TITUS
Archil, Archiliani
Part No. 130
Previous part

Chapter: 16-14  
Page: 52  
Line: 1  ამბავი პირველი შააბაზ ყაენისა კახეთსა და ქართლს მოსვლა, და ორთავ მეფეთა
Line: 2 
იმერეთს წასვლა _ ქართველთ მეფის ბატონის ლუარსაბისა და კახთ მეფის
Line: 3 
ბატონის თეიმურაზისა, ბატონებისა და ქვეყნის წყრომა, რბევა, ტყვეება
Line: 4 
და აოხრება მოუკლებელი და დაულევნელი






Strophe: 442  
Line: 5  Verse: a        ოდეს შააბაზ ჩემზედა   საქმე ქნა ეს მისეული,
Line: 6  Verse: b        აიწყო ჩემი მტერობა,   ბოლომდის არ დალეული,
Line: 7  Verse: c        ქვეყანა ამომიწყვიდა,   თავადნი მუნ ბევრეული.
Line: 8  Verse: d     და   არ გაძღა ჩემის სისხლითა,   ვირემ არ მოკვდა წყეული.






Strophe: 443  
Line: 9  Verse: a        განჯას მოვიდა მოპარვით,   ამბავი ვერ ვსცანთ მოსვლისა,
Line: 10  Verse: b        სიტყვა რამ შემოეთვალა   იქიდამ სხვაგან წასვლისა.
Line: 11  Verse: c        გამწარდა საქმე სოფლისა,   მზე მიდრკა ქედად დასვლისა,
Line: 12  Verse: d     და   გვიპირებს ბნელი დაფარვას,   ჟამი ჩანს ნათლის ჩასვლისა.






Strophe: 444  
Line: 13  Verse: a        დაიწყო თხოვა შვილებ[ი]ს,   უფროსი ერთს, დედის ერთსა;
Line: 14  Verse: b        მივეც ყველა, რაცა მთხოვა,   არა ვჰრიდე ცოდვას მათსა.
Line: 15  Verse: c        დედა-შვილთა გაყრისათვის   მარისხებდეს ცათა ღმერთსა.
Line: 16  Verse: d     და   ჰგვანდა მაშინ კახეთშიგან   მეგვიპტურსა რისხვას ათსა.






Strophe: 445  
Line: 17  Verse: a        მაშინც არ იქნა, არ დასცხრა   ზღვა ქარით იძულებული,
Line: 18  Verse: b        პირცეცხლიანი, უწყალო,   ვეშაპი განძვინებული,
Line: 19  Verse: c        მრავალჯერ გამარჯვებული,   მტერზედან ალაღებული,
Line: 20  Verse: d     და   მომსრველი, ამომწყვედელი,   დამწველი, ცეცხლ-მოდებული.






Strophe: 446  
Line: 21  Verse: a        აწ ესეღა ვთქვა ამბავი,   ვაი ამ დღისა მხსენესა!
Line: 22  Verse: b        რა დიდი მტერი ამკიდე,   ბოლომდი არ მამხსენ ესა,
Line: 23  Verse: c        რაცა დანასკვე ჩემზედა,   აროდეს არ გამხსენ ესა.
Line: 24  Verse: d     და   რომელიც დამრჩეს, ჰკითხევდეთ   ამისსა თქვენ მომხსენესა.






Strophe: 447  
Line: 25  Verse: a        დედა-მისმა ჩემთვის შობა   იგი ასრე ჩანასხამი;
Line: 26  Verse: b        მუდმად ჩემის სისხლის მსმელი,   გესლიანი ჩანასხამი;
Line: 27  Verse: c        ტახტზედ იჯდა სამესისხლოდ,   არ ეხვია ჩან ას-ხამი,
Line: 28  Verse: d     და   ტანს იცვემდა სასალუქოს,   სხვაგან ედვა ჩანას-ხამი.






Strophe: 448  
Line: 29  Verse: a        სულ მოვიდა ერანითა,   თურქ-ლოეით და არაბითა,
Line: 30  Verse: b        ზახირა თან მოიტანა   ურმებით და არაბითა;
Line: 31  Verse: c        ღვინოს სვემდა სისხლად ჩემდა,   თრიაქს სჭამდა არ აბითა,
Line: 32  Verse: d     და   ჩემიმც ცოდვა თქვენ გკიდია,   ვინც მოუშვით, არ აბითა!






Strophe: 449  
Line: 33  Verse: a        სპანი ბევრი უამრავი   ერანიდამ მან მოასხა,
Line: 34  Verse: b        ჩვილნი მოსრნა, ვით ჰეროდემ,   მოწიფულნი თან წაასხა;
Line: 35  Verse: c        მან ძველითგან ჩათხეული   გესლი მაშინ წარმოასხა,
Line: 36  Verse: d     და   ერთგულები დამიხოცა,   ორგულთ ტყავი წამოასხა.






