Strophe: S1492/K1492 | ||
Verse: a | ამ საქმესა დაფარულსა | ბრძენ დიონოს გააცხადებს: |
Verse: b | ღმერთი კარგსა მოავლინებს, | აწ* ბოროტსა არ დაჰბადებს, |
Verse: c | ავსა წამ-ერთ შეამოკლებს, | კარგსა ხან-გრძლად გააკვლადებს, |
Verse: d და | თავსა მისსა უკეთესსა | უზადო-ჰყოფს, არ აზადებს. |
Strophe: S1493/K1493 | ||
Verse: a | ფრიდონისით გაემართნეს | იგი ლომნი, იგი მზენი, |
Verse: b | თანა მიჰყავს პირი მზისა, | ქალი მჭვრეტთა ამაზრზენი, |
Verse: c | ჰკიდავს ბროლსა ყორნის ბოლო | დაწყობილი, დანათხზენი, |
Verse: d და | მუნ ბადახშსა აშვენებდეს | სინატიფე-სინაზენი. |
Strophe: S1494/K1494 | ||
Verse: a | იგი მზე უჯდა კუბოსა | და ეგრე არონინებდეს; |
Verse: b | მინადირობდეს, ნადირსა | მუნ სისხლსა დაადინებდეს; |
Verse: c | სადაცა დაჰხვდის ქვეყანა, | მჭვრეტელთა მოალხინებდეს, |
Verse: d და | მოეგებნიან, სძღვნობდიან, | აქებდეს, არ აგინებდეს. |
Strophe: S1495/K1495 | ||
Verse: a | მას ჰგვანდეს, თუ-მცა სამყაროს | მზე უჯდა შუა მთვარეთა; |
Verse: b | იარნეს დღენი მრავალნი | ლაღთა, ბრძნად მოუბარეთა*; |
Verse: c | შიგან მათ დიდთა მინდორთა, | ყოვლგნით კაც-მიუმხვდარეთა, |
Verse: d და | სად ყოფილიყო ტარიელ, | მიჰხვდეს მის კლდისა არეთა. |
Strophe: S1496/K1496 | ||
Verse: a | ტარიელ ბრძანა: "მე მმართებს | დღეს თქვენი მასპინძელობა; |
Verse: b | მუნ მივალ, სადა ყოფილ ვარ, | მჭირდა სადამდის ხელობა; |
Verse: c | მუნ გვიმასპინძლოს ასმათმან, | მას უც ხორცისა ხმელობა, |
Verse: d და | მე რომე გიძღვნი ტურფათა, | აქოთ ლარისა ჭრელობა". |
Strophe: S1497/K1497 | ||
Verse: a | მივიდეს, შიგან გარდახდეს | ქვაბსა მას დიდთა კლდეთასა. |
Verse: b | ასმათს უც ხორცი ირმისა, | იქმს მასპინძლობა-კვეთასა. |
Verse: c | ამხანაგობდეს, ლაღობდეს | წასლვასა მათ საქმეთასა, |
Verse: d და | ღმერთსა ჰმადლობდეს შეცვლასა | ლხინად ჭირისა დღეთასა. |
Strophe: S1498/K1498 | ||
Verse: a | მოიარეს ქვაბოვანი, | თამაშობდეს მხიარულნი, |
Verse: b | პოვნეს იგი საჭურჭლენი, | ტარიასგან დაბეჭდულნი, |
Verse: c | ვერცა ვისგან დანათვალნი, | ვერცა ვისგან შეგებულნი; |
Verse: d და | არ იტყვიან, თუ: არ გვაქვსო, | იგ ამისთვის გულ-ნაკლულნი. |
Strophe: S1499/K1499 | ||
Verse: a | უბოძა ტურფა მრავალი | მათ მათი შესადარები, |
Verse: b | კვლა ფრიდონისნი აავსნა, | სპა ჰყვა თუ სპასალარები. |
Verse: c | აივსო კაცი ყველაი, | მაშინ მათ თანა ნარები, |
Verse: d და | მაგრა ძეს რომე საჭურჭლე, | ჰგვანდა კაც-დაუკარები. |
Strophe: S1500/K1500 | ||
