TITUS
Qaramaniani
Part No. 82
Previous part

Chapter: (82) 
Page of ed.: 599 
Line of ed.: 1  აქა დაკარგულის ნარიმანის პოვნის ამბავი


Line of ed.: 2       ერთსა დღესა ყარამან თავისის შვილის ნარიმანის დაკარგვას
Line of ed.: 3    
ფიქრობდა და მწუხარედ იჯდა. შემოვიდნენ და დუზდი ავსარ
Line of ed.: 4    
აიარის მოსვლა მოახსენეს. მაშინვე მოაყვანინა. იახლა, ხელსა აკოცა
Line of ed.: 5    
და ქება შეასხა და მოახსენა: ყოველთა ხელმწიფეთა უწარჩინე\ბულესო
Line of ed.: 6    
ფალავანო და ხმელეთის სააბყარანო! მე თქვენთვის მიხა\რებია,
Line of ed.: 7    
თქვენი შვილი ნარიმან ქაბულის სახელმწიფოში მისულა და
Line of ed.: 8    
იმა ხელმწიფის ქალს გააშიკებია. ის შეურთავს, ქორწილი უქნია
Line of ed.: 9    
და მშვიდობით უჭირველად ცოცხლებით გახლავსთო. ამაზე ხათ\რიჯამი
Line of ed.: 10    
ბრძანდებოდეთ!

Line of ed.: 11       
რა ყარამანმა ესე მოისმინა, მაშინვე სწრაფად სარვიხურამანს
Line of ed.: 12    
თითონ ახარა და ამა აიარს შვიდი ხელი სახელმწიფო ხალათი უბო\ძეს
Line of ed.: 13    
და ამა ამბის მოსმენისათვის ღმერთს მადლობდნენ. მაშინვე
Line of ed.: 14    
აემზადნენ და წასვლის თადარიგი ნახეს, და ბრძანა თვრამეტი ათა\სი
Line of ed.: 15    
ლაშქრის მოწვევა და ათას ოთხასის ფალავნის თან გაყოლა. ყა\რამან
Line of ed.: 16    
და სარვიხურამან დიდის დიდებით ქაბულისტანისაკენ
Line of ed.: 17    
წა/ვიდნენ.

Line of ed.: 18       
იმჟამად, რა ნარიმანმა ქორწილი ქნა, ერთი ვაჟი ეყოლა და სა\ხელად
Line of ed.: 19    
ქუჩუკ ყარამან დაერქმიათ და სამსავარსაც ეძახდნენო. რა სა\მის
Line of ed.: 20    
წლისა შეიქნა, ასეთი ფალავნური სახე დაედვა, რომ მნახველ\თათვის
Line of ed.: 21    
სასიამოვნო იყო. სამის წლისა ათის წლისასა ჰგავდა და იმა
Line of ed.: 22    
ფალავნობის სახეს გამო ყოველს კაცს უყვარდა.იმჟამად შევიდნენ
Line of ed.: 23    
და ნარიმანს მოახსენეს: ფალავანო, თქვენთვის გვიხარებია, მამა\თქვენი
Line of ed.: 24    
სააბყარანი და დედათქვენი სარვიხურამან და ეგრეთვე მთე\ლის
Line of ed.: 25    
ინდოეთის დიდებულნი თქვენს სანახავად მობრძანდებიანო.

Line of ed.: 26       
რა ნარიმანმა ესე მოისმინა, დიდად იამა და მახარობელს მრავა\ლი
Line of ed.: 27    
უბოძა. საჩქაროდ მოემზადა. ამა ქაბულის დიდებულნი თან
Line of ed.: 28    
იახლენ. ქაბულის ხელმწიფე და ნარიმან დიდის გამოჩვენებით მი\ეგებნენ
Line of ed.: 29    
წინა ერთს მანძილზედა. რა დაუახლოვდნენ ერთმანეთსა,
Line of ed.: 30    
ნარიმან ცხენიდამ გარდახდა, გაექანა და თავის მამას ცხენის ავ\ჟანდას
Line of ed.: 31    
მრავალჯერ ეამბორა. მერე ფერხსა და მუხლსა აკოცა. ყა\რამანმაც
Line of ed.: 32    
მკერდსა მიიყრდნა და ვითა მამაშვილობის სიყვარული
Line of ed.: 33    
აწვევდა, მოეხვია. და მერე ქაბული ხელმწიფე მივიდი და ხელსა
Line of ed.: 34    
აკოცა ყარამანსა და ქება შეასხა. გარჯისა და იქ წვევისათვის დიდი
Line of ed.: 35    
მადლობა მოახსენა.

