TITUS
Qaramaniani
Part No. 30
Previous part

Chapter: (30) 
Page of ed.: 213 
Line of ed.: 12  აქა საჰმან ადამიანთ მონათესავის მოსლვა
Line of ed.: 13 
ყარამანის წინაშე


Line of ed.: 14       იმჟამად ჰაერიდგან ერთი რამ გამოჩნდა, რომ დევნი და ფერი\ანი
Line of ed.: 15    
და ჯინნი სრულებით გაოცდნენ და ყურება დაუწყეს. ესრეთ
Line of ed.: 16    
იტყოდნენ, ეს რა საკვირველება უნდა იყოსო? მასვე წამს ნახეს,
Line of ed.: 17    
რომ ჰაერიდამ მეხივით რაღაც ჩამოხდა და ხელთა სამას ლიტრიანი
Line of ed.: 18    
ნაჯახი ეჭირა. რა დევთა და ჯინთა იგი მართლად განიცადეს, იც\ნეს,
Line of ed.: 19    
რომ საჰმან ადამიანთ მონათესავე იყო, რომელიც გივიმარას
Line of ed.: 20    
ხელმწიფემ მრავლის ცდით ძლივს ხელში ჩაიგდო და საპყრობილეს
Line of ed.: 21    
დაამწყვდია. ესე იგი საჰმანი არისო, რომლისგანაც ყაფოს მთის
Line of ed.: 22    
დევნი შეძრწუნებულნი იყვნენო, გულდანდობით ვერ დაიძინებ\დნენო.
Line of ed.: 23    
რა საჰმან სრულებით გაიცადეს ჯინთა და დევთა, მისის
Line of ed.: 24    
შიშისაგან შემოდგომის ფურცელივით კანკალი დაიწყეს. დღეო, ვაჰ,
Line of ed.: 25    
ჩვენსა დღესაო და ჩვენსა გაჩენასაო, რომ ამისთანა დროს შევეს\წარითო.
Line of ed.: 26    
ესე გაუკითხავი მტერი ჩვენი თვალით ვიხილეთო, ამის
Line of ed.: 27    
ხელისაგან სრულიად ქვეყანა ამოსწყდებაო, ვერც ჩეენ გადაურჩე\ბითო
Line of ed.: 28    
და ვერცა ქუი-ყაფის დევნით და ვერცარა აჰანგის ციხის
Line of ed.: 29    
მყოფნი. რა ამ საგონებელში იყვნენ, უცნობო შეიქმნენ.

Line of ed.: 30       
იმჟამად, რა ყარამან თვისის შეშფაიბრიდან გარდახტა, დევთა
Line of ed.: 31    
მოინდომეს, რომ იგი შეშფაიბარი შეეპყრათ და აქვანი დევთან
Line of ed.: 32    
ფეშქაშად მიეყვანათ. რომელიც დევი მის შესაპყრობლად მივიდო\და,
Line of ed.: 33    
მაშინვე მოჰკლავდა. ამ ყოფით თითქმის რიცხვით ორმოცი დევი
Page of ed.: 214  Line of ed.: 1    
მოკლა. რა მისგან ესრეთი ძლიერება განიცადეს სხვათა, ვერა რო\მელმან
Line of ed.: 2    
მასთან მისვლა ვერ გაბედეს. იმჟამად შეშფაიბარი საჰმანმა
Line of ed.: 3    
დაინახა, იცნა, მივიდა და მდაბლად თავი დაუკრა. მაშინვე საჰმან
Line of ed.: 4    
გარდაეხვია და თვალებში აკოცა, ჰკითხა: სააბყირანი რა იქმნაო?
Line of ed.: 5    
მან თავით ანიშნა, სააბყირანი რომელს მხარესაც წასულიყო. საჰ\მანმა
Line of ed.: 6    
შეშფაიბარის სადავე დაიჭირა და დადგა. შემდეგ ზორაბი
Line of ed.: 7    
მოვიდა, ისიც მოეხვია, მიესალმა და მოიკითხა, ყარამანის სად ყოფ\ნა
Line of ed.: 8    
მისგან შეიტყო. რა ჯინისტნის ხალხთა ესე ნახეს, დიდსა სიხა\რულსა
Line of ed.: 9    
მიეცნენ და ჰკვირობდნენ.



Next part



This text is part of the TITUS edition of Qaramaniani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 13.1.2017. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.