Strophe: 450  
Line: 37  Verse: a        მოვიდა მძლავრი, უწყალო,   არად არ შემიბრალებდა,
Line: 38  Verse: b        დამიწვა სრულად კახეთი,   სახმილსა გამიალებდა;
Page: 53   Line: 1  Verse: c        ვერსად დაუდგა ციხემა,   სიმაგრით თუმცა სალებდა.
Line: 2  Verse: d     და   მას ქურუმთაგან ნასწავლსა   საქმესა მე მაბრალებდა.






Strophe: 451  
Line: 3  Verse: a        შვილი ეთხოვნა: მამაეცო,   გავზრდიო შენებრ სათუთად,
Line: 4  Verse: b        სიტკბოთ და სიყვარულითა,   არ მჟავედ, ვითა ხართუთად,
Line: 5  Verse: c        მოიწიფოს და მალ მოგცემ   ასპარეზშიგან საბურთად.
Line: 6  Verse: d     და   მესროდა მწარეს სიტყვასა,   წინ უჯე სრულად, ვით ბუთად.






Strophe: 452  
Line: 7  Verse: a        ვიცოდი არასფერითა   დაშლიდა აღარ მოსვლასა,
Line: 8  Verse: b        რაც ქნა, ეს სწადდა საქნელად,   ტყუოდა სხვაგან წასვლასა.
Line: 9  Verse: c        მირჩევენ შვილის მიცემას,   ჩემთვის მზის შუქთა დასვლასა,
Line: 10  Verse: d     და   შეხვეწნას, დედის გაგზავნას,   უთუოდ მის წინ მისვლასა.






Strophe: 453  
Line: 11  Verse: a        მივაგებე დედაჩემი,   ალექსანდრე თან წაგვარა.
Line: 12  Verse: b        "ეს ცოტაა, არ მინდაო,"   დაუწუნა, რა მიგვარა.
Line: 13  Verse: c        აწ უფროსი უნდა მივსცე,   საქმე ასრე მამიგვარა.
Line: 14  Verse: d     და   ეს სწადიან, ამომწყვიტოს   თავ-შვილიან, გვარის-გვარა.






Strophe: 454  
Line: 15  Verse: a        ეთქვა თუ: "ასე ცოტასა   რას ვაქნევ, არ ვარ ძიძაო,
Line: 16  Verse: b        რა გავათ მე გაგიზარდო,   ვითამ ვჰყოფილვარ ბიძაო."
Line: 17  Verse: c        გულში სხვა უძევს, ენითა   მან ჭლაკვი გააქინძაო.
Line: 18  Verse: d     და   მწარესაც ტკბილად იტყოდა,   ბადენი დამიხინძაო.






Strophe: 455  
Line: 19  Verse: a        მეორე კაცი მოვიდა   მათის საფიცრით მტკიცითა:
Line: 20  Verse: b        ერთი ღმერთი და მეორე   ჩვენ ფეღამბარი ვიცითა,
Line: 21  Verse: c        აქაც მყოფი და ყოველგან   ქვეყნად და კვალად ვიცითა.
Line: 22  Verse: d     და   თუ ლევან მამცე, ეს მოგცე,   ეს დამიჯერე ფიცითა."






Strophe: 456  
Line: 23  Verse: a        დედაჩემს შემოეთვალა:   "კვლავცა მინახავს ესეო,
Line: 24  Verse: b        წამოსვლა ავად ვარჩივე,   მოვიმკე დანათესეო,
Line: 25  Verse: c        უწინ რომ მაპატივებდა,   არ არის მის მოწესეო.
Line: 26  Verse: d     და   _ რას ჰქვიან ეგეც არ მოსცე?   თვით არის უკეთეს ეო!"






Strophe: 457  
Line: 27  Verse: a        ვიცოდი უსაცილობით,   რაც იმას სწადდა საქნელად,
Line: 28  Verse: b        მასრულებს ამოსაწყვეტლად   ამოდ, წყნარად და ნელ-ნელად;
Line: 29  Verse: c        მაშინ თამამად წახდენა   მას ჰქონდა გულ-გასაძნელად,
Line: 30  Verse: d     და   ორთავე თვალთა სინათლე   უნდა შემიქნას მე ბნელად.






Strophe: 458  
Line: 31  Verse: a        უთხარ: "კახნო, დამეხსენით,   თქვენი რჩევა არ ივარგსა,
Line: 32  Verse: b        ტა ამასაც გამომართმევს,   ჩვენ გავასწრებთ ვეღარ ბარგსა,
Line: 33  Verse: c        შემოგვიტევს მასვე წამსა,   სრულ წარმოსცლის მისსა დარგსა.
Line: 34  Verse: d     და   ლევანსა და ალექსანდრეს   რად ნიკარგავთ ორსავ კარგსა?!"






