TITUS
Archil, Archiliani
Part No. 129
Previous part

Chapter: 16-13  
Page: 48  
Line: 1  შააბაზ ყაენისაგან აბელის-შვილის ადამის თხოვნა და არაკის მბობა






Strophe: 406  
Line: 2  Verse: a        მერმე მითხრა: "აბა მამეც   აბელის-ძე კარგი ადამ,
Line: 3  Verse: b        თუ არ მამეც, არ იქნება,   ვერ დაიხსნას მაგისმა დამ."
Line: 4  Verse: c        გამიჭირდა მისაცემლად   იქ მისვლით და მერმე ხადამ.
Line: 5  Verse: d     და   ჩემს სიტყვასა დააჭარბა   ხელმწიფისა მოსაწადამ.






Strophe: 407  
Line: 6  Verse: a        მოვახსენე: ვერ მოგართვამ,   ნუ მიბძანებ, ცრემლს ნუ მადენ,
Line: 7  Verse: b        ნამსახური კაცი არის   მამით, ბიძით, თავით რამდენ!
Line: 8  Verse: c        გამორთმასა ნუღარ ბძანებ,   წყალობა ქმენ შენი ამდენ,
Line: 9  Verse: d     და   მამა-მისი პაპა-ჩემსა   ძმიან ორნივ თავს დააკვდენ.






Strophe: 408  
Line: 10  Verse: a        პასუხს გეტყვი მაგისასო,   დაჯექ მანდა, მამიცადე.
Line: 11  Verse: b        კარგიაო, არ მოგცემო,   მართლა სთქვი თუ გამომცადე?
Line: 12  Verse: c        თუ გიყვარვარ, ვიცი მამცემ,   წა, მომგვარე, გა მომც ადე!
Line: 13  Verse: d     და   მაგრამ კიდევ არ წამოველ,   კიდევ ხანი დავაცადე.






Strophe: 409  
Line: 14  Verse: a        არაკი მითხრა მართალი,   სიტყვა რამ დასაამიო:
Line: 15  Verse: b        " ერთს ხელმწიფესა ვეზირნი   მუდამ გვერც უსხდეს სამიო,
Line: 16  Verse: c        ერთი გვარით და თვითანცა,   და ორი არ საამიო,
Line: 17  Verse: d     და   უფროსი ყოვლის სიკეთით   გულ-ქველი, ვით საამიო.






Strophe: 410  
Line: 18  Verse: a        ერთმან მონამან შეჰკადრა   ხელმწიფეს ღარიბობითა:
Line: 19  Verse: b        "ათასი მამეც თუმანი,   არ მითქვამს სათნოებითა,
Line: 20  Verse: c        ასეთი რამე შეგიმკო,   შენ იყო არ ქონებითა;
Line: 21  Verse: d     და   რა ის მოგართვა, გაჰკვირდე,   ბევრი სხვა მამცე ნებითა."






Strophe: 411  
Line: 22  Verse: a        ხელმწიფეს დიდად იამა,   უბოძა დაუყოვნელად.
Line: 23  Verse: b        ხანმა რამ წავლო, მოჰგონდა,   რაც ჰქონდა საიმედებლად,
Line: 24  Verse: c        ბრძანა: "მომგვარეთ იმითურ,   რბილს აკეთებს თუ სალებლად."
Line: 25  Verse: d     და   მივიდეს, წამოიყვანეს,   პირი შეექმნა ნალებლად.






Strophe: 412  
Line: 26  Verse: a        მივიდა მონა, უბრძანა:   "რა ჰქენ, რა გამიკეთეო?"
Line: 27  Verse: b        მან მოახსენა: "ხელმწიფევ,   გწადს თავი მე მამკვეთეო,
Line: 28  Verse: c        ღარიბობამ და შიმშილმა   მირჩივა ეს უკეთეო,
Line: 29  Verse: d     და   ყველა დავხარჯე, შევსჭამე,   გინდა ცეცხლს შემიკეთეო.






