TITUS
Rustaveli, Vepxistqaosani
Part No. 61
Previous part

Chapter: 61 
ქორწილი ავთანდილისა და თინათინისა არაბთა მეფისაგან







Strophe: S1549/K1549 
Verse: a       მას დღე ავთანდილ პატრონად   ზის და ხელმწიფე ზენია,
Verse: b       მას თანა მჯდომსა ტარიელს   ჰშვენიან სინაზენია;
Verse: c       ნესტანჯარ* ახლავს თინათინს,   ვინ მჭვრეტთა ამაზრზენია,
Verse: d    და   ჰგავს, თუ ცა მოდრკა ქვეყანად,   შეყრილან ოთხნი მზენია.






Strophe: S1550/K1550 
Verse: a       დაიწყეს მორთმა პურისა   ლაშქართა მის მესავსისა*,
Verse: b       ზროხა და ცხვარი დაკლული   არს უმრავლესი მხავსისა,
Verse: c       შეიქმნა ძღვნობა ძღვენისა,   მათისა შესამსგავსისა,
Verse: d    და   მათ ყოვლთა შუქი ანათობს   პირისა მზისა მსგავსისა.






Strophe: S1551/K1551 
Verse: a       იაგუნდისა ჯამები   იყვის, ლალისა ჭიქები,
Verse: b       კვლა უცხოფერთა ჭურჭელთა   სხდის უცხო-უცხო სიქები.
Verse: c       მის ქორწილისა მაქები   კაცი ბრძენთაგან იქები,
Verse: d    და   მჭვრეტელო, გულსა ეტყოდი:   "ნუ აეხსნები, იქ ები!"






Strophe: S1552/K1552 
Verse: a       მუტრიბნი მოდგეს ყოველგნით,   ისმოდის ხმა წინწილისა;
Verse: b       შეყრით ძეს გორი ოქროსა   და ბადახშისა თლილისა;
Verse: c       მსმელთათვის წყარო ღვინისა   ასგან დის, მსგავსი მილისა,
Verse: d    და   ბინდით ცისკრამდის სმა იყო,   გარდახდა ჟამი დილისა.






Strophe: S1553/K1553 
Verse: a       არა დარჩა უსაბოძვრო   არ კოჭლი და არ საპყარი;
Verse: b       მოდიოდა მარგალიტი   მოფანტული, მონაყარი;
Verse: c       გაბედითდა წასაღებლად   ატლასი და ოქრო მყარი.
Verse: d    და   სამ დღე იყო ინდოთ მეფე   ავთანდილის ვით მაყარი.






Strophe: S1554/K1554 
Verse: a       ხვალისა მეფე არაბთა   კვლა პურობს, არ ღაფალია;
Verse: b       ტარიელს უთხრა: "შენი მზე   საჭვრეტლად სატურფალია.
Verse: c       მეფე ხარ ყოვლთა მეფეთა   და ეგე დედოფალია;
Verse: d    და   ხამს, ყურსა* გვეგდოს   საყურად ჩვენ თქვენი ნატერფალია.






Strophe: S1555/K1555 
Verse: a       აწ, მეფეო, არ ეგების   ჩვენი სხდომა თქვენად სწორად".
Verse: b       სახელმწიფო საჯდომი და   სხვა დაუდგა ტახტი შორად.
Verse: c       ქვემოთ დასხნა ავთანდილ და   ცოლი მისი მათად სწორად.
Verse: d    და   პირველ ძღვენი ტარიასთვის   მოიღიან, იდვის გორად.






Strophe: S1556/K1556 
Verse: a       არაბთა მეფე მასპინძლობს,   იქმს ოდენ არიფობასა,
Verse: b       ზოგჯერ მათ ახლავს, ზოგჯერ მათ,   არ იხმობს ხელმწიფობასა,
Verse: c       გასცემს და უქებს ყველაი   უხვობა-იეფობასა,
Verse: d    და   ფრიდონ ზის ახლოს ავთანდილს,   ჩვეული თვით* მეფობასა.






Strophe: S1557/K1557 
Verse: a       მეფესა ქმრითურთ პატივი   ჰქონდა ინდოთა ქალისა,
Verse: b       სიყვარული და ჩუქება,   ვით სიძისა და სძალისა;
Verse: c       რომე სძღვნა, არა ეგების   თქმა არცა ნაათალისა, -
Verse: d    და   თვითო სკიპტრა და პორფირი   და გვირგვინები თვალისა.






Strophe: S1558/K1558 
Verse: a       კვლა უძღვნა ძღვენი ორთავე,   მსგავსი მათისა ბედისა,
Verse: b       ათასი თვალი, ნაშობი   რომანულისა დედისა,
Verse: c       კვლა მარგალიტი ათასი,   მართ ვითა კვერცხი ტრედისა,
Verse: d    და   ათასი ცხენი ტაიჭი,   სიდიდით მსგავსი ქედისა.






