Strophe: 606 | ||
Line: 11 Verse: a | რა ეს ომი გაათავეს, | გამობრუნდეს ლომნი მხნედა, |
Line: 12 Verse: b | ფეიქარხანს, კახეთს მჯდომსა, | მსწრაფლ მიუხდეს იმას ზედა; |
Line: 13 Verse: c | ადრე ეგრძნათ, გასწორობდეს, | ვერ მიუსწრეს, დარჩეს ქვედა, |
Line: 14 Verse: d და | ზურაბს იგი ვერ უშოვნეს, | ფეიქარხანს ვინ ჰყვა მზედა. |
Strophe: 607 | ||
Line: 15 Verse: a | ვერ მიუსწრეს ფეიქარხანს, | უკან სდივეს ბარდამდისა, |
Line: 16 Verse: b | მოარბივეს არაზს, აქათ | მოსრეს, თქვიან: "სისხლი გვდისა." |
Line: 17 Verse: c | მათ მტერობა ყაენისა | თავს დაიდვეს მარადისა, |
Line: 18 Verse: d და | თავი კარგად მოიხმარეს, | ვერ სცოცხლებდენ აქამდისა. |
Strophe: 608 | ||
Line: 19 Verse: a | ესე საქმე მოურავმა | უცხო ქნა და საკვირვალი, |
Line: 20 Verse: b | ვით შემართა ამ საქმესა, | არის თუცა გულად რვალი! |
Line: 21 Verse: c | ეს ყველასგან უძნელეა, | სხვა სახელიც ქნა მრავალი, |
Line: 22 Verse: d და | უსაცილოდ მართალია, | არ ტყუილი, არ საკრძალი! |
Strophe: 609 | ||
Line: 23 Verse: a | სახელისთვის მათ ცოლ-შვილი | ორთავ დასთმეს, ეს იცოდეთ! |
Line: 24 Verse: b | ვინ არ მიჰყვეთ მათ საქმესა, | არ იცით რომ დიდად სცოდეთ? |
Line: 25 Verse: c | რჯულისა და ქვეყნისათვის | რა იქნების, რასაც ჰყოფდეთ? |
Line: 26 Verse: d და | აწც ეს ქენით, ქართველებო, | ანდერძსავით შვილს ეტყოდეთ! |