TITUS
Old Georgian Hagiographical Texts, vol. I
Part No. 86
Previous part

Chapter: XVI  
Line of ed.: 14        16. ხოლო მოძღურისა მისისა იოვანესთჳს ვიტყოდით. ხოლო
Line of ed.: 15     
ნეტარი მამაჲ ჩუენი იოვანე დაბერდა ქუაბსა მას შინა და
Line of ed.: 16     
აღასრულა სრბაჲ თჳსი Ms. page: I_19r  მრავლითა ღუაწლითა. მოუძლურდა
Line of ed.: 17     
და იწყო მოკლებად.

Line of ed.: 18        
და მოუწოდა მოწაფეთა რომელთა-მე და თათას, რომელი
Line of ed.: 19     
იყოფებოდა ქუეშე მთასა მას, და ელია დიაკონსა და ჰრქუა:
Line of ed.: 20     
"შვილნო, ჟამი აღსასრულისა ჩემისაჲ მოწევნულ არს და მივალ
Line of ed.: 21     
უფლისა ჩემისა და ფრიად მეშინის ჰაერის-მცველთაგან, რამეთუ
Line of ed.: 22     
საზარელ არიან, დააყენებენ სულსა, რაჲთა არა აღვიდეს
Line of ed.: 23     
სასუფეველად. და ამას თქუენ-ცა მოელოდეთ, შვილნო ჩემნო საყუარელნო,
Line of ed.: 24     
და აწ-ვე განაკრძალენით თავნი თქუენნი და ჩემთჳს
Line of ed.: 25     
ილოცევდით და ვინ-მცა გჳჴსნნა სხუამან ჴელთაგან მათთა,
Line of ed.: 26     
გარნა ღმერთმან, რომელმან მოავლინა ძე თჳსი, უფალი ჩუენი
Line of ed.: 27     
იესუ ქრისტე, და მან განმათავისუფლნა სიკუდილისაგან და ყოვლისა
Line of ed.: 28     
საეშმაკოჲსა ვნებისა, გარნა იგინი ოდენ. რომელნი მჴურვალითა
Line of ed.: 29     
გულითა შეუდგენ და სიწმიდით ჰმსახურებდენ მას. და
Line of ed.: 30     
ამისთჳს გევედრები, რაჲთა სიწმიდით და სამართლით ვიქცეოდით".

Line of ed.: 31        
ხოლო ამცნო, რაჲთა ჴორცნი მისნი დასხნენ მას-ვე ადგილსა
Line of ed.: 32     
მწირობისა მისისასა. და მოიხუნა სიწმიდენი და აღიხილნა
Line of ed.: 33     
თუალნი და მხიარულითა პირითა ხედვიდა ვიეთ-მე ნუგეშინის-ცემად
Line of ed.: 34     
მისსა მოსრულთა, და მიაყვანნა თუალნი ვითარცა მეგობართა
Line of ed.: 35     
და განუტევა სული და შეჰვედრა უფალსა.

Line of ed.: 36        
ხოლო კიბე იგი იაკობისი აქა-ცა იხილვებოდა და ანგელოზნი
Line of ed.: 37     
ღმრთისანი გარდამოვიდოდეს. ხოლო უფალი დამტკიცებულ იყო
Page of ed.: 228   Line of ed.: 1     
თავსა ზედა მის კიბისასა, რომელმან ჰრქუა მას: "მე ვარ ღმერთი
Line of ed.: 2     
აბრაჰამისი, მამისა შენისაჲ"*. აწ მოვედ ჩემდა, რაჲთა განგისუენო
Line of ed.: 3     
შრომათა შენთათჳს". ესრეთ ადიდებს, ძმანო, ღმერთი მადიდებელთა
Line of ed.: 4     
მისთა!

Line of ed.: 5        
ხოლო მოწაფენი მისნი ტიროდეს განშორებისათჳს მათგან
Line of ed.: 6     
წმიდისა მამისა.

