Strophe: {1} | ||
Line of ed.: 12 Verse: a | მიუწერო ლომო, შენთვის | მზემან შუქნი გაამდიდრა, |
Line of ed.: 13 Verse: b | უკუნს ხაოსს განგარიდა, | ბნელი უფსკრულს დაამკვიდრა, |
Line of ed.: 14 Verse: c | ცრემლთა შენთა შეწყალება | გულსა თვისსა მიიმზიდრა, |
Line of ed.: 15 Verse: d და | ტრფობა შენი მანცა მრავლად | მოივაჭრა, მოიმსყიდრა. |
Strophe: {2} | ||
Line of ed.: 16 Verse: a | მალედ მოგივლენ წამები, | თვით შენგან სანეტარები, |
Line of ed.: 17 Verse: b | არ ცუდად გდინდა თვალთაგან | უხვად ცრემლისა ღვარები, |
Line of ed.: 18 Verse: c | აჰა ბნელს გულსა მოგფინა | ცამან წყალობის დარები, |
Line of ed.: 19 Verse: d და | ადრე იხილო, რაცა არს | თვით შენგან შენაყვარები! |
Strophe: {3} | ||
Line of ed.: 20 Verse: a | შენმან გთხოვა სატრფიალომ, | რომე ტანსა კაბა გცმოდეს, |
Line of ed.: 21 Verse: b | იგი ჰნებავს შენეულად | შეიმოსოს, მას ეტრფოდეს, |
Line of ed.: 22 Verse: c | მისი თვისდა მიგიზიდოს, | არღა გული ველად გრბოდეს, |
Line of ed.: 23 Verse: d და | სხვა ესრეთი ჟამი ტკბილი | გღირსებია არა ოდეს. |
Strophe: {4} | ||
Line of ed.: 24 Verse: a | შენთვის შეიქმნა აწითგან | წალკოტის კარნი ღიანი, |
Line of ed.: 25 Verse: b | ვარდისა კვალსა გეღირსა, | შეხვალ ჴელმწიფე სვიანი, |
Page of ed.: 548 Line of ed.: 1 Verse: c | დაგხვდების ყვავილ მრავლობა | და იგი ნაზნი იანი, |
Line of ed.: 2 Verse: d და | ვნატრი, კოკობი ვარდი დაიჴელთო | სუნნელ იანი. |
Strophe: {5} | ||
Line of ed.: 3 Verse: a | გამოჰგზავნე იგი კაბა, | ჰქმენ საქმისა მოჰსწრაფება, |
Line of ed.: 4 Verse: b | შეუმზადო, ვიდრე მისი | განიღვიძებს ჴელმწიფება, |
Line of ed.: 5 Verse: c | ანუ იგა მნათობთ დასნი | მზესა თანა შემოჰკრბება, |
Line of ed.: 6 Verse: d და | ნურღა ჰბნდები, შენთვის არის | მისის გულის იეფება. |
Strophe: {6} | ||
Line of ed.: 7 Verse: a | ამა მონასა ამის თვის | ვუქმენ შენთანა ჰფრენადა, |
Line of ed.: 8 Verse: b | შენისა საყვარელასი | მაქვს ძღვნისა გამოჩენადა, |
Line of ed.: 9 Verse: c | მისეულითა შეიმკვე | ტანი, გულსა გხვდეს ლხენადა, |
Line of ed.: 10 Verse: d და | დაგვიწყდეს ჭირნი ყოველნი, | მოგშორდეს სევდა სენადა. |
Strophe: {7} | ||
Line of ed.: 11 Verse: a | ამავე დილით მოვასწრა, | მე ესე მესწრაფებიან, |
Line of ed.: 12 Verse: b | მალედ მიგზავე, სამყისოდ, | ნუღარა გეყოვნებიან, |
Line of ed.: 13 Verse: c | ვითა ზეგარდმო ბრძანება, | მისნი არ დაიგდებიან, |
Line of ed.: 14 Verse: d და | მას ვიმოქმედებ, რაცაღა | თვით გულსა გეწადებიან! |
Strophe: {8} | ||
Line of ed.: 15 Verse: a | აწ გაბრჭე ბრძნულად საშენოდ | მისგან გულისა დადება, |
Line of ed.: 16 Verse: b | შენის შვებისა წალკოტის | შენთვის საამოდ მზადება, |
Line of ed.: 17 Verse: c | ვითღა იქმნების უმეტეს | მისგან სურვისა ცხადება, |
Line of ed.: 18 Verse: d და | შენთვის ისწრაფის, ნუ გინა | სიტყვისა კვლა და კვლადება. |
Strophe: {9} | ||
Line of ed.: 19 Verse: a | რა არწივი შავარდენსა | თვისსა ნებას მოიყვანებს, |
Line of ed.: 20 Verse: b | არ მიჰხედავს გვიძინსა და | თავსა მაღლად აღიყვანებს, |
Line of ed.: 21 Verse: c | ნუ თუ მისებრ დაგავიწყდე, | ადრე გჰკადრებ ამისთანებს, |
Line of ed.: 22 Verse: d და | სამსახური შთამიტარო, | საქმეს მისცე შეუგვანებს! |