TITUS
Archil, Archiliani
Part No. 133
Previous part

Chapter: 16-17  
Line: 3  აქა შააბაზ ყაენისაგან გორს მოსვლა და მეფის გიორგის მოციქულობა






Strophe: 478  
Line: 4  Verse: a        მაშინ შააბაზც თან მოგვყვა,   მოვიდა, დადგა ში _ გორსა.
Line: 5  Verse: b        მეფეს დაუწყო ელჩს გზავნა:   "ნუ შეიხიზნავ შენს გორსა,
Line: 6  Verse: c        რაც გინდა, ფიცით აღგითქვამ,   თუ ხელთა მამცემ მაგ ორსა,
Line: 7  Verse: d     და   თვალ-მარგალიტსაც ესეთსა,   მოედანს ბურთებრ იგორსა.






Strophe: 479  
Line: 8  Verse: a        თუ არ მამცემ, უსაცილოდ   მთის ძირს მოვალ, სომანეთსა,
Line: 9  Verse: b        კარგი თურმე არ გნდომია,   მაშ შევებნეთ ერთმანერთსა,
Line: 10  Verse: c        სხვა რაზმი რომ აქავ იდგეს,   წინა მოვა სავანეთსა,
Line: 11  Verse: d     და   მანდ კი ვეღარ დამიდგები,   წაბძანდები თუ სვანეთსა."






Strophe: 480  
Line: 12  Verse: a        მეფეს ასმოდა მუნ მჯდომსა,   ჭანდარს ქვეშ სდგმოდა სელია,
Line: 13  Verse: b        გაჰკვირვებოდა: "ამაზედ   ელჩი რა მოსასვლელია?"
Line: 14  Verse: c        კაცი გაგზავნა. მობძანდენ   დადიან-გურიელია,_
Line: 15  Verse: d     და   უმათოდ ელჩს არ შევიყრი,   მათცა ცნან რა ყრიელია.






Strophe: 481  
Line: 16  Verse: a        მოვიდენ გეგუთს, სამნივე   მეფენიც მუნვე ჩავედით.
Line: 17  Verse: b        გიორგი მეფე მაშინღა   მდიდარი იყო სვე-ბედით.
Line: 18  Verse: c        სხვას მისებრ მჯდომსა ხელმწიფეს   ტყუის, ვინ აქებს გაბედით.
Line: 19  Verse: d     და   ჯავრი კაჟს ჰკრევდა, ცეცხლს ჰყრიდა,   ჩვენ მოგვიდებდა აბედით.






Strophe: 482  
Line: 20  Verse: a        მერმე ელჩი მოიყვანეს,   ჩვენ რამ საქმე ეს მოგვიხდა.
Line: 21  Verse: b        მოახსენა რაც იცოდა,   მას სიტყვის თქმა არ მოუხდა.
Line: 22  Verse: c        უბრძანა თუ: "ვაჟო, რა სთქვი,   მეფეს აგრე ვინ მოუხდა?
Line: 23  Verse: d     და   ნუღარ იტყვი მაგ სიტყვასა,   ჯავრით გული შემიწუხდა.






Strophe: 483  
Line: 24  Verse: a        ვით მოჰხდება ეგე აგრე,   ძმა და შვილი ადვილ გავსცე,
Line: 25  Verse: b        ლიხს იქითი საქართველო   ავიღო და პირქვე დავსცე?
Line: 26  Verse: c        ხელდაკრული არათ უნდა,   ამათ ყმასა მე ვითა ვსცე,
Line: 27  Verse: d     და   სმა, ლხინი და გახარება   უამათოდ მე თავსა ვსცე?"






Strophe: 484  
Line: 28  Verse: a        არჩივეს, მეფემ დაასკვნა   თავისის ელჩის გაგზავნა,
Line: 29  Verse: b        აფხაზთა კათალიკოზი,   ვინ ანგელოზსა ეგვანა,
Line: 30  Verse: c        სხვა აბაშიძე ლევანცა,   თვით სიტყვით მას შეეგვანა.
Line: 31  Verse: d     და   დილა გათენდა, ელჩიცა   მოიხმეს სად დაევანა.






