TITUS
Kartuli Samartlis Dzeglebi VI
Part No. 197
Previous part

Text: 197.  
Line of ed.: 13   197. განჩინება ხონის ეკლესიისა და ფაღავების ყმის საქმეზე

Line of ed.: 14  
1807 წ. (?)


Line of ed.: 15        ქ. დავსხედით ბჭვენი და მოსამართლენი და მთავარეპისკოპო\სის
Line of ed.: 16     
მაგიერი კაცი მახობა ქუთათელაძე და მურძაყან\ფაღავასა
Line of ed.: 17     
და ზაალ ფაღავას შვილები გავაბჭვეთ.

Line of ed.: 18        
მახობამ უჩივლა: დასაბამიდგან ხონის ეკლესია და
Line of ed.: 19     
წმინდის გიორგის ხატი რომ ხონს გაკეთებულა, მას დღეს აქეთ
Line of ed.: 20     
წირქვაძენი თავისი ყოფა-ცხოვრებით ხატის არის, და თქვენ
Line of ed.: 21     
გვართმევთ და არ ანებებთო, და ვდაობთო.

Line of ed.: 22        
ფაღავამ უპასუხა: მართალია, წირქვაძენი ხატის ყმა
Line of ed.: 23     
არის და არც გეცილებით და არც გედავებით, მაგრამ ეს ერთი მო\სახლე
Line of ed.: 24     
კაცი ჩვენს პაპას ყოლია, ჩვენ მამის მამას ყოლია, და ჩვენმა
Line of ed.: 25     
მამამ ჩვენ დაგვიტოვა და გვყავს; ეს არც ხატის არის და არც სხვისი
Line of ed.: 26     
არის; ჩვენი ჩვენ გვყავს, თქვენ ხელი არა გაქვსთო.

Line of ed.: 27        
მახობამ აშორო სთქვა: თქვენს ძველს და არც
Line of ed.: 28     
ახალს იმ გლეხშიდ ხელი არ გქონდესთ, რაც ხატის არ არისო.

Line of ed.: 29        
აწ ეს გავსინჯეთ, მაგრამ სიგელი არც ფაღავას აქვს და არც
Line of ed.: 30     
ხატისა და ეკლესიის არის; და ვერც სწორი და მომსწრე მოწამე
Line of ed.: 31     
ვნახეთ. და ეს გლეხი დიდის ხნით ფაღავას ყოლია, დღესაც ფაღა\ვას
Line of ed.: 32     
ყავს და სამართალი ფაღავას დარჩა.

Line of ed.: 33        
და ასე გავაჩინეთ: იმ გლეხშიდ რამდენიც კაცისული იყოს,
Line of ed.: 34     
იანგარიშონ და თითო კაცისულზედ ექვს-ექვსი გლეხი კაცი დააფი\ცოს
Page of ed.: 394   Line of ed.: 1     
ფაღავამ, ასე რომ: "ჩემის პაპისა და მამის და ჩვენის ძველის
Line of ed.: 2     
რაც არ არის, ის ერთი გლეხი წირქვაძე არც ხატის და არც ეკლე\სიის
Line of ed.: 3     
არ იყოს; და არც ჩვენს მამა-პაპას და არც ჩვენ იმაშიდ შემ\ცილე
Line of ed.: 4     
კაცი გვყავდეს".

Line of ed.: 5        
თუ ასე დაიფიცონ, რას ვინმე ემართლება. და თუ ვერ დაიფი\ცონ,
Line of ed.: 6     
ტყუვილა დაუკავებია ფაღავას, დღემდის ძალით სჭირვია და
Line of ed.: 7     
დღეს ხატსა და ეკლესიას უნდა დაუტოვოს. ფაღავას იმ გლეხშიდ
Line of ed.: 8     
ხელი აღარ ექმნება.


Line of ed.: 9   1. ბატონიშვილი ნიკოლოზ.

Line of ed.: 10  
2. ლეჩხუმის სარდალ-მოურავი გელოანი ბერი.
Manuscript page:  



Next part



This text is part of the TITUS edition of Kartuli Samartlis Dzeglebi VI.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 28.3.2019. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.