Strophe: 584 | ||
Line: 25 Verse: a | ყაენმა სთქვა მოურავსა: | "გული მართლა მე დამყარე, |
Line: 26 Verse: b | წადი, კახნი ამოსწყვიტე | და ქართველნი ამიყარე; |
Line: 27 Verse: c | კახთა ცოცხალს ნუ დაარჩენ | და ქართველნი აქ მოყარე, |
Line: 28 Verse: d და | მე ამისი აღვირი მიც, | შენ გენუკავ ეს წამყარე. |
Strophe: 585 | ||
Line: 29 Verse: a | პატარას სვიმონს გაგატან, | ვითამ ქართლსა დაიპყრობდეს, |
Line: 30 Verse: b | ჩემს შვილის-შვილს ყორჩიბაშის | ქალს მივსცემ და მე მოყრობდეს; |
Line: 31 Verse: c | ყარჩიხან და უსუფხანცა | თან გაახლო, ვინ აზრობდეს, |
Line: 32 Verse: d და | ამ მიზეზით ვერას მიხვდენ, | თქვან: "ესენი მათ მაყრობდეს." |
Strophe: 586 | ||
Line: 33 Verse: a | დაასკვნეს და გამოგზავნეს | ამ მიზეზით სულ ესენი. |
Line: 34 Verse: b | აწ უყურეთ მოურავსა, | ვით შეჰყაროს მძიმე სენი! |
Line: 35 Verse: c | ზურაბს თურე იქივ უთხრა: | "ვერ სჭვრეტ არის რის მთესენი? |
Line: 36 Verse: d და | მე სხვა რამე გამიგია, | ხმალი აქავ მოლესენი." |
Strophe: 587 | ||
Line: 1 Verse: a | რა მოვიდნენ ამ ჯარითა, | თქვეს თუ: "ბევრი მაყარია." |
Line: 2 Verse: b | მაგრამ სიტყვით დაამაშეს, | ეს საწყენი არ არია. |
Line: 3 Verse: c | კახნი მუხრანს შეიყარნეს, | ქართველებში არ არია. |
Line: 4 Verse: d და | უღალატეს, ამოსწყვიტეს, | არ უთხარეს სამარია. |
Strophe: 588 | ||
Line: 5 Verse: a | უთხრა თურმე მოურავმა: | "ზურაბ, კარგად ყური მიგდე, |
Line: 6 Verse: b | მტერობა და ამოწყვეტა | მე ბოლომდის ვით დავიგდე? |
Line: 7 Verse: c | _ კახთა უყავ ყათლავიო, | ქართველთზედა ცხენი იგდე,_ |
Line: 8 Verse: d და | რა ესენიც იქ ჩავგვარო, | მაშინ ვისღა შეურიგდე?" |
Strophe: 589 | ||
Line: 9 Verse: a | ზურაბს ეთქვა: "რას აპირებ, | მითხარ, ბრძანე, გაამხილე, |
Line: 10 Verse: b | საქნელია, თუ არა ვჰქნა, | ჩემი საქმე მუნ იხილე, |
Line: 11 Verse: c | მაშინ ჩემი სისხლი შესვი, | ხორცი ზედან გაიხილე, |
Line: 12 Verse: d და | ხმალი ჩემი ბასრი არის, | გაატყვიე, გამირბილე. |
Strophe: 590 | ||
Line: 13 Verse: a | რასაც ვაპირებთ, ეს საქმე | არ არის ჩვენგან საქნელი, |
Line: 14 Verse: b | ამ სოფელს შემარცხვენელი | და საუკუნოს დამნთქმელი, |
Line: 15 Verse: c | მან დაგვატყუა, რად შეგვქნა, | ჩვენ ჩვენის ხორცის ამქნელი, |
Line: 16 Verse: d და | დამამხობელი ქვეყნისა | ჩვენის ბოლოსა დამქნელი?" |
Strophe: 591 | ||
Line: 17 Verse: a | "კახეთი ხომ ამოვსწყვიტეთ, | კვლა ქართველნიც იქ ჩავგვაროთ, |
Line: 18 Verse: b | მონასტერნი ავაოხრნეთ, | შერცხვენილთა ვგვარის-ვგვაროთ, |
Line: 19 Verse: c | მაგას ნუ ვიქთ ნურას საქმით, | სხვაფერ რამე მოვაგვაროთ! |
Line: 20 Verse: d და | ჯერ ამ ლაშქარს უღალატოთ, | მერმე მეფე აქ მოვგვაროთ." |
Strophe: 592 | ||
Line: 21 Verse: a | ზურაბ უთხრა: "მართალია, | მაგრამ რასთვის იქ არ მითხარ, |
Line: 22 Verse: b | ცოლიც თანა მამეყვანა, | ავმრჩეველი შენ ამით ხარ! |
Line: 23 Verse: c | აწ რაღა ვჰქნა, ცოლის სირცხვილს | თავს მადებ და სამარს მითხარ, |
Line: 24 Verse: d და | თვარემ ქართველთ სისხლს დავიდებ, | არ ვიქნები გასაკითხარ!" |
Strophe: 593 | ||
Line: 25 Verse: a | "მუნ ამისთვის არ გაცნობე, | ცოლს თან არ გამოგატანდენ, |
Line: 26 Verse: b | ვთქვი: თუ უთხრა და არა ქნას, | ბოლოს რასთვის დავინანდენ? |
Line: 27 Verse: c | იქ მივიყვან, საქართველოს | წახდენაზედ ცრემლს დავადენ, |
Line: 28 Verse: d და | მე შვილს დავსთმობ ქვეყნისათვის, | ამან ეს ყოს, იყოს აზდენ." |
Strophe: 594 | ||
Line: 29 Verse: a | ტკბილის სიტყვითა ეხვეწა, | თავს მას ადებდა ყველასა: |
Line: 30 Verse: b | "საქართველოსთვის დაცასთმე, | დამხსენ ღამეს ბნელასა! |
Line: 31 Verse: c | ცოლს უკეთესსა გიშოვნი | ბატონისშვილსა ლელასა, |
Line: 32 Verse: d და | აქ მოვჰკლავ ყარჩიღა-ხანსა, | კახეთს ფეიქარ მელასა." |
Strophe: 595 | ||
Line: 33 Verse: a | ზურაბ უთხრა: "შენ შვილს დასთმობ, | მეც მოვითმენ ქართლისათვინ, |
Line: 34 Verse: b | მაგრამ როგორ გაარიგებ, | თქვი მართალი შენ ღვთისათვინ!" |
Line: 35 Verse: c | უთხრა: "ზურაბ, შენგან მიკვირს, | ეგ მიბრძანე მე რისათვინ? |
Line: 36 Verse: d და | გამიგონე, ყური მიგდე, | ტკბილი გითხრა მწარისათვინ." |