Strophe: 485  
Line: 32  Verse: a        აბარებდა: მოახსენე   ხელმწიფესა მას მაღალსა,
Line: 33  Verse: b        "სამართალი მეფეთ ეს არს,   შენახვეწს კაცს შეიწყალსა.
Line: 34  Verse: c        თუ რამ ამათ დააშავეს,   ვხედავთ თავსა დანაბრალსა,
Line: 35  Verse: d     და   რისხვა დიდი გარდაჰხდია,   გეხვეწები აწ წამალსა.






Strophe: 486  
Line: 36  Verse: a        თვით იცით დიდო ხელმწიფევ,   ჩვენცა კაცნი ვართ სეფენი,
Line: 37  Verse: b        გვარი გვაქვს დავითიანი,   მას მონდა ყოვლი მეფენი;
Page: 57   Line: 1  Verse: c        აწ უპატიოდ ნუ გაგვხვდით,   ხვეწნით ვართ შემომყეფენი:
Line: 2  Verse: d     და   უბოძე ორთავ თვის-თვისი,   უცხო ჰქენ სიიეფენი.






Strophe: 487  
Line: 3  Verse: a        აწ ეს შეიძღვენ ფეშქაშად   ხვეწნა და მუდარებანი,
Line: 4  Verse: b        შენ, ბრძენო, კარგად ისმინე   ეს ჩემი უმეცრებანი;
Line: 5  Verse: c        უხვად წყალობა მოჰფინე   ხმა-ტკბილი, ვითა ებანი,
Line: 6  Verse: d     და   პატივი დამდევ, წაბძანდი,   ამათ ქნან მანდეთ რებანი."






Strophe: 488  
Line: 7  Verse: a        დააბარა ესე სიტყვა,   ფეშქაშიცა გაუგზავნა:
Line: 8  Verse: b        "ესე არის ჩემი ხვეწნა,   ნუღარ არის ძალით თხოვნა."
Line: 9  Verse: c        სულ არც რბილი შეუთვალა,   ნება ძალსა დააგვანა.
Line: 10  Verse: d     და   "ესეც ჰკადრეთ ბოლო სიტყვა:   "არ იქნების ძალად შოვნა."






Strophe: 489  
Line: 11  Verse: a        მერმე უთხრა კათალიკოზს,   ვის ეწოდა მალაქია:
Line: 12  Verse: b        "მიდი სიტყვა გაუსინჯე,   ბრძენი ხარ და მალ აქია.
Line: 13  Verse: c        ამათს ბაღსა ვარდი დარგე,   მოგესწრების მალ აქია,
Line: 14  Verse: d     და   ჰკადრე, თუ კი არ უბოძებ,   ოხრად გახდეს ქალაქია."






Strophe: 490  
Line: 15  Verse: a        რა მოვიდა, კარგად დახვდა   კათალიკოსს და ელჩებსა.
Line: 16  Verse: b        აწ უყურე მას გრძნეულსა   ვით მოიხმარს მის ხლათებსა,
Line: 17  Verse: c        უალერსებს ტკბილად რამე,   სიტყვას ეტყვის საამებსა.
Line: 18  Verse: d     და   ძალის საქმე გარდასწყვიტა,   ხელს მიიყოფს ილათებსა.






Strophe: 491  
Line: 19  Verse: a        მოახსენეს ელჩთ მათი და   თვითან არის ამის მთქმელი:
Line: 20  Verse: b        "ლუარსაბის სამდურავსა,   კათალიკოზო, ნუ მელი,
Line: 21  Verse: c        ჩემი არის თეიმურაზ   ძველითგანვე სისხლის მსმელი,
Line: 22  Verse: d     და   პაპა-მისმა ქალი მამცა,   რად წამართვა, რად მყო მელი?






