Strophe: S1634/K1634 | ||
Verse: a | დედოფალმან მათ ცოლ-ქმართა | თვითო ხელი დაუჭირა, |
Verse: b | ზედა ტახტსა მეფისასა | ერთგან დასხმა გაუპირა, |
Verse: c | მოიშორვა კაეშანი, | გული მდედრი აქვიტკირა, |
Verse: d და | გლოვა ცვალა სიხარულად, | აღარავინ აატირა. |
Strophe: S1635/K1635 | ||
Verse: a | დედოფალმან შეიმოსა, | შავი ძაძა აიხადა, |
Verse: b | დიდებულთა შესამოსი | მხიარული დაუმზადა, |
Verse: c | ყველაკაი დამოსა და | საბოძვარი უდიადა, |
Verse: d და | ბრძანა: "ჭირი დავივიწყოთ, | რათგან ლხინი დაგვებადა". |
Strophe: S1636/K1636 | ||
Verse: a | ტახტსა ზედა ერთგან მსხდომნი | ტარიელ და ცოლი მისი |
Verse: b | ერთმანერთსა შეჰფერობდეს, | ქალი ყმისა შესატყვისი; |
Verse: c | გონება და ანუ ენა | გამოთქმიდა ვითა ვისი! |
Verse: d და | ვინმცა ჰგვანდა ხორციელი | სოფელს შვილი ადამისი! |
Strophe: S1637/K1637 | ||
Verse: a | ტარიელს და ცოლსა მისსა | მიჰხვდა მათი საწადელი - |
Verse: b | შვიდი ტახტი სახელმწიფო, | საშვებელი გაუცდელი. |
Verse: c | მათ პატიჟთა დაავიწყებს | ლხინი ესე აწინდელი, |
Verse: d და | ყოლა ლხინთა ვერ იამებს | კაცი ჭირთა გარდუხდელი. |
Strophe: S1638/K1638 | ||
Verse: a | თვით ორნივე ერთგან მსხდომნი | ჰნახნეთ, მზეცა ვერა სჯობდეს; |
Verse: b | ბუკსა ჰკრეს და მეფედ დასვეს, | ქოსნი ხმათა დაატკბობდეს; |
Verse: c | მისცა კლიტე საჭურჭლეთა, | თავთა მათთა მიანდობდეს. |
Verse: d და | "ესეაო მეფე ჩვენი", - | იზახდიან, ამას ხმობდეს. |
Strophe: S1639/K1639 | ||
Verse: a | ავთანდილ და ფრიდონისთვის | ორნი ტახტნი დაამზადნეს, |
Verse: b | ზედა დასხდეს ხელმწიფურად, | დიდებანი უდიადნეს; |
Verse: c | ღმერთმან სხვანი ხორციელნი | მათებრნიღა რად დაბადნეს! |
Verse: d და | ამბობდიან ჭირთა მათთა, | ყველაკასა გაუცხადნეს. |
Strophe: S1640/K1640 | ||
Verse: a | სმა, პურობა, გახარება | ქმნეს, ჯალაბი გაადიდეს; |
Verse: b | ვითარიცა ქორწილობა | ხამს, ეგეთსა გარდიხდიდეს. |
Verse: c | მათ ოთხთავე თავის-თავის | ძღვენსა სწორად მიართმიდეს, |
Verse: d და | გლახაკთათვის საბოძვარსა | საჭურჭლესა ერთგან ჰყრიდეს. |
Strophe: S1641/K1641 | ||
Verse: a | დედოფალმან ეგრე ბრძანა: | "ობოლ-ქვრივნი მოასხენით, |
Verse: b | ყველაკაი დაამდიდრეთ, | საბოძვრითა აავსენით"; |
Verse: c | თვით უბოძა უსაზომო, | რომ არ ითქმის კაცთა ენით: |
Verse: d და | "ულოცეთო დღეგრძელობა, | ესე ღმერთსა შეჰვედრენით". |
Strophe: S1642/K1642 | ||
Verse: a | ტარიელ თქვა: "დედოფალო, | გკადრებ ერთსა მოსახსენსა: |
Verse: b | შეიწყალე რამაზ მეფე, | მიავალე ღმერთსა შენსა! |
Verse: c | ვნახე, მეტად შემებრალნეს, | შეუშინდა ხრმალსა ჩვენსა. |
Verse: d და | ღმერთი ალხენს მონანულსა, | მოცთომილსა, ცრემლ-ნადენსა". |
Strophe: S1643/K1643 | ||
