TITUS
Archil, Archiliani
Part No. 132
Previous part

Chapter: 16-16  
Page: 55  
Line: 1  აქა მეფე ლუარსაბ და ქართველნი დარბაისელნი და მეფე თეიმურაზ და კახნი
Line: 2 
დარბაისელნი შეიყარნეს მუხრანს და არჩიეს თავისი და ქვეყნის საქმე, ზოგმან
Line: 3 
ზოგი თქვა და ზოგმან ზოგი






Strophe: 469  
Line: 4  Verse: a        გავლეთ ერწო და არაგვი,   შევეყარეთ მუხრანს მეფეს,
Line: 5  Verse: b        მომილოცა გამარჯვება   და მუნ მათსა სისხლთა მჩქეფეს.
Line: 6  Verse: c        მერმე მითხრა სიცილითა:   "არ უჯობდა შენსა სეფეს,
Line: 7  Verse: d     და   კარგს დროს დრო რამ ავი შეგვხვდა,   ჩვენ ორთავე ვარდთა მკრეფეს."






Strophe: 470  
Line: 8  Verse: a        მიბძანა თუ: "როგორ დახვდი   მცირეს სტუმარს უცებ მოსულს?
Line: 9  Verse: b        პურადობას იჩემებდი,   არ უჭერდი სტუმარსა სულს,
Line: 10  Verse: c        მხიარულად დახვდებოდი,   აწ გეძებენ სადღაც წასულს,
Line: 11  Verse: d     და   პურად კარგს და გულად უხვსა,   ახლა გხედავ შენ დანასულს."






Strophe: 471  
Line: 12  Verse: a        მოვახსენე: შენც გეწვევა,   გაგიჩნდება ვით დახვდები,
Line: 13  Verse: b        თუ შენ მაშინც ლხინს აჩვენებ,   ჩემგან უფრო გაუხვდები,
Line: 14  Verse: c        ან გაიცდი თვალთა წინა   ანუ ხელში მოუხვდები.
Line: 15  Verse: d     და   ნუ დამცინი, შენმა მზემან,   გავს, რომ მარტო მე არ ვხდები.






Strophe: 472  
Line: 16  Verse: a        შეგვექნა იქაც რჩევა და   ერთად რამ შეყრილობანი,
Line: 17  Verse: b        გაგრძელდა რჩევა ქართული,   სიტყვა და ვაზირობანი,
Line: 18  Verse: c        ჩვენს ყმათა მასთან ყოფა და   ჩვენ მეფეთ მით შემცრობანი.
Line: 19  Verse: d     და   უცოდნი გვაბრალებდიან,   გვიზრახეს მართ შემცდრობანი.






Strophe: 473  
Line: 20  Verse: a        ქართველთა დიდებულთაგან   უფროსი იმას ჰყოლოდა,
Line: 21  Verse: b        არაგვისა და თვით ქსნისა   ერისთვებ კაამყოლოდა,
Line: 22  Verse: c        ანდუყაფარ და ფეშანგი,   აღათანგც მას აჰყოლოდა,
Line: 23  Verse: d     და   ნოდარ და დავით კახი ჰყვა,   მე ვინღა წამამყოლოდა?






Strophe: 474  
Line: 24  Verse: a        მორავიდოდა, ესენი   უწინვე მასთან წავიდენ.
Line: 25  Verse: b        ჩემნი ყმანი რომ ვახსენე,   ჩემგან გაგზავნით ჩავიდენ.
Line: 26  Verse: c        ვსთქვი სიკვდილს ვერ ავსცილდები,   სისხლს ვადენ, ანუ და ვიდენ,
Line: 27  Verse: d     და   ხორცი აქ მიწად გარდიქცეს,   სულები ზეცად ავიდენ.






Strophe: 475  
Line: 28  Verse: a        ვერცა რა ერთად გავაწყვეთ,   რადგან ეს სწადდა ღმერთსაო,
Line: 29  Verse: b        სხვაზედ რაზედამც ვიქადო,   ვაბრალებთ ერთი-ერთსაო.
Line: 30  Verse: c        ვეღარც სად ქართლშიგ დავდეგით   და ვეღარც ქვე ერეთსაო,
Line: 31  Verse: d     და   ავიყარენით, ვიარეთ,   მივმართეთ იმერეთსაო.






Strophe: 476  
Line: 32  Verse: a        გარდავლეთ ლიხი, მივედით   ადგილსა იმერელთასა.
Line: 33  Verse: b        გიორგი მეფე მობძანდა   სამყოფსა წერეთელთასა,
Line: 34  Verse: c        წინ მოგვეგება, გვესალმა   საჩხერეს, ადგილს ველთასა.
Line: 35  Verse: d     და   დავინანენით სამყოფსა   მუნ სახლსა კარგთა ქველთასა.






Strophe: 477  
Line: 36  Verse: a        მიგვიპატიჟა ქუთაის[ს]   მუნ ტახტსა მეფეთ დგმულებსა,
Line: 37  Verse: b        გვიალერსებდა ვით შვილთა,   გვანაცვალებდა გულებსა,
Page: 56   Line: 1  Verse: c        შეჭირვებისა სევდასა   უკუგვყრის მუნ მისულებსა.
Line: 2  Verse: d     და   მასთანა მყოფნი მეფენი   ვგვანდით მართ უფლისწულებსა.





Next part



This text is part of the TITUS edition of Archil, Archiliani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.8.2016. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.