Strophe: 492  
Line: 23  Verse: a        რადგან ორნივ აღარ მამცა,   მაშ ლუარსაბ შემარიგოს,
Line: 24  Verse: b        თეიმურაზს ნუ აჰყვები,   მეფემ ასრე დაარიგოს.
Line: 25  Verse: c        ფიცი მივსცე საშინელი,   გრძლად რაც სიტყვა წაარიგოს,
Line: 26  Verse: d     და   ქართლიც მივცე, სხვა წყალობაც,   შევანატრო აწ არ იგ ოს."






Strophe: 493  
Line: 27  Verse: a        აავსო საჩუქარითა   ბერი და ერი ორივე.
Line: 28  Verse: b        ჰოი ბოროტო, მაცთურო,   სიმართლეს ვითა რივე.
Line: 29  Verse: c        გული დამგვრიმე საკვდავად,   ლახვარი ესრეთ რივე.
Line: 30  Verse: d     და   ამხანაგსა და მოყვარეს   რადა მყრი, ხნით ვართ სწორივე.






Strophe: 494  
Line: 31  Verse: a        ესენი გამოისტუმრა   და აწ მიიხმო შადიმან
Line: 32  Verse: b        ბარათაშვილი, სუფრაჩი,   უბრძანა: "შიგნით შადი"_მან.
Line: 33  Verse: c        მეფე სახელით ახსენა,   ცრემლად ადინა შადი მან:
Line: 34  Verse: d     და   "ეს რა ქნა ჩემ[მ]ა ლუარსაბ,   აღარ მახსენა შად იმან?"






Strophe: 495  
Line: 35  Verse: a        უბრძანა: "მისო გამზრდელო,   რა უყავ ლუარსაბ-ხანო?
Line: 36  Verse: b        რად ააყოლეთ კახთ მეფეს   პირუტყვნო, დასაძრახანო!
Line: 37  Verse: c        ჩემი სევ გული მისი და,   ჩემი გულისა საფხანო,
Line: 38  Verse: d     და   უბესა მივსებს ცრემლითა   სამუდმოდ, არ ხანდახანო.


Page: 58  




Strophe: 496  
Line: 1  Verse: a        აწ, ამათ წაჰყევ, ამ ფიცით   მაჰმადმცა მამითხრიაო,
Line: 2  Verse: b        ღორიმც მის საფლავს ჩამიკლავს   და მის წილ ჩამიყრიაო,
Line: 3  Verse: c        ის სახელმწიფოს წამართომს   და ჭკვაზედ გარდამრიაო."
Line: 4  Verse: d     და   სიტყვით ეს უთხრა, დაწერა,   რაყმში განამრიაო.






Strophe: 497  
Line: 5  Verse: a        მალ მისვლასა აბარებდა:   "სხვასაც მივსცემ, ქართლს ვინ უჭერს?
Line: 6  Verse: b        პაპის მისის შვილის-შვილი   აჰყოლია რად ის ჩემს მტერს?
Line: 7  Verse: c        მას არ ახსოვს, სვიმონ მეფემ   თუ რა უყო ურუმთა ერს?
Line: 8  Verse: d     და   არა სჯერა ამ საფიცარს,   იმას მივცემ, რას ის დასწერს."






Strophe: 498  
Line: 9  Verse: a        ერთი ხოჯა მუსაიბი,   შანად ხმალი მურასობდა,
Line: 10  Verse: b        ამათთანვე გამოგზავნა,   ერთმანერთთან ამგზავრობდა.
Line: 11  Verse: c        არა გვანდა გათავებას,   ბოლოდა ჩანს რას აობდა.
Line: 12  Verse: d     და   დამაც წიგნი მიუწერა,   ვინ ყაენსა ბაასობდა.






Strophe: 499  
Line: 13  Verse: a        რა ეგონა შადიმანსა,   კაცი თუ ცრემლს ტყუილად ღვრის?!
Line: 14  Verse: b        წამოვიდნენ მხიარულნი,   თან სვლა იწყეს მათ წინა მძღვრის.
Line: 15  Verse: c        გარდმოვიდნენ იმერეთსა   დამგდებელნი ქართლის სამძღვრის.
Line: 16  Verse: d     და   ბოლოდა ცნა, ცრემლის წვეთა   ჯავრით თურე მან აამღვრის.