Verse: a | ფრიდონს უთხრა: "ვალი შენი | ჩემგან ძნელად გარდიხდების, |
Verse: b | მაგრა თქმულა: "კარგის მქმნელი | კაცი ბოლოდ არ წახდების"; |
Verse: c | აწ საჭურჭლე რაზომიცა | აქა ძეს და ან იდების, |
Verse: d და | შენი იყოს ყველაკაი, | შენ წაიღე, ვითა გხვდების". |
Strophe: S1501/K1501 | ||
Verse: a | ფრიდონ მდაბლად თაყვანის-სცა, | ჰკადრა მადლი მეტის-მეტი: |
Verse: b | "მე, მეფეო, რად გგონივარ | უჭკუო და აგრე რეტი? |
Verse: c | მტერი ყოვლი ჩალად გიჩანს, | ვინ-მცა იყო ვითა კეტი, |
Verse: d და | ჩემი ლხინი მუნამდის-ა, | ვირე ვიყო შენი მჭვრეტი!" |
Strophe: S1502/K1502 | ||
Verse: a | ფრიდონ კაცნი დააბრუნნა | მოსასხმელად აქლემისად, |
Verse: b | სახლსა მისსა მისაღებლად | მის ყველასა საჭურჭლისად; |
Verse: c | აწ მუნითცა გაემართნეს | არაბეთით მივლად გზისად, |
Verse: d და | ავთანდილ-ა გალეული | შესაყრელად მთვარე მზისად. |
Strophe: S1503/K1503 | ||
Verse: a | მიჰხვდეს არაბთა საზღვარსა, | რა ვლეს მრავალი ხანები. |
Verse: b | დაჰხვდა სოფლები, ციხები, | ხშირ-ხშირად, თანის-თანები, |
Verse: c | მუნ შიგან მყოფსა ემოსა | ტანსა ლურჯი და მწვანები, |
Verse: d და | ავთანდილისთვის ყველაი | ცრემლითა არს ნაბანები. |
Strophe: S1504/K1504 | ||
Verse: a | ტარიელ კაცი გაგზავნა | წინაშე როსტან მეფესა, |
Verse: b | შესთვალა: "გკადრებ, მეფეო, | სურვილთა სიიეფესა; |
Verse: c | მე მოვალ, მეფე ინდოთა, | დარბაზსა თქვენსა სეფესა, |
Verse: d და | გიჩვენებ ვარდსა კოკობსა, | უფრჭვნელსა, მოუკრეფესა. |
Strophe: S1505/K1505 | ||
Verse: a | მაშინ თქვენ ჩემი გეწყინა | ნახვა მიწისა შენისა, |
Verse: b | ცდა შეპყრობისა ავი ჰქმენ, | შემოტევება ცხენისა; |
Verse: c | მე შენთა სპათა ვაჩვენე | ნიშანი რამე წყენისა, |
Verse: d და | დავხოცე მონა მრავალი, | მსახური სრისა თქვენისა. |
Strophe: S1506/K1506 | ||
Verse: a | აწ ამად მოვალ წინაშე, | დავყარენ ჩემნი გზანია, |
Verse: b | შემინდოთ, რაცა შეგცოდე, | ჰქმნნეთ გაწყრომისა კმანია. |
Verse: c | ძღვენი არა მაქვს, მმოწმობენ | ფრიდონ და მისნი სპანია, |
Verse: d და | ოდენ ძღვნად თქვენი ავთანდილ | მე თქვენთვის მომიტანია". |
Strophe: S1507/K1507 | ||
Verse: a | რა მიუვიდა მეფესა | მახარობელი ჟამისა, |
Verse: b | ვით გაეხარნეს, ვერ იტყვის | ენა ერთისა წამისა; |
Verse: c | თინათინს ღაწვთა ემატა | ელვა შუქისა სამისა, |
Verse: d და | ბროლსა და ლალსა აშვენებს | მუნ ჩრდილი წარბ-წამწამისა. |
Strophe: S1508/K1508 | ||
Verse: a | ტაბლაკსა ჰკრეს და გაისმა | სიცილი თქართქარებისა. |
