TITUS
Petre Laradze, Dilariani
Part No. 288
Previous part

Subchapter: [68]  
Line of ed.: 11  აქა წინაშე დილარ მძლეველისა მის მნათობისა ზეფირისა მონა\თა
Line of ed.: 12 
მოსვლა მოსაკითხავად და მრავალთა საჭურჭლეთა გასაღებთა
Line of ed.: 13 
მორთმევა ყოველთა საცხადოდ.


Line of ed.: 14       დღესა ერთსა ნადიმსა ზედა ვსხედით, და მოვიდნენ მო\ნანი
Line of ed.: 15    
ზეფირისანი, და მოიღეს სამთა გოდოლთა საჭურჭლე\თა
Line of ed.: 16    
გასაღებნი, რომელიცა შეჰსდგებოდა ათ-ორმეტ ათასს
Line of ed.: 17    
საჭურჭლედ, თაყვანი ჰსცეს დილარს და მოახსენეს: "დიდო
Line of ed.: 18    
და ძლიერო ჴელმწიფეო, ესე საჭურჭლეთა გასაღებნი მო\გართვათ
Line of ed.: 19    
პატრონმან ჩვენმან მნათობმან ზეფირ, და ესე მო\გახსენათ:
Line of ed.: 20    
"მიბრძანეთ უკლებელად თქვენისა მშვიდობისა ჰამ\ბავი,
Line of ed.: 21    
სტუმარსა შენსა კარგად განუსვენე, და, ვითა ჰშვენის
Line of ed.: 22    
ჴელმწიფებასა შენსა, ეგრეთ ჰხვდებოდეო". რა დილარ მძლე\ველმან
Line of ed.: 23    
ესე მოისმინა, აღჰსდგა და მადლობა ზედგომით მო\ახსენა,
Line of ed.: 24    
და ესრეცა შეჰსთვალა, ვითა: "ჱე სულისა ჩემისა გან\სასვენებელო
Line of ed.: 25    
მენაკო, ჰგავს, რომე დიდებულისა ტახტისა
Line of ed.: 26    
თქვენისა წინაშე ზეფირს შეუსმენივარ სიძუნწესა ზედა, და
Line of ed.: 27    
მართალცა არს, მით რომე სახლისა უხუცესი ჩემი იჭირ\ვის
Line of ed.: 28    
სარგებლობისა თვის ჩემისა, და სახელისა შეძინებასა ჩემ\სა
Line of ed.: 29    
არა ეძიებსო". მონანი იგი წავიდნენ, მაშინ კვლა უმეტე\სად
Page of ed.: 485   Line of ed.: 1    
მივეცენით მხიარულებასა, და დილარმან დაიწყო გაცე\მისა
Line of ed.: 2    
განმრავლებაჲ ესრეთ, რომე თვით ლასურ და ყოველნი
Line of ed.: 3    
კრებულნი მისნი ჰკვირობდენ ეგეოდენსა სიმრავლესა ძვირ\ფასთა
Line of ed.: 4    
ნივთთასა და სიუხვესა გულისა მისისასა, და იტყო\დეს:
Line of ed.: 5    
"არა ყოფილ არს ქვეყანასა ზედა სხვა მსგავსი დილარი\სა
Line of ed.: 6    
ძლიერებითა, გინა ჴელმწიფებითა, და არცა სადა ვის ეს\ოდენნი
Line of ed.: 7    
განსადიდებელნი ბრძოლანი გარდაუხდიანო". აქებ\დეს
Line of ed.: 8    
ყოველნივე და შეჰსწირვიდეს გულთა თვისთა. ეგე ვი\თარითა
Line of ed.: 9    
გარდამატებულითა სიუხვითა და გამოჩინებულითა
Line of ed.: 10    
მასპინძლობითა განუსვენა ლასურ ჴელმწიფესა დილარმან
Line of ed.: 11    
ორ-მეოცსა დღესა, ესრეთ, რომე წინა დღისა პურობასა და
Line of ed.: 12    
ძღვენთა ძღვნობასა შემდგომისა დღისანი უმეტეს უაღრესობდა.


Next part



This text is part of the TITUS edition of Petre Laradze, Dilariani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.8.2016. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.