Strophe: 500  
Line: 17  Verse: a        რა მოვიდენ, ეს ბრძანება   ჩვენ და მეფეს მოგვიტანეს.
Line: 18  Verse: b        ლუარსაბის შეწყნარებას   სათუო არ დაატანეს.
Line: 19  Verse: c        მალ დაჰპირდა ესეც წასვლას,   სხვა სიტყვა არ გაატანეს.
Line: 20  Verse: d     და   მეფე უშლის ასე ძალზედ,   მართ ხელებიც წაატანეს.






Strophe: 501  
Line: 21  Verse: a        არ დაშალა იმან წასვლა   მეფის თქმით და ჩემის ჭკვითა.
Line: 22  Verse: b        _ "ამ საფიცარს ვით არ ვენდო,   შეუშინდე ნეტარ ვითა?
Line: 23  Verse: c        ანუ ქართლი ავაოხრო   დახოცით და მერმე წვითა."
Line: 24  Verse: d     და   გვითხრა: "წავალ უსაცილოდ,   აბა თქვენ კი აქა სვითა!"






Strophe: 502  
Line: 25  Verse: a        ლუარსაბ მეფეს ადამის   ერთი არ სჯობდა ნაყოფი,
Line: 26  Verse: b        თვალად და ტანად უცხო რამ,   მართ მზისა გამონაყოფი,
Line: 27  Verse: c        უხვი, ზნე-სრული, მამაცი,   ლახვრულებრ მტერთა ნაყოფი.
Line: 28  Verse: d     და   მაგრამ მას დაჟინებაზედ   დაედგა მისი სამყოფი.






Strophe: 503  
Line: 29  Verse: a        მეფე უშლიდა, უცხოდ რამ   შვილებსა იმას არჩევდა,
Line: 30  Verse: b        მტერზედა ეხმარებოდა,   მის წილად თავსა უსევდა.
Line: 31  Verse: c        თვით ლევან დადიანიცა   წაუსვლელობას ურჩევდა,
Line: 32  Verse: d     და   და აძლია და მოყვრობა,   მაგრამ ის კიდევ ურჩევდა.






Strophe: 504  
Line: 33  Verse: a        რაღას უშველა ამ ამბის   ვრცელად თქმა-გამოკიდება,
Line: 34  Verse: b        გული განფიცხა, მაშინ ყო   ნავთმა ცეცხლ გამოკიდება;
Line: 35  Verse: c        არ დაიშალა, ავად ქნა   ჩვენგან მან გამო კიდება.
Line: 36  Verse: d     და   უთხარ: ჩემს ხმალსა უმისოდ   აწ ვით გაამო კიდება?






Strophe: 505  
Line: 37  Verse: a        რა ბრალია ბევრ კარგ შიგან   მცირე ავი გაერიოს,
Line: 38  Verse: b        ანუ რჯულის სიმტკიცესა   წვალება რამ შეერიოს,
Page: 59   Line: 1  Verse: c        ან რიტორად ლექსის მთქმელსა   ზოგან სიტყვა აერიოს!
Line: 2  Verse: d     და   ზვაობა და ამაყობა   სხვას სიკეთეს მოერიოს!






Strophe: 506  
Line: 3  Verse: a        სიჩქარით კარგად ნაქმარი   საქმე არ მოვა ბოლოსა,
Line: 4  Verse: b        ვინც აუჩქარდეს სოფელსა,   აკომლდეს, აებოლოსა.
Line: 5  Verse: c        დიჟინებისა მოყვასი   დაემხოს დ[ა] ებოლოსა.
Line: 6  Verse: d     და   სჯობს ავის საქმის შემოცდა,   კარგსა არ დაებრკოლოსა.






