TITUS
Vetus testamentum iberice, redactio Gelatica
Part No. 171
Previous part

Chapter: 25  
თავი 25



Verse: 1   Link to oskijer Link to mcat Link to sept   სიტყუაჲ, ქმნილი იერემიაჲს მიმართ ყოველსა ზედა ერსა წელსა მეოთხესა იოაკიმისსა, ძისა იოსიაჲსსა, მეფისა იუდაჲ[სასა], ესე წელიწადი პირველი ნაბუქო[დო]ნოსორ მეფისა ბაბილონისაჲ.

Verse: 2   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
სიტყუაჲ, რომელ თქუა იერემია წინაჲსწარმეტყუელმან ყოვლისა მომართ ერისა იუდეაჲსსა და დამკჳდრებულთა მიმართ იერუსალიმისათა, მეტყუელმან:

Verse: 3   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
მეათცამეტით წლითგან იოსია, ძისა ამონისსა, მეფისა იუდაჲსსა, და ვიდრე დღისამდე ამის ოცსა და სამსა წელსა იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო, და ვიტყოდე თქუენდამი, აღმსთობი და მეტყუელი, და არა ისმინეთ

Verse: