TITUS
Archil, Archiliani
Part No. 151
Previous part

Chapter: 16-35  
Line: 28  რჩევა კახთა და ქართველთა ვაჟკაცებისა და ომისა წადილი






Strophe: 633  
Line: 29  Verse: a        ვაჟკაცები ისწრაფოდეს,   თითქმის კბილთა იმსხვრევდიან:
Line: 30  Verse: b        "ჰე, რად ჰყოვნით მათზედ მისვლას,   ისინი აქ არ მოდიან;
Line: 31  Verse: c        მეფის მზემა, უსაცილოდ   ჩვენგან იმათ სისხლნი სდიან,
Line: 32  Verse: d     და   მინდვრადა სჯობს ომი ცხენზედ,   სიმაგრეში რასა ჰქვიან?"






Strophe: 634  
Line: 33  Verse: a        ამ რჩევაზედ ბარათიანთ   წასვლის ეჭვი შეგვივიდა,
Line: 34  Verse: b     არ ჭორად თქვეს ეს ამბავი,   მედასტურე მოგვივიდა.
Page: 74   Line: 1  Verse: c        თქვეს თუ: "ღვთის მადლს ამ ჯარშიგა   არამც ეს ხმა გაგვივიდა,
Line: 2  Verse: d     და   ამად გვიჯობს ადრე შებმა,   თუ ესენი წაგვივიდა."






Strophe: 635  
Line: 3  Verse: a        დავასკვნეთ ომი ალგეთზედ,   მივმართეთ გულით მაგართა,
Line: 4  Verse: b        კაცთა სამების უცნობთა,   მაჰმადიანთა, აგართა;
Line: 5  Verse: c        ჩვენ ვეზიარნეთ ქრისტესა   ხორც-სისხლსა, მისთა ამართა,
Line: 6  Verse: d     და   რისხვით მოგვხედნა მოწყალემ,   იგ დაცემულნი აღმართა.






Strophe: 636  
Line: 7  Verse: a        ავიყარენით, რა მზემა   მწუხრად ქმნა დანასულობა,
Line: 8  Verse: b        დავდევით ქრისტეს რჯულზედა   ჩვენი ხორცი და სულობა
Line: 9  Verse: c        მხიარულად და თამამად,   რას ჰქვიან დანასულობა?!
Line: 10  Verse: d     და   აწ გამოჩნდების მოყმეთა   სიმხნისა მათ ლომ-გულობა.






Strophe: 637  
Line: 11  Verse: a        დღისით ჩავლევით ავი გზა,   ღამე ჩავედით ვაკესა,
Line: 12  Verse: b        ცოტას ხანს შემოვიცადეთ,   არ თუ ყანები დამკესა,
Line: 13  Verse: c        კახნი ამბობდეს: "ვიაროთ,   მოუხდეთ ფურებს მაკესა!"
Line: 14  Verse: d     და   რაზმი დავაწყვეთ, ვიარეთ,   მეთოფემ ტალი დაკვესა.






Strophe: 638  
Line: 15  Verse: a        რა ღამეს ბნელსა ნათელმან   მომართა, ამნ დარიდა,
Line: 16  Verse: b        მზე რა უღრუბლოდ აღმოჰხდა,   ქვეყნად მოჰფინა დარი და,
Line: 17  Verse: c        ამ დღეს მოყმესა მამაცსა   სხვას ზნით ვინ შევადარი და?
Line: 18  Verse: d     და   არ სხვას ზნეობის დრო არის,   ჟამი არს საომარი და!






Strophe: 639  
Line: 19  Verse: a        გათენდა და დავინახეთ   ერთმანერთი მუნ შორიდამ,
Line: 20  Verse: b        დავაწყევით ორთავ რაზმი,   ჩვენ აქათ და მათ იქიდამ.
Line: 21  Verse: c        მათი იდგა თვალუწდომი,   სიმრავლე სჭირს მათ გვარისამ,
Line: 22  Verse: d     და   მაგრამ ვერც სულ დაგვაღონა   სიბევრისა ჩვენ არიდამ.






Strophe: 640  
Line: 23  Verse: a        მან თურე ასრე გააწყო   მეთოფე თოფხანიანად,
Line: 24  Verse: b        ჯერ ზარბაზნები გარშემო   მომართა არაბიანად,
Line: 25  Verse: c        მას ქვეშ მუხლ-მჯდომი მეთოფე,   მეორე ზეზე დგიანად,
Line: 26  Verse: d     და   მესამე ცხენოსანია,   მეოთხე აქლემიანად.






