TITUS
Archil, Archiliani
Part No. 135
Previous part

Chapter: 16-19  
Line: 5  აქა ერანის ხელმწიფემ ყაენმა გააიგონა მეფის თეიმურაზის იმერეთიდამ
Line: 6 
გარდმოსვლა და კახეთს ჩასვლა, და ალიყულიხან და სრულ ყიზილბაშნი
Line: 7 
გამოგზავნა და არაგვზედ წინ გარდუყენა. შეიბნეს და ბოლოს ბატონს
Line: 8 
თეიმურაზს გაემარჯვა






Strophe: 544  
Line: 9  Verse: a        ესმა შააბაზს მუნ ჩასვლა,   გარისხდა უსამართლობით,
Line: 10  Verse: b        ალიყულიხან მიიხმო   დილას, არ თურე მთვრალობით:
Line: 11  Verse: c        "კვლა თეიმურაზ მოსულა,   უყურე, თავის ძალობით!
Line: 12  Verse: d     და   სრულ ყიზილბაშთა გაახლებ,   იარე მუხლად-მალობით.






Strophe: 545  
Line: 13  Verse: a        მიდი და წინ გარდაუდეგ,   შეუკარ კარგად გზებია,
Line: 14  Verse: b        იმერეთს არ გარდაგასწრას,   დაცევ ტყე ან უგზებია;
Line: 15  Verse: c        მეც მოვალ ადრე, შევიპყრობთ,   ცეცხლით ვჰყოთ ანაგზებია,
Line: 16  Verse: d     და   მის ყმას მას უკან სათქმელი   რაღა აქვს მიზეზებია?"






Strophe: 546  
Line: 17  Verse: a        გამოგზავნა ერანითა,   არ დააკლო ყულის მეტი,
Line: 18  Verse: b        თოფხანა და ჯაბახანა   მოემზადა მეტის-მეტი;
Line: 19  Verse: c        სხვას საომარს იარაღსა   მოუმატა რკინის კეტი,
Line: 20  Verse: d     და   მაგრამ ღმერთი გაურისხდათ,   არ ჰფარევდა ნათლის სვეტი.






Strophe: 547  
Line: 21  Verse: a        ალიყულიხან არაგვზე   მოვიდა, დაივანებდა,
Line: 22  Verse: b        კარავს და ოთაღს იდგემდა,   სხვასა წინ მოივანებდა,
Line: 23  Verse: c        ვისი ეგონა "შევიპყრობ,"   ის უფრო დიდად ავნებდა.
Line: 24  Verse: d     და   ცოტა მაცალე, გიამბობ   მოსვლას ვით დაინანებდა!






Strophe: 548  
Line: 25  Verse: a        რა შევიგნეთ მისი მოსვლა,   ავემზადეთ ჩვენც საომრათ,
Line: 26  Verse: b        შეყრილთ მუნვე მივაშურეთ,   არ გავყავით ჯარი ორათ;
Line: 27  Verse: c        ყარაული დაეყენათ   მათ ახლორე, არ თუ შორათ.
Line: 28  Verse: d     და   მაშინდელი ჩვენი სიმხნე   თუ ყველა ვსთქვათ, შენ თქმა ჭორათ.






Strophe: 549  
Line: 29  Verse: a        შუადღისას მიუხედით   მათ ცხენიდამ გარდამხდართა,
Line: 30  Verse: b        მაგრამ მაშინც ადრე იგრძნეს   და გაეწყვნეს მარცხნივ მხართა.
Line: 31  Verse: c        ჩვენ მივედით, მეწინავე   ზედან შეჰხდა დიდთა ჯართა.
Line: 32  Verse: d     და   ქისიყელთა გაუჭირდათ,   მიკვირს, ან კი ვით შეჰმართა?






Strophe: 550  
Line: 33  Verse: a        მიეშველნენ მემარცხნენი   ენისნელთა დროშა მალე,
Line: 34  Verse: b        კვლავ შეიქმნა ცემა დიდი,   ვეღარ პოვეს მათ წამალე;
Line: 35  Verse: c        ასწავლიდეს ერთმანეთსა:   "მკვდარშიგ თავი მო წამალე."
Line: 36  Verse: d     და   გულნი მათნი გავაცვილე,   ჩემთა ყმათა გავასალე.