Strophe: 413  
Line: 30  Verse: a        სანამდი მქონდა, ამ სოფელს   ყველა რამ მე ვიამეო,
Line: 31  Verse: b        თუ ის არ მექნა, აქამდი   ვერ მოვაწევდი სამეო;
Line: 32  Verse: c        ამისთვის ვჰქენი, მეფეო,   თუ ღმერთი გიყვარს და მეო,
Line: 33  Verse: d     და   თვარე რაც გინდა, იგი ქმენ,   შენ მანდ ზიხარ და მეო."






Strophe: 414  
Line: 34  Verse: a        ერთხან დაფიქრდა, ვეზირთა   უბრძანა: "ხედავთ ამასა,
Line: 35  Verse: b        რას არჩევთ, რისხვა რა უყო   ერთსა თვალისა წამასა,
Line: 36  Verse: c        ეს მონამ ვით შემომბედოს,   შვილმაც ვერ უყოს მამასა?
Line: 37  Verse: d     და   შიშით არა ძრწის, თავს იდებს   მისის ტყუილით ჭამასა."


Page: 49  




Strophe: 415  
Line: 1  Verse: a        ხაბაზის შვილმან შეჰკადრა:   "თორნეში გამოაცხეო,"
Line: 2  Verse: b        მზარეულისამ ესე თქვა:   "შეწვი, ზედ ნავთი წასცხეო."
Line: 3  Verse: c        კვლა გვარიანმა ურჩივა:   "მწვეთ კარგად შეინახეო,"_
Line: 4  Verse: d     და   მას მიემოწმა ხელმწიფე,   ეს უკეთ დავინახეო!






Strophe: 416  
Line: 5  Verse: a        მეც მაგისთვის გთხოვ ამ ადამს,   გვარად ვარგა და თავადა.
Line: 6  Verse: b        უგვარო კაცი ასე იქს,   თუ ძირად არ ითავადა.
Line: 7  Verse: c        იმ ვეზირთ სიტყვა გასინჯე,   რომელმან რამ თქვა ავადა?
Line: 8  Verse: d     და   ჩამომავლობით სიკეთე   კარგია, ბევრად გავა და.






Strophe: 417  
Line: 9  Verse: a        კაცი უნდა ან გვარად და   ან სწავლაში გაიზარდოს,
Line: 10  Verse: b        თუ სიბრძნეშიგ გაიწვრთნების,   უგვარომანც გაივარდოს!
Line: 11  Verse: c        თვარ უგვარო გვარიანსა   ცუდათ ვინმე შეუფარდოს,
Line: 12  Verse: d     და   უგვარო თუ არას იწრთვნის,   სიკეთე ვით გაიმარდოს?"






Strophe: 418  
Line: 13  Verse: a        რაზომ ვიტყოდი უარსა,   მან უფრო დაიჟინაო,
Line: 14  Verse: b        ტკბილის სიტყვითა წამართვა,   არ ბაქით შემაშინაო,
Line: 15  Verse: c        აღარ მაცალა პასუხი,   სულ იმან დამიშინაო.
Line: 16  Verse: d     და   მივეც, რა მექნა, ვიტყოდი:   ნეტამც დამეგდო შინაო!






Strophe: 419  
Line: 17  Verse: a        გამომისტუმრა, წამოველ,   კაცი თან გამომატანა,
Line: 18  Verse: b        მეც ნება დავრთე, დავასკვენ   მე მისი აქ წამოტანა.
Line: 19  Verse: c        კიდევე მას მაბარებდა,   სათუო არ დამატანა.
Line: 20  Verse: d     და   მოველ, ვემოყვრე მეფესა.   პირად მზემ ალვა მატანა.






Strophe: 420  
Line: 21  Verse: a        რა მოველ, მეფეს ლუარსაბს   ვემოყვრე მისის ბძანებით.
Line: 22  Verse: b        მან თურე სხვაფრივ არჩივა   და საქმით კიდეგანებით,
Line: 23  Verse: c        ჩვენ სულ მართალი გვეგონა,   ვიყვენით სხვის არ მგვანებით.
Line: 24  Verse: d     და   ვინ რას მიუხვდა, ლიქნით იქს,   ან რასმე მონაგვანებით!






