TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 25
Previous part

Chapter: 25 

Section: (a) 
Verse: 1   Link to oskijerLink to sept   მერმე შესძინა აბრაჰამ და მოიყუანა ცოლი, რომელსა სახელი ერქუა ქეტურა.

Verse: 2   Link to oskijerLink to sept   
* და უშვა მას ზემბრან და იეკტან და მანადან და მადიამ, იესბოკამ და სუვიე.

Verse: 3   Link to oskijerLink to sept   
და იეკტან შვა სამან და თემან და დედან. და ძენი დედანისნი იყუნეს: რაგველ და ნაბდიელ და სურინ და ლატუსინ და ლომიმ.

Verse: 4   Link to oskijerLink to sept   
და ძენი მადიამისნი: გეფარ და აფერ და ენოქ და აბიდრა და სერგამაჲ. ესე ყოველნი იყვნეს ძენი ქეტურაჲსნი.

Verse: 5   Link to oskijerLink to sept   
და მისცა აბრაჰამ ყოველივე მონაგები ისაკს, ძესა თჳსსა.

Verse: 6   Link to oskijerLink to sept   
და ძეთა მათ ხარჭთა მისთასა სცა საცემელი და განავლინნა იგინი ისაკისგან, ძისა თჳსისა, ცხორებასავე თჳსსა აღმოსლვად ქუეყანად აღმოსავალთასა.

Verse: 7   Link to oskijerLink to sept   
ესე არიან წელნი დღეთა აბრაჰამისთანი, რაოდენ ცხოვნდა ასსამეოცდაათხუთმეტ წელ.

Verse: 8   Link to oskijerLink to sept   
და მოკუდა აბრაჰამ სიბერითა კეთილითა მოხუცებული ღა დღითა სავსე და შეეძინა ერსა თჳსსა.

Verse: 9   Link to oskijerLink to sept   
და დაფლეს იგი ისაკ და ისმაელ, ძეთა მისთა, ქუაბსა მრჩობლსა, აგარაკსა მას ეფრონისსა, ძისა საარისსა ქეტელისასა, რომელ არს წინაშე მამბრესსა.

Verse: 10   Link to oskijerLink to sept   
** აგარაკი იგი და ქუაბი, რომელ მოიგო აბრაჰამ ძეთაგან ქეტისთა, მუნ დაჰფლეს აბრაჰამ და სარრა, ცოლი მისი.


Section: (b) 
Verse: 11   Link to oskijerLink to sept   
და იყო, შემდგომად სიკუდილისა აბრაჰამისა აკურთხა ღმერთმან ისაკი, ძე მისი. *** და დაემკჳდრა ისაკ ჯურღმულსა მას თანა ხილვისასა.

Verse: 12   Link to oskijerLink to sept   
და ესე შობანი არიან ისმაელისნი, ძისა აბრაჰამისნი, რომელ უშვა აგარ მეგჳპტელმან, მჴევალმან(?) აბრაჰამს.

Verse: 13   Link to oskijerLink to sept   
და ესე სახელები არს ძეთა ისმაელისთა მსგავსად სახელებისა ნათესავთა მათთასა: * პირმშოჲ ისმაელისი-ნაბეოთ და კედარ და აბდიელ, მასმან.

Verse: 14   Link to oskijerLink to sept   
და მასონ და იდუმა და მასე.

Verse: 15   Link to oskijerLink to sept   
და ქოლდადად და თემან, და ესტურ და ნაფეს და კედნაჲ.

Verse: 16   Link to oskijerLink to sept   
ესე არიან ძენი ისმაელისნი ესე არს სახელები მათი კარვებსა მათსა და ეზოთა შინა მათსა, ათორმეტნი მთავარნი ნათესავთა მათთანი.

Verse: 17   Link to oskijerLink to sept   
და ესე არიან წელნი დღეთა ცხორებისა ისმაელისანი: ასოცდაჩჳდმეტ წელ. და მოკლებით მოკუდა და შეეძინა ნათესავსა თჳსსა.

Verse: 18   Link to oskijerLink to sept   
და დაეშენა ევლათიდგან ვიდრე სურდამდე, რომელ არს წინაშე პირსა ეგჳპტისასა ვიდრე მოსულადმდე ასურასტანელთა წინაშე, პირსა ყოველთა ძმათა მისთასა დაემკჳდრა.