Verse: b | ლაშქარნი რბოდეს მი და მო, | ქმნა სწადდა მათკე რებისა. |
Verse: c | დაიწყეს მოსხმა ცხენისა, | მოღება უნაგრებისა, |
Verse: d და | შესხდა სიმრავლე მოყმისა | მკლავ-ფიცხელ გულ-მაგრებისა. |
Strophe: S1509/K1509 | ||
Verse: a | მეფე შეჯდა, გაეგებნეს | თავადნი და სრულად სპანი. |
Verse: b | ვისცა ესმის, მოვიდიან | მას წინაშე სხვაგნით სხვანი. |
Verse: c | ყველაკაი ღმერთსა ჰმადლობს, | გაამაღლეს მათნი ხმანი, |
Verse: d და | თქვეს: "ბოროტსა უმყოფოო, | კეთილნია შენთვის მზანი!" |
Strophe: S1510/K1510 | ||
Verse: a | რა ერთმანერთი აუჩნდა | მიგებულ-მოსაგებავთა, |
Verse: b | ავთანდილ ეტყვის ტარიელს | სიტყვათა დანაზებავთა: |
Verse: c | "აგერა ჰხედავთ* მინდორთა, | მტვერითა შენაღებავთა? |
Verse: d და | ამად მედების სახმილი, | გულსა ეცხელა, ებავთა. |
Strophe: S1511/K1511 | ||
Verse: a | ისია ჩემი გამზრდელი | და თქვენდა მოგებებულა. |
Verse: b | იქი ვერ მივალ, მრცხვენიან, | გულსა სახმილი დებულა, |
Verse: c | ჩემად არაკად სულ-დგმული | კაცი არ გაწბილებულა, |
Verse: d და | რასაცა მიზამთ, თქვენ იცით, | ფრიდონ თქვენ თანა ხლებულა". |
Strophe: S1512/K1512 | ||
Verse: a | ტარიელ უთხრა: "კარგსა იქმ | შენ პატრონისა კრძალვასა. |
Verse: b | აწ დადეგ, იქი ნუ მოხვალ, | იქმ-მცა უჩემოდ ხალვასა. |
Verse: c | მე მივალ, ვუთხრობ მეფესა | შენგან თავისა მალვასა, |
Verse: d და | ვეჭვ, ღმრთითა ადრე შეგყარო | მზესა მას, ტანად ალვასა". |
Strophe: S1513/K1513 | ||
Verse: a | მუნ დადგა ლომი ავთანდილ, | დაიდგა მცირე კარავი. |
Verse: b | ნესტან-დარეჯან მუნვე დგას, | იგია მჭვრეტთა მზარავი, |
Verse: c | მისთა წამწამთა ნიავი | ქრის, ვითა ქარი არავი, |
Verse: d და | წავიდა მეფე ინდოთა | მისრული, მიუპარავი. |
Strophe: S1514/K1514 | ||
Verse: a | ფრიდონ წაჰყვა. განაღამცა | გავლეს ველი დიდსა ხანსა, |
Verse: b | ცნა მეფემან, ტარიელ-ა, | მარტო მოვა, მოჰხრის ტანსა; |
Verse: c | გარდახდა და თაყვანის-სცა | მას უკადრსა, ლომებრ ჯანსა, |
Verse: d და | სდებს პატივსა ინდოთ მეფე | მართ მამისა შესაგვანსა. |
Strophe: S1515/K1515 | ||
Verse: a | ტარიელცა თაყვანის-სცა, | მივა კოცნად, სასალამოდ; |
Verse: b | მეფე ყელსა აკოცებდა | მართ ბაგისა დასაამოდ, |
Verse: c | გაკვირვებით ეუბნების, | არის მისგან სათამამოდ: |
Verse: d და | "შენ მზე ხარო, შენი გაყრა | არის დღისა შესაღამოდ". |
Strophe: S1516/K1516 | ||
Verse: a | გაეკვირვა მეფე მისსა | თვალადობა-სიტურფესა, |
Verse: b | პირსა უჭვრეტს გაკვირვებით, | უქებს მკლავთა სიალფესა; |