Verse: a | დედოფალმან ლმობიერად | "შევუნდობო", ესე ბრძანა; |
Verse: b | მოიყვანა რამაზ მეფე, | ხელმწიფეთა ათაყვანა; |
Verse: c | ყოვლით კერძო მომღერალთა | ხმები გაეთანისთანა, - |
Verse: d და | ჭირთა მათგან გარდახდილთა | ესე ლხინი შეაგვანა. |
Strophe: S1644/K1644 | ||
Verse: a | ოქრო, თვალი, მარგალიტი, | შვენიერი სანახავად, |
Verse: b | ყოვლგან იდვის ვითა გორი, | მოდის ველთა მოსარწყავად; |
Verse: c | ვისცა სწადდის, ალაფობდის, | წაიღიან უკითხავად, |
Verse: d და | მანდატური არვის სცვიდის, | ბოლოს ვინ ჯდის, ანუ თავად. |
Strophe: S1645/K1645 | ||
Verse: a | ავთანდილ და ფრიდონისთა | სპათა ეტყვის მეფე დიდი: |
Verse: b | "სტუმარნი ხართ, შოებისა | სირცხვილი და ნუ გაქვს რიდი!" |
Verse: c | თვითოს კაცსა თვითო ჯორი | მარგალიტი ანაკიდი - |
Verse: d და | ესე მისცა საბოძვარი, | სხვას ყველასა ვერ დავსთვლიდი. |
Strophe: S1646/K1646 | ||
Verse: a | ავთანდილ და ფრიდონისთვის | საბოძვარსა ვინ დასთვალავს! |
Verse: b | ვერ გამოთქვამს სიმრავლესა | ენა, ამად თავსა კრძალავს! |
Verse: c | რაცა ედვა, უკეთესსა | დედოფალი არ დაჰმალავს, |
Verse: d და | მათ უხმობდა მხსნელად მათად, | ტკბილად უჭვრეტს, არა ჰლალავს. |
Strophe: S1647/K1647 | ||
Verse: a | სრულნი ინდონი ავთანდილს | და ფრიდონს მწედ ხადოდიან: |
Verse: b | "თქვენგან გვჭირს კარგი ყველაი", | - მართ ამას მოიტყოდიან, |
Verse: c | ვითა პატრონსა სჭვრეტდიან, | რაც სწადდის, მას იქმოდიან, |
Verse: d და | სადარბაზებლად* ნიადაგ | მათ წინა მოვიდოდიან. |
Strophe: S1648/K1648 | ||
Verse: a | ტარიელ რამაზ მეფესა | უბოძა საბოძვარია |
Verse: b | უბრძანა: "ხარკსა მოგვცემდი, | მართ ვითა შენი გვარია". |
Verse: c | მან თაყვანის-სცა, პირსა ქვე | მიწამდის დამდებარია, |
Verse: d და | წავიდა მისი მლოცველი, | არ ომთა მომკვეხარია |
Strophe: S1649/K1649 | ||
Verse: a | ინდოთ მეფე უბრძანებდა | ასმათს, მისსა შეკვდომილსა: |
Verse: b | "რაცა შენ ჰქმენ, არ უქმნია | არ გამზრდელსა, არცა ზრდილსა; |
Verse: c | აწ ინდოეთს სამეფოსა | მეშვიდესა, - ერთსა წილსა, - |
Verse: d და | ზედა დაგსვამ; შენი იყოს, | გვმსახურებდი ტკბილი ტკბილსა. |
Strophe: S1650/K1650 | ||
Verse: a | ვინცა გწადდეს, ქმრად შეირთე, | სამეფოსა ეპატრონე; |
Verse: b | მუნიდაღმა გვმსასურებდი, | თავი შენი დაგვამონე!" |
Verse: c | ასმათ ფერხნი გარდუკოცნა: | "შენგან-აო ჩემი ღონე, |
Verse: d და | მონობისა უკეთესი | რამც ვიშოვნე, რამც ვიქონე?" |
Strophe: S1651/K1651 | ||
Verse: a | მოახსენა: "ხელმწიფეო, | ვიკადრებ და ნუ გასწყრები: |
Verse: b | თუ ხმელეთი სრულად მქონდეს, | ვერცა მაშინ გაგეყრები, |
Verse: c | მე მეყოფა შუქი თქვენი, | ვარ მზის ეტლთა შენასწრები, |
Verse: d და | ვერ გავსწირავ ჩემგან ზრდილსა, | არცა სხვაგან ვიარები". |