Strophe: 421  
Line: 25  Verse: a        ავემზადე საქორწილოდ,   მას ქალს ჩემად მოსაგვარად,
Line: 26  Verse: b        პირველისგან უკეთესზე   თავითაც და მერმე გვარად.
Line: 27  Verse: c        ქორწილიცა ეგრეთი ვჰქენ,   შესაფერი მის-მისგვარად:
Line: 28  Verse: d     და   ყოვლი ნივთი მრავლად იყო,   არა მქონდა მოსაგვარად.






Strophe: 422  
Line: 29  Verse: a        მას თურე მაშინ უნდოდა,   რაც ბოლოს ჰქონდა საქნელად
Line: 30  Verse: b        გუნებაშიგან ნარჩევი,   პირად არ გამოსათქმელად:
Line: 31  Verse: c        მაგრამ ორნივე მეფენი   ჩვენ უნდით მას დასანთქმელად,
Line: 32  Verse: d     და   ან სიყვარულით შეგვიტკბობს,   ჩვენზედა გული ათქს ნელად.






Strophe: 423  
Line: 33  Verse: a        ყაზახის ხანსა მოსწერა:   "მეფე ლუარსაბ მოკალო,
Line: 34  Verse: b        თავი აქ გამომიგზავნე,   ქართლი გალეწე ვით კალო!"
Line: 35  Verse: c        მეფეს სხვა წიგნი მოსწერა:   "ეგ ხანი მალვით დაკალო,
Line: 36  Verse: d     და   შიშით დახეთქე ყაზახნი,   შეაქენ თრთოლა-კანკალო."






Strophe: 424  
Line: 37  Verse: a        მას ეგონა, თუ ყაზახი   ხერხით ამას აჯობებდა,
Line: 38  Verse: b        მოიგონის უცხო რამე,   ლიქნით ამას გააგებდა.
Page: 50   Line: 1  Verse: c        მაგრა მეფე არ გაება,   ის რომ საფრხეს მოუგებდა:
Line: 2  Verse: d     და   მეფემ მოკლა, გაუგზავნა,   თავსა შუბზედ აუგებდა.






Strophe: 425  
Line: 3  Verse: a        თუ მე მაბრალებს პაპისას   ძველს რასმე დანაშავებსა,
Line: 4  Verse: b        ლუარსაბ მეფეს რადღა ჰკლავს   პირად მზეს, არ თუ შავებსა?
Line: 5  Verse: c        სვიმონ მეფემან მსახურა,   ურუმებს სთხოვდა დავებსა,
Line: 6  Verse: d     და   ქართლი სულ ურუმთ ეჭირა,   გაუყრის მათ ფაშაებსა.






Strophe: 426  
Line: 7  Verse: a        ურუმთ ეჭირა ქართლი და   ადრიბეჟანი, შირვანი,
Line: 8  Verse: b        ასრე მათ ეპყრა ციხენი,   ვით შიგნით ბასრა, იქ ვანი,
Line: 9  Verse: c        უცილებლად და უომრად   არვისგან ჰქონდათ მით ვანი.
Line: 10  Verse: d     და   არიგებდიან მათს წესზედ,   მათი აქ სწერდა მდივანი.






Strophe: 427  
Line: 11  Verse: a        ვინ არ მივიდეს მათთანა,   ყაენთან მივლენ მჩივანი:
Line: 12  Verse: b        დაიპყრეს არდაველს აქეთ   ერანელთ მოსაყივანი;
Line: 13  Verse: c        აქა-იქ დაიმალოდეს,   ამაყად ვეღარ მყივანი,
Line: 14  Verse: d     და   ზოგნი განერეს, ივლტოდეს,   შორს მყოფნი იყვნეს სვიანი.






