TITUS
Old Georgian Hagiographical Texts, vol. I
Part No. 121
Previous part

Chapter: 20  
Line of ed.: 29        კ^. და რაჟამს ცნა ნეტარმან გრიგოლ წარსლვაჲ თევდორესი და ქრისტეფორესი,
Line of ed.: 30     
შეწუხნა ფრიად და თანა წარიყვანნა ოთხნი ძმანი და წარვიდა
Line of ed.: 31     
ძიებად კრავთა მათ რჩეულთა მწყემსი იგი კეთილი, და ვითარ მოიწია ქართლისა
Line of ed.: 32     
სანახებსა, ნებითა ღმრთისაჲთა ძიებასა მას ძმათასა პოვა ეფრემ ყრმაჲ,
Line of ed.: 33     
ჭაბუკი ღირსი, და ღირსებასა შინა იხილვა მამაკაცებასა სრულსა მიწევნული
Line of ed.: 34     
სიწმიდით, და სიწმიდესა შინა აწყურისა ეპისკოპოსი სასწაულთა მოქმედი.
Line of ed.: 35     
ხოლო ეპისკოპოსობასა შინა მიიწია მოხუცებულებასა კეთილსა და აღესრულა
Line of ed.: 36     
საკჳრველებით, და ნაწილნი მისნი წმიდანი მიეცნეს ნათლად სამცხესა.
Line of ed.: 37     
ესე ეფრემ, ღირსი ღმრთისაჲ, დაიმოწაფა ნეტარმან გრიგოლ და უბრძანა
Line of ed.: 38     
ესრეთ: "რაჟამს მოვიქცე აფხაზეთით, თანა წარგიყვანო შენ ხანცთად", და
Line of ed.: 39     
თჳთ წარემართა აფხაზეთს.

Line of ed.: 40        
და მი-რაჲ-იწია წინაშე ჴელმწიფისა მის, ზე აღდგა და წინა მოეგება
Line of ed.: 41     
და სიმდაბლით მოიკითხა, რამეთუ ზარი აჰჴდა Ms. page: J_175v  მადლთაგან სიწმიდეთა
Line of ed.: 42     
მისთაჲსა და დიდებულებისაგან პირისა მისისა, რამეთუ ვითარცა პირი მოსე
Page of ed.: 268   Line of ed.: 1     
წინაწარმეტყუელისაჲ იყო დიდებულ ამის ნეტარისა-ცა ხატი მადლითა
Line of ed.: 2     
ღმრთისაჲთა.

Line of ed.: 3        
და შემდგომად მოკითხვისა დასხდეს მეფჱ და ნეტარი გრიგოლ. ხოლო
Line of ed.: 4     
წმიდამან განგრძობილად ულოცა და მრავლითა კურთხევითა შეამკო. და მეფემან
Line of ed.: 5     
მან თქუა: "კურთხეულ არს ღმერთი, რომელი მოგიძღუა აქა, წმიდაო
Line of ed.: 6     
მამაო, არამედ ვინაჲ არს მიზეზი მოშრომისა შენისაჲ, მაუწყე მე". და ნეტარმან
Line of ed.: 7     
გრიგოლ ჰრქუა: "მეფეო ღმრთის-მსახურო და დიდებულო, მოწევნულ
Line of ed.: 8     
არიან წმიდანი მამანი, ძმანი ჩემნი, წინაშე შენსა და აწ არიან სამეუფოსა
Line of ed.: 9     
ამას და მათთჳს არს მოსლვაჲ ჩემი აქა, არამედ ბრძანენ ჴელმწიფებამან
Line of ed.: 10     
შენმან და მოვიდენ იგინი ჩუენდა". ხოლო მეფესა დაუმძიმდა ძიებაჲ
Line of ed.: 11     
მათი და ჰრქუა: "არა მოსრულ არიან აქა ეგევითარნი მონაზონნი, რომელთასა-ცა
Line of ed.: 12     
ბრძანებს სიწმიდე შენი". მაშინ ნეტარი მამა გრიგოლ სიტყუასა ზედა
Line of ed.: 13     
მეფისასა განრისხნა და ჰრქუა: "მეფეო, ნუ შრომასა შემამთხუევ, მომცენ
Line of ed.: 14     
ძმანი ჩემნი. რომელნი-ცა მოიწინეს შენდა". და ვითარ ღონჱ სიტყჳსაჲ არღარა
Line of ed.: 15     
აქუნდა მეფესა მართლ-მხილებისაგან მის წმიდისა, უბრძანა მოყვანებაჲ
Line of ed.: 16     
ძმათაჲ მათ.

Line of ed.: 17        
და ვითარ იხილეს Ms. page: J_176r  მამაჲ გრიგოლ, შეუვრდეს ცრემლით. ხოლო
Line of ed.: 18     
წმიდამან მან აღადგინნა და შეიტკბნა სიყუარულით და ჰმადლობდა ქრისტესა
Line of ed.: 19     
პოვნისა მათისათჳს. და რამეთუ იყვნეს ბუნებით მომლოდებელ წმიდისა
Line of ed.: 20     
მის ძმანი იგი, მათ-ცა უხაროდა ურთიერთასი იგი შეკრებაჲ თჳსი.

Line of ed.: 21        
და მეფემან მან ჰრქუა ნეტარსა გრიგოლს: "წმიდაო მამაო, აჰა იქმნა
Line of ed.: 22     
წადიერებაჲ ნებისა შენისაჲ, არამედ უფალმან ყავნ ნებაჲ-ცა გულისა ჩემისაჲ,
Line of ed.: 23     
რამეთუ მაქუს სულსა ჩემსა მონასტრისა ახლად შენებაჲ, აწ ბრძანე და მოვიხილნეთ
Line of ed.: 24     
მრავალნი ადგილნი აფხაზეთისანი და სადა-ცა სიწმიდემან შენმან
Line of ed.: 25     
ინებოს, მონასტრად აღვაშენოთ ადგილი იგი".

Line of ed.: 26        
და მოვლნეს ქუეყანანი საგონებელნი სამონასტრედ, და არა სთნდეს
Line of ed.: 27     
წმიდასა მას. და ჰრქუა მეფესა მას: "არა არს მიწაჲ, არცა წყალი ქუეყანასა
Line of ed.: 28     
ამას, სადა-მცა მონასტერი აღეშენა, რამეთუ ტალანტი მონაზონისაჲ
Line of ed.: 29     
მარხვაჲ არს, და ამას მიწასა ზედა ვერ ეგების მარხვაჲ სულისაგან ხორშაკისა
Line of ed.: 30     
მაკუდინებელისა."

Line of ed.: 31        
და შეწუხნა ფრიად მეფჱ იგი ამის მიზეზისათჳს და ჰრქუა მათ: "არა
Line of ed.: 32     
სამართალ არს კეთილთა თქუენთაგან უნაწილობაჲ ამის ქუეყანისაჲ".

Next part



This text is part of the TITUS edition of Old Georgian Hagiographical Texts, vol. I.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 12.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.