TITUS
Archil, Archiliani
Part No. 137
Previous part

Chapter: 16-21  
Line: 34  აქა გურიიდამ საათაბაგოს მისვლა და იქიდამ ხვანთქართან წასვლა. ოლთის
Line: 35 
ამირგუნახანისაგან დედოფლის თავს დასხმა და ჯორჯაძეს, დედოფლის სახლთ-უხუცისაგან,
Line: 36 
გამარჯვება მათზედა. უყურეთ განგებასა მოსამართლისას თუ რას
Line: 37 
მცირედის კაცით გაიმარჯვა.






Strophe: 569  
Line: 38  Verse: a        მივედით ოლთის[ს], დავჰყარეთ   მუნ დედოფალი ქალებით,
Line: 39  Verse: b        დიდროვანთ კაცთა ჯალაბნი   დედამთილ-პატარძალებით,
Page: 66   Line: 1  Verse: c        წყნარნი, მშვიდნი და ტურფანი,   საქციელ-განაკრძალებით.
Line: 2  Verse: d     და   ნოდარ დავაგდეთ სახლისა   გამგებლად, გულით სალებით.






Strophe: 570  
Line: 3  Verse: a        დედოფალი ოლთის[ს] იდგა   და ვინც ახლდეს ბანოვანნი,
Line: 4  Verse: b        თუმც ღარიბად ვის ვეგონეთ,   მაგრამ არ გვყვეს უმცნობანნი,
Line: 5  Verse: c        ტურფანი და დარჩეულნი,   ლამაზნი და არ სადავნნი,
Line: 6  Verse: d     და   მლოცავნი და ღვთის მოშიშნი,   ცუდის საქმით არსად ავნნი.






Strophe: 571  
Line: 7  Verse: a        ესე ყველაი შააბაზს   მიესმა მართ დასტურობით,
Line: 8  Verse: b        ერევანს ამირგუნახანს   მოსწერა მანაშურობით:
Line: 9  Verse: c        "იქ თეიმურაზ არ არის,   მიუსწარ მტრად, არ სტუმრობით,
Line: 10  Verse: d     და   ქალები ვერ შეგებმიან,   ვერც დაგხვდენ კაის პურობით."






Strophe: 572  
Line: 11  Verse: a        ესე ჟამი ზამთრის იყო,   ჩვენ იმედი თოვლის გვქონდა,
Line: 12  Verse: b        ერევანს და ოლთის[ს] შუა   მთებს შეჰკრავსო, ვთქვით ოღონ და.
Line: 13  Verse: c        ჩვენ ამისსა მოიმედეს   არც სრულ გული შეგვიღონდა,
Line: 14  Verse: d     და   მაგრამ თოვლის გასათხარათ   ნიჩბები თურ თან მოჰქონდა.






Strophe: 573  
Line: 15  Verse: a        გარდმოთხარა, სადაც დახვდა   თოვლი ცხენთა დასაყენად,
Line: 16  Verse: b        მაგრამ ღმერთი მათვე შეიქს   მხიარულთა მოსაწყენად.
Line: 17  Verse: c        უყურეთ თუ, ვითარ ხვდება   მათ ჩემი ყმა სისხლთა მდენად,
Line: 18  Verse: d     და   მოგახსენებ ამ ამბავთა,   ყური უგდე შენ მოსმენად!






Strophe: 574  
Line: 19  Verse: a        დედოფალს სიზმარ ჩვენებით   ენახა რაც იქნებოდა,
Line: 20  Verse: b        დაბლა ქალაქით ციხეში   მას ასვლა მონებებოდა,
Line: 21  Verse: c        ვინც ახლდა, თან აეტანა,   არვისთვის დაენებოდა,
Line: 22  Verse: d     და   ვაი, რომ იქ არ ვიყვენით,   სცნობდით თუ რა ევნებოდა.






Strophe: 575  
Line: 23  Verse: a        ნოდარ იყო სახლთუხუცეს   დედოფლისა, განა ჩემი,
Line: 24  Verse: b        მისანდო და გულითადი,   არ თუ ცუდი განაჩემი.
Line: 25  Verse: c        მართალია ეს ამბავი,   ნუ [გ]გონია განაჩემი,
Line: 26  Verse: d     და   იმასა მწვეთ გაემარჯვა,   იგინი ქმნა განაჩემი.