Strophe: 507  
Line: 7  Verse: a        ზოგი სხვა რამ იმწვიტინა,   მისგან იყო არ საწყენი.
Line: 8  Verse: b        მეფე გვიჯდა შუაშიგან,   არ ზეზედ წამონაყენი,
Line: 9  Verse: c        ერთხან ქუდი მოიხადა,   იქმნა ამით მონაწყენი,
Line: 10  Verse: d     და   თქვა: "თუ არის ამხანაგი,   რად შემექმნა ეს ყაენი?"






Strophe: 508  
Line: 11  Verse: a        მოვახსენე: თავის წინა   არ სჯობს ეგრე გაიზიდო,
Line: 12  Verse: b        თუ სოფელი შენ არ მოგყვეს,   შენ გიხმს მისკე მიიზიდო.
Line: 13  Verse: c        აქანამდი თუ მაღლოდი,   ახლა ცოტად დაიზიდო,
Line: 14  Verse: d     და   გულიც გქონდეს ფოლადისა,   ზოგჯერ მშვილდებრ მოიზიდო.






Strophe: 509  
Line: 15  Verse: a        რა მომხდარა მაგისთანა,   სათუოშიგ თავი იგდო,
Line: 16  Verse: b        შენ წახდე და საბოლოოდ   საძრახისი რამ დაიგდო?
Line: 17  Verse: c        დამიჯერე, აგრე გიჯობს   გულიდაღმე გარდაიგდო,
Line: 18  Verse: d     და   ეგზომ მტერნი შენნი მოსწყდეს,   ადრე შენ დრო შემოიგდო.






Strophe: 510  
Line: 19  Verse: a        შიხი-შვილთ და ყიზილბაშთა   ამბავი თუ შენ არ იცი,
Line: 20  Verse: b        მამისმინე ყველას გითხრობ,თუ   როგორ სწამს იმათ ფიცი;
Line: 21  Verse: c        ძველად უთქვამთ მათ ანდერძად,   სიტყვა ესე დანამტკიცი:
Line: 22  Verse: d     და   "რითაც მტერი მოატყუო,   ნუ უზოგავ და მე ვიცი."






Strophe: 511  
Line: 23  Verse: a        ამას ბძანებ: "თუ არ მივალ,   ქართლს კახეთებრ წაახდენენ,"_
Line: 24  Verse: b        შენი მისვლით რომ წახდების,   თუ არ მიხვალ, არ მაგდენენ.
Line: 25  Verse: c        რას წამს მიხვალ, თან წაგიყვანს   თვალთა ცრემლთა დაგადენენ,
Line: 26  Verse: d     და   ქრისტიანეთ მეფეთა წილ   კვლა ხანებსა დაადგენენ.






Strophe: 512  
Line: 27  Verse: a        თუ შენს მეტი სხვა პატრონი   ქართლს რამ უჩნდეს შენიანი,
Line: 28  Verse: b        ანუ ძმა გყვეს, ანუ შვილი,   გიყვაოდეს შენ იანი,
Line: 29  Verse: c        არ დაგიშლი, მაშინ წადი   სიტყვა-მჭევრი, ენიანი;
Line: 30  Verse: d     და   არა გყავს რა თავის მეტი,   სოფელია სენიანი.






Strophe: 513  
Line: 31  Verse: a        მართ ეგრევე მე გამხადა,   რაცა მყვანდა ხელთა მივე,
Line: 32  Verse: b        მაგრამ არათ შემიწყნარა,   რაზომ მისკენ მივიზივე.
Line: 33  Verse: c        დავრჩომილვართ ორნივ მარტო,   აწ შენც მისკენ გაიწივე,
Line: 34  Verse: d     და   თუ ეგ კარგად მოგივიდეს,   მემც მოვჰკვდე და შენც კი მივე!






Strophe: 514  
Line: 35  Verse: a        აწ მეფემან დადიანი,   გურიელიც თან იახლა,
Line: 36  Verse: b        მოვიდეს და დაუშალეს,   მის წინ იწყეს თავის დახლა:
Line: 37  Verse: c        "ბევრჯელ უწინც მოგახსენეთ,   დაგვიჯერე, მოდი, ახლა
Line: 38  Verse: d     და   ნუ წახვალ და მოგვეხმარე."   მან ძველივე განაახლა.