Verse: c | კვლა ფრიდონცა უსალამა, | თაყვანის-სცა მან მეფესა, |
Verse: d და | მას მეფესა, ავთანდილის | ნახვისათვის მოსწრაფესა. |
Strophe: S1517/K1517 | ||
Verse: a | მეფე ტარიას ქებასა | დაჰკრთების, დაეღონების. |
Verse: b | ტარიელ ეტყვის: "მეფეო, | აწ გული შენ გემონების; |
Verse: c | მიკვირს, თუ ეგრე სიკეთე | თქვენ ჩემი რად გეგონების! |
Verse: d და | რათგან ავთანდილ შენია, | სხვა რად ვინ მოგეწონების? |
Strophe: S1518/K1518 | ||
Verse: a | ნუ გიკვირს მისი ვერ-ნახვა | და დაყოვნება ხანისა! |
Verse: b | მოდი და დავსხდეთ, მეფეო, | ამოა კორდი მწვანისა, |
Verse: c | გკადრო მიზეზი მისისა | თქვენს წინა ვერ-მოტანისა, |
Verse: d და | ვიაჯ რასმე და აწ მმართებს | მოთხოვა მე ფარმანისა". |
Strophe: S1519/K1519 | ||
Verse: a | დასხდეხ მეფენი, მოადგა | გარე სიმრავლე რაზმისა. |
Verse: b | ტარიელს პირსა ციმციმი | ათქს, უნათლესი ბაზმისა; |
Verse: c | ჭვრეტა ახელებს მჭვრეტელთა | ყოფა-ქცევისა და ზმისა; |
Verse: d და | დაუწყო თხრობა მეფესა | სიტყვისა, ბრძნად ნაკაზმისა: |
Strophe: S1520/K1520 | ||
Verse: a | "მეფეო, თავი მემცრობის | მე მისად მოსახსენებლად, |
Verse: b | მაგრა მოსრული თქვენს წინა | ვარ შემომხვეწლად, მქენებლად; |
Verse: c | თვით იგი იაჯს, რომელი | ჩანს მზეებრ შუქთა მფენებლად, |
Verse: d და | ვინ არის ჩემად სინათლედ | და ბნელთა გამათენებლად. |
Strophe: S1521/K1521 | ||
Verse: a | აწ ამას გკადრებთ ორნივე | ხვეწნით და შემუდარებით: |
Verse: b | ავთანდილ დამდვა წამალი | მისგან თავისა დარებით, |
Verse: c | დაჰვიწყდეს, რომე პატიჟნი | სჭირდეს ჩვენთავე დარებით; |
Verse: d და | არ გაწყენ, გრძელი ამბავი | არს ჩვენგან მიუმხვდარებით. |
Strophe: S1522/K1522 | ||
Verse: a | თქვენთა უყვარს ერთმანერთი, | ქალი მას და იგი ქალსა, |
Verse: b | მით ვიგონებ საბრალოსა, | მტირალსა და ფერ-ნამკრთალსა; |
Verse: c | მუხლ-მოყრილი გეაჯები, | ნუღარ აწვევ იმათ ალსა, |
Verse: d და | რომე მისცეთ ქალი თქვენი | მკლავ-მაგარსა, გულ-ფიქალსა. |
Strophe: S1523/K1523 | ||
Verse: a | ამის მეტსა არას გკადრებ, | არ მოკლესა, არცა გრძელსა". |
Verse: b | ამოიღო ხელ-მანდილი, | მოინასკვა იგი ყელსა, |
Verse: c | ადგა, მუხლნი დაუყარნა, | ეაჯების ვითა მზრდელსა. |
Verse: d და | გაუკვირდა ყოვლსა კაცსა, | მის ამბვისა მომსმენელსა. |
Strophe: S1524/K1524 | ||
Verse: a | რა ტარიელ მუხლ-მოყრილი | ნახა, მეფე შეუზარდა, |
Verse: b | შორს უკუდგა, თაყვანის-სცა, | ქვე მიწამდის დაუვარდა, |
