TITUS
Old Georgian Hagiographical Texts, vol. I
Part No. 154
Previous part

Chapter: 54  
Line of ed.: 19        ნ^დ. რამეთუ კეთილი სათნოებაჲ ნეტარისა მამისა გრიგოლისი საკჳრველებითა
Line of ed.: 20     
სავსე არს. რამეთუ მახლობელად შატბერდისა იყო ვინმე კაცი მდაბიოჲ
Line of ed.: 21     
და ესუა მას ცოლი და ესხნეს შვილნი, და აქუნდა ფრიად მონაგები. და
Line of ed.: 22     
სიხარულსა შინა იყო ცხორებაჲ მათი. რამეთუ კეთილად მორწმუნე იყვნეს
Line of ed.: 23     
იგინი. ხოლო დედაკაცსა მას უმჯობესისა მისისათჳს უძლურებაჲ შეემთხჳა,
Line of ed.: 24     
რაჲთა მართლისა მის კაცისა ჴელითა ქრისტემან განკურნოს და მჴდომი
Line of ed.: 25     
სირცხჳლეული განაქიქოს, რომელმან-ცა მანქანებითა მისითა ჴელთა მისთა
Line of ed.: 26     
ათნი-ვე თითნი ნებთა მისთა ზედა დაჰკრნა და ძლიერად ჰგუემდა ტეხითა
Line of ed.: 27     
ბოროტითა. Ms. page: J_207r  მას ჟამსა საღმრთომან ცნობამან გულისჴმა-უყო ნეტარისა
Line of ed.: 28     
მამისა გრიგოლის ღირსებაჲ და მსწრაფლ ხოლო დედაკაცმან მან თანა-წარიყვანა
Line of ed.: 29     
ერთი ძჱ თჳსი და მიიწია წინაშე ნეტარისა მის. ხოლო ნებითა
Line of ed.: 30     
ღმრთისაჲთა იყო წმიდაჲ აგარაკსა ერთსა შატბერდისასა. და იწყო ვედრებად
Line of ed.: 31     
მისსა მრავლითა ცრემლითა და გოდებითა უძლურებისა მისთჳს, რომელი
Line of ed.: 32     
შეემთხჳა მას. და ვითარცა იხილა სარწმუნოებაჲ და ცრემლნი მისნი, შეეწყალა
Line of ed.: 33     
იგი ფრიად. მაშინ უბრძანა ერთსა მღდელთაგანსა წარსლვაჲ ეკლესიად
Line of ed.: 34     
და მოღებად ევლოგიაჲ, ზეთი კანდლისა მისგან, რომელი-ცა უკუდავად
Line of ed.: 35     
ენთებინ წინაშე ხატსა წმიდისა ღმრთის-მშობელისასა. და თჳთ დადგა
Line of ed.: 36     
ჴელ-განპყრობით ლოცვად წინაშე ღმრთისა, სულთქუმითა დაუდუმებელითა
Line of ed.: 37     
და ცრემლითა წყაროებრ მდინარითა, ვიდრე მოსლვადმდე მღდელისა მის.

Line of ed.: 38        
და რაჟამს მოიღო ზეთი იგი კანდლისაჲ მის, მოუწოდა დედაკაცსა მას
Line of ed.: 39     
და ჴელთა მისთა ჯუარი დასწერა და ზეთი იგი ჯუარის-სახედ სცხო სახელითა
Line of ed.: 40     
წმიდისა სამებისაჲთა და მეოხებითა წმიდისა ღმრთის მშობელისაჲთა
Line of ed.: 41     
და თქუა: "იქმნენინ განკურნებულ ჴელნი შენნი". და მუნთქუეს-ვე განემართნეს
Line of ed.: 42     
ყოველნი იგი თითნი მისნი და ყოლად-ვე არღარა იპოვა ვნებაჲ მის თანა,
Line of ed.: 43     
რამეთუ მავნებელი იგი ეშმაკი ზარ-განჴდილი ივლტოდა ლოცვათაგან ნეტარისა
Page of ed.: 296   Line of ed.: 1     
გრიგოლისთა. და ესრეთ სიხარულით წარვიდა სახიდ თჳსად და ადიდებდა
Line of ed.: 2     
ქრისტესა ღმერთსა.

Line of ed.: 3        
და კუალად დედაკაცმან მან წარიყვანა ქმარი და შვილნი თჳსნი და
Line of ed.: 4     
ფრიადი შესაწირავი მიუძღუანა წმიდასა მას. და ყოველთა მიიღეს კურთხევაჲ
Line of ed.: 5     
და წარვიდეს მხიარულნი სასწაულისა მქადაგებელნი შორის მრავალთა,

Next part



This text is part of the TITUS edition of Old Georgian Hagiographical Texts, vol. I.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 12.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.