| Strophe: 610 | ||
| Line: 31 Verse: a | გარდასწყვიტეს რა ეს საქმე, | გამოგზავნეს ჩემთან კაცი, | 
| Line: 32 Verse: b | მობძანდიო, გვიპატრონე | ჩვენ ლომებსა, არ ვართ ვაცი; | 
| Line: 33 Verse: c | ჩვენ მოგართვათ სალარო და | საჭურჭლენი, თქვენ კი გასცი. | 
| Line: 34 Verse: d და | მოგვივიდა ღვთის წყალობა | გახარება ხელ-სატკაცი. | 
| Strophe: 611 | ||
| Line: 35 Verse: a | წამოვედით მხიარულნი, | რუსეთს წასვლა მოისალა, | 
| Line: 36 Verse: b | დედოფლიან ქალებითა | თმა გიშერი ჩაიშალა, | 
| Line: 37 Verse: c | დაკაზმულნი განჩვენებით | ტანსაცმელი არ იშალა, | 
| Line: 38 Verse: d და | ჩვენ ვიმღერდით ბულბულთაებრ, | მაის[ს] ვარდი გაეშალა. | 
| Strophe: 612 | ||
| Line: 1 Verse: a | მიველ მცხეთას, მამილოცეს, | ღმერთს ვმადლობდი, მან მაღირსა, | 
| Line: 2 Verse: b | მათ მომართვეს ბევრი რამე, | თქვიან: "ქართლად ესეც ღირსა." | 
| Line: 3 Verse: c | მერმე მითხრეს: "მიგვისივე, | ვინ სამტეროდ ხმალს გაღირსა." | 
| Line: 4 Verse: d და | არ იქადდენ ცუდკაცურად, | ათავებენ დანაპირსა. | 
| Strophe: 613 | ||
| Line: 5 Verse: a | შემომფიცეს დიდებულთა, | თავადთა და გინდ მომცროთა: | 
| Line: 6 Verse: b | "შენის მეტი, ხელმწიფეო, | არ გვინდოდეს ჩვენ შენს დროთა, | 
| Line: 7 Verse: c | ვირე გჭვრეტდეთ სენ ცოცხალსა | პირად მზესა, ტანად ზროთა, | 
| Line: 8 Verse: d და | ჩვენი თავი მტერთა ზედა | ვამსახუროთ დასაზროთა." | 
| Strophe: 614 | ||
| Line: 9 Verse: a | დავიჭირე ორივ ტახტი | სამეფო და ქვეყნის გარე, | 
| Line: 10 Verse: b | უთხარ სოფელს: მუხანათო, | გამითავე, მოდი ბარე! | 
| Line: 11 Verse: c | ხან სიმაღლე, ხან სიდაბლე, | ეს ზნედა გჭირს მოსაგვარე, | 
| Line: 12 Verse: d და | ახლა ყველა დამავიწყე, | რაც წამართვი, რაც წამგვარე! | 
| Strophe: 615 | ||
| Line: 13 Verse: a | გამოვიდა ხანი რამე | სიმდიდრეს და სიხარულში, | 
| Line: 14 Verse: b | ლხინს, ნადიმს და გახარებას, | მოსვენებას, ძილს რამ რულში, | 
| Line: 15 Verse: c | ბურთობას და ნადირობას, | აქა-იქი სიარულში. | 
| Line: 16 Verse: d და | ჩვენ კაცისა შეპოება | რასა ჰქვიან გვქონდა გულში? |