Verse: c | მოახსენა: "ხელმწიფეო, | ლხინი ყოვლი გამიქარდა, |
Verse: d და | თქვენმან აგრე სიმდაბლემან | ნახვა თქვენი ჩამადარდა. |
Strophe: S1525/K1525 | ||
Verse: a | ვით ეგების, რაცა გწადდეს, | რომე კაცი არ მოგთმინდეს, |
Verse: b | ანუ მშურდეს ქალი ჩემი, | საკლავად და ტყვედცა გინდეს; |
Verse: c | გებრძანამცა სახლით თქვენით, | ცრემლი არცა მაშინ მდინდეს; |
Verse: d და | სხვა მისებრი ვერა პოვოს, | ცათამდისცა* გა-ცა-ფრინდეს! |
Strophe: S1526/K1526 | ||
Verse: a | მე სიძესა ავთანდილის | უკეთესსა ვჰპოვებ ვერა; |
Verse: b | თვით მეფობა ქალსა ჩემსა | მივეც, აქვს და მას ეფერა; |
Verse: c | ვარდი ახლად იფურჭვნების, | მე ყვავილი დამებერა, |
Verse: d და | რად-მცა ვჰკადრე შეცილება, | რასცა ოდენ იგი სჯერა! |
Strophe: S1527/K1527 | ||
Verse: a | თუ შეგერთო ერთი მონა, | თქვენთვის არცა მაშინ მშურდა. |
Verse: b | ვინ-მცა გკადრა შეცილება, | უშმაგო-მცა ვით მოგმდურდა! |
Verse: c | თუ ავთანდილ არ მიყვარდა, | ასრე მისთვის რად მომსურდა? |
Verse: d და | დია, ღმერთო, წინაშე ვარ, | ესე ჩემგან დადასტურდა". |
Strophe: S1528/K1528 | ||
Verse: a | რა ტარიელ მეფისაგან | ესე სიტყვა მოისმინა, |
Verse: b | დადრკა, მდაბლად ეთაყვანა, | პირსა ზედა დაეფინა. |
Verse: c | კვლა მეფემან თაყვანის-სცა, | წამო-რე-ვლო, წადგა წინა, |
Verse: d და | ერთმანერთი მოიმადლეს, | მათ ერთსაცა არ ეწყინა. |
Strophe: S1529/K1529 | ||
Verse: a | ფრიდონ შეჯდა, ავთანდილის | მახარობლად გაექანა, |
Verse: b | ესდენ დიდი სიხარული | გაეხარნეს მასცა განა! |
Verse: c | წავიდა და წამოუძღვა, | მოიყვანა, მოჰყვა თანა, |
Verse: d და | მაგრა ირცხვის მეფისაგან, | შუქი ბნელად მოევანა. |
Strophe: S1530/K1530 | ||
Verse: a | მეფე ადგა, მოეგება; | ყმა გარდახდა, რა მივიდა; |
Verse: b | ხელთა ჰქონდა ხელ-მანდილი, | პირსა მითა იფარვიდა. |
Verse: c | მზე ღრუბელსა მოჰფარვოდა, | ქუშდებოდა, ვარდსა ზრვიდა, |
Verse: d და | მაგრა მისსა შვენებასა | რა-მცა ვითა დაჰფარვიდა?! |
Strophe: S1531/K1531 | ||
Verse: a | მეფე კოცნასა ჰლამოდა, | აღარა ცრემლნი სდენიან; |
Verse: b | ავთანდილ ფერხთა ეხვევის, | შუქნი ქვე დაუფენიან; |
Verse: c | უბრძანა: "ადეგ, ნუ ირცხვი, | შენ ზნენი გამოგჩენიან; |
Verse: d და | რათგან მერჩიო, ნუ მერცხვი, | ჩემგან ნუღარა* გრცხვენიან!" |
Strophe: S1532/K1532 | ||
Verse: a | მოეხვია, გარდუკოცნა | მან პირისა არე-მარე: |
Verse: b | "დამივსეო ცეცხლი ცხელი, | მაგრა წყალი არე, მარე; |
Verse: c | ვინ გიშერი დააჯოგა | და წამწამი არემა-რე, |
