TITUS
Archil, Archiliani
Part No. 134
Previous part

Chapter: 16-18  
Line: 9  აქა ნოდარ ჯორჯაძისაგან და დავით ასლანის-შვილისაგან ბატონის
Line: 10 
თეიმურაზის კახეთსვე ჩაყვანა






Strophe: 536  
Line: 11  Verse: a        კახეთი ნოდარს და დავითს   მან მიაბარა სულობით,
Line: 12  Verse: b        მაგრამ მათ მისი ბრძანება   მალ გაუცუდეს წბილობით;
Line: 13  Verse: c        მესამეს თვესა ორთავე   მოგზავნეს კაცი ყრილობით:
Line: 14  Verse: d     და   "მობძანდი შენსავ ტახტზედა,   მონა ვართ გვარისშვილობით."






Strophe: 537  
Line: 15  Verse: a        რა მოვიდენ მოციქულნი   და ეს სიტყვა გაგვაგონეს,
Line: 16  Verse: b        ზოგთა შექნეს სიხარული,   ზიგთ იჭვი რამ მოიგონეს.
Line: 17  Verse: c        მაგრამ მე ვსთქვი, ყმათა ჩემთა   რად არ თავი დამამონეს?
Line: 18  Verse: d     და   აწ მეფესაც მოახსენეს,   მათნი თქმულნი მოაწონეს.






Strophe: 538  
Line: 19  Verse: a        მეფემ ბრძანა: "კარგად ქნილა   ამ ამბისა ასრე მოსვლა,
Line: 20  Verse: b        მეცა თანა წამოგყვები,   ადრე გვმართებს იქითა სვლა,
Line: 21  Verse: c        დადიანს და გურიელსა   მალ ვაცნობოთ ჩვენი წასვლა."
Line: 22  Verse: d     და   ორთავ კაცი გაუგზავნე,   არვაცალე მზისა დასვლა.






Strophe: 539  
Line: 23  Verse: a        იგინიცა მალ მობძანდენ   მათის ჯარით დაკაზმულნი,
Line: 24  Verse: b        თავს შეედვათ ჩვენი სიტყვა,   ვერა ვნახეთ ხანდაზმულნი.
Line: 25  Verse: c        შეიყარნეს მუნ სიმრავლე   დიდებულნი ცხენთა სმულნი.
Line: 26  Verse: d     და   აღარ ვჰყოვნეთ, წამოვედით,   ვეღარც გვნახეს მუნღა სმულნი.






Strophe: 540  
Line: 27  Verse: a        გარდმოვიარეთ ლიხის მთა,   ქართლისა სიგრძე ჩავლევით,
Line: 28  Verse: b        მოვისწაფოდით მალ მისვლას,   არ ხან-ყოვნებით, მალევით.
Line: 29  Verse: c        ყოვლგნით გაისმის მისვლის ხმა,   მე მაშინ დავიმალე ვით?
Line: 30  Verse: d     და   დიდხანს ყოველი ორგული   შიშითა მყვანდა გალევით.






Strophe: 541  
Line: 31  Verse: a        თვით არაგვამდის თან მომყვეს   მეფე და სხვა ბატონები,
Line: 32  Verse: b        იგინიც იქით გაბრუნდეს,   მათიც ჯარ-მონატანები.
Line: 33  Verse: c        არაგვს გამოველ, გამომყვა   მამია საროტანები,
Line: 34  Verse: d     და   მითხრა თუ: "მათზე მეტი ვჰქენ,   მე არაგვს გამომყვანები."






Strophe: 542  
Line: 35  Verse: a        რა კახეთს ჩაველ, დამიხვდა   დამწვარი, გამტვერებული.
Line: 36  Verse: b        ვჰკვირობდი გუნებაშიგა,   რად მექმნა ამტერებული?
Line: 37  Verse: c        რაც მორჩომოდეს, მოვიდეს   მტირალნი, დაშტერებული,
Line: 38  Verse: d     და   ვერას ვარგებდით, თვარემ და   ვიყვენით ვაგლახებული.


Page: 63  




Strophe: 543  
Line: 1  Verse: a        რაც ხამდა მაშინ რიგება   ჩვენგან ქვეყნისა ჩვენისა,
Line: 2  Verse: b        გავარიგეთ და გათავდა   მუნ სიმძიმილი წყენისა.
Line: 3  Verse: c        აწ არაგვისა ომზედა   ხმარება გვიხამს ენისა,
Line: 4  Verse: d     და   მრავალთ ყიზილბაშთ გაწყვეტა,   სისხლი რუდ მინადენისა.





Next part



This text is part of the TITUS edition of Archil, Archiliani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.8.2016. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.