Strophe: 459  
Line: 35  Verse: a        გარდაიცვეს თავს საბელი,   კახთ სულ ასრე დაიჟინეს:
Line: 36  Verse: b        "ქვეყნისა და თავისათვის   რად არ დასთმო, თქვა ეს ვინ ეს?"
Line: 37  Verse: c        მერმე კიდევ უარი ვსთქვი,   გამოჩენით მათ იწყინეს.
Line: 38  Verse: d     და   გამომართვეს, გაუგზავნეს,   გაზაფხული მამიყინეს.


Page: 54  




Strophe: 460  
Line: 1  Verse: a        ორივ შვილი გამომართვა,   მერმე მეცა დამიბარა.
Line: 2  Verse: b        თუ მეც მასთან მივსულიყავ,   ჩემ წილ აქღა დამიბა რა?
Line: 3  Verse: c        რა არ მიველ, შემოვიდა,   ბარი მთად ყო, მთა მიბარა,
Line: 4  Verse: d     და   სულ კახეთი ამიოხრა,   საძირკველიც დამიბარა.






Strophe: 461  
Line: 5  Verse: a        დამიჟინეს მეც ზოგ-ზოგმა:   "თუ არ მიხვალ, თემი წახდა."
Line: 6  Verse: b        შიში ათქმევს უქნელს საქმეს,   თვარ გუნებას ვინ ვერ ჩახდა?
Line: 7  Verse: c        თუ მეც მასთან მივსულიყავ,   კიდევ უფრო არ გაოხრდა?
Line: 8  Verse: d     და   აგვერია შიგნით საქმე,   ღვთის რისხვითა ასრე მოჰხდა.






Strophe: 462  
Line: 9  Verse: a        მაშინდელი საქმეება   არ იმბობის სრულა წვრილად,
Line: 10  Verse: b        ასრე ვამბობ სრულ ნაკლულად,   ვითამ იყოს რამე ჩრდილად.
Line: 11  Verse: c        წყნარა-წყნარა მოგვიახლა   იგი სადმე სიტყვა-რბილად.
Line: 12  Verse: d     და   ვიდრე მართლა არ მოვიდა,   მოსვლა ჰქონდათ ზოგთ საცილად.






Strophe: 463  
Line: 13  Verse: a        აწ ეგების ეს გეგონოს,   მაშინ ვერას ვერ შევსძლებდი?
Line: 14  Verse: b        თავს გავრჯიდი სასიკვდილოდ,   ზოგს მასაც რას დავაკლებდი,
Line: 15  Verse: c        ქვეყანასა დანდობილსა   არც სრულ ისრე ავაკლებდი.
Line: 16  Verse: d     და   დაგვამშვიდა ტკბილის სიტყვით,   ჯებირს არსად არ ვავლებდი.






Strophe: 464  
Line: 17  Verse: a        რა შევიტყევ მართლა მოსვლა,   სხვა ვეღარა გავაწყევით,
Line: 18  Verse: b        მუკუზნიდამ გაღმა მთამდი   სრულ ჯებირი წავავლევით,
Line: 19  Verse: c        გავჯებირეთ ორს მთას შუა,   უკან რაზმი დავაწყევით.
Line: 20  Verse: d     და   რა შეიგნა, მოგვაშურა,   ვითა შმაგი მოვა წყევით.






Strophe: 465  
Line: 21  Verse: a        ზოგი კიდევ მისვლას მირჩევს   და ზოგ-ზოგნი არჩევს შებმას,
Line: 22  Verse: b        რჯულისათვის სისხლთა დაღვრას,   კვლავ საომრად ხლმისა შებმას;
Line: 23  Verse: c        ასე მოაქვს რჩევაშიგა   ერთმანერთის სიტყვის აბმას.
Line: 24  Verse: d     და   ომი ვეღარ გაუმართეთ,   რა ლამოდეს ჩემს იქ დაბმას.






Strophe: 466  
Line: 25  Verse: a        ვინც ან ღმერთი შეიყვარა   და ანუ მე მიერდგულა,
Line: 26  Verse: b        წამომყვეს და წამოვედით,   ჯებირს კარი დაეგულა,
Line: 27  Verse: c        ვინც იქ დარჩა, სიავკაცით   ზოგნი ავად განეგულა.
Line: 28  Verse: d     და   ამოსწყდეს და დაცატყვევდეს,   დარჩეს დამწვარ-დადაგულა.





Next part



This text is part of the TITUS edition of Archil, Archiliani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.8.2016. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.