Strophe: S1652/K1652 | ||
Verse: a | კვლაცა უბრძანა ტარიელ: | "კმარს შენი ჭირთ ნახულები, |
Verse: b | გვახსოვან შენნი ჩვენზედა | თვალნი ცრემლ-ნაფახულები; |
Verse: c | სჯობს, მოისმინო ნათქვამი, | ჰქმნა ჩემგან გაზრახულები, |
Verse: d და | ბოროტი სცვალო კეთილად, | გყვენ სპანი ხრმალ-მახულები". |
Strophe: S1653/K1653 | ||
Verse: a | დაჰმორჩილდა, მოახსენა: | "ჭირთა ჟამი ერთხელია". |
Verse: b | მოიყვანეს კარგი მოყმე, | გონიერი, არ ხელია; |
Verse: c | ასმათ მისცეს, მიუძღვების, | დაუჭირა სახელია, |
Verse: d და | იგი კაცი გაადიდეს, | აქვს მეფობის სახელია. |
Strophe: S1654/K1654 | ||
Verse: a | ერთგან სამთავე ძმობილთა | დაყვნეს ცოტანი დღენია; |
Verse: b | თამაშობდიან, უსახო | მიუდიოდის ძღვენია: |
Verse: c | რა მარგალიტი ღარიბი, | რა უკეთესი ცხენია! |
Verse: d და | მაგრა ავთანდილს სურვილმან | დაღრეჯა დააჩენია. |
Strophe: S1655/K1655 | ||
Verse: a | ტარიელ ცნა, ამა ყმასა | ცოლისათვის მოესურვა. |
Verse: b | უბრძანებდა: "გული შენი, | განაღამცა მომემდურვა; |
Verse: c | აწ ვაგლახ მე, ჭირი შენი | გონებამან შვიდით ურვა, |
Verse: d და | მოგშორდები, საწუთრომან | ლხინი ასრე* დამიშურვა". |
Strophe: S1656/K1656 | ||
Verse: a | კვლა ფრიდონცა დაეთხოვა: | "წავიდეო სახლსა ჩემსა, |
Verse: b | ზედას-ზედა დავსტკებნიდე | დარბაზსა და ამა თემსა; |
Verse: c | სამსახურსა მიბრძანებდი, | უხუცესი ვითა მრწემსა, |
Verse: d და | თქვენთვის ასრე მომსურდების, | წყაროსათვის ვით ირემსა". |
Strophe: S1657/K1657 | ||
Verse: a | მასცა უბოძა ფარმანი: | "წა, სახლი მოიარეო, |
Verse: b | მე ნუ გამწირავ, მნახევდი*, | ადრე მობრუნდი გარეო". |
Verse: c | ავთანდილს უთხრა: "უშენოდ | რა-მცაღა გავიხარეო? |
Verse: d და | რათგან ისწრაფი, ნუ გაგვა. | მიგელის ლომსა მთვარეო!" |
Strophe: S1658/K1658 | ||
Verse: a | როსტანისთვის წაატანა | ძღვნად ტურფები ჯუბაჩები, |
Verse: b | კვლა ჭურჭელი თვალთა თლილთა, | არ კოვზები, არ ჩამჩები: |
Verse: c | "ჩემ მაგიერ მიუტანე, | წაო, ნურას მეურჩები". |
Verse: d და | ავთანდილ თქვა: "არა ვიცი, | მე უშენოდ ვით დავრჩები!" |
Strophe: S1659/K1659 | ||
Verse: a | ქალსა ქალმან გაუგზავნა | ყაბაჩა და ერთი რიდე, |
Verse: b | რომე ჩაცმა-დაბურვასა | ვინ-მც ღირს იყო მათგან კიდე! |
Verse: c | ერთი თვალი - წამღებელსა, | ვერა თქვას, თუ: "ცუდად ვზიდე", - |
Verse: d და | ღამე მზეებრ გაანათლის, | ჩნდის, სადაცა შეჰხედვიდე. |
Strophe: S1660/K1660 | ||
Verse: a | ავთანდილ შეჯდა, წავიდა, | ტარიას გაესალამა; |
Verse: b | იგი ორნივე გაყრისა | დაწვნა ცეცხლისა ალამა; |
Verse: c | სრულად ინდონი მისტირან, | ცრემლმან მინდორი დალამა; |
Verse: d და | ავთანდილ იტყვის: "მომკლაო | სოფლისა მე სამსალამა". |
