TITUS
Archil, Archiliani
Part No. 153
Previous part

Chapter: 16-37  
Line: 25  აქა ყორჩიბაშმა ანდუყაფარ ამილახორის ცოლის გამოსაყვანად არშიდამ ზურაბს
Line: 26 
საფიცარი სთხოვა და მისცა საფიცარი: ქალი მოგცე და არცა რა ჩემს მამულში
Line: 27 
ლაშქარს დაუმარცხდესო და მოის ჩემს მამულზედ ნუ წამოვა ლაშქარი, ქსანზედ
Line: 28 
ჩამოიარონო. დასჯერდა ყორჩიბაში და გაგზავნა თორმეტიათასი კაცი. და
Line: 29 
როსტომ რომ ქართლს გაბატონდა, დაუთ, სვიმონ მეფის ძმისწული მაშინ
Line: 30 
ხოსრო-მირზა ერქვა და ის უთავა. და აწ უყურეთ თუ რას ყოფით
Line: 31 
ჩამოივლიან.






Strophe: 659  
Line: 32  Verse: a        როს შეიპყრეს ანდუყაფარ,   ცოლიც არშას დაუტყოეს,
Line: 33  Verse: b        ყაენისგან მოცემული   იყო, ამით შეიტყოეს;
Line: 34  Verse: c        ეს ლაშქარი ამით უფრო   გამოგზავნა, ის იპოეს.
Line: 35  Verse: d     და   აწ დაუწყეს ლაპარაკი   ზურაბის ძმებს, დაუყოეს.






Strophe: 660  
Line: 36  Verse: a        შეუთვალა ყორჩიბაშმა   ზურაბსა და მისსა ძმებსა:
Line: 37  Verse: b        "რად არ იცით შეპყრობილსა   ხანუმს ყაენი ეძებსა?
Page: 77   Line: 1  Verse: c        თვით შვილისა-შვილი არის,   ურჩევნია თავის ძებსა,
Line: 2  Verse: d     და   ეგ მომეცით, გავბრუნდები,   თორემ ვერვინ გამაძებსა.






Strophe: 661  
Line: 3  Verse: a        ფიცსა მოგცემ, შენს მამულსა   მე ვაწყინო არა რამე,
Line: 4  Verse: b        თქვენც აგრევე შემომფიცეთ,   საფიცარი მოგცე რა მე,
Line: 5  Verse: c        ჩემს ლაშქარსა თქვენს მამულში   არა ევნოს თქვენიდამე,
Line: 6  Verse: d     და   მერმე დიდს ჯარს გამოვგზავნი,   გამოვიყვან ცისიდამე."






Strophe: 662  
Line: 7  Verse: a        მოსლოდათ ეს ამბავი, ეთქვათ:   "კაი რჩევა არის."
Line: 8  Verse: b        მისცეს ამათ საფიცარი.   თქვეს თუ: "ფიცად მგონივ კმარის,
Line: 9  Verse: c        ჩვენს მამულში არა ევნოს,   მაგრა მოის გზა არ არის,
Line: 10  Verse: d     და   მოის ქსანზედ წამოვიდენ,   შიში ნუ აქვთ ავის დარის."






Strophe: 663  
Line: 11  Verse: a        გამოგზავნილთა არაგვი   შევლეს, მივიდენ არშასა.
Line: 12  Verse: b        გიორგი არჩევს სხვას თათბირს   და ერიდება არ შასა,
Line: 13  Verse: c        ისარს დაუწყებს სროლასა,   თოფსა დაუძრავს მაშასა,
Line: 14  Verse: d     და   ხანებს დაუხოცს ყაენსა,   ხონთქარს არც ერთსა ფაშასა.






Strophe: 664  
Line: 15  Verse: a        მივიდა არშას ლაშქარი,   გამოიყვანეს ხანუმი,
Line: 16  Verse: b        საგძალი არ შეიტანეს,   ხან მწვარი ჭამეს, ხან უმი.
Line: 17  Verse: c        ავს დღეს შეასწრო გიორგიმ   ქალი გამდელი, ხადუმი.
Line: 18  Verse: d     და   რა გამოსცილდეს ლომისას,   ხმა არის. მო დასადუმი.






Strophe: 665  
Line: 19  Verse: a        გამოსცილდენ ლომისასა,   უკან მოჰყვა მათ გიორგი.
Line: 20  Verse: b        გამოიქცნენ, არ უყურეს,   რაც მოსდევდა უკან ბარგი;
Line: 21  Verse: c        მოჰხოცდეს და მოსძახოდეს:   წინ დამხდომნო, აწ ივარგი!
Line: 22  Verse: d     და   ეს სახელი მე მიქნია,   ნუგზარის შვილს, ჩემთვის დარგი."






Strophe: 666  
Line: 23  Verse: a        ეს ამად ქნეს, თუმცა ფიცი   გასტეხოდათ ამათ არა,
Line: 24  Verse: b        მოსწეოდენ სხვის მამულში,   დაეზახა იმათ არა.
Line: 25  Verse: c        ყიზილბაშთ ჭკვა დაეცდინათ,   არ ხლებოდათ მათარა,
Line: 26  Verse: d     და   კარგად სჯობდა გაესინჯა,   მოეხაზა, მოეთარა.






Strophe: 667  
Line: 27  Verse: a        წინ დაუხვდა მოურავი   და იასე, ქსნის მპყრობელი,
Line: 28  Verse: b        ქაიხოსრო, მუხრანისა   ბატონია, ხლმის მსობელი,
Line: 29  Verse: c        ზურაბ, ქველი მეომარი   და დათუნა საქებელი,_
Line: 30  Verse: d     და   წინ დაუხვდენ გამოქცეულთ,   აწყევინეს მათ მშობელი.






Strophe: 668  
Line: 31  Verse: a        ჩაიყარეს ორთავ შუა   უკან მამყოლთ, წინ დამხდომთა.
Line: 32  Verse: b        ყორჩიბაშსა ამ რჩევისთვის   აგინებდეს ვერ მიმხდომთა:
Line: 33  Verse: c        "ცოცხალს რაღა მოგვარჩენდა,   არშას ციხის ჩვენ მიმხდომთა?"
Line: 34  Verse: d     და   უფროს ჰხოცდეს მახვილითა,   სხვათ აქა-იქ კლდეზედ მხლტომთა.






Strophe: 669  
Line: 35  Verse: a        წასვლის ღონე აღარ ჰქონდათ,   მათ მოეღოთ სულ ხელ-ფეხი,
Line: 36  Verse: b        გაურისხდათ შემოქმედი,   მოევლინათ ზეცით მეხი,
Line: 37  Verse: c        ვეღარც ხმასა იღებდიან,   არ ისმოდა მათგან ჭეხი,
Line: 38  Verse: d     და   ქარქაშიდამ მათს ისრებსა   ართმევდიან, ჰქონდისთ ჩეხი.


Page: 78  




Strophe: 670  
Line: 1  Verse: a        წინ შეუკრეს ასრე გზები,   არსით კარი გაეღება,
Line: 2  Verse: b        იგინი დგეს უჩემარად,   ამათხმა არ შეეღება;
Line: 3  Verse: c        სისხლთა მათთა მინადენთა   სამ დღე ქსანი შეეღება,
Line: 4  Verse: d     და   ცხენი, მათი საჭურველი   ამათს სახლში შეიღება.





Next part



This text is part of the TITUS edition of Archil, Archiliani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.8.2016. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.