Page: 60  




Strophe: 515  
Line: 1  Verse: a        მან მადლი ჰკადრა მეფესა   წესისაებრ მართებული:
Line: 2  Verse: b        "ღმერთმან ადიდოს, ვით დიდ არს,   სვე თქვენი დოვლათებული!
Line: 3  Verse: c        ვით შენს სიკეთეს შეჰფერობს,   ეგრე ხარ ძმაზედ ძმებული,
Line: 4  Verse: d     და   მაგრა, რაღა ვქნა მას უკან,   ქართლი ყონ ცეცხლ-მოდებული?!






Strophe: 516  
Line: 5  Verse: a        კვლაც უთხრეს: "ცუდი მიზეზი   აიწყე დაჟინებული,
Line: 6  Verse: b        შენს იქით ქართლს რას ხელსა ჰყრი,   რა დარჩე სახლ-დავსებული?
Line: 7  Verse: c        მიხვიდე, მოგკლას, ან ტყვე გყოს,   შენ იქმნე დანაღვლებული,
Line: 8  Verse: d     და   ნუ წახვალ, ეს სჯობს, ხმალი ვჰკრათ,   გავაძოთ ვაგლახ-ვებული."






Strophe: 517  
Line: 9  Verse: a        რას უშველა გრძლად სიტყვის თქმა,   თუ კაცი არ გაიგონებს?
Line: 10  Verse: b        კაცი ბრძენი, გონიერი   ერთის წვრთნითაცდ შეიგონებს.
Line: 11  Verse: c        დაჟინების ეტლზე მჯდომი   მისვე მისსა წაიგონებს,
Line: 12  Verse: d     და   დასჯერდება მის რჩევასა,   სხვას აღარას მოიგონებს.






Strophe: 518  
Line: 13  Verse: a        დაშლის სიტყვა არ ისმინა,   ვერ დაჰყარეს დგომის ღონე.
Line: 14  Verse: b        წამოვიდა, თან გამოჰყვა   მეფე, მისი წინამძღონე.
Line: 15  Verse: c        კვლავღა ჰკადრეს: "არ გვისმინე,   შენის წასვლით დაგვაღონე,
Line: 16  Verse: d     და   რადგან წახველ, გაემჩვენე,   თავი კარგად მოაწონე."






Strophe: 519  
Line: 17  Verse: a        გამოგვესალმა, წავიდა,   დაგვყარნა ღვიძლ-დაკოდილნი.
Line: 18  Verse: b        ვინცა გვიჭვრეტდეს, იტყოდეს:   "ერთად ყოფილან დაზრდილნი."
Line: 19  Verse: c        მზე გარდეფარა გორს სამე,   ქვეყანა იქმნეს აჩრდილნი,
Line: 20  Verse: d     და   ეგრეთ დაბნელდა ჩემთვის დღე,   ბინდად მჩნდა დილა-სადილნი.






Strophe: 520  
Line: 21  Verse: a        მივიდა, გორს დგა ყაენი,   შექნეს თურ შეყრის ცილება:
Line: 22  Verse: b        "არ მივეგებო ცხენითა,   ვით შევქნათ ცივთა თბილება?
Line: 23  Verse: c        მივეგებო და არ ხამდეს,   მით საქმე დაიჩრდილება."
Line: 24  Verse: d     და   ეს თურმე გამოარჩიეს,   იქეს მათ მათი ზრდილება:






Strophe: 521  
Line: 25  Verse: a        "დილას შევსხდეთ სამინდოროთ   და მიზეზით ნადირობის
Line: 26  Verse: b        ისრე ცხენზე შევიყაროთ,   ჯარი შესხდეს ერთ-პირობის,
Line: 27  Verse: c        განით სითმე მოვიყვანოთ,   ვითამ ზედა მოგვესწრობის,
Line: 28  Verse: d     და   მიგებებად ჩამოგვართვამს   და სხვათა თქვან არაობის."