Line of ed.: 7        
ხოლო სიტყუაჲ ბერისაჲ უდებ-ყვეს, რამეთუ საწუნელ უჩნდა
Line of ed.: 8     
ადგილი იგი, სადა ეუწყა დასხმაჲ ჴორცთა მისთაჲ, რამეთუ მოვიდეს
Line of ed.: 9     
მღდელნი და დიაკონნი და სიმრავლე ერისაჲ და წარმოიხუნეს
Line of ed.: 10     
ნაწილნი ბერისანი, დასხნეს მონასტერსა თათაჲსსა, მოწაფისა
Line of ed.: 11     
მისისასა, და შექმნეს ლუსკუმაჲ პატიოსანი და მუნ შინა
Line of ed.: 12     
დაჰკრძალნეს წმიდანი იგი ჴორცნი ნეტარისა მამისა ჩუენისა იოვანესნი.

Line of ed.: 13        
ხოლო მოწაფენი იგი მისნი ტიროდეს და იტყოდეს: "კეთილო
Line of ed.: 14     
მამაო, რაჲსათჳს დაგჳტევენ ჩუენ? ვის თანა-ღა ვიხილოთ
Line of ed.: 15     
სახე ანგელოზებრი, ანუ ვინ იყოს მკურნალი უძლურებასა Ms. page: I_19v  კაცთასა,
Line of ed.: 16     
ანუ ვინ აღმადგინებელი გონებითა დაცემულთაჲ და წამალი
Line of ed.: 17     
ეშმაკთა მიერ მოწყლულთაჲ, ანუ ვინ რწყვიდეს ცრემლთა
Line of ed.: 18     
მიერ წმიდათა სოფლებსა ჩუენსა?" და ესრეთ მტირალნი წარვიდეს.

Line of ed.: 19        
ხოლო წმიდამან იოვანე არა თავს-იდვა უდებ-ყოფაჲ სიტყჳსა
Line of ed.: 20     
მისისაჲ, არამედ სადა-იგი მოეპოა დაყუდებით მადლი და რაჲთა
Line of ed.: 21     
ვიხილოთ და გურწმენეს, ვითარმედ შემდგომად მიცვალებისა-ცა
Line of ed.: 22     
ცხოველ არს და აქუს კადნიერებაჲ წინაშე ღმრთისა, ამისთჳს-ცა
Line of ed.: 23     
ინება ნაწილთა მისთა მუნ-ვე დასხმაჲ. და იქმნეს ადგილსა მას,
Line of ed.: 24     
სადა ისხნეს ჴორცნი მისნი, სასტიკნი ძრვანი, და კაცნი მის
Line of ed.: 25     
ადგილისანი იგუემნეს. და მოეჴსენა მცნებაჲ იგი ბერისაჲ და
Line of ed.: 26     
გულისჴმა-ყვეს, ვითარმედ მისთჳს არიან ძრვანი იგი. ამისთჳს-ცა
Line of ed.: 27     
აუწყეს მამათ-მთავარსა. ხოლო იგი განკჳრდა და წარვიდა მღდელთა
Line of ed.: 28     
თანა და დიაკონთა და დიდითა პატივითა აღიყვანეს ადგილსა-ვე
Line of ed.: 29     
თჳსსა და მით-ვე ლუსკუმითა დაასუენნეს ნაწილნი მისნი. და
Line of ed.: 30     
შემდგომად მისსა აღაშენეს ეკლესიაჲ. ხოლო შემდგომად აღმოყვანებისა
Line of ed.: 31     
დასცხრა ძრვაჲ იგი. და სხუანი-ცა მრავალნი სასწაულნი
Line of ed.: 32     
იქმნნეს ნებითა ქრისტესითა და მადლითა წმიდისა იოვანესითა.
Line of ed.: 33     
რამეთუ მრავალნი სნეულნი, ღრეკილნი და ეშმაკეულნი
Line of ed.: 34     
განიკურნნეს აღმოყვანებასა და ყოველნი, რომელნი ხედვიდეს,
Line of ed.: 35     
ღმერთსა ადიდებდეს და უკუეთუ ოდენ [სარწ]მუნოებით მივიდეს,
Line of ed.: 36     
აწ-ცა იქმნებიან მის მიერ კურნებანი.

Next part



This text is part of the TITUS edition of Old Georgian Hagiographical Texts, vol. I.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 12.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.