Strophe: 467 | ||
Line: 29 Verse: a | რა შეიტყო ჩვენი წასვლა, | ჯარი ჟალეთს გარდგვაგება; |
Line: 30 Verse: b | მივედით და წინ დაგვიხვდეს, | რაც მათ უნდა, არ ეგება. |
Line: 31 Verse: c | მივახლოვდით, შემოგვებნეს, | ჩვენიც წინა მიეგება, |
Line: 32 Verse: d და | დავამსხვრივეთ ზედ შუბები, | მერმე მათიც მათ ეგება. |
Strophe: 468 | ||
Line: 33 Verse: a | გაგვემარჯვა უზიანოდ, | შევანანეთ წინ დახდომა, |
Line: 34 Verse: b | წავიქციეთ წინ მეოტნი, | შევაქნენით კლდეთა ხლდომა. |
Line: 35 Verse: c | თუ კაცი მხნედ დაუხვდებათ, | აგრე იცის მათმან ტომა, |
Line: 36 Verse: d და | პირველ ესრე გაგვემარჯვა, | მახალისა ამა ომა. |