Strophe: 576  
Line: 27  Verse: a        გამარჯვეებოდა მას ასრე,   მათ მიჰყოლოდა კარამდი,
Line: 28  Verse: b        ურიათ ჯარიც მშველობდეს   იგ რაბანანი კარამდი;
Line: 29  Verse: c        კვლა ზოგნი წინ გარდაუდგეს,   გზა უყვეს განაკარამდი,
Line: 30  Verse: d     და   შუბი ვინ ნახის, გარდვარდის   მისვლამდის, მინაკარამდი.






Strophe: 577  
Line: 31  Verse: a        შვიდასი მოყმე ჯიღითა   და მარქაფებით თან ჩამყვა.
Line: 32  Verse: b        რა მიველ, იბრაიმ სულთან   ყიზილბაშთ ბრძოლად არ ამყვა,
Line: 33  Verse: c        სხვის ქვეყნისაკე ლაშქრობდა,   მაღალი დაბლა არ დამყვა.
Line: 34  Verse: d     და   გამოვბრუნდი და წამოველ,   რაც ჩამყვა, თანავ გამამყვა.






Strophe: 578  
Line: 35  Verse: a        მიბოძა, საათაბაგოს   რაც მაშინ მისთვის ხასობდა:
Line: 36  Verse: b        გონია, ყარაისარი,   სხვა სანჯახები ასობდა;
Line: 37  Verse: c        სხვა საბოძვარი ხალათი,   თქვეს თუ, ძლივ დაიფასობდა.
Line: 38  Verse: d     და   მაგრამ კახთ კახეთის გაყრა   გულსა ლახვარსა ასობდა.


Page: 67  




Strophe: 579  
Line: 1  Verse: a        წამოველ, გზაზედ ჯალალი   შვიდჯერ შემებნეს ერთს დღესა,
Line: 2  Verse: b        შვიდჯერვე მე გამემარჯვა,   ვამგზავსე ცუდს მებეგრესა,
Line: 3  Verse: c        ვერც ყმა დამაკლეს და ოდენ   ვერცავინ დამიკოდესა,
Line: 4  Verse: d     და   თუცა მოეგდოთ კარები,   იმათვე მალ გააღესა.






Strophe: 580  
Line: 5  Verse: a        მივედით ოლთის[ს], დაგვიხვდენ   უჭირვლად ყოვლი საყოლი,
Line: 6  Verse: b        იქიც უნებლივ მოვიდეს   სულ ჯარი ჩემი თანმყოლი,
Line: 7  Verse: c        გახარებულნი მადლობდეს,   თქვეს: "მოგვყვა აქეთ წამყოლი."
Line: 8  Verse: d     და   ადიდეს ქრისტე მოქენეთ,   მსმენელთა მალ ჩამამყოლი.






Strophe: 581  
Line: 9  Verse: a        რა მოვედით, კახთა გული   არ დასჯერდა სანჯახებსა,
Line: 10  Verse: b        ემდუროდეს ამ სოფელსა:   "აქა-იქი გვაჯახებსა,
Line: 11  Verse: c        ჩვენ კახეთს ვართ ლხინ-ნაჩვევნი,   რას ხელსა ვჰყრით ჯავახებსა?"
Line: 12  Verse: d     და   გულდიდდობა ძირად მოუთქს,   ეს ასრე სჭირს ჩემს კახებსა.






Strophe: 582  
Line: 13  Verse: a        წამოვედით ოლთისიდამ,   ჩამოვედით გონიასა,
Line: 14  Verse: b        კიდევ ბევრი ყმა მიახლა,   ნუ ეჭვ ოთხმოცს, გონ იასა,
Line: 15  Verse: c        რუსეთისკენ გავემზადე,   ეს რა მოსაგონია, სა?
Line: 16  Verse: d     და   შავს ზღვაშიგან ნავში ჯდომა   დიდად დასაღონიასა.






Strophe: 583  
Line: 17  Verse: a        ამ ხანშიგან ბაგრატ მეფე   სომხითს მოკვდა, გარდიცვალა,
Line: 18  Verse: b        ვით თავს ვინმე შემომავლო,   ასრე ვითა მენაცვალა,
Line: 19  Verse: c        მოურავმან ქართველთ კითხვით   ჩემი ჯობნა მან გაცვალა,
Line: 20  Verse: d     და   მემსახურა უსაზომოდ,   ვა სოფელმან არ გვაცალა.





Next part



This text is part of the TITUS edition of Archil, Archiliani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.8.2016. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.