TITUS
Parsadan Gorgijanidze, Istoria
Part No. 52
Previous part

Chapter: (52)  
Line of ed.: 28       აქა მეფის როსტომის ილღარის ქალაქით, მზის ჩასვლისას ცხენს შეჯდა,
Line of ed.: 29    
გათენებისას შობის დღისას ახალგორს ერისთვებს თავს დაესხა და გაიმარჯვა
Line of ed.: 30    
მღ̃თითა. ქალაქს შიგ მჯდომს მეფეს როსტომს ანბავი მოუვიდა, რომ ხვალ
Line of ed.: 31    
შობას ორნივ ერისთვები და იოთამ ამილახორი ახალგორს შობას ერთგან იქ\მონენო
Line of ed.: 32    
და იქ ლაშქარს შეიყრიანო და ბატონს თეიმურაზს საფურცლეს შემო\ეყრებიანო,
Line of ed.: 33    
იქიდამენ ცხეთას მოვლენო და ვისაც მათთან პირობა აქვთო, იქ შე\ეყრებიან
Line of ed.: 34    
და შეჰფიცვენ. რა ეს მეფეს მოახსენეს, ფიცხლავ მუჴრანის ბატონს
Line of ed.: 35    
ბახ(უ)ტას, რომ უკანას დროს თავისის ბატონის ადგილსზედ გამეფდა, წინგნი მის\წერა --
Line of ed.: 36    
შენის ლაშქრითო მზას დამხვდიო, რომე მღ̃თისა შეწევნიათაო ამაღამ
Line of ed.: 37    
მანდ მოვალო. კაცი რომ გაისტუმრა, ჯარჩი დააძახეს: ვაი იმასაო, რომელსაც
Line of ed.: 38    
ცხენი ჰყვანდესო, მზის ჩასვლისას ცხეთას არ დამხვდენო, ავად მივეპყრობიო.
Line of ed.: 39    
ვითაც ახლო იყო, ყველანი მეფეს უწინ მივიდნენ. რა მეფემ ამდენი ჯარი ნახა,
Line of ed.: 40    
დიაღ იამა და მრავალი საიმედო სიტყვები ჯარს უბრძანა და მუჴრანის ბატონს
Line of ed.: 41    
ჩაფარი გაუგზავნა, რომ ჩვენც კარგის ჯარით მოვდივართო და თქვენც თქვე\ნის
Line of ed.: 42    
ჯარით მზათ დაგვხვდითო, რომ მღ̃თის შეწევნითაო გაუთენებლივ თავს
Line of ed.: 43    
დავესხმითო. რა მეფე მუხრანს მივიდა, მუხრანის ბატონი კარგის ჯარით შე\მოეყარა
Line of ed.: 44    
და მეფეს იამა და აღარ შეისვენა და ჩქარათ იარეს, შობას დილას
Page of ed.: 250   Line of ed.: 1    
ახალგორს ლოცვაზედან მდგომთ თავს დაესხნეს და იმ დღეს მუხრანის ბატონის
Line of ed.: 2    
მამაცობის ქება და ისინი შეუტყობარნი იყვნეს და თავსდასხმის ეჭვიც
Line of ed.: 3    
არა ჰქონდა(თ). რა ძახილი შეიქნა, ცხენი და იარაღი ვეღარ მოისწვრეს და არც
Line of ed.: 4    
ამათ დაახალეს. ანაზდეული მოულოდნელი საქმე მოუვიდა. ისინი ზოგნი ცხე\ნით
Line of ed.: 5    
გარდიხვეწა და ზოგნი ქვეითათ, აქეთ იქით გარდიხვეწნეს და იმათი მას\პინძლობის
Line of ed.: 6    
საჭმელი მეფის ლაშქარმან შეჭამა. მეფემანც სადილ ვახშამი იმათს
Line of ed.: 7    
სადგომს ჭამა და მეორეს დღეს, ვისაც დარჩენილი კაცნი ჰყვანდა, მეფეს წინ
Line of ed.: 8    
მოუსხეს. მეფემ ყველაკანი გააშვებინა და თვითან გორისაკენ წაბძანდა და იმ
Line of ed.: 9    
ზამთარს იქ დადგა. ელიზბარ დავითისშვილი ყაენიდამ მოვიდა და ხალათი და
Line of ed.: 10    
ბატონისშვილი ლვარსაბ მოიყვანა.

Next part



This text is part of the TITUS edition of Parsadan Gorgijanidze, Istoria.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 21.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.