Strophe: S1598/K1598 | ||
Verse: a | ინდოეთს ზედა წაადგა, | მუნ მთა და დიდი ქედია; |
Verse: b | აჩნდა ლაშქარი უსახო, | ესაკვირველა, ჰე, დია. |
Verse: c | ტარიელ ბრძანა: "მოყმენო, | აწ თქვენგან რა იმედია? |
Verse: d და | ადრე მოვიცლი იმათგან, | ღმერთი და ჩემი ბედია! |
Strophe: S1599/K1599 | ||
Verse: a | იმა ლაშქართა უნახვან | კვლა ჩემნი ხრმალთა კვეთანი; |
Verse: b | ერთხელ შემებნეს, დავხოცენ, | შევქმენ აბჯართა ფეთანი". |
Verse: c | ავთანდილ ჰკადრა: "რად უნდან | თქმანი სიტყვათა მძლეთანი? |
Verse: d და | მათ ვითა მტვერთა წავიხვამთ, | მიჰხვდენ ფერხითა ცვეთანი". |
Strophe: S1600/K1600 | ||
Verse: a | დაეკაზმნეს საომარად, | გაამაყდეს, გაჩაუქდეს, |
Verse: b | ცხენთა შესხდეს უკეთესთა, | სახედარნი ასუბუქდეს, |
Verse: c | ერთმანერთსა აჯობინეს, | მჭვრეტელთაგან არ გაუქდეს, |
Verse: d და | იგი ქედი ჩაიქროლეს, | ბუქისაგან უფრო ბუქდეს. |
Strophe: S1601/K1601 | ||
Verse: a | წინ მავალნი დარაჯათა | მათთა ზედა გარდეკიდეს; |
Verse: b | ტარიასთა გააქცივნეს, | მიეწივნეს, ჩამოჰყრიდეს, |
Verse: c | მოაგებნეს მხარ-დაკრულნი, | მათ წინაშე მოასხმიდეს, |
Verse: d და | აიზიდნეს; "ვისნი ხართო?" | - ჰკითხეს, ხანსა არ დაზმიდეს. |
Strophe: S1602/K1602 | ||
Verse: a | მათ მოახსენეს: "ტურფაო, | ჩვენ - ცუდად დაღორებულნი, |
Verse: b | რამაზის ხელმწიფისანი | აქა დარაჯად რებულნი". |
Verse: c | უბრძანა: "წადით, რეგვენნო, | თქვენ ჩვენგან გაფიცხებულნი, |
Verse: d და | აცნობეთ თქვენსა პატრონსა: | "მოვლენ გულითა ქებულნი". |
Strophe: S1603/K1603 | ||
Verse: a | უთხარით: "ბრძანებს ტარიელ, | მეფე ლაღი და ჯანია, |
Verse: b | იგი ხელმწიფე მაღალი, | მებრძოლთა მემაჯანია: |
Verse: c | ჩემსა ამბავსა გაცნევენ | თქვენნივე დარაჯანია, |
Verse: d და | შიში ვერ გიხსნის სიკვდილსა, | ცუდნიღა დაღრეჯანია! |
Strophe: S1604/K1604 | ||
Verse: a | დია დიდთა დამაჯნება | უშმაგომან ვით გააგო! |
Verse: b | ინდოეთსა ვით მოადეგ, | შმაგთაგანცა უფრო შმაგო? |
Verse: c | აჰა, მოველ იგი ცეცხლი, | რომე სრულად ამოგდაგო, |
Verse: d და | ხრმალი ჩემი მოლესული | შენს ტანზედა დავაბლაგო. |
Strophe: S1605/K1605 | ||
Verse: a | აწ დაემზადე, მოპარვა | მე შენი არა მწადიან; |
Verse: b | შემები, რაზმი დააწყევ, | პირველვე გამიცხადიან; |
Verse: c | პირ-ბოზო, ჩემი მორევნა | რა დია დაგიქადიან?! |
Verse: d და | მე ჩაბალახად გახმარებ, | რაცა გიმუზარადიან". |
Strophe: S1606/K1606 | ||
Verse: a | დარაჯანი წავიდეს და | ერთმანერთსა მიუსწრობდეს. |
Verse: b | რამაზს ჰკადრეს ყველაკაი, | დამალვასა ვერა სთმობდეს: |
Verse: c | "მოვიდაო ინდოთ მეფე, | ლაშქარნიცა კარგნი ჰყმობდეს, |
Verse: d და | ვინცა ვითა გარდეხვეწოს, | იგი ერთი ორთა სჯობდეს!" |
Strophe: S1607/K1607 | ||