Strophe: 522  
Line: 29  Verse: a        შეიყარა ამ წესითა,   მიიჩნივა თავი სწორათ,
Line: 30  Verse: b        პირველ ყველა გაუგონა,   სიტყვა მისი არ ყო ორათ,
Line: 31  Verse: c        მუსაიბად ლხინობდიან,   არ დაისვის მისგან შორათ.
Line: 32  Verse: d     და   თურმე უნდა სასიკვდილოდ   დასტურობით, არ თუ ჭორათ.






Strophe: 523  
Line: 33  Verse: a        დაყვეს ხანი გორს მცირედი   ლხინითა და დიდის შვებით,
Line: 34  Verse: b        მგოსნებით და მუშაითით,   მწუხრი ქნიან გათენებით
Line: 35  Verse: c        ალერსით და ტკბილის სიტყვით.   ფერობით და მისის თნებით.
Line: 36  Verse: d     და   რაც იამის, აამებდის,   ხელს უწყობდის მოსვენებით.






Strophe: 524  
Line: 37  Verse: a        ვა თუ თავი შეგაწყინე   გრძლად სიტყვისა მოხსენებით!
Line: 38  Verse: b        აიყარა გორიდამე,   მეფეც მიჰყავს ვითამ ნებით.
Page: 61   Line: 1  Verse: c        აწ შეიქნა მწუხარება,   ბევრ-გზის ჭირი, ცხრო და სნებით.
Line: 2  Verse: d     და   უთხრა: "ქალაქს დაგაგდებო   მტერთა შენთა მოყივნებით."






Strophe: 525  
Line: 3  Verse: a        ქალაქიდამც წაიტანა   ყარაიის სანადიროთ,
Line: 4  Verse: b        უთხრა: "არ მით ვინადიროთ,   მნათობთ წინა თავი ვგმიროთ,
Line: 5  Verse: c        რაც ვისროლოთ ჩვენ ორთავე,   კარგ სადავეთ მხეცთა ვგმიროთ,
Line: 6  Verse: d     და   ნუღარ მოვშლით ამ რჩევასა,   ესე ასრე დავაპიროთ."






Strophe: 526  
Line: 7  Verse: a        აიყარნეს და წავიდნენ,   მათ შექნეს მინდორობანი,
Line: 8  Verse: b        გარ შემოერტყნეს ველებსა,   ნადირთა უყვეს სწრობანი.
Line: 9  Verse: c        თვითან შუაზედ დაკარდეს,   სროლით ქნეს მკლავთა შრობანი,
Line: 10  Verse: d     და   ქალნი ჩიხიდამ აჭვრიტნეს,   ვინც ქნის ისრისა სობანი.






Strophe: 527  
Line: 11  Verse: a        მათ მოსლოდა ჯოგი მრავლად   და ესროლათ ქალთა ჭვრეტით.
Line: 12  Verse: b        უცხოდ თურმე მოიწონეს,   შექნილიყვნენ ცნობა რეტით.
Line: 13  Verse: c        მიემსგავსა, როსტენ მეფეს   ენადირა როს სპასპეტით:
Line: 14  Verse: d     და   იმ ერთის დღის მეფის მოკლულს   დასთვლიდიან ოცზედ კენტით.






Strophe: 528  
Line: 15  Verse: a        უბრძანა, თუ: "მეფე, გხედავ   ნანადირევს კარგ დამაღით,
Line: 16  Verse: b        ამ მინდვრისა შენ შექცევა   დაგავიწყო ყარაბაღით.
Line: 17  Verse: c        იქამდიცა თან მიახელ,   იქ ვისროლოთ კვლავ ნასაღით."
Line: 18  Verse: d     და   რა ეს ესმა, ჩემი სიტყვა   მოაგონდა გულსა-დაღით.






