TITUS
Kartuli Samartlis Dzeglebi VIII
Part No. 458
Previous part

Text: 458.  
Manuscript: Ad-579 
Line of ed.: 16   458. არზა იმერელ მახარებლისა გათარხნების თაობაზე
Line of ed.: 17  
გიორგი XII-ის ოქმით

Line of ed.: 18  
1798 წ. 21 ივლისი


Line of ed.: 19        ქ. ღმერთმან საქართუელოს ჴელმწიფის ჭირი მომცეს ვანთას
Line of ed.: 20     
მყოფს მახარებელს.

Line of ed.: 21        
ჩემო ჴელმწიფევ, იმერეთიდამ გადმოვარდი, შვიდი წელიწადი
Line of ed.: 22     
ფხოველშ გახლდი და შვიდი წელიწადია რომ აქ ვანთ ას
Line of ed.: 23     
გახ/ლავარ.

Line of ed.: 24        
იმერეთიდამ ჩემი ნაბატონევი გარდმოვიდა, ქრთამი დახარჯა და
Line of ed.: 25     
ორი ვაჟი და ერთი ქალი ჩემი შვილები დამტაცეს იასაულებმა და
Line of ed.: 26     
მიმიცეს; იმ ჩემმა ნაბატონევმა იმერეთს გარდაასხა. ჩემი მეუღლე
Line of ed.: 27     
იმაზედ ავათ გახდა, ასე მითხრა: თუ შვილებს არა ვნახავ, მოვკვდე\ბიო.
Page of ed.: 480   Line of ed.: 1     
წაველ იმერეთს, იმათი მოპარვა დავაპირე, შემიტყეს და მეც
Line of ed.: 2     
დამიჭირეს, გაყიდვას მიპირებდენ, გამოვეპარე.

Line of ed.: 3        
აქ რომ გიახელ, შვილების ჯავრით ცოლიც მომიკვდა, ერთი ქალი\ღა
Line of ed.: 4     
დამრჩა, ვართ ორნი სულნი. ჩვენი სარჩო და ქონება, შენს მზეს
Line of ed.: 5     
ვიფიცავთ, ერთი დღის ყანა არის, ისიც ტყისა, რომ ნახევარ დღისა
Line of ed.: 6     
ძლივ არისი. ის ჩემი ქალიც ექვსის წლისა არის, მეც სხვა რიგათ სნე\ული
Line of ed.: 7     
გახლავარ.

Line of ed.: 8        
გევედრები თქვენად ასამაღლებლად, რომ ბეგარიდამ ხარჯიდამ
Line of ed.: 9     
და ჯარიდამ გამათარხნოთ და გამანთავისუფლოთ. ივლისის კა, ქორო\ნიკოს
Line of ed.: 10     
უკვ.

Line of ed.: 11        
ქ. ჩვენ მაგიერად მოურავს ფრიდონ ჯანდიერიშვილს
Line of ed.: 12     
ასე ეუწყოს. მერე ამ არზის პატრონი რადგან ამისთანა ღარიბი და
Line of ed.: 13     
შეუძლებელი ხიზანი კაცი არის, ამას ხარჯსა, გამოსაღებსა, ბეგარას
Line of ed.: 14     
და ჯარში ნუ გარევ, რადგან სნეული არს; და ნურას სთხოვ და ნურცა
Line of ed.: 15     
რას გამოართმევ. ივლისის კა, ქორონიკონს უპვ. გიორგი
Manuscript page:  



Next part



This text is part of the TITUS edition of Kartuli Samartlis Dzeglebi VIII.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 28.3.2019. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.