Verse: a | ინდოთა დროშა ტარიელს | აქვს და ალამი უბია, |
Verse: b | დროშა არაბთა მეფისა | მას თანა შენატყუბია; |
Verse: c | არაბთა იცის ყველამან, | მათი აბჯარი შუბია; |
Verse: d და | ფრიდონ - მზე მოყმე, რომელმან | შექმნა სისხლისა გუბია. |
Strophe: S1608/K1608 | ||
Verse: a | ცოტაი წავლეს, გამოჩნდეს | ხუთასნი ცხენოსანანი; |
Verse: b | შეტევებასა ჰლამოდეს | ყმანი არაბთა თანანი; |
Verse: c | ტარიელ ეტყვის: "ნუ იქმთო", | მისცა სიტყვისა ნანანი; |
Verse: d და | მოვიდეს, აჩნდა უაბჯროდ, | არცა თუ ჰქონდეს დანანი. |
Strophe: S1609/K1609 | ||
Verse: a | ცხენის ფერხთა მოეხვია, | მუხლ-მოყრილი შეეხვეწა, |
Verse: b | მოახსენა: " შემიბრალე, | მისსა ძალსა, ვინცა გხვეწა! |
Verse: c | ნუ დამარჩენ, ნუ მაცოცხლებ | და წამიღონ მკვდარი მე, წა-! |
Verse: d და | გული თქვენი სასაკუთრო | ბედმან ასრე დამილეწა. |
Strophe: S1610/K1610 | ||
Verse: a | დაიკარგენით, წახვედით | თქვენ, წელნი მეათენია, |
Verse: b | გახდეს მფრინველნი უმეფოდ, | არწივსა მოსტყდეს ფრთენია; |
Verse: c | ამად შევმართენ საქმენი | ჩემნი საკამათენია, |
Verse: d და | ადრე გამიტყდა სოფელი, | მართ ვითა კაბათენია. |
Strophe: S1611/K1611 | ||
Verse: a | ვიაჯი, მომკალ მე ხოლმე, | ყველაი ჩემი ბრალია; |
Verse: b | მერმე ხუთასი ვაზირი | მყავს აქათ წაუვალია, |
Verse: c | თავები დასჭერ, ადინე | სისხლი, მართ ვითა ღვარია, |
Verse: d და | სპა უბრალოა, ნუ დაჰხოც, | ვტირ ამად გულ-მდუღარია". |
Strophe: S1612/K1612 | ||
Verse: a | ყოვლთა მისცეს ზენაარი, | მიუყარნეს მუხლნი წინა: |
Verse: b | "ნუ დაგვხოცო, მისსა ძალსა, | ვინცა აგრე დაგარჩინა!" |
Verse: c | ტარიელ დგას დაყმუნვებით, | რამაზ წინა მოეფინა. |
Verse: d და | ღმერთი ალხენს მონანულთა, | არ შეუნდობს კაცი ვინა! |
Strophe: S1613/K1613 | ||
Verse: a | კაცი ცრემლითა შეინდობს, | თუ ცოდვა მის თანაც არსა. |
Verse: b | ვით ნინეველნი, ისხემდეს | თავსა მტვერსა და ნაცარსა, |
Verse: c | ამით დაეხსნეს რისხვასა, | ზეცით მოსრულსა ნაცარსა. |
Verse: d და | წაღმავე წაგრეხს სოფელი | კვლა მისგან უკუნაცარსა. |
Strophe: S1614/K1614 | ||
Verse: a | ბრძენთა ვინმე მოსწავლემან | საკითხავი ესე ვპოვნე: |
Verse: b | "ესეაო მამაცისა | მეტის-მეტი სიგულოვნე: |
Verse: c | ოდეს მტერსა მოერიო, | ნუღარ მოჰკლავ, დაიყოვნე; |
Verse: d და | გინდეს სრული მამაცობა, | ესე სიტყვა დაიხსოვნე". |
Strophe: S1615/K1615 | ||
Verse: a | ტარიელ მოტკბა, ღმრთისავე | მსგავსად იგ წაღმართულია: |
Verse: b | "აღარ დაგხოცო", უბრძანა, - | ძლეული შიშმან თუ ლია, - |
Verse: c | წაღმავე წაგრეხს საქმესა, | რაცა უკუღმა სთულია; |
Verse: d და | "ნაქმარი მრუდი ყველაი | აწ ჩემგან გამართულია". |
Strophe: S1616/K1616 | ||