Page of ed.: 600 
Line of ed.: 1       
შემდეგ ქაბულისტანის დიდებულნი და ფალავანნი სულ ერთო\ბით
Line of ed.: 2    
მივიდნენ და ყარამანს მიესალმნენ და დიდი ქება შეასხეს.
Line of ed.: 3    
წავიდნენ და ქაბულის ქალაქში შებრძანდნენ. მერე ამ ქალაქის
Line of ed.: 4    
დიდვაჭარნი მოვიდნენ და ყარამანს მრავალი ძვირფასი თვალ-მარგა\ლიტი
Line of ed.: 5    
გადააყარეს თავსა და ერთსა აღაჯზედა ძვირფასი სტავრა
Line of ed.: 6    
ფიანდაზად დაჰფინეს და დიდის დიდებით შემოიყვანეს. და თავისის
Line of ed.: 7    
შვილის სასახლეში მიბრძანდა და ტახტსა დაჯდა. მერე თავისის
Line of ed.: 8    
შვილიშვილის მიყვანა ბრძანა და მოიყვანეს.

Line of ed.: 9       
რა ყარამანმა და სარვიხურამანმა თავისი შვილიშვილი ნახეს,
Line of ed.: 10    
დიდად მოეწონათ და უბრძანა: ნარიმან, მე ამისათვის ქუჩუკ ყა\რამან
Line of ed.: 11    
უნდა დამერქმევინა და თქვენ რა დაარქვითო? ნარიმანმა მო\ახსენა:
Line of ed.: 12    
თქვენი ბრძანებული დავარქვითო. მერე ბრძანა და ვინცა
Line of ed.: 13    
ვინ მეცნიერნი და ვარსკვლავთმრიცხველნი იყვნენ სულ შემოჰკრი\ბეს.
Line of ed.: 14    
ეგრეთვე ბურჯ-აქიმ ვეზირი და მასთან შვიდნი კიდევ დიდნი
Line of ed.: 15    
ფილოსოფოსნი და მეცნიერნი ვეზირნი იახლენ და ამა პატარის
Line of ed.: 16    
ქუჩუკ ყარამანისათვის ყველამ სტროლაბი ხელთ აიღო და ჩხრეკა
Line of ed.: 17    
დაუწყო. და ამა ყმაწვილის სახესაც სინჯავდნენ და სტროლაბსაც
Line of ed.: 18    
სჩხრეკდნენ.

Line of ed.: 19       
ყველამ ამისი ეტლის სიმაღლე და დიდფალავნობა სცნეს და
Line of ed.: 20    
მოახსენეს: ყოველთა ფალავანთა უწარჩინებულესო ფალავანო, ამას
Line of ed.: 21    
დიახ მაღალი ძალგულოვნების ეტლი აქვს და ერთის წინასწარ\მეტყველის
Line of ed.: 22    
სააბყარანი უნდა იყოს და იმ წინასწარმეტყველმა ქვე\ყანა
Line of ed.: 23    
უნდა იპყრას და ღვთის ბრძანებით დევნი, ქაჯნი, ფერიანი და
Line of ed.: 24    
ჯინნი უნდა დაიმორჩილოსო. ესე იმისი ფალავანი უნდა იყოს. მრა\ვალს
Line of ed.: 25    
ძლიერს ომსა გარდაიხდის და სააბყარანობის სახელსაც მი\იღებსო.
Line of ed.: 26    
მერმე ეს ერთს ზღვის კუნძულში ჯეზირეი თარაში ჩა\ვარდება
Line of ed.: 27    
და იქ, განგებითა ღვთისათა, ერთი ცხენი მოეცემა და იმ
Line of ed.: 28    
ცხენს სახელად საამ ერქმისო. იმ ცხენს გარდა ამას იმა ჭალაკიდამ
Line of ed.: 29    
სხვა ვერავინ გამოიყვანს და იმ ცხენის შემწეობით ქვეყნად გამოვაო.

Line of ed.: 30       
რა ამა ცხენზედ შეჯდება, ამას სახელად სამსავარ დაერქმევაო.
Line of ed.: 31    
დევნი და ფერიანი ამას ვერას ავნებენო. ყველას დაიმონებსო. რამ\დენსამე
Line of ed.: 32    
წელიწადს ეს ქვესკნელს ჯინისტნის ხელმწიფეს ბრძოლას
Line of ed.: 33    
დაუწყებს და ჯინისტანს დაიჭერს და დაიმორჩილებსო. რამდენსა\მე
Line of ed.: 34    
წელიწადს უკან ისევ ამოვაო. ესოდენი ქება თქვეს ამა ფილოსო\ფოსთა
Line of ed.: 35    
იმ ყმაწვილისა, რომ ყარამან დიდად განჰკვირდა. შემდეგ
Line of ed.: 36    
თავის წინ მიაყვანინა და ყარუნ ხელმწიფის თილისმიდამ გამოტა\ნილი
Page of ed.: 601  Line of ed.: 1    
ხანჯალი სამსავარსა წელსა შეაბა და ერთი მარგალიტით შე\ჭედილი
Line of ed.: 2    
შამ-ჩირაღი, რომელ არს ქართულად სპეკალი, ძვირფასი
Line of ed.: 3    
თვალი, მკლავსა შეაბა. მერმე ბურჯ ვეზირი მოიყვანა ყარამანმან
Line of ed.: 4    
და იგი მას მიაბარა და უბრძანა: რაც შენ მეცნიერება იცი, ამასაც
Line of ed.: 5    
სულ უნდა ასწავლოო! რამდენსამე ხანს ქაბულ ხელმწიფესთან
Line of ed.: 6    
ლხინსა და ნადირობას შეექცა.