Strophe: 428  
Line: 15  Verse: a        ეს როდის იყო, დედასა   მცირე ყრმა ჰყვანდა შააბაზს.
Line: 16  Verse: b        სვიმონ მეფესა უბძანა:   ტყვეს ხმალი უნდა შააბას.
Line: 17  Verse: c        ქართლს გამოგზავნა საომრად,   ურუმთა უნდა შააბას.
Line: 18  Verse: d     და   არას ნაღლობდენ სვიმონის,   თუ ბოლოს ვინმე დააბას.






Strophe: 429  
Line: 19  Verse: a        ბეგუმა თქვა: მეფეს სვიმონს   შეუძლია გაძებანი,
Line: 20  Verse: b        ამის მეტსა არვის ძალუც   გურგასლანის ბაძებანი.
Line: 21  Verse: c        კაცით ჰკადრა: შინ გაგიშვებ,   იქმენ ჩემი ძმა-ძებანი,
Line: 22  Verse: d     და   მრავალს მოგცემ, რა იქ მიხვალ,   აღარ გინდა ჯართ ძებანი.






Strophe: 429a  
Line: 23  Verse: a        სვიმონ მეფემან შესთვალა:   საქმე ვქმნა არ უკადრია,
Line: 24  Verse: b        რაცა გმსახურო, მოგესმას,   მოწმად მყვეს თქვენი სადრია;
Line: 25  Verse: c        ღვთის ძალით ქართლში ურუმნი   მოვსრნე, განვაძო ადრია.
Line: 26  Verse: d     და   გმსახურო, არ დამისწავლით,   ეს თქვენი რა საკადრია?






Strophe: 430  
Line: 27  Verse: a        ძველი რამ ვიცი ამბავი   მე ვახტანგ გორგასლისაო,
Line: 28  Verse: b        სპარსთ მეფის ლაშქრად წაყოლა   და სინდეთს მის მისვლისაო,
Line: 29  Verse: c        მისგან გოლიათთ დახოცა   და მერმე ვინ მოშლისაო?
Line: 30  Verse: d     და   მასავით მიზამთ, მე ვიცი,   მოდგმა გაქვს თქვენ ასლისაო.






Strophe: 431  
Line: 31  Verse: a        დიდმან ვახტანგ სინდთ მეფისა   გოლიათნი ამოსწყვიდა,
Line: 32  Verse: b        ციხე ხელში გამოუღო,   მეფობისგანც გამოსწყვიდა;
Line: 33  Verse: c        მერმე უთხრა სინდთ მეფემან:   ვახტანგ, შენთვის ავად ჰყვა და,
Line: 34  Verse: d     და   მისი ხელი დაგემართა,   საქმესა იქს რას ყვავი და.






Strophe: 432  
Line: 35  Verse: a        ერთმან ყვავმა ქორის ქულა   ნახა სადმე დავარდნილი,
Line: 36  Verse: b        მიიყვანა თავის ბუდეს,   რად შემცდარა ავარდნილი?
Line: 37  Verse: c        მოიზარდა, ყვავმა ნახა   ბალახებზედ მივარდნილი,
Line: 38  Verse: d     და   დაუჭამა, ახლა დარჩა   ყვავზედ დრო შემოვარდნილი.


Page: 51  




Strophe: 433  
Line: 1  Verse: a        რა ბახალები დაჭამა,   გაშალა ბოლო მწვერვალი,
Line: 2  Verse: b        ახლა ყვავს გამოუვარდა,   მან თავსა დასდვა ეს ვალი.
Line: 3  Verse: c        რად მოჰყევ ჩემზე ამასა,   გრძლად გქონდა აქეთ სავალი,
Line: 4  Verse: d     და   მე გავათავა, აწ შენზედ   მოიცლის, არ აქვს ზავალი.






Strophe: 434  
Line: 5  Verse: a        მისი არ იყოს, მე ვიცი,   ჯერ სამსახურსა დამაცლი,
Line: 6  Verse: b        ღვთით, მე მგონია, ურუმთა   ქართლიდამ ადრე გაგაცლი;
Line: 7  Verse: c        ჩემზედ მოიცლით მას უკან,   მათგან ციხეთა რა დავსცლი,
Line: 8  Verse: d     და   გამომიმეტებ ადვილად,   წყალობა-პატივს ამაცლი.