Verse: 19   Link to oskijerLink to sept   
და ესე შობანი არიან ისაკისნი, ძისა აბრაჰამისნი: აბრაჰამ შვა ისაკ.

Verse: 20   Link to oskijerLink to sept   
და იყო ისაკ ორმეოცდასამთა წლისა, ოდეს მოიყუანა რებეკა, ასული ბათოელისი, ასურისა შუამდინარით, დაჲ ლაბანისი, თჳსსა ცოლად

Verse: 21   Link to oskijerLink to sept   
და ევედრებოდა ისაკ ღმერთსა, ცოლისა თჳსისა რებეკასთჳს, რამეთუ ბერწ იყო. და შეისმინა მისი ღმერთმან და მუცლად-იღო ცოლმან მისმან, რებეკა

Verse: 22   Link to oskijerLink to sept   
და ჰკრთებოდეს ყრმანი მუცელსა მისსა და თქუა: უკუეთუ ესრეთ ყოფად არს ჩემდა, რაჲსათჳსმე ესე ჩემდა? და წარვიდა იგი კითხვად უფლისა მიერ.

Verse: 23   Link to oskijerLink to sept   
და ჰრქუა მას უფალმან: აჰა ეგერა, ** ორი ნათესავი არს მუცელსა შენსა და ორნი ერნი მუცლისა შენისაგან გამოვიდენ. და ერი ერსა წარემატოს და უხუცესი ჰმონებდეს მრწემსა.

Verse: 24   Link to oskijerLink to sept   
და აღივსნეს დღენი იგი შობისა მისისანი და იყვნეს მარჩბივნი მუცელსა მისსა.

Verse: 25   Link to oskijerLink to sept   
*** და გამოვიდა პირმშოჲ იგი მწითური ყოვლად, ვითარცა ტყავი ფაჩუნიერი. და დასდვა მას სახელი ესავ. **** და ამისსა შემდგომად გამოვიდა ძმაჲ მისი და ჴელი მისი მოხეული იყო ბრჭალსა ესავისსა და უწოდა სახელი მისი იაკობ.

Verse: 26   Link to oskijerLink to sept   
და ისაკ იყო სამეოცსა წელსა, რომელსა ჟამსა შვნა იგინი რებეკა

Verse: 27   Link to oskijerLink to sept   
აღორძნდეს ჭაბუკნი ესე. და იყო ესავ მეცნიერ ნადირობად, მეველე. ხოლო იაკობ - კაცი უმანკოჲ, მყოფ სახლსა შინა.

Verse: 28   Link to oskijerLink to sept   
უყვარდა(?) ისაკს ესავ, რამეთუ ნადირი მისი იყო საზრდელად მისა, და რებეკას უყვარდა იაკობ.

Verse: 29   Link to oskijerLink to sept   
შეგბოლა იაკობ გბოლვილი. და მოვიდა ესავ ველით დამაშურალი.

Verse: 30   Link to oskijerLink to sept   
და ჰრქუა ესავ იაკობს: გემო მაჩუენე მე მგბარისა მისგან ოსპისანი, რამეთუ მოუძლურდი. ამისთჳს ეწოდა სახელი მისი ***** ედომ.

Verse: 31   Link to oskijerLink to sept   
და ჰრქუა იაკობ ესავს: მომეც მე დღეს პირმშოებაჲ შენი.

Verse: 32   Link to oskijerLink to sept   
ჰრქუა მას ესავ: აჰა ესერა, მე მივახ აღსრულებად და ჩემდა რაჲ სარგებელ არს პირმშოებაჲ ესე?

Verse: 33   Link to oskijerLink to sept   
ჰრქუა მას იაკობ: მეფუცე მე დღეს. და ეფუცა მას * და მისცა პირმშოებაჲ თჳსი იაკობს.

Verse: 34   Link to oskijerLink to sept   
ხოლო იაკობ სცა ესავს პური და მგბარი ოსპნისა. ჭამა და სუა, აღდგა და წარვიდა. და განაქარვა ესავ პირმშოებაჲ თჳსი.

Section:  
Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.