TITUS
Rustaveli, Vepxistqaosani
Part No. 62
Previous part

Chapter: 62 
ტარიელისაგან ინდოთ მეფის სიკვდილის ცნობა







Strophe: S1579/K1579 
Verse: a       ქედსა ზედა გარდმოადგა   მეტად დიდი ქარავანი,
Verse: b       კაცები და სახედრები   ერთობ იყო შაოსანი;
Verse: c       გარეშემო მოეკვეცნეს   უკანამო დალალანი;
Verse: d    და   მეფე ბრძანებს: "მოასხითო,   ჩვენ დავყოვნოთ აქა ხანი".






Strophe: S1580/K1580 
Verse: a       მოასხნეს იგი ვაჭარნი   და მათი უხუცესია;
Verse: b       უბრძანა: "ვინ ხართ, შავითა   რად ტანი შეგიგლესია?"
Verse: c       მათ მოახსენეს: "სით მოვალთ,   მუნ ასრე დანაწესია,
Verse: d    და   ინდოეთს მისრით მოსრულთა   გვივლია გზა უგრძესია".






Strophe: S1581/K1581 
Verse: a       გაეხარნეს მათ ვაჭართა   ინდოეთით მომავლობა,
Verse: b       მაგრა თავი უმეცარ ყვეს,   არა მისცეს ყოლა გრძნობა;
Verse: c       უცხოურად ეუბნების,   მათ ვერა ქმნეს მათი ცნობა,
Verse: d    და   არ ესმოდა ინდოური,   არაბულად ყვეს უბნობა.






Strophe: S1582/K1582 
Verse: a       უბრძანეს: "გვითხართ, ვაჭარნო,   ამბავი ინდოეთისა".
Verse: b       მათ ჰკადრეს: "ზეცით მოსრულა   ინდოეთს რისხვა ზეცისა;
Verse: c       დიდსა და წვრილსა ყველასა   ცრემლი სდის მსგავსი წვეთისა,
Verse: d    და   მას შიგან მყოფსა ბრძენსაცა   ცნობა აქვს ვითა შეთისა".






Strophe: S1583/K1583 
Verse: a       თვით მათვე მათსა ამბავსა   უამბობს, არის წყლიანი:
Verse: b       "ფარსადან, მეფე ინდოთა,   იყო ხელმწიფე სვიანი,
Verse: c       მას ესვა ქალი მნათობი,   მზისაცა უფრო მზიანი,
Verse: d    და   კბილ-მარგალიტი, ტან-ალვა,   ღაწვ-ბადახშ, ყორან-თმიანი.






Strophe: S1584/K1584 
Verse: a       მას ქალსა და ამირბარსა   ერთმანერთი შეუყვარდა.
Verse: b       ამირბარმან სიძე მოკლა,   ხმა მეფესა დაუვარდა;
Verse: c       იგი ქალი პატარაი   მამიდასა გაეზარდა,
Verse: d    და   ბუქთა მისგან მონაქროლთა   ინდოეთი გარდაქარდა.






Strophe: S1585/K1585 
Verse: a       მამიდაი ქაჯი იყო,   გრძნეულობა იცის კარგა,
Verse: b       მით შემართა საშინელი,   მზე ხმელეთსა დაუკარგა;
Verse: c       თვითცა მოკვდა უბედური,   მართ საცოცხლოდ არად ვარგა;
Verse: d    და   იგი ქალი დაიკარგა,   ალვა მორჩი სხვაგან დარგა.






Strophe: S1586/K1586 
Verse: a       ცნა ამირბარმან წავიდა   ლომი მის მზისა მძებნელად,
Verse: b       იგიცა წახდა, ინდოეთს   გახდა მთვარე და მზე ბნელად;
Verse: c       ორნივე გადაიკარგნეს,   მათიღა პოვნა არს ძნელად;
Verse: d    და   მეფემან ბრძანა: "ჰე ღმერთო,   რად ცეცხლსა მომიდებ ნელად?"






Strophe: S1587/K1587 
Verse: a       მეფე გაშმაგდა მათისა   უღონო-ქმნილი ძებნისა;
Verse: b       ვად შეიცვალა ინდოეთს   ხმა წინწილისა, ებნისა;
Verse: c       ცოტასა ხანსა გა-ვე-ძლო   დება სახმილთა გზნებისა,
Verse: d    და   აწ თვითცა მოკვდა, შეიქმნა   ბოლო სრვისა და ტკებნისა".






Strophe: S1588/K1588 
Verse: a       რა ვაჭარმან ესე სიტყვა   თქვა, საქმენი გააკვლადნა,
Verse: b       ქალმან დიდნი დაიკივლნა,   ფიცხლა თავსა მოიხადნა;
Verse: c       ტარიელცა დაიზახნა,   დაფარულნი გააცხადნა;
Verse: d    და   ნარგისთაგან ნაწვიმარი   ღვარი ადგა, თოვლი გადნა.