Verse: d და | გვალე, შეგყრი, ლომო, მზესა, | თავი მისკე არე, მარე". |
Strophe: S1533/K1533 | ||
Verse: a | მეფე ყელსა ეხვეოდა | მას ლომსა და ვითა გმირსა, |
Verse: b | ახლოს უზის, ეუბნების, | აკოცებს და უჭვრეტს პირსა; |
Verse: c | იგი მზე და ხელმწიფობა | ასრე მიჰხვდა, ვითა ღირს-ა. |
Verse: d და | მაშინღაა ლხინი ამო, | რა გარდიხდის კაცი ჭირსა. |
Strophe: S1534/K1534 | ||
Verse: a | ყმა მეფესა მოახსენებს: | "მიკვირს, სხვასა რად რას ჰბრძანებ! |
Verse: b | რად არ გინდა ნახვა მზისა, | ანუ რადღა აგვიანებ? |
Verse: c | მიეგებვი მხიარული, | სახლსა თქვენსა მოიყვანებ, |
Verse: d და | შემოიმოს შუქთა მისთა, | ნათლად გარე მოივანებ". |
Strophe: S1535/K1535 | ||
Verse: a | ტარიელსცა მოახსენა. | შესხდეს, ქალსა მიეგებნეს, |
Verse: b | მათ სამთავე გოლიათთა | მზისა ფერად ღაწვნი ღებნეს, |
Verse: c | მიჰხვდეს მათსა საწადელსა, | იგი პოვეს, რაცა ძებნეს, |
Verse: d და | ხელი ჰხადეს ხრმალთა მათთა, | არა ცუდად წელთა ებნეს. |
Strophe: S1536/K1536 | ||
Verse: a | მეფემან ქალს უსალამა, | მან შორით გარდახდომილმან. |
Verse: b | დაუყვნა თვალნი ელვამან, | მისთა ღაწვთაგან კრთომილმან; |
Verse: c | გამოეგება, აკოცა | კუბოსა შიგან ჯდომილმან, |
Verse: d და | დაუწყო ქება მეფემან, | თვით ვერას ვერ-მიხდომილმან*. |
Strophe: S1537/K1537 | ||
Verse: a | ეტყვის: "მზეო, ვითა გაქო, | ნათელო და დარიანო! |
Verse: b | შენთვის ხელნი გონებანი | არა ცუდად არიანო, |
Verse: c | მზიანო და მთვარიანო, | ეტლად რაო და რიანო, |
Verse: d და | თქვენ საჭვრეტლად აღარ მინდით, | არ ვარდნო და არ იანო". |
Strophe: S1538/K1538 | ||
Verse: a | გაკვირდეს ყოვლნი მხედველნი | მისთა ელვათა ფენასა; |
Verse: b | ვით მზემან, დაყვნა მჭვრეტელთა | თვალნი ნათლისა ჩენასა; |
Verse: c | მისგან დამწვარნი მისცნიან | გულნი ჭვრეტითა ლხენასა, |
Verse: d და | სითცა გამოჩნდის, იქმოდეს | ჯარნი მუნითკე რბენასა. |
Strophe: S1539/K1539 | ||
Verse: a | შინა წავიდეს ყოველნი, | შესხდეს თავისა დარებად, |
Verse: b | ჰქონდეს შვიდნივე მნათობნი | მის მზისა დასადარებად, |
Verse: c | არ მიიხდომის* სიტურფე, | არს მათგან მიუმხვდარებად, |
Verse: d და | ადრე მივიდეს მეფისა | სახლად საყოფად, არებად. |
Strophe: S1540/K1540 | ||
Verse: a | შევიდეს, ნახეს თინათინ, | მჭვრეტთა მიმცემი ჭირისა; |
Verse: b | სკიპტროსან-გვირგვინოსანსა | ჰშვენოდა ცმა პორფირისა, |
Verse: c | მისრულთა* პირსა შეადგა | ელვა მისისა პირისა; |
Verse: d და | შევიდა მეფე ინდოთა, | იგი მზე, მსგავსი გმირისა. |
