TITUS
Petre Laradze, Dilariani
Part No. 374
Previous part

Subchapter: [38]  
Line of ed.: 1  აქა ანავსია ჴელმწიფამან კვლა მიიწვია იგი ჴელმწიფენი მეფენი და
Line of ed.: 2 
დიდებულნი და სამსა დღესა გარდაიხადა პურობა დიდი და აღავსნა
Line of ed.: 3 
ყოველნივე წყალობითა და ნიჭითა.


Line of ed.: 4       ოდეს ანავსია ჴელმწიფამან უბოძა მათ მნათობთა ყო\ველთავე
Line of ed.: 5    
თანასწორად მზითევნი და იგინიცა ეპატრონნენ
Line of ed.: 6    
თვისთა მათ ხვედრთა, შემდგომად მიუწოდა ყოველთავე ერთ\ბამად
Line of ed.: 7    
სრასა თვისსა და დაუგო პური უმჯობესი პირველისა,
Line of ed.: 8    
და შეჰქმნეს ქალთა მათ მნათობთა კვლა უკეთილესი შუშ\პრობა
Line of ed.: 9    
და ყოველთა თვალნი და გულნი განაკჳრვნეს უშვე\ნიერესითა
Line of ed.: 10    
მით ჰრხევითა და შუშპრობითა. ეგე ვითარითა დი\დებულითა
Line of ed.: 11    
პურობითა და მხიარულებითა სამსა დღესა კვლა
Line of ed.: 12    
შეაქცივნა ანავსია ჴელმწიფემან იგი ყოველნი ჴელმწიფე მე\ფენი
Line of ed.: 13    
და დიდებულნი და აღავსნა მიუთხრობელითა წყალო\ბითა
Line of ed.: 14    
და ნიჭითა ესრეთ, რომე თჳთოთა მეინახეთა სახლთა
Line of ed.: 15    
შინა ას ასნი ტჳრთნი სუფრისა ჭურჭელნი თვალთა თლილ\თანი
Line of ed.: 16    
შეჰკრიბნეს თგნიერ ოქროთა და ცეცხლთა და მპრ ფას\თა
Line of ed.: 17    
ოქრო ქსოვილთა სამოსელთა ბოხჩანი ორი ათასნი თვი\თოსა
Line of ed.: 18    
სახლსა მიჰზიდნეს და ესრეთ აღვსილნი მხიარულებითა
Line of ed.: 19    
და წყალობითა მოეშალნენ პურობასა და წარვიდნენ თვისთა
Line of ed.: 20    
სამყოფთა. მათ ჴელმწიფე მეფეთა და მოყმეთა დილარისათა
Line of ed.: 21    
თვისნი იგა სატრფონი განუმხიარულებდეს გულთა და გან\კჳრვებულნი
Line of ed.: 22    
შვენიერებასა მათსა ზედა სურვილ განმრავლე\ბულნი
Line of ed.: 23    
შეჰსწირვიდენ თავთა თვისთა და ამისთჳს უმეტესად
Line of ed.: 24    
ეტრფოდენ, რომე რავდენ გზისცა მათსა ვარდისა კვალსა შე\ეხებოდეს,
Line of ed.: 25    
ეგრეთვე სხვასა შეხებასა შინა მის პირველისაებრ
Line of ed.: 26    
კვალი იგი ვარდისა მტკიცეობდა. ამის გამო უმეტესისა სიტ\კბოებითა
Line of ed.: 27    
ზედა დაჰსჭიკჭიკებდეს და მარადის კოკობსა ვარდ\სა
Line of ed.: 28    
გარდაშლიდეს და შემდგომად კოკობსავე ვარდსა ეალერ\სებოდეს,
Line of ed.: 29    
მათსა ჭვრეტასა ვერღა მოჰსცილდებოდეს, სულსა
Line of ed.: 30    
ჰსძღვნიდეს და გულსა მათისა სიყვარულისა მუჯამარსა ზედა
Page of ed.: 673   Line of ed.: 1    
დასწვიდეს, ადიდებდეს დილარისა ჴელმწიფებასა, რომელმანცა
Line of ed.: 2    
ღირს ჰყვნა იგინი ეგე ვითარსა მიუთხრობელსა სიტკბოებასა.
Line of ed.: 3    
იყვნენ ყოველნივე ზესთა თავისა მათისა მხიარულებასა, შვე\ბასა
Line of ed.: 4    
და განცხრომასა შინა. გარნა იგი უებრო მოყმე დილარ
Line of ed.: 5    
ოდენ დაჰშთა თვისისა წალკოტისა ნაყოფისა მოუსთვლელი,
Line of ed.: 6    
ილეოდა და მოელოდა წამითი წამად ნებისა დაჰრთვასა. თუმ\ცა
Line of ed.: 7    
ანავსია ჴელმწიფაცა არა უსურველ იყო, გარნა აკლდა
Line of ed.: 8    
დღენი რავდენნიმე თჳსისა პაემნისა სრულ ყოფასა და ამის
Line of ed.: 9    
თვის მოდავე ითმენდა და ესე არა უწყოდა, რომე თჳსისა
Line of ed.: 10    
პაემნისა სრულ ყოფადმდე განგება მათ ზედა რასა იმოქმედე\ბდა
Line of ed.: 11    
და ანუ ვითარნი დღენი ესხნეს წინარე მომავალნი (ავ\ქსონი:
Line of ed.: 12    
ბედი რა კაცსა მხიარულებისა ჩანგსა უცემდეს, თვით\ცა
Line of ed.: 13    
შუშპრობასა ესწრაფოს, თუ არა რა ერთ გზის შეაქცევს
Line of ed.: 14    
ზურგსა, მისიღა მობრუნება გაძნელდების). დილარ მომლოდ\ნელი
Line of ed.: 15    
სვისაგან კათედრსა აღსვლისა და დაგვირგვინებისა, იყო
Line of ed.: 16    
მარადის პურობასა, ნადიმობასა, ნადირობასა, ბურთაობასა,
Line of ed.: 17    
აშფაშაგობასა, სიუხვესა და გაცემასა შინა.


Next part



This text is part of the TITUS edition of Petre Laradze, Dilariani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.8.2016. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.