Strophe: S1661/K1661 | ||
Verse: a | ერთგან ფრიდონ და ავთანდილ | იარნეს დღენი მცირენი; |
Verse: b | გზამან გაყარნა, წავიდეს | თავის-თავ ანატირენი; |
Verse: c | კარგად მოუხდეს მათ მათნი | საქმენი დანაპირენი; |
Verse: d და | ავთანდილ მიხდა არაბეთს, | ნახნა არ ცუდნი ჭირენი. |
Strophe: S1662/K1662 | ||
Verse: a | გამოეგებნეს არაბნი, | სამეფო დააშვენა მან; |
Verse: b | ნახა მზე მისი, მიჰრიდა | მისთა სურვილთა წყენამან; |
Verse: c | მას თანა ტახტსა და-ვე-ჯდა, | ალხინა მჭვრეტთა ლხენამან, |
Verse: d და | გაახელმწიფა გვირგვინი | ზეცით მოსრულმან ზენამან. |
Strophe: S1663/K1663 | ||
Verse: a | მათ სამთავე ხელმწიფეთა | ერთმანერთი არა სძულდეს, |
Verse: b | ერთმანერთსა ჰნახვიდიან, | საწადელნი გაუსრულდეს, |
Verse: c | ბრძანებისა შემცილენი | მათთა ხრმალთა და-ვე-წყლულდეს, |
Verse: d და | მოიმატნეს სამეფონი, | გახელმწიფდეს, გამორჭმულდეს. |
Strophe: S1664/K1664 | ||
Verse: a | ყოვლთა სწორად წყალობასა | ვითა თოვლსა მოათოვდეს, |
Verse: b | ობოლ-ქვრივნი დაამდიდრნეს | და გლახაკნი არ ითხოვდეს, |
Verse: c | ავთა მქმნელნი დააშინნეს, | კრავნი ცხვართა* ვერა სწოვდეს*, |
Verse: d და | შიგან მათთა საბრძანისთა | თხა და მგელი ერთგან სძოვდეს. |
Strophe: S1665/K1665 | ||
Verse: a | გასრულდა მათი ამბავი | ვითა სიზმარი ღამისა. |
Verse: b | გარდახდეს, გავლეს სოფელი, | - ნახეთ სიმუხთლე ჟამისა!- |
Verse: c | ვის გრძლად ჰგონია, მისთვისცა | არის ერთისა წამისა. |
Verse: d და | ვწერ ვინმე მესხი მელექსე | მე რუსთველისად ამისა. |
Strophe: S1666/K1666 | ||
Verse: a | ქართველთა ღმრთისა დავითის, | ვის მზე მსახურებს სარებლად, |
Verse: b | ესე ამბავი გავლექსე | მე მათად მოსახმარებლად, |
Verse: c | ვინ არის აღმოსავლეთით | დასავლეთს ზართა მარებლად, |
Verse: d და | ორგულთა მათთა დამწველად, | ერთგულთა გამახარებლად. |
Strophe: S1667/K1667 | ||
Verse: a | დავითის ქმნანი ვითა ვთქვნე | სიჩალხე-სიხაფეთანი! |
Verse: b | ესე ამბავნი უცხონი, | უცხოთა ხელმწიფეთანი, |
Verse: c | პირველ ზნენი და საქმენი, | ქებანი მათ მეფეთანი, |
Verse: d და | ვპოვენ და ლექსად გარდავთქვენ, | ამითა ვილაყფეთანი. |
Strophe: S1668/K1668 | ||
Verse: a | ესე ასეთი სოფელი, | არვისგან მისანდობელი, |
Verse: b | წამია კაცთა თვალისა | და წამწამისა მსწრობელი! |
Verse: c | რასა ვინ ეძებთ, რას აქმნევთ? | ბედია მაყივნებელი, |
Verse: d და | ვის არ შეუცვლის, კარგია, | ორისავ იყოს მხლებელი. |
Strophe: S1669/K1669 | ||
Verse: a | ამირან დარეჯანის ძე | მოსეს უქია ხონელსა, |
Verse: b | აბდულ-მესია - შავთელსა, | ლექსი მას უქეს რომელსა, |
Verse: c | დილარგეთ - სარგის თმოგველსა, | მას ენა-დაუშრომელსა, |
Verse: d და | ტარიელ - მისსა რუსთველსა, | მისთვის ცრემლ-შეუშრომელსა. |