TITUS
Tetraevangelium (redactio mcxetica defectiva)
Part No. 37
Previous part

Chapter: 9 
Verse: 1  Link to ntkpl   და ეტყოდა მათ: ამინ გეტყჳ თქუენ, რამეთუ არიან ვინმე აქა მდგომარეთაგანნი, რომელთა არა იხილონ გემო სიკუდილისა, ვიდრემდე იხილონ სასუფეველი ღმრთისა, მომავალი ძალითა.

Verse: 2  Link to ntkpl   
და შემდგომად ექუსისა დღისა წარიყვანნა იესო პეტრე და იაკობ და იოანე და აღიყვანნა იგინი მთასა მაღალსა თჳსაგან მარტონი და იცვალა სხუად ხატად წინაშე მათსა.

Verse: 3  Link to ntkpl   
და სამოსელი მისი იქმნა ბრწყინვალე და სპეტაკ, ვითარცა თოვლი, რომელ ყოველსავე მმურკნვალსა ქუეყანასა ზედა ვერ ჴელ-ეწიფების ეგრეთ განსპეტაკებად.

Verse: 4  Link to ntkpl   
და ეჩუენა მათ მოსე ელიას თანა, და იყვნეს იესოს თანა და ზრახვიდეს.

Verse: 5  Link to ntkpl   
და მიუგო პეტრე და ჰრქუა იესოს: რაბი, კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფა, ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენთჳს, ერთი მოსესთჳს და ერთი ელიასთჳს.

Verse: 6  Link to ntkpl   
რამეთუ არა იცოდა, რაჲთამცა მიუგო, რამეთუ იყვნეს შეშინებულ.

Verse: 7  Link to ntkpl   
და იყო ღრუბელი და აგრილობდა მათ, და ჴმა იყო ღრუბლით გამო და თქუა: ესე არს ძე ჩემი საყუარელი, მაგისი ისმინეთ.

Verse: 8  Link to ntkpl   
და მეყსეულად მიმოიხილეს და არა ვინ იხილეს, გარნა იესო ხოლო მათ თანა.

Verse: 9  Link to ntkpl   
და გარდამო-რა-ვიდოდეს მიერ მთით, ამცნო მათ, რაჲთა არა ვის უთხრან, რაჲ-იგი იხილეს, გარნა ოდეს ძე კაცისა მკუდრეთით აღდგეს.

Verse: 10  Link to ntkpl   
და სიტყუაჲ იგი დაიმარხეს თავისა თჳსისა თანა და გამოეძიებდეს ურთიერთას, ვითარმედ: რა არს იგი: ოდეს მკუდრეთით აღდგეს?

Verse: 11  Link to ntkpl   
და ჰკითხვიდეს მას და ეტყოდეს: ვითარმე იტყჳან მწიგნობარნი: ელიასი ჯერ-არს პირველად მოსლვა?

Verse: 12  Link to ntkpl   
ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: ელია მოვიდეს და კუალადაგოს ყოველი; და ვითარ წერილ არს ძისა კაცისათჳს, რაჲთა ფრიად ევნოს და შეურაცხ იქმნეს.

Verse: 13  Link to ntkpl   
არამედ გეტყჳ თქუენ, რამეთუ ელია მოვიდა, და უყვეს მას, რაოდენი უნდა, ვითარცა წერილ არს მისთჳს.

Verse: 14  Link to ntkpl   
და მოვიდა მოწაფეთა მისთა თანა, იხილა ერი გარემო მათსა, და მწიგნობარნი გამოეძიებდეს მათ თანა.

Verse: 15  Link to ntkpl   
და მეყსეულად ყოველმან ერმან იხილა იგი და დაუკჳრდა და მორბიოდეს და მოიკითხეს იგი.

Verse: 16  Link to ntkpl   
და ჰკითხა მწიგნობართა მათ და ჰრქუა: რაჲსა გამოეძიებთ ურთიერთას?

Verse: 17  Link to ntkpl   
და მი-ვინმე-უგო მას ერთმან მის ერისაგანმან და ჰრქუა: მოძღუარ, მოვიყვანე ძე ჩემი შენდა, რომლისა თანა არს სული უტყუებისა.