Strophe: 641  
Line: 27  Verse: a        მივახლოვდით, კომლისაგან   მზე დაბნელდა, ჰაერიცა,
Line: 28  Verse: b        ჰგვანდა, თუცა ჩამოვარდა   ცა ქვეყანად, ან დაიქცა;
Line: 29  Verse: c        მოწმენდილი მზისა შუქი   ჩვენს წინ ღამედ გარდაიქცა,
Line: 30  Verse: d     და   ვირემ კვამლი არ განქარდა,   მათკე ვერვინ ვერ გაიქცა.






Strophe: 642  
Line: 31  Verse: a        რა განქარდა თოფის კვამლი,   შეუტივეთ ერთპირობით,
Line: 32  Verse: b        გულ-სრულად და ჯავრიანად,   ვინ ვის წინა წაუსწრობდით,
Line: 33  Verse: c        ვჰხოცდით, ვლეწდით, ჩამოვჰყრიდით,   არ ცოცხალთა შევიპყრობდით.
Line: 34  Verse: d     და   არ მოსწროდა შაბანდახან,   სულ გაწყვეტას უპირობდით.






Strophe: 643  
Line: 35  Verse: a        გავაქცივეთ დიდი რაზმი,   ის მოგვიხდა აწ მოგანეთ,
Line: 36  Verse: b        მათს ურდოსა გავაცილვეთ,   მოსვლა ერთხან შევანანეთ;
Line: 37  Verse: c        უკან ჩვენს რაზმს თავრიზელთა   უწყეს ცემა, დიდად მავნეთ,
Line: 38  Verse: d     და   გაგვიქციეს უკან ჯარი,   დაიზახნეს "გაათავნეთ."


Page: 75  




Strophe: 644  
Line: 1  Verse: a        ამასზედა "თეიმურაზ   (ვინ მუხრანსა პატრონობდა)
Line: 2  Verse: b        მოკლეს" თურე დაიზახეს.   ზოგი კაცი ჩემსა სცნობდა,
Line: 3  Verse: c        გამობრუნდეს, უფრო ამით   გულსა სალსა დამიდნობდა,
Line: 4  Verse: d     და   გამარჯვების სიხარული   აღარ ჩვენთვის დაბდაბ-ნობდა.






Strophe: 645  
Line: 5  Verse: a        ორისავე პაატასი   თქვეს, თუ მოვა მოციქულად,
Line: 6  Verse: b        ასრე ჯარსა წინ მიგიძღვნენ,   დაიჯერე უსაცილად.
Line: 7  Verse: c        გაათავეს თვისი თქმული,   სადგომსვე თქვეს დაქადილად,
Line: 8  Verse: d     და   ორნივ თოფით ჩამოყარეს,   სიცოცხლე აქვს არ სიკვდილად.






Strophe: 646  
Line: 9  Verse: a        ქვეითობა ურდოშიგა   ალაფობდეს, იტვირთოდეს,
Line: 10  Verse: b        მათ, გლახ, თურე ის ეგონათ,   მარტყოფს შოეს ლარნი ოდეს.
Line: 11  Verse: c        დაგვიმარცხდა, გამარჯვებულთ   მართ სრულ ვითმე მოისროდეს,
Line: 12  Verse: d     და   სიცხისაგან ძალწართმულნი,   ისარს ვეღარ მოისროდეს.






Strophe: 647  
Line: 13  Verse: a        კვლავ მოისრნეს დიდებულნი   ქარტველნი და კახნი ბევრი,
Line: 14  Verse: b        აღათანგის სახლის კაცი   შვიდი მოკვდა, კარგი ევრი,
Line: 15  Verse: c        სხვა ბაადურ ციცისშვილი,   კახი დავით, გულად სვერი,
Line: 16  Verse: d     და   კიდევ ბევრი კარგი მოყმე   დამიკაფნეს, ვითა ტევრი.






