TITUS
Parsadan Gorgijanidze, Istoria
Part No. 54
Previous part

Chapter: (54)  
Line of ed.: 1       აქა ადამ სულთნის სარდრობა საქართველოზედან ერანის ლაშქრით
Line of ed.: 2    
თავისის ბიძის როსტომ მეფის მოსაშველებლად. ამ ლაშქრის მოსვლა ბატონ\მან
Line of ed.: 3    
თეიმურაზ შეიტყო და ახალციხით ბატონი ანახანუმ, ნოდარის და ზალ ერის\თვის
Line of ed.: 4    
სიდედრი, მეფესთან სახვეწარათ მოვიდა და ძმისა და სიძის უვნებლობის
Line of ed.: 5    
საფიცარი სთხოვა და მეფემ უბოძა და ნოდარის ომში ამისი მაზლი მისის შვი\ლით
Line of ed.: 6    
ოტიათი და ორნი ანახანუმი(ს) შვილები გიორგი და ხუცია დაირჩინეს და
Line of ed.: 7    
ყაენსთან გაგზავნეს და ისპაჰნს ტყვეთ იყვნეს. იმათ მოსხმასაც შემოეხვეწა, მე\ფემ
Line of ed.: 8    
შეიწყალა და ასრე უბრძანა: თუ ერისთავი ყაენის კარს წავა, შემოვირი\გებო
Line of ed.: 9    
და ყაე(ნი)ს კარით ისრევე მალ მოვიყუანო, მაზლსა და შვილებსაც მოგი\ხმევინებო
Line of ed.: 10    
და საციციანოსაც ნოდარს მივსცემო, ერისთავსაც რაც ქართლში მა\მული
Line of ed.: 11    
ჰქონებია, იმასაც მივსცემო და ყაენისაგან კარგს სოფლებსაც უშ(ო)ვნიო. ამ
Line of ed.: 12    
რიგი საფიცარიც უბოძა, ვითაც როსტომ მეფე ფიცსა და პირობას არ გარდვი\დოდა,
Line of ed.: 13    
არც უმტყუვნებდა. ბატონმან ანახანუმ მეფის საფიცარი თავის სიძეს ზალ
Line of ed.: 14    
ერისთავს მიუტანა. რა სიდედრი მიუვიდა, ერისთავი მეფესთან ქალაქს ჩავიდა
Line of ed.: 15    
და ფეხს აკოცა და მეფემან კარგის თვალით ნახა და მრავალი უბოძა და რაც
Line of ed.: 16    
ქალაქში ვაჭრები ჰყოლებოდა, ისინიც მისცა და ისევე მალე საერისთოს გაის\ტუმრა
Line of ed.: 17    
და რა ნოდარს საფიცარი მიუვიდა, საფარ ფაშამ თავისი ქემხა ოსმან
Line of ed.: 18    
ათა თან გამოატან(ა), ქართლი ჩამოიარა და ქალაქს მეფეს ფეხს აკოცა. შეიწ\ყალა
Line of ed.: 19    
და საციციანო მისი ნაქონი მასვე უბოძა. ომარ აღასაც მრავალი მისცა
Line of ed.: 20    
და გაისტუმრა და ეს ანბვები ყაენს მისწერა და ჩხეიძე გიორგი და ოტია მოა\აყვანინა
Line of ed.: 21    
და ბეჟია და ხუცია იქივ ყაენის კარს დარჩნეს და ადამ სულთან ერა\ნის
Line of ed.: 22    
ლაშქრით ისრევ დააბრუნეს.

Next part



This text is part of the TITUS edition of Parsadan Gorgijanidze, Istoria.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 21.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.