Verse: 18  Link to ntkpl   
და სადაცა დააპყრის იგი, დააკუეთის, და პეროინ, და იღრჭენნ კბილთა და განჴმებინ. და უთხარ მოწაფეთა შენთა, რაჲთამცა განკურნეს, და ვერ შეუძლეს.

Verse: 19  Link to ntkpl   
მიუგო იესო და ჰრქუა: ნათესავი ურწმუნო! ვიდრემდე ვიყო თქუენ თანა? ვიდრემდე თავს-ვიდებდე თქვენსა? მომგუარეთ მე იგი აქა!

Verse: 20  Link to ntkpl   
და მოჰგუარეს იგი მას. და იხილა რაჲ იგი, მეყსეულად სულმან არაწმიდამან დააკუეთა იგი; და და-რა-ეცა ქუეყანასა, გორვიდა და პეროოდა.

Verse: 21  Link to ntkpl   
და ჰკითხა იესო მამასა მისსა: რაოდენი ჟამი აქუს, ვინათგან შეემთხჳა ესე? -- ხოლო მან ჰრქუა: სიყრმითგან.

Verse: 22  Link to ntkpl   
და მრავალგზის ცეცხლსა შთააგდო ეგე და წყალსა, რაჲთამცა წარწყმიდა ეგე. არამედ, რა ძალ-გიც, შემეწიე ჩუენ, უფალო, და წყალობა-ყავ ჩუენთჳს.

Verse: 23  Link to ntkpl   
ხოლო იესო ჰრქუა მას: უკუეთუ ძალ-გიც რწმუნებად, ყოველივე შესაძლებელ არს მორწმუნისა.

Verse: 24  Link to ntkpl   
და მეყსეულად ჴმა-ყო მამამან მის ყრმისამან და თქუა ცრემლით: მრწამს, შემეწიე ურწმუნოებისა ჩემსა.

Verse: 25  Link to ntkpl   
და ვითარცა იხილა იესო, რამეთუ შეკრბებოდა ერი მის ზედა, შეჰრისხნა სულსა მას და ჰრქუა უტყუსა და ყრუსა სულსა: მე გიბრძანებ შენ: განვედ მაგისგან და ნუღარა შეხუალ მაგისა!

Verse: 26  Link to ntkpl   
და ღაღატ-ყო და ფრიად გორვიდა და განვიდა მისგან; და იქმნა იგი, ვითარცა მკუდარი, ვითარმედ მრავალნი იტყოდესცა, ვითარმედ: მოკუდა.

Verse: 27  Link to ntkpl   
ხოლო იესო უპყრა ჴელი მისი და აღადგინა იგი, და აღდგა.

Verse: 28  Link to ntkpl   
და ვითარცა შევიდა იესო სახიდ, მოწაფეთა მისთა თჳსაგან ჰკითხეს მას: რაჲსათჳს ჩუენ ვერ შეუძლეთ განძებად მას?

Verse: 29  Link to ntkpl   
ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: ესე ნათესავი ვერშესაძლებელ არს განსლვად, გარნა ლოცვითა და მარხვითა.

Verse: 30  Link to ntkpl   
და მიერ განვიდეს და წარმოვლიდეს გალილეასა, და არა უნდა, რაჲთამცა აგრძნა ვინ.

Verse: 31  Link to ntkpl   
რამეთუ ასწავებდა მოწაფეთა თჳსთა და ეტყოდა მათ, რამეთუ: ძე კაცისა მიეცემის ჴელთა კაცთასა, და მოკლან იგი; და მო-რა-კუდეს, მესამესა დღესა აღდგეს.

Verse: 32  Link to ntkpl   
ხოლო იგინი უმეცარ იყვნეს სიტყუასა ამას და ეშინოდა კითხვად მისა.

Verse: 33  Link to ntkpl   
და მოვიდა კაპერნაუმად. და ვითარცა შევიდა იგი სახლსა, და ჰკითხვიდა მათ: რასა-იგი იცილობოდეს ურთიერთას გზასა ზედა?

Verse: 34  Link to ntkpl   
ხოლო იგინი დუმნეს, ურთიერთას იტყოდეს გზასა ზედა, ვითარმედ: ჩუენგანი ვინმე უდიდეს იყოს?