Strophe: 648  
Line: 17  Verse: a        ჩოლაყაშვილი შვიდი და   ცხრა კარგი მაჩაბელია,
Line: 18  Verse: b        სულ ვინ სთვლის აზნაურშვილთა,   რაც მოკლეს, საქებელია;
Line: 19  Verse: c        სხვა ბევრი იპყრეს ცოცხალი,   მოაბეს ყელს საბელია,
Line: 20  Verse: d     და   ძლივ მორჩა ალავერდელი,   გარდაგდეს ხარჭაშნელია.






Strophe: 649  
Line: 21  Verse: a        ათაბაგი ამირ-გუნხანს   იმ დღეს შეხვდა ერევნისას,
Line: 22  Verse: b        შუბი პირველ გასტეხოდა,   მინდობოდა ქნევას ხლმისასა,
Line: 23  Verse: c        სამი, თურე, ზედის-ზედა   შემოჰკრის და შესძახისას:
Line: 24  Verse: d     და   "ვარ მანუჩარ ათაბაგი,   თავს არ ვფიცავ ყაენისას!"






Strophe: 650  
Line: 25  Verse: a        მოურავმა იმ ომზედა   მუზარადი არ დაიდგა,
Line: 26  Verse: b        თქვა: "რა მიცნას ყიზილბაშმა,   ბრძოლად ახლოს ვინ მამიდგა?
Line: 27  Verse: c        თუ დავირქვა ანჩხაბერი,   ვეღარ მიცნან, ვინც წინ მიდგა,
Line: 28  Verse: d     და   არ დამიშვრეს ხელი ცუდად,   სანამ პირში სული მიდგა."






Strophe: 651  
Line: 29  Verse: a        ზურაბ ადრე დაგვიკოდეს,   თურე სისხლმან შეაწუხეს,
Line: 30  Verse: b        იმისმა ძმამ დათუნამა   და ავთანდილ დაიქუხეს.
Line: 31  Verse: c        რაზმი განვლეს, უკან სდივეს   მუნამდისი, სად დგა მუხეს,
Line: 32  Verse: d     და   ფრეწდეს მათსა საჭურველსა,   ყოფილიყვნეს ვითამ უხეს.






Strophe: 652  
Line: 33  Verse: a        თუ ჩემიც რამ მოგახსენო,   მგონ არ ვიყავ უსუარი,
Line: 34  Verse: b        საკვეხურად თუ ჩამიგდოთ,   ამად თქმისა მაქვს უარი,
Line: 35  Verse: c        არა ვთქვა და, ისრე დარჩეს,   აღარ იყოს მახსუარი,_
Line: 36  Verse: d     და   რა უქნია თეიმურაზს"   თქვან, რად არ თქვა ვით სა ვარი?






Strophe: 653  
Line: 37  Verse: a        ამის მეტსა ვერას გეტყვი,   რაცა მქონდა საომარი,
Line: 38  Verse: b        თუ ყველა არ დამემტვრიოს,   ვიქმნებიმცა მე ომარი,
Page: 76   Line: 1  Verse: c        შუბი, ხმალი, ლახტი გატყდა,   მოვიხმარე კვლა ხანჯარი,
Line: 2  Verse: d     და   სომეხადმცა ჩაგიგდივარ,   მათებრ ვირო მეომარი.






Strophe: 654  
Line: 3  Verse: a        მას დღეს მოკვდა ყიზილბაში   ათოთხმეტი ათასიო,
Line: 4  Verse: b        ცხრა ათასი საქართველოს,   ზურაბის ყმა ცხრაასიო;
Line: 5  Verse: c        მაშინდელთა დახოცილთა   კაცთ ვითა ვთქვა საფასიო?
Line: 6  Verse: d     და   ამოგვწყვიტეს, მაგრამ კიდევ   მინდა ვინმე მიუსიო.






Strophe: 655  
Line: 7  Verse: a        რას ვაგრძელებ, დაგვიმარცხდა   და ღვთის რისხვა მოგვევლინა.
Line: 8  Verse: b        არ დაბრუნდეს ღვთის ბრძანება,   ერთხელ თუ გამოავლინა.
Line: 9  Verse: c        მადლი მასვე, ადრე ხანად   კიდევ მათზედ გაგვევლინა.
Line: 10  Verse: d     და   აწ უყურე ქსანზედ მოსულთ,   თუცა რაზომ გარდავლინა!





Next part



This text is part of the TITUS edition of Archil, Archiliani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.8.2016. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.