Verse: a | თაყვანის-სცეს და დალოცეს, | ყოვლთა ხმა ერთად იერეს, |
Verse: b | ღმერთსა შეჰვედრეს ზახილით, | სვე მათი გააძლიერეს, |
Verse: c | თავები დახსნეს სიკვდილსა, | სიცოცხლე ამით მიერეს. |
Verse: d და | ტარიას ხრმალნი ვერ გაძღეს, | ჯერთ ხორცი მოიმშიერეს. |
Strophe: S1617/K1617 | ||
Verse: a | ტარიას ნახვად მოსრული | მუშთარი ახლოს მჭვრეტია; |
Verse: b | რისხვისა ცეცხლი ტარიელს | სიტკბოთა დაუშრეტია; |
Verse: c | მოვიდეს, ნახეს: რამაზის | ლაშქარი ძლივღა ეტია; |
Verse: d და | ინდოეთს ზეცით სინათლე | ჩადგა, მართ ვითა სვეტია. |
Strophe: S1618/K1618 | ||
Verse: a | ერთი კაცი მახარობლად | მათ ლაშქართა მიუვიდა: |
Verse: b | "არ დაგხოცსო, შეგიწყალნა", | - ყველაკაი დალოცვიდა; |
Verse: c | ბუკსა ჰკრეს და იხარებდეს, | ყველა ამას მოზრახვიდა: |
Verse: d და | "მოვიდაო იგი მოყმე, | რომე ერთი ბევრსა სრვიდა". |
Strophe: S1619/K1619 | ||
Verse: a | მოეგებნიან ტარიელს, | შორი-შორ უსალამიან; |
Verse: b | შიგანთა დროშა ინდოთა | მათად ცნეს, იალამიან. |
Verse: c | ვერ გამოენდვნეს ინდონი, | თქვეს, თუ: "ღალატსა ლამიან", - |
Verse: d და | არ მოელოდეს ტარიელს, | მით ცრემლი დაილამიან. |
Strophe: S1620/K1620 | ||
Verse: a | ტარიელ მიდგა, უყივლა: | "მე მოველ, მეფე თქვენიო, |
Verse: b | თანა მყავს ჩემი მნათობი, | პირი ელვათა მფენიო, |
Verse: c | ჩვენ მოგვცა მაღლით მაღალმან | წყალობა მისი ზენიო, |
Verse: d და | გამოდით, თქვენი სიშორე | არს ჩემგან მოუთმენიო". |
Strophe: S1621/K1621 | ||
Verse: a | მაშინღა იცნეს ტარიელ, | მათგან მი და მო სრბანია, |
Verse: b | სრულად ნათლითა აივსო | ზღუდე და ბანის-ბანია; |
Verse: c | ხმა-მაღლად ხმობდეს, იზახდეს: | "მოგვშორდეს სალმობანია, |
Verse: d და | აქამდის რისხვა-მაღალმან | აწ მოგვცნა წყალობანია". |
Strophe: S1622/K1622 | ||
Verse: a | კარნი გაახვნეს, გამოჩნდეს, | მოიხვნეს მათ კლიტენია; |
Verse: b | ერთობ ფლასითა მოსილნი | უმზერდეს მუნ მჭვრეტენია; |
Verse: c | ტირან ორნივე ქალ-ყმანი, | ვარდისა ბაღსა ტენია, |
Verse: d და | ზახილით თავსა იცემდეს, | ყორნის ფრთა ბროლსა სტენია. |
Strophe: S1623/K1623 | ||
Verse: a | ვითა გამზრდელსა ჰმართებდა, | გაზრდილი აგრე ხელია; |
Verse: b | რომე სდის ცრემლი თვალთაგან, | ცეცხლთაგან უფრო ცხელია; |
Verse: c | თავსა იცემდეს, იზახდეს, | ტირს მეტად გულ-ფიცხელია. |
Verse: d და | გიშრისა ტევრსა მოჰფოცხდა | ბროლისა საფოცხელია. |
Strophe: S1624/K1624 | ||
Verse: a | რა ნახნა ხასნი, ვაზირნი | ფლასითა დამოსილნია, |
Verse: b | კვლა დაიზახნა ტარიელ | უფროსნი დანაკივლნია; |
Verse: c | სისხლი და ცრემლი თვალთაგან | სდის და მიწყობით მილნია. |
Verse: d და | მოვიდეს, ყელსა მოეჭდვნეს, | ვითა ძმანი და შვილნია. |
Strophe: S1625/K1625 | ||
Verse: a | დიდებულნი მოეხვივნეს, | მოუზრუნვეს მათ ცოლ-ქმართა; |