Strophe: S1559/K1559 
Verse: a       ფრიდონს უძღვნა ცხრა ტაბაკი   მარგალიტი თავ-შედგმული,
Verse: b       ცხრა ტაიჭი, ძვირფასისა*   უნაგრითა შეკაზმული.
Verse: c       ინდოთ მეფე თაყვანსა* სცემს   ლაღი, ბრძენი, არ მახმული,
Verse: d    და   მადლი ჰკადრა ფხიზელურად,   თუცა იყო ღვინო-სმული.






Strophe: S1560/K1560 
Verse: a       რას ვაგრძელებდე? გარდახდეს   დღენი ერთისა თვისანი.
Verse: b       თამაშობდიან, არ იყვნეს   ყოლა გაყრანი სმისანი.
Verse: c       ტარიელს სძღვნიან უცხონი   თვალნი ლალისა ქვისანი,
Verse: d    და   ათ ყოვლთა მათნი ელვანი   ჰფარვენ მართ ვითა მზისანი.






Strophe: S1561/K1561 
Verse: a       ტარიელ ჰგვანდის ვარდსა და   იყვის ფიფქისა მოველად,
Verse: b       ავთანდილ როსტანს წინაშე   გაგზავნა დასათხოველად,
Verse: c       შესთვალა: "შენი სიახლე   კმა ჩემად ლხინად ყოველად,
Verse: d    და   მტერთა აქვს ჩემი სამეფო,   ვიცი მუნ შიგან მძოველად.






Strophe: S1562/K1562 
Verse: a       უცებნი მოსრნის მცოდნელთა   ცოდნამან, ხელოვნებამან.
Verse: b       ვეჭვ, მოგცეს თქვენცა დაღრეჯა   ჩემმან რასაცა ვნებამან;
Verse: c       წავიდე, ავი არ მიყოს   მე აქა დაყოვნებამან,
Verse: d    და   ადრე კვლა გნახნე მორჭმულნი,   ინებოს ღმრთისა ნებამან".






Strophe: S1563/K1563 
Verse: a       როსტევან ჰკადრა: "მეფეო,   რად ხართ რასაცა რიდითა?
Verse: b       რაცა გიჯობდეს, იქმოდით*,   გასჭვრეტდით, გაიცდიდითა,
Verse: c       ავთანდილ თანა წამოგყვეს,   წადით ლაშქრითა დიდითა,
Verse: d    და   თქვენთა მტერთა და ორგულთა   დაჰფრეწდით, და-ცა-სჭრიდითა".






Strophe: S1564/K1564 
Verse: a       ავთანდილ უთხრა ტარიელს   ესე სიტყვები ორები.
Verse: b       მან უთხრა: "აგრე* ნუ უბნობ,   შეცევ ბროლისა ყორები,
Verse: c       ახალ შერთულსა მთვარესა,   მზეო, ვით მოეშორები?"
Verse: d    და   ავთანდილ უთხრა: "მაგითა   შენგან არ მოვიღორები".






Strophe: S1565/K1565 
Verse: a       არ დია გინდა დამაგდო,   წახვიდე ჩემად მზრახავად!
Verse: b       "ცოლი უყვარსო, გამწირა",   იყო ამიხად მსახავად;
Verse: c       მე დავრჩე შენი გაყრილი   თავისა მევაგლახავად?
Verse: d    და   კაცსა მოყვრისა გაწირვა,   ახ, მოუხდების, ახ, ავად!"






Strophe: S1566/K1566 
Verse: a       ტარიელს უგავს სიცილი   ბროლისა ვარდთა ფრქვევასა;
Verse: b       უბრძანა: "ვიტყვი უშენოდ   შენისა უფრო მე ვასა;
Verse: c       რათგან გწადიან, წამომყევ,   დამწამებ ნურას თნევასა".
Verse: d    და   ავთანდილ ბრძანებს ლაშქართა   ყოვლგნით მის თანა წვევასა.






Strophe: S1567/K1567 
Verse: a       შეყარნა სპანი არაბეთს,   აღარა ხანსა ზმულია,
Verse: b       კაცი ოთხმოცი ათასი,   ყველაი დაკაზმულია.
Verse: c       კაცსა და ცხენსა ემოსა   აბჯარი ხვარაზმულია.
Verse: d    და   არაბთა მეფე მათითა   გაყრითა ნავღელ-ჭმულია.






Strophe: S1568/K1568 
Verse: a       ერთმანერთისა გაყრილნი   ქალნი ორნივე, დობილნი,
Verse: b       ერთმანერთისა დად-ფიცნი,   სიტყვისა გამონდობილნი,
Verse: c       მკერდითა მკერდსა შეკრულნი,   ყელითა გარდაჭდობილნი,
Verse: d    და   ტიროდეს; მათთა მჭვრეტელთა   გულნი-მცა ესხნეს წთობილნი*.