Strophe: 551  
Line: 37  Verse: a        შეუზახე: ჩემნო ყმანო,   თავნი თქვენნი ისაამეთ,
Line: 38  Verse: b        მოიგონეთ მოწამენი,   თქვენც ეწამეთ, ისა ამეთ,
Page: 64   Line: 1  Verse: c        არ ისმინოთ ესე სიტყვა,   მიჟამშიგან მეღადამეთ,
Line: 2  Verse: d     და   მათ რომ შუბი ჩვენთვის სწადის,   ბარემ თქვენნი თქვენვე დამეთ.






Strophe: 552  
Line: 3  Verse: a        მათ მიყივლეს: "ჰე, მეფეო,   ნუ ეჭვ თავნი დავიზოგოთ;
Line: 4  Verse: b        ამოვსწყვიტოთ უმრავლესნი,   არ წვრილად გამოვიზოგოთ;
Line: 5  Verse: c        თუ სრულ თავს ვერ აუვიდეთ,   ღვთით მგონი რამ გან ვაზოგოთ,
Line: 6  Verse: d     და   მკვდართა მათთა მხეცნი სჭამდეს,   არ საფლავი განუზოგოთ."






Strophe: 553  
Line: 7  Verse: a        პირველ შუბი მოვიქნივე,   მერმე მივჰყავ ხმალსა ხელი,
Line: 8  Verse: b        ხმალმოწვდილი გავერივე,   ვაქნევინე ომ-სახელი;
Line: 9  Verse: c        კვლაცა ლახტი დავამსხვრიე,   ვინ ახლოს მყვა მონახელი,
Line: 10  Verse: d     და   სრულ ლაშქარნი გაცაჰკვირდეს   თქვეს: "არისო ესე ხელი."






Strophe: 554  
Line: 11  Verse: a        მიმესივნეს ერთპირობით,   ვითა ვეფხი კანჯრის ჯოგსა,
Line: 12  Verse: b        დახოცნეს და ამოსწყვიტნეს,   არათ გვანდეს დანაზოგსა;
Line: 13  Verse: c        მოლებსაცა უწყლად ჰხოცდეს,   თილისმიან მათსა მოგვსა.
Line: 14  Verse: d     და   ამის მთქმელი მართალს უბნობს,   ნურვინ ჰგონებთ ცუდად ბორგსა.






Strophe: 555  
Line: 15  Verse: a        რაც გარდაგვჩა, მალ გაგვეცნეს,   ვინ-ვის წინა წაუსწრობდა.
Line: 16  Verse: b        ჩვენ შეგვექმნა ცა უღრუბლო,   მათზედ მეხით ავდარობდა.
Line: 17  Verse: c        გაქცეულნი წიწამურის   ღელეს ღრმასა აავსებდა,
Line: 18  Verse: d     და   ცხენით ზედან გარდვიარეთ,   ვით ვაკეზედ ეგრე რბოდა.






Strophe: 556  
Line: 19  Verse: a        ბინდამდისი არ მოვეშვით,   ვჰხოცდით მეტად ჩვენ უწყალოდ,
Line: 20  Verse: b        არ შეგვწყალდათ ნაჯავრებთა,   რაზომ ვსჭრიდით მათ საბრალოდ.
Line: 21  Verse: c        ცხენნი მათნი მუხლად-მალე   დაუზანტდეს მათ სამალოდ,
Line: 22  Verse: d     და   იარაღსა გარდმოჰყრიდეს,   გვითხრეს: "სიკვდილს აღარ მალოდ."






Strophe: 557  
Line: 23  Verse: a        ნაომართა და ნადევნთა   გვეტყობის მაშვრალობანი,
Line: 24  Verse: b        ვის რა ენების, იშოვნის,   ვის განძთა ჰქონდის ცნობანი.
Line: 25  Verse: c        შური იძიეს მტერზედა,   ქმნეს მრავლად ლახვარ-სობანი.
Line: 26  Verse: d     და   გამარჯვებულთა გვიხარის,   რადგან არ გვიყვეს ნდობანი.