Verse: 35  Link to ntkpl   
და დაჯდა და მოუწოდა ათორმეტთა მათ და ჰრქუა: ვის უნდეს თქუენგანსა პირველ ყოფა, იყოს იგი ყოველთა მრწემ და ყოველთა მსახურ.

Verse: 36  Link to ntkpl   
და მოიყვანა ყრმა და დაადგინა იგი შორის მათსა და მკლავთა მიიქვა იგი და ჰრქუა მათ:

Verse: 37  Link to ntkpl   
რომელმან ერთი ამათგანი ყრმა შეიწყნაროს სახელისა ჩემისათჳს, მე შემიწყნაროს; და რომელმან მე შემიწყნაროს, არა მე შემიწყნაროს, არამედ მომავლინებელი ჩემი.

Verse: 38  Link to ntkpl   
მიუგო მას იოანე და ჰრქუა: მოძღუარ, ვიხილეთ ვინმე, რომელი სახელითა შენითა ეშმაკთა განასხმიდა, რომელი ჩუენ არა შეგჳდგს, და ვაყენებდით მას, რამეთუ არა შემითქს ჩუენ.

Verse: 39  Link to ntkpl   
ხოლო თავადმან ჰრქუა: ნუ აყენებთ მას, რამეთუ არა ვინ არს, რომელმან ქმნეს ძალი სახელითა ჩემითა და ჴელ-ეწიფოს ბოროტის-სიტყუად ჩემდა.

Verse: 40  Link to ntkpl   
რამეთუ, რომელი არა ჩუენდა მტერ არს, იგი ჩუენ კერძო არს.

Verse: 41  Link to ntkpl   
რომელმან გასუას თქუენ სასუმელი წყლისა სახელად ჩემდა, რამეთუ ქრისტესნი ხართ, ამინ გეტყჳ თქუენ, არა წარუწყმდეს სასყიდელი მისი.

Verse: 42  Link to ntkpl   
და რომელმან დააბრკოლოს ერთი მცირეთაგანი მორწმუნეთა ჩემთა მომართ, უმჯობეს არს მისა გამო-თუმცა-იბა ქედსა მისსა წისქჳლისქვა ვირით საფქველი, და შთავარდა ზღუასა.

Verse: 43  Link to ntkpl   
და უკეთუ დაგაბრკოლებდეს ჴელი შენი, მოიკუეთე იგი: უმჯობეს არს შენდა უჴელოჲსა შესლვად ცხორებასა, ვიდრე ორთა ჴელთა სხმასა და შესლვად გეჰენიასა, ცეცხლსა მას უშრეტსა,

Verse: 44  Link to ntkpl   
სადა-იგი მატლი მათი არა მოაკლდების, და ცეცხლი არა დაშრტების.

Verse: 45  Link to ntkpl   
და უკეთუ ფერჴი შენი დაგაბრკოლებდეს შენ, მოიკუეთე იგი, უმჯობეს არს შენდა მკელობლისა შესლვად ცხორებასა, ვიდრე ორითა ფერჴითა შთაგდებად გეჰენიასა, ცეცხლსა მას უშრეტსა.

Verse: 46  Link to ntkpl   
სადა-იგი მატლი მათი არა დაესრულების, და ცეცხლი არა დაშრტების.

Verse: 47  Link to ntkpl   
და უკეთუ თვალი შენი გაცთუნებდეს შენ, აღმოიღე იგი, უმჯობეს არს შენდა ერთითა თუალითა შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა, ვიდრე ორითა თუალითა შთაგდებად გეენიასა ცეცხლისა უშრეტისასა.

Verse: 48  Link to ntkpl   
სადა-იგი მატლი მათი არა დაესრულების, და ცეცხლი არა დაშრტების.

Verse: 49  Link to ntkpl   
რამეთუ ყოველი ცეცხლითა დაიმარილოს, და ყოველი შესაწირავი მარილითა დაიმარილოს.

Verse: 50  Link to ntkpl   
კეთილ არს მარილი; ხოლო უკეთუ მარილი უმარილო იქმნეს, რაჲთა შეინელოს იგი? გაქუს თავისა თქუენისა მარილი და მშჳდობით იყუენით ურთიერთას.

Next part



This text is part of the TITUS edition of Tetraevangelium (redactio mcxetica defectiva).

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 20.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.