Strophe: S1569/K1569 
Verse: a       მთვარე ცისკრისა ვარსკვლავსა   რა თანა-შეესწოროსა,
Verse: b       ორნივე სწორად ნათობენ,   მოჰშორდეს, მოეშოროსა;
Verse: c       არა თუ იგი მოჰშორდეს,   მართ ცამან მოაშოროსა,
Verse: d    და   მათად საჭვრეტლად მჭვრეტელმან   ხამს, თავი იქედგოროსა.






Strophe: S1570/K1570 
Verse: a       მათთავე სახედ, რომელსა   ესენი დაუბადიან,
Verse: b       იგივე გაჰყრის, სიშორე   არა თუ ნებით სწადიან,
Verse: c       ვარდსა სწებვენ და აპობენ,   ტირან და ცრემლნი ჩასდიან.
Verse: d    და   მათთა გამყრელთა ყოველთა   სიცოცხლე არ იქადიან.






Strophe: S1571/K1571 
Verse: a       ნესტან-დარეჯან თქვა: "ნეტა-მც   ყოლა არ შეგემცნებოდი*, -
Verse: b       მზისა გამყრელი გაყრითა   აწ ასრე არ დავდნებოდი*.
Verse: c       ამბავსა სცნევდი, მაცნევდი,   წიგნითა მეუბნებოდი,
Verse: d    და   ვითა მე შენთვის დამწვარ ვარ,   აგრევ შენ ჩემთვის ჭნებოდი*".






Strophe: S1572/K1572 
Verse: a       თინათინ უთხრა: "ჰე მზეო,   შენთა მჭვრეტელთა ლხინებო,
Verse: b       რად-მცა გაგწირე, თუ ვითა   გაყრასა მოვითმინებო!
Verse: c       ღმრთისაგან დღეთა თხოვისა   ნაცვლად სიკვდილი ვინებო,
Verse: d    და   აგრემცა მივი, რაზომსა   ცრემლსა მე* დავიდინებო!"






Strophe: S1573/K1573 
Verse: a       კვლა აკოცეს ერთმანერთსა,   გაიყარნეს იგი ქალნი;
Verse: b       ქვე დამდგომმან წამავალსა   ვერ მოსწყვიდნა ყოლა თვალნი;
Verse: c       იგი იჭვრეტს უკუღმავე,   ედებოდეს ამით ალნი.
Verse: d    და   რომე მწადდეს, ვერ დავწერენ   მე სიტყვანი ნაათალნი.






Strophe: S1574/K1574 
Verse: a       როსტან მათითა გაყრითა   ხელთაგან უფრო ხელდების,
Verse: b       ათასჯერ იტყვის ვაგლახსა,   არ სულთქმა უერთხელდების,
Verse: c       ცხელი სდის წყარო ცრემლისა,   მართ ვითა ქვაბი ცხელდების;
Verse: d    და   ტარიელ არის დაღრეჯით,   ფიფქი ნასდების, თხელდების.






Strophe: S1575/K1575 
Verse: a       ტარიელს ვარდსა დაუტყლეჟს   მეფე ხვევნით და კოცებით;
Verse: b       იტყვის, თუ: "თქვენი სიახლე   მიჩს აქამდისცა ოცებით;
Verse: c       რათგან მოგშორდი, დავრჩები   პატიჟთა გაასოცებით,
Verse: d    და   შენგან მოგვეცა სიცოცხლე   შენგანვე დავიხოცებით".






Strophe: S1576/K1576 
Verse: a       ტარიელ შეჯდა, მეფისა   გამყრელი, გამომსალამე;
Verse: b       სრულად ლაშქართა სდიოდა   ცრემლი, მინდორთა სალამე:
Verse: c       "მზე შენ გლამისო საომრად   და თავი შენ მას ალამე".
Verse: d    და   უბრძანა: "თქვენთვის მტირალსა   ყოლ არად მიჩნდეს სალა მე!"






Strophe: S1577/K1577 
Verse: a       გაემართნეს და წავიდეს   დია სპითა და ბარგითა
Verse: b       ტარიელ, ფრიდონ, ავთანდილ   თავითა მეტად კარგითა,
Verse: c       კაცი ოთხმოცი ათასი   ჰყვა ცხენებითა ვარგითა,
Verse: d    და   მივლენ სამნივე გულითა   ერთმანერთისა მარგითა.






Strophe: S1578/K1578 
Verse: a       სამ თვე ვლეს, - ღმერთმან მათებრი   სხვა ნურა ნუ დაჰბადოსა!
Verse: b       მოეგებნიან, მტერობა   ვერავინ დაიქადოსა!
Verse: c       მინდორსა შიგან სადილად   გარდახდეს უდილადოსა,
Verse: d    და   ვითა ჰმართებდა, პურობდეს,   ღვინოსა სმიდეს, არ დოსა.




Next part



This text is part of the TITUS edition of Rustaveli, Vepxistqaosani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 21.4.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.