Strophe: 529  
Line: 19  Verse: a        წაიყვანა. დაბრუნება   აღარ მოჰხვდა გამოშვებით,
Line: 20  Verse: b        აწ აშრაფი მაზანდარა   უქო, ლხინზედ ისხდეს შვებით:
Line: 21  Verse: c        "ისიც ნახე, ვინადიროთ,   იქ ვისროლოთ კვლავ დავებით."
Line: 22  Verse: d     და   ამან სულთქვნა: "მე არ მინდა,   მაგრამ ვიცი არ მეშვებით."






Strophe: 530  
Line: 23  Verse: a        ყარაბაღით ჩვენ წატანა   გავიგონეთ დასტურობით,
Line: 24  Verse: b        ეთქვა: "მიკვირს, იმერეთსა   რა მიმჭირდა მე სტუმრობით!
Line: 25  Verse: c        ღმერთმან იცის, კარგათ მითხრეს   ზოგთ ჭკუით და ზოგთ მოყრობით,
Line: 26  Verse: d     და   მაგრამ რა ვქნა, წასულს საქმეს   ახლა რითღა მივესწრობით?"






Strophe: 531  
Line: 27  Verse: a        მიიყვანა მაზანდარას,   მუნ შეიტყო მან სიკვდილი,
Line: 28  Verse: b        მომიტირეთ ცოცხალივე,   ვირე გიჩნდეს ჩემი ჩრდილი,
Line: 29  Verse: c        უთხრა თურე მისთა ყმათა:   "სიკეთისა ვით ვარ ზრდილი,
Line: 30  Verse: d     და   გამიცუდდა ყოვლი კარგი   და ძალისა მე ქადილი."






Strophe: 532  
Line: 31  Verse: a        დაჯდა, ყმათა მიუტირეს   გამზრდელთა და ვინ ჰყვა ზრდილი:
Line: 32  Verse: b        "ყოვლთ ხელმწიფეთ უმჯობესო,   აღგვისრულე ჩვენ წადილი,
Line: 33  Verse: c        უბინდოვ და მოწმენდილო,   ვით ღამდები ძოღან დილი?
Line: 34  Verse: d     და   ოდეს მოჰსრენ თათარხანი   ხელთ მახვილი გქონდა წვდილი."






Strophe: 533  
Line: 35  Verse: a        ეტირათ ვითა მართებდათ,   უქეს საქებსა საქები:
Line: 36  Verse: b        "მშვიდო, მდაბალო მოწყალევ,   კვლავ ურჩს გალევდა ბაქები,
Line: 37  Verse: c        ვინ შენი მჭვრეტი, ეტყოდა   მჭვრეტთა: "ნუ მიხვალ, აქ ები."
Line: 38  Verse: d     და   ყოვლის სიკეთის უკლებო,   რაღა ვსთქვათ იქით-აქები?"


Page: 62  




Strophe: 534  
Line: 1  Verse: a        ეზიარა, გარდასწყვიტა   სიცოცხლისა მან იმედი,
Line: 2  Verse: b        ემდუროდა დაჟინებას,   დაიწყევლა ჭკვა და ბედი:
Line: 3  Verse: c        "ვინ მირჩიეთ აქ წამოსვლა,   რა მწვე ავად დაიყბედი?"
Line: 4  Verse: d     და   ყმათ გაჰყარეს, მზეც ჩავიდა,   დააჩრდილა აქეთ ქედი.






Strophe: 535  
Line: 5  Verse: a        რაცა სწადდა, გაათავა,   მტერობისა მანა დასო,
Line: 6  Verse: b        ხორცი ჩვენი მაძღრივ ჭამა   და სისხლიცა ხარბად ასო,
Line: 7  Verse: c        მაგრამ ქართლს დაკახეთშიგა   საპატრონოდ ვერვინ დასო.
Line: 8  Verse: d     და   ემდურვოდეს მას ქალები,   ვით ნესტანჯარ მამიდასო.





Next part



This text is part of the TITUS edition of Archil, Archiliani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.8.2016. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.