TITUS
Qaramaniani
Part No. 65
Previous part

Chapter: (65) 
Page of ed.: 393 
Line of ed.: 30  აქა განკითხვა უშანგ ხელმწიფისაგან
Line of ed.: 31 
ქეთან-შაჰასი, სარჯანი ჰინდისა და
Line of ed.: 32 
გურგან-ბელანდ-ქამანისა


Line of ed.: 33       რა ხელმწიფის წინაშე დააყენეს, ხელმწიფეს თავი დაუკრეს
Line of ed.: 34    
უშანგ-შაჰმა შეხედა ქეთან-შაჰას და უთხრა: გწამს ცისა და ქვეყნის
Line of ed.: 35    
დამბადებელი ღმერთი, რომ ერთს კაცისათვის, რომელსაც სახელად
Page of ed.: 394  Line of ed.: 1    
ყარამან ჰქვიან, ასეთი ძალი და ძლიერება მიუცია, რომ ესე ოდენი
Line of ed.: 2    
ქვეყანა დაუჭერიაო და ამასთან საშინელი დევები დაუმორჩილე\ბიაო?!
Line of ed.: 3    
აწ მოვედ, შენცა შენსა ძმასავით ცეცხლის მონებისაგან ხელი
Line of ed.: 4    
აიღეო, ცისა და ქვეყნის შემოქმედი ღმერთი იწამეო და შენსავე
Line of ed.: 5    
ქვეყანასა ისევ მოგცემო. თუ რომ ერთის ღმერთს არ იწამებთ.
Line of ed.: 6    
უბრძანებ. რომ დაუყოვნებლად სიკვდილსა მიგცენო და თქვენს სა\ხსენებელს
Line of ed.: 7    
ქვეყანაზედ ამოვაგდებო. რა ესეთი სიტყვა გაიგონა ხელ\მწიფისაგან,
Line of ed.: 8    
სიმშვიდისა და შერისხვის ბრძანება, ქეთან-შაჰამ, სარ\ჯან
Line of ed.: 9    
და გურგანმა მაშინვე ხელმწიფის ტახტსწინა თაყვანი სცეს და
Line of ed.: 10    
მოახსენეს: ყოვლის ქვეყნის ამაღლებულო ხელმწიფეო! ჩვენ თქვენი
Line of ed.: 11    
მცირე მონა გახლავართ და რომელიც თქვენი ბრძანება არის ის აღ\სრულდესო!
Line of ed.: 12    
დღეს წაღმა თქვენის ბრძანების მორჩილნი ვართო.

Line of ed.: 13       
რა ხელმწიფემან იმათი დამორჩილება მოისმინა, ბრძანა, პყრო\ბილებისაგან
Line of ed.: 14    
გაანთავისუფლეთო. წარმოდგნენ, უშანგ-შაჰას ხელსა
Line of ed.: 15    
აკოცეს. შემდეგ ბრძანა: ალაგი უჩვენეთო, თავ-თავის შესაფერს
Line of ed.: 16    
ალაგს დასხითო. მიუძღვნენ, ალაგი უჩვენეს და ესენიც მათ მსხდომ\თან
Line of ed.: 17    
დასხდნენ. შემდეგ ხელმწიფემ ბძანა: ოჰყალი ჯადო მოიყვანე\თო
Line of ed.: 18    
და მსწრაფლად მოიყვანეს. ხელმწიფემ უბრძანა: ოჰყალი, მოდი
Line of ed.: 19    
ამდენს ეშმაკურს ჯადოებზედ ხელი აიღე, საბაოთ ღმერთი იწამე
Line of ed.: 20    
და შენ უვნებლად განგათავისუფლებო. რა ოჰყალი ჯადომ ესე გაი\გონა,
Line of ed.: 21    
ღმერთს გმობა დაუწყო. იმჟამად გარდანქეშან თავს ადგა.
Line of ed.: 22    
ხელმწიფემ და ყარამანმა მისი სიკვდილი ანიშნეს. გარდანქეშანმა
Line of ed.: 23    
თავისი ბასრი ნაჯახი ესრეთ შემოჰკრა, რომ თავი ბურთივით გააგ\დებინა.
Line of ed.: 24    
რა იგი საძაგელი მოჰკლა, ისრეთი კვამლი ავარდა, რომ იგი
Line of ed.: 25    
ადგილი ჯოჯოხეთს დაემგზავსა. რომელნიც მისგან სხვადასხვა სა\ხედ
Line of ed.: 26    
შეცვლილნი იყვნენ პირუტყვად, მხეცად თუ ფრინველად, ყო\ველნი
Line of ed.: 27    
იქ მოვიდნენ. გარდანქეშანმა მათ ყველას იმ ბილწის სისხლი
Line of ed.: 28    
ასხურა და თვისადვე იქცნენ.

Line of ed.: 29       
ბოლოს იგი თეთრი ძაღლი მოვიდა, რა მასაც სისხლი ასხურეს და
Line of ed.: 30    
თავის სახედ შეიცვალა, ნახეს, რომ ყაზამფარ ხათი იყო. მან ხელმწი\ფე
Line of ed.: 31    
დალოცა, ყარამანს ქება შეასხა, მივიდა და თავის ადგილს დაჯ\და.
Line of ed.: 32    
შემდეგ ორი ფრინველნი მოვიდნენ და იმ სისხლში ბანება დაი\წყეს.
Line of ed.: 33    
მათგან ისრეთი საშინელი კვამლი ავარდა, რომ იქაურობა
Line of ed.: 34    
ჯოჯოხეთს დაემგზავსა. რა კვამლი გარდასწყდა, ნახეს, რომ ერთი
Line of ed.: 35    
შირფანჯა და ერთი ასიმ აიარნი იყვნენ. მოვიდნენ, ხელმწიფე და\ლოცეს
Line of ed.: 36    
და ყარამანს ქება და მადლობა მოახსენეს. შემდეგ მეჯლისი
Page of ed.: 395  Line of ed.: 1    
გაიყარა. ყარამანი და სარვიხურამანი თავისსა კარავსა მივიდნენ,
Line of ed.: 2    
ყარამანმა საჰმანს, გარდანქეშანს და რადი ნარას უბრძანა, ხოსროვ\შირისა
Line of ed.: 3    
და გულჩინის ქორწილის თადარიკი ნახეთო. მათ ქორწილის
Line of ed.: 4    
თადარიკი იწყეს და მერმე წესისამებრ თვისსა ქორწილი უყვეს. ათს
Line of ed.: 5    
დღეს ლხინი და ქორწილი იყო და შემდეგ ხოსროვშირ და გულჩინ
Line of ed.: 6    
თვისსა საწოლსა წავიდნენ, და იყვნენ მარადის ლხინსა და შექცევასა
Line of ed.: 7    
შინა და არა რას მწუხარეობდნენ.



Next part



This text is part of the TITUS edition of Qaramaniani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 13.1.2017. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.