Strophe: S1589/K1589 
Verse: a       მომკალ, ქალსა თავ-შიშველსა   თუ მზე ვითა ეურჩოსა!
Verse: b       სული ვარდსა დავამსგავსე,   თავ-მოხდილი - ყაყაჩოსა.
Verse: c       თუ ბრძენიცა მაქებარი   მისი იხმობს ვირებრ "ჩოსა",
Verse: d    და   ჰგავს, თუ ტყუბი მარგალიტი   ზის ბროლისა ხარხაჩოსა.






Strophe: S1590/K1590 
Verse: a       ქალი საბრალოდ მამასა   სტირს, ბულბულისა მსგავსია,
Verse: b       თმა გაიგლიჯა, გაყარა,   ღაწვი ცრემლითა ავსია,
Verse: c       ვარდი შექმნილა ზაფრანად,   ლალი მართ ვითა ხავსია,
Verse: d    და   მზესა ღრუბელი ეფარვის,   ამად ნათელი დავსია.






Strophe: S1591/K1591 
Verse: a       იხოჭს და იგლეჯს, ზახილით   ტირს სიტყვა-ხაფი უარე;
Verse: b       სისხლი და ცრემლი თვალთაგან   ჩამოსდის გარე უარე:
Verse: c       "მოვკვე, მამაო, მე შენთვის   შვილი ყოველთა უარე,
Verse: d    და   ვერა გმსახურე ასულეან,   ვერცა რა შეგაგუარე.






Strophe: S1592/K1592 
Verse: a       ჩემთვის ბნელ-ქმნილო მამაო,   ნათელო თვალთა ჩემთაო,
Verse: b       ჩემთა რა გაცნევს ამბავთა,   გულისა მონაცემთაო!
Verse: c       მზეო, რადღა გაქვს სინათლე,   რადღა ანათობ თემთაო?
Verse: d    და   რად არ დაიქეც, ქვეყანავ,   რადღა ჰმართიხარ ზე, მთაო?"






Strophe: S1593/K1593 
Verse: a       ტარიელ მოთქვამს: "გამზრდელო,   ჰა, ჰა, რა საქმე მსმენია!
Verse: b       მიკვირს, თუ მზეღა რად ნათობს,   რად არა დაუჩენია?!
Verse: c       მზე მოჰკვე ყოვლთა სულ-დგმულთა,   სოფელი აღარ შენია,
Verse: d    და   ღმერთსა მიჰმადლე, შემინდევ,   რაცა შენ ჩემგან გწყენია".






Strophe: S1594/K1594 
Verse: a       კვლა უბრძანებდეს: "გვიამბეთ   ამბავი დანარჩომია".
Verse: b       მათ მოახსენეს: "პატრონო,   ინდოეთს დიდი ომია,
Verse: c       მოსულა ხატათ ლაშქარი,   ქალაქსა შემოსდგომია,
Verse: d    და   რამაზ არს ვინმე ხელმწიფე,   მათად პატრონად მჯდომია.






Strophe: S1595/K1595 
Verse: a       "ჯერთ დედოფალი ცოცხალ-ა,   მკვდართაგან უფრო მკვდარია,
Verse: b       იბრძვის ინდოთა ლაშქარი,   თუც იმედ-გარდამწყდარია,
Verse: c       გარეთ ციხენი წაუხვმან,   ყველაი გარდამხდარია,
Verse: d    და   მზენო, თქვენ შუქნი მიჰფინეთ,   ჰაი, რა ავი დარია!






Strophe: S1596/K1596 
Verse: a       მუნა მყოფსა ყველაკასა   შეეკერა, ჩვენცა, შავი;
Verse: b       რამაზს წინა გამოვედით,   მისრულად ვთქვით ჩვენი თავი.
Verse: c       მეფე ჩვენი დიდი არის,   მათ ეწადა მისი ზავი,
Verse: d    და   გამოგვიშვა, წამოვედით,   არა გვიყო ყოლა ავი".






Strophe: S1597/K1597 
Verse: a       რა ტარიელს ესე ესმა,   მეტად ფიცხლად აიყარა,
Verse: b       ეჯი სამ დღე წასავალი   ერთსა დღესა წაიარა;
Verse: c       დროშა მისი აიმართა,   წინა არა აიფარა,
Verse: d    და   აწ ნახეთ, თუ გოლიათი   გული ვითა ამაგარა!




Next part



This text is part of the TITUS edition of Rustaveli, Vepxistqaosani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 21.4.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.