Line of ed.: 7       
ერთსა დღესა ქაბულის ხელმწიფე, სოფლის ჩვეულებისამებრ,
Line of ed.: 8    
ამიერ სოფლით გარდაიცვალა. რადგან სხვა შვილი არ ჰყვანდა ამ
Line of ed.: 9    
ერთის ქალის მეტი და ის ქალიც ნარიმანს ჰყვანდა, იმ ქვეყნის დი\დებულნი,
Line of ed.: 10    
სარდალნი, ფალავანნი სხვანი სულ ერთობით შეიყარნენ,
Line of ed.: 11    
მივიდნენ, ყარამანს მოახსენეს და ნარიმან ხელმწიფედ სთხოვეს.
Line of ed.: 12    
ნარიმანმა დიახ შორს დაიჭირა იქაური ხელმწიფობა მაგრამ ყარა\მან
Line of ed.: 13    
არ მოეშვა და იქ ხელმწიფედ დასვა. დიდებულნი ფალავანნი
Line of ed.: 14    
გარს შემოეხვივნენ.

Line of ed.: 15       
იმჟამად ყარამან ერთს ხალვათ სახლში ილოცევდა. ის ორი\სავე
Line of ed.: 16    
სოფლის მაცდური ეშმაკი ერის ყმაწვილის სახედ შეიცვალა
Line of ed.: 17    
და იქ ყარამანთან ხალვათხანაში შევიდა. რა ყარამან ამა ყმაწვილს
Line of ed.: 18    
შემოხედა, მაშინვე უთხრა: შენ საიდამ შემოხველ, რომ ან კარის
Line of ed.: 19    
მცველთა და ან ჩემმა ყულუხჩებმა ვერა გნახესო? შენ ვინა ხარ,
Line of ed.: 20    
რომ ჩემთან მოსვლა გაბედე და აქ შემოხველო? არ შეგეშინდა,
Line of ed.: 21    
რომ ღამე შემოხველო? იმ ყმაწვილმა გაიცინა და უთხრა: ყარამან,
Line of ed.: 22    
მე ვერ მიცნობ ვინა ვარ? მე შენი ბედი ვარო. რა მალე დამი\ვიწყეო.
Line of ed.: 23    
ყარამანმა უთხრა: წარსულს წელიწადებში რომ გნახე, მა\შინ
Line of ed.: 24    
ბერიკაცი იყავი და ახლა რამ გაგაყმაწვილაო. ამის მიზეზი რა
Line of ed.: 25    
არისო? მან მიუგო: მაშინ შენი ბედნიერება დიახ დაჩაგრული იყო
Line of ed.: 26    
და იმისათვის ვიყავ ისე ბერიკაცი და ახლა შენი ბედი დიახ სი\მაღლეში
Line of ed.: 27    
არის მიწევნილი და ამან გამაყმაწვილაო. მერე ეს უთხრა:
Line of ed.: 28    
ჰე, ყარამან ის ჟამი არისო, რომ ლაშქარი შეიყარო და უშანგ ხელ\მწიფე
Line of ed.: 29    
მოჰკლა და ტახტიდამ გარდმოაგდო და შენ გახელმწიფდეო.

Line of ed.: 30       
ყარამანმა რა ესე გაიგონა, მაშინვე ბურჯ ვეზირის სწავლაები
Line of ed.: 31    
მოაგონდა. ყარამანმა ერთი მუჭა მიწა აიღო და უთხრა: თუ ამას
Line of ed.: 32    
თაყვანსა სცემ, მაშინ დავიჯერებ, რომ სწორედ შენ ჩემი ბედი
Line of ed.: 33    
ხარო. მან მიუგო: მე მაგას ცოცხალს თაყვანი არ ვეც, გინდა რომ
Line of ed.: 34    
მკვდრისათვის თაყვანი მაცემინოთო. მერმე ყარამანმა შეუძახა და
Line of ed.: 35    
უთხრა: ჰაი, შე წყეულო, ღმერთსა ჩემთვის ასეთი ბედნიერება
Line of ed.: 36    
მოუცია, რომ სრულად ყაფის მთისა და ბარისა სააბყარანი ვარ.
Page of ed.: 602  Line of ed.: 1    
ღმერთიც ჩემი მწყალობელია და ხელმწიფენიც. ესე თქვა და ჩუმად
Line of ed.: 2    
თიღი ყამყამს ხელი მოავლო და ეშმაკს საკვდავად მოუქნია. ეშმა\კი
Line of ed.: 3    
მსწრაფლად უჩინო შეიქმნა.