Strophe: S1541/K1541 | ||
Verse: a | ტარიელ და ცოლმან მისმან | ქალსა მდაბლად უსალამეს, |
Verse: b | მოეგება*, აკოცეს და | საუბარი დააამეს, |
Verse: c | იგი სახლი გაანათლეს, | არ ნათელი შეაღამეს, |
Verse: d და | ბროლ-ბადახში გააღაწვეს | და გიშერი აწამწამეს. |
Strophe: S1542/K1542 | ||
Verse: a | თინათინ ზედა აწვივნა | ტახტსა მეფეთა ზეთასა, |
Verse: b | ტარიელ უთხრა: "შენ დაჯე, | სწადიან ბრჭესა ბრჭეთასა, |
Verse: c | დღეს ტახტი შენი შენ გმართებს | მეტად ყოველთა დღეთასა, |
Verse: d და | მე ლომი ლომთა დაგისვა | გვერდსა შენ, მზესა მზეთასა". |
Strophe: S1543/K1543 | ||
Verse: a | ორთავე ხელი მოჰკიდეს | და დასვეს ტახტსა თავისსა, |
Verse: b | გვერდსა დაუსვეს ავთანდილ, | სურვილსა მოეკლა ვისსა; |
Verse: c | უნახავსა და ნახულსა | სჯობს ყოვლსა სანახავისსა, |
Verse: d და | ნუ ეჭვ მიჯნურთა მათებრთა | ნუცა თუ რამინს და ვისსა. |
Strophe: S1544/K1544 | ||
Verse: a | ქალსა შესწბა, გაუკვირდა | ავთანდილის გვერდსა ჯდომა, |
Verse: b | ფერი ჰკრთა და გაუფიცხა | შე და გამო გულმან კრთომა. |
Verse: c | მეფე ეტყვის: "შვილო, ჩემგან | გაქვს სირცხვილი თუ რა ზომა, |
Verse: d და | ბრძენთა უთქვამს სიყვარული, | ბოლოდ მისი არ-წახდომა". |
Strophe: S1545/K1545 | ||
Verse: a | აწ, შვილო, ღმერთმან თქვენ მოგცეს | ათას წელ დღეთა გრძელობა, |
Verse: b | სვე-სვიანობა, დიდობა, | კვლა ჭირთა გარდუხდელობა! |
Verse: c | ცა-მცა ნუ შეგცვლის, მოგხვდების | თვით მისებრ შეუცვლელობა! |
Verse: d და | თქვენით ხელითა მეღირსოს | მიწათა შემომყრელობა!" |
Strophe: S1546/K1546 | ||
Verse: a | მართ მეფემან სპათა ბრძანა | ავთანდილის თაყვანება: |
Verse: b | "ესეაო მეფე თქვენი, | ასრე იქმნა ღმრთისა ნება, |
Verse: c | დღეს ამას აქვს ტახტი ჩემი, | მე - სიბერე ვითა სნება, |
Verse: d და | ჩემად სწორად ჰმსახურებდით, | დაიჭირეთ ჩემი მცნება!" |
Strophe: S1547/K1547 | ||
Verse: a | ლაშქარნი და დიდებულნი | დადრკეს, მდაბლად ეთაყვანნეს, |
Verse: b | მოახსენეს: "მიწად ვექმნნეთ, | ვინცა მიწად მიგვიყვანნეს, |
Verse: c | მორჩილ-ქმნილნი დაგვადიდნეს, | ურჩნი მკვდართა დაგვაგვანნეს, |
Verse: d და | მტერთა მკლავნი შეაძუნტნეს, | გულნი ჩვენნი აგულვანნეს". |
Strophe: S1548/K1548 | ||
Verse: a | ტარიელცა უთხრა ქებით | იმედისა გათავება; |
Verse: b | ქალსა ეტყვის: "შემიყრიხართ, | აღარა გწვავს ცეცხლთა დება, |
Verse: c | ქმარი შენი ძმაა ჩემი, | მწადს ეგრევე შენი* დება, |
Verse: d და | ორგულთა და შემცილეთა | თქვენთა მე ვქმნა გაფლიდება". |