 2  Verse: b        ყოვლიფერი თან ვიახელ,   ვინ იცის რა მამინდესა!
Line: 3  Verse: c        მას ვმეტობდი გარიგებით,   ვინ რომ დავარ მამიდეს ,
Line: 4  Verse: d     და   მე რჯულმტკიცედ შეზღუდვილი,   იმათ თავი გაინდესა.






Strophe: 398  
Line: 5  Verse: a        წაველ, მიველ, მომაგება   ომარები კარისკაცნი
Line: 6  Verse: b        ბედაურის ცხენებითა,   არ იახლა მათ საკაცნი.
Line: 7  Verse: c        სიმრავლესა ჯარისასა   წინ უძღოდეს, ვითა ვაცნი.
Line: 8  Verse: d     და   გაეკვირვნეს სიკეთესა,   ხელთა ჰქონდა მალ-მალ ტკაცნი.






Strophe: 399  
Line: 9  Verse: a        მიველ, ვნახე, მიალერსა   ხელმწიფემან ვითა შვილსა,
Line: 10  Verse: b        მიბრძანა თუ: "მწოვედ მიმძიმს,   გხედავ აგრე შემოსილსა,
Line: 11  Verse: c        მაგრამ რა ვჰქნა, რა გავაწყო   ღვთის ბრძანებას ვინ მოშლისა?
Line: 12  Verse: d     და   გლოვაზედა რად წაბაძე   შენ, ჭკვიანმან, სხვათ შეშლილსა?"






Strophe: 400  
Line: 13  Verse: a        დაჯდა ნადიმად უცხოდ რამ,   მის ლხინს რა გაეწყობოდა!
Line: 14  Verse: b        მუნ რამდენფერი საკრავი   ერთმანერთს შეეწყობოდა.
Line: 15  Verse: c        გაყრას ვინ მოინდომებდა,   გული იქ დაეტყვებოდა.
Line: 16  Verse: d     და   მას დაფარული მტერობა   მაშინ არც შეეტყობოდა.






Strophe: 401  
Line: 17  Verse: a        გათენებამდი ნადიმად   იჯდა და არც მე გამიშო,
Line: 18  Verse: b        მიბრძანა: "გამხიარულდი,   ჩემგან არა ხარ საშიშო,
Line: 19  Verse: c        ბევრს კარგსა გიზამ, იცოდი,   საქმე არ გიყო საიშო,
Line: 20  Verse: d     და   გულსა სევდა და ნაღველი   უკუიყარე, მოიშო!"






Strophe: 402  
Line: 21  Verse: a        პირველი ნახვა გათავდა,   მერმე მიმიხმო ხალვათათ,
Line: 22  Verse: b        მითხრა: "ლუარსაბ მეფესა   გამოყვრებ მალე ამლათათ,
Line: 23  Verse: c        ორნივ მეფენი გაერთდით,   ის შენთვის იყოს, შენ მათათ,
Line: 24  Verse: d     და   ჩემიცა ქვისლი იქნები,   საქმე არ დარჩეს სახლათათ."






Strophe: 403  
Line: 25  Verse: a        მოვახსენე: ხელმწიფეო,   ეგ ჩვენს რჯულში არ მოჰხდება,
Line: 26  Verse: b        ახლო არის ნათესავი,   საკანონო დამედება,
Line: 27  Verse: c        თუ შევირთო ნათესავი,   საბოლოო წამიხდება.
Line: 28  Verse: d     და   უარი არ გამიგონა:   "ცუდიაო მიდ-მოდება,






Strophe: 404  
Line: 29  Verse: a        არ იქნება, დამიჯერე,   ქართველთ მეფის უმოყვრება,
Line: 30  Verse: b        სხვას უკეთეს ვერ შეირთავ,   მეც მასმია დიაღ ქება,
Line: 31  Verse: c        ზურგად მე გყვე, ის მოყვარედ,   ვისღა ძალუც შენი ვნება?
Line: 32  Verse: d     და   მე მწადს, მერმე თქვენ მოგხვდებათ   ლხინით შეყრა, ერთად ხლება."






Strophe: 405  
Line: 33  Verse: a        კიდევ რამე მოვახსენე:   მე ეგ საქმე არ მექნება.
Line: 34  Verse: b        არაფერი არ გავიდა   უარისა მოხსენება.
Line: 35  Verse: c        კვლავ მიბრძანა: "ნუღარ იტყვი,   თუ არა იქ, არ იქნება."
Line: 36  Verse: d     და   რადგან ისრე მოინდომა,   რაღა მექნა, დავრთე ნება.





Next part



This text is part of the TITUS edition of Archil, Archiliani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.8.2016. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.