Line of ed.: 4       
ესრეთ შეშინდა იმისგან, რომ ჯოჯოხეთამდინ სულ ერბინა.
Line of ed.: 5    
ჯოჯოხეთში რომ ჩავარდა, სხვათა ეშმაკთა ამბავი ჰკითხეს და მან
Line of ed.: 6    
უთხრა: ყარამანთან ვიყავი, მინდოდა მომენადირებინა, მაგრამ ვერ
Line of ed.: 7    
ვაცდეინეო. ყარამანმაც შეიტყო, რომ იგი ეშმაკი იყო. შესძახა:
Line of ed.: 8    
ღვთის სახელსა ვფიცავ, თუ კიდევ მოხველ, სწორედ ორად გაგკვე\თო!
Line of ed.: 9    
მერე კიდევ ილოცა და ღმერთს ევედრა, რომ ეშმაკის საფრთხი\საგან
Line of ed.: 10    
დამიხსენო. და ბურჯ ვეზირს აქებდა, რომ იმისის სწავლით
Line of ed.: 11    
მიხვდა, რომ იგი მაცდური იყო.

Line of ed.: 12       
რა დილა გათენდა, ყარამან ნარიმანთან გამოვიდა და ერთობით
Line of ed.: 13    
დიდებულნი სალამში იახლენ. მეჯლისი გაიმართა და ყარამანმა იმ
Line of ed.: 14    
ღამის ეშმაკისაგან გამოლაპარაკება ყველა წვრილად ბურჯ ვე\ზირს
Line of ed.: 15    
უამბო. ვეზირმა ყარამანს დიდი ქება შეასხა და იმ ეშმაკის
Line of ed.: 16    
სიტყვის მიუყოლობისათვის მადლობა მოახსენა და დიდად მხია\რულებაში
Line of ed.: 17    
შევიდნენ. ამავე ჟამად ყარამანს შაფალი ფერისაგან წიგ\ნი
Line of ed.: 18    
მოერთვა. ყარამანმა ბურჯ ვეზირს უბოძა, ვეზირმა ხმამაღლა
Line of ed.: 19    
წაიკითხა. იმა წიგნსა შიგან ესრეთ ეწერა: "ქვეყანასა ზედა უსწო\რო
Line of ed.: 20    
ფალავანო, თქვენის შვილიშვილის სამსავარის დაბადება ყაფის
Line of ed.: 21    
მთაში ყველგან გაითქვა და ყოველი სული ამას ცდილობს, რომ მა\გას
Line of ed.: 22    
გრძნებით აუტეხონ რამე. მეც ამისათვის საჩქაროდ მოგახსე\ნეთ,
Line of ed.: 23    
რომ ეს ამბავი თქვენც ასე იცოდეთ, რომ მაგ პატარას არავინ
Line of ed.: 24    
არ ავნოსო".

Line of ed.: 25       
ყარამანმა რა ესე მოისმინა, შაფალი ფერის დაუმადლა და დიდ\სა
Line of ed.: 26    
მხიარულებასა მიეცა და ბურჯ ვეზირს უბრძანა: შენ რომ ადა\მისა
Line of ed.: 27    
და დავით წინასწარმეტყველის ლოცვები იცი, იგი ლოცვები
Line of ed.: 28    
ამა ყმაწვილს ასწავლე და ეგრეთვე მხარზედაც შეაბი, რომ გრძნე\ულობით
Line of ed.: 29    
არავინ არ ავნოსო. ყარამანმა და სარვიხურამანმა იმა
Line of ed.: 30    
ყმაწვილის გულისათვის ერთი წელიწადი იქავე შეიცადეს, რომ
Line of ed.: 31    
არავინ არ ავნოსო. მერე ნარიმანს გამოეთხოვენ და ინდოეთისაკენ
Line of ed.: 32    
წავიდნენ. რა ინდოეთს მიახლოვდნენ, სრულებით ინდოეთის დი\დებულნი
Line of ed.: 33    
წინა მიეგებნენ და დიდის მხიარულებით დაუხვდნენ და
Line of ed.: 34    
ყარამან თავის ამაღლებულს ტახტს დაბრძანდა და მეჯლისი მოი\ღეს.



Next part



This text is part of the TITUS edition of Qaramaniani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 13.1.2017. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.