Verse: b | ქალი დაბნდა, მამისათვის | ტირილიცა ვერ შემართა, |
Verse: c | ვარდსა რტონი ჩამოსცვივდეს, | ზე ვერავინ წამომართა, |
Verse: d და | მუნა კაცთა ვერ ჰნახვიდი | გაცინებით მოღიმართა. |
Strophe: S1626/K1626 | ||
Verse: a | დედოფალი გამოჭრილი | მოვიდოდა მათად ნახვად, |
Verse: b | უბრძანებდა: "რად ვინ სტირთო, | - ესე ჰქონდა წყრომა-ზრახვად, - |
Verse: c | ღმერთმან რისხვა მოაქცია | წყალობისა გამოსახვად, |
Verse: d და | გვმართებს, რომე მადლი მივსცეთ, | აღარა გვცალს გლოვა-ახვად". |
Strophe: S1627/K1627 | ||
Verse: a | ტარიელ ზედა მოიჭდო | მხურვალთა ცრემლთა მდენელმან; |
Verse: b | იტყვის, თუ: "ცეცხლი დამევსო | ცხელი, აწ დამწვა მე ნელმან; |
Verse: c | დადუმდი, სული დაიღე | ჩემგან ამისმან მსმენელმან, |
Verse: d და | თქვენი სიცოცხლე მალხინა | ღმერთმან, ობოლთა მლხენელმან". |
Strophe: S1628/K1628 | ||
Verse: a | ქალმან დედასა შესტირნა: | "ჰაი მე, რა ვქმნა, დედაო! |
Verse: b | წითელ-ყვითლითა დაგაგდე, | აწ შაოსანსა გხედაო, |
Verse: c | მამამან ტახტი დაცალა, | აღარსადა ზის ზედაო!" |
Verse: d და | დედამან ცრემლნი მოსწურნა: | "ნუ სტირ, დადუმდი, ბედ-აო". |
Strophe: S1629/K1629 | ||
Verse: a | გარდაუკოცნა პირი და | ბაგეთა ვარდი თხელები, |
Verse: b | ვარდსა დაუტყლეჟს ბაგითა, | გახდა ალვისა მთხელები, |
Verse: c | ნესტანჯარს ეტყვის: "რადღა ვთქვათ | სიტყვები ბედით ხელები? |
Verse: d და | ჩვენ ყოვლთა გვმართებს ნეტარძი | ათასი, არ ერთხელები". |
Strophe: S1630/K1630 | ||
Verse: a | რა გარდახდა მცირე ხანი, | ჟამი იქმნა გარდასრულად, |
Verse: b | დიდებულნი ეთაყვანნეს, | ერთობილნი ადგეს სრულად; |
Verse: c | იგი მზენი მიეგებნეს, | მოეხვივნეს გულის-გულად. |
Verse: d და | აკოცეს და მოიკითხეს | თავის-თავის, თვითეულად. |
Strophe: S1631/K1631 | ||
Verse: a | ავთანდილ და ფრიდონ ჰკადრეს | დედოფალსა მიმტკივნება; |
Verse: b | ტარიელ თქვა: "დედოფალო, | გჭირს ამათი არა-მცნება, |
Verse: c | ესენია მხსნელნი ჩვენნი, | აწ არა გვცალს გრძლად უბნება, |
Verse: d და | ამათგან გვაქვს ჩვენ ორთავე | სიცოცხლისა მოპოვნება". |
Strophe: S1632/K1632 | ||
Verse: a | ადგეს და ქალაქს შევიდეს, | თვით გარდახდეს სრასა მათსა; |
Verse: b | ერთსა ბრძანებს დედოფალი, | მართ სიტყვასა ვითამ ათსა: |
Verse: c | "ღმერთმან მოსრნა მტერნი ჩვენნი, | ვერ დაგვცემენ ყოლ შამათსა, |
Verse: d და | ამად შევიქმ სიხარულსა | მართ გულისა საკამათსა". |
Strophe: S1633/K1633 | ||
Verse: a | უბრძანა: "გლოვა გახსენით, | ქოს-წინწილასა ჰკარითო, |
Verse: b | დიდი ზათქი და ზეიმი | გავიდეს ჩვენით კარითო; |
Verse: c | ნახლები თქვენი ოქროსა | სარტყლითა მოიკარითო, |
Verse: d და | იცინოდით და იმღერდით, | ნუ ცრემლი აწანწკარითო". |