Strophe: 558  
Line: 27  Verse: a        მამილოცვიდეს, მასხმიდეს   ქებასა, არ გინებასა:
Line: 28  Verse: b        "მგონი, მეფეო, ინანდეს   ყაენი შენს გაძებასა.
Line: 29  Verse: c        აწ ამას იქით მებრძოლი,   ნეტარ, ვსთქვათ, ვინ შეგებასა?
Line: 30  Verse: d     და   ნიადაგმც გაგმარჯუვებია   ასე, ნუ შეიქ ვებასა!"






Strophe: 559  
Line: 31  Verse: a        მას დღესა მოყმე მართალი   დამაკლდა არცერთი არა,
Line: 32  Verse: b        კახთ შეანანეს მათ ლაშქართ   მოსვლა, თუ ადრე იარა,
Line: 33  Verse: c        დამწვართა, ამოწყვეტილთა   მათ ჭირნი გაეზიარა.
Line: 34  Verse: d     და   ამოსწყვიტეს და დახხოცეს,   ვინ ზეით გამომიარა.






Strophe: 560  
Line: 35  Verse: a        უწინ მოსვლას ყაენისას,   ვსთქვი თუ, ომსა შეუძლებდით,
Line: 36  Verse: b        აქ გასინჯეთ თუ ვიკვეხდი,   ან სიტყვასა ცუდათ ვდებდით!
Line: 37  Verse: c        გალახულთ და ამოწყვეტილთ   მარტო კახთ ქნეს, ვინ სხვა ჰკვდებით?
Line: 38  Verse: d     და   ყველა განვლით ამ სოფელსა,   თქვენც სახელსა ეძიებდით!


Page: 65  




Strophe: 561  
Line: 1  Verse: a        აივსნეს სრულად ლაშქარნი   საჭურჭლე, ცხენ-აქლემითა,
Line: 2  Verse: b        მეტყოდეს: "შებმა კარგად ჰქენ   ჯავრითა შენ აქ ლემითა."
Line: 3  Verse: c        სხვა არ ვინდომე მის მეტი,   სარდლის კარავი ჰემითა,
Line: 4  Verse: d     და   სრულ მისის გაწყობილობით   ვერავინ დაეჩემითა.






Strophe: 562  
Line: 5  Verse: a        მიუვიდა ეს ამბავი,   საცა იყო ყაენს მყოფსა:
Line: 6  Verse: b        ამოსწყვიტა სრულ ლაშქარნი,   თეიმურაზ შუა ჰყოფსა,
Line: 7  Verse: c        ხმალი ბასრი, მძიმე ლახრი,   უფროს მახვილს შუბსა ჰყოფსა,
Line: 8  Verse: d     და   თუ გაგზავნი სხვას ლაშქარსა,   კიდევ ხმალსა ხელს მიჰყოფსა.






Strophe: 563  
Line: 9  Verse: a        გაგულისდა, წამოვიდა   მასვე წამსა გულ-მესისხლე,
Line: 10  Verse: b        თქვა, თუ: "ჩემთვის, მისო ხორცო,   ივაშლე და გინა ისხლე,
Line: 11  Verse: c        თეიმურაზ, თეიმურაზ,   კახთა ჯარი აწ გაისხლე!"
Line: 12  Verse: d     და   ჰე, შააბაზ, გაგიჩნდება   ყიზილბაშნი ვით ისისხლე.






Strophe: 564  
Line: 13  Verse: a        რა მოვიდა, განჯას აქეთ   გამოსცილდა, დაგვახლოვდა,
Line: 14  Verse: b        ვინც შეიძლო, აიყარა,   წამოვიდა, მუხლ-მალოვდა.
Line: 15  Verse: c        ვინც იქ დარჩეს საბრაალონი,   თავთა, შვილთა მათთა გლოვდა.
Line: 16  Verse: d     და   ამოსწყვიტნა სამესისხლოდ,   აჰყარა და დაბოლოვდა.






Strophe: 565  
Line: 17  Verse: a        კიდევ ბევრი გადაურჩათ,   ფეიქარხანს მიაბარა.
Line: 18  Verse: b        კვლავ ქართლზედა დაუთხანის-შვილი   ბაგრატ, ვსთქვა, ბარა.
Line: 19  Verse: c        ორთავ ჩემის მტერობისა   საქმე იმან დაუბარა,
Line: 20  Verse: d     და   თვით გაბრუნდა თავის გზასა,   ჩემი იყო ვით უბარა.





Next part



This text is part of the TITUS edition of Archil, Archiliani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.8.2016. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.