Strophe: 435  
Line: 9  Verse: a        მათ უთხრეს ფიცი საშიში   და გამომგზავნეს ხლმიანი,
Line: 10  Verse: b        გამოისტუმრეს მებრძოლი   ყაირათ-ნამუსიანი;
Line: 11  Verse: c        მოვიდა ბევრჯელ შეება   და ურუმთ უყო ზიანი,
Line: 12  Verse: d     და   მუდამ მას გაემარჯოდა,   ბოლოდ ვერ არის სვიანი.






Strophe: 436  
Line: 13  Verse: a        რაც ციხე ჰქონდათ, აიღო,   არცერთი არ დაანება,
Line: 14  Verse: b        ურუმნი ქართლით განდევნა,   ყაენისა ქნა მან ნება,
Line: 15  Verse: c        ქართლი იმათვე უშოვნა,   თავის თავს უყო სავნება.
Line: 16  Verse: d     და   მისი არაკი ლუარსაბს   მეფეს არ მოეგონება.






Strophe: 437  
Line: 17  Verse: a        გორი, ქალაქი, სამშვილდე,   აღჯაყალა და დმანისი
Line: 18  Verse: b        ურუმთ ეჭირა ერთ-პირად,   ვით კარი, ანუ ანისი;
Line: 19  Verse: c        სულ სვიმონ მეფემ აიღო,   რას გარდეკიდა ან ისი?
Line: 20  Verse: d     და   მალე ჩაივლის მათ წინა   ნაქნარი ეს სვიმანისი.






Strophe: 438  
Line: 21  Verse: a        მერმე ურუმთ დაიჭირეს   მეფე სვიმონ ალგეთს_ ფარცხის,
Line: 22  Verse: b        ბევრჯელ ომი კარგად მოხნის,   ხან დარჩის რომ ვერ დაფარცხის;
Line: 23  Verse: c        სისხლი იცხის მტერთა მისთა   და თავისი მას გარდასცხის,
Line: 24  Verse: d     და   ბოლო ამით გარდაუწყდა,   ჩაიყვანეს სტამბოლს მარცხ ის.






Strophe: 439  
Line: 25  Verse: a        ასრე იყო ნამსახური   პაპითა და თვითან თავით,
Line: 26  Verse: b        მსახურებდის, აამებდა,   არვის ახსოვს მაზედ დავით;
Line: 27  Verse: c        არასფერსა არ აწყენდა,   მიჰყვებოდა ვით სადავით,
Line: 28  Verse: d     და   მათ რომ ბევრი კარგიც გიყონ,   ბოლო მოაქვს ისრევ ავით.






Strophe: 440  
Line: 29  Verse: a        ამას ნუ ბრძანებთ ნურავინ,   მე მისთვის რამე მეწყინოს,
Line: 30  Verse: b        უარი მეთქვას რისამე,   ან წყენა მე დამეჩინოს;
Line: 31  Verse: c        მაგრამ ესე სწადს, საკუთრად   კახეთი მან დაირჩინოს,
Line: 32  Verse: d     და   ბაგრატიონნი გასწყვიტოს   და არსად არ მოარჩინოს.






Strophe: 441  
Line: 33  Verse: a        პირველ მიველ, ძმა მივართვი   და მერმე დაც იქ ჩავგვარე,
Line: 34  Verse: b        რაც ყმა მთხოვა, ყველა მივეც,   იმას რამცა წამოვგვარე!
Line: 35  Verse: c        არ შემჯერდა არას საქმით,   ვერაფერი მოუგვარე,
Line: 36  Verse: d     და   თუმც უფროსი ავი მიყო,   მაგრამ მეც სამ გავაჯავრე.





Next part



This text is part of the TITUS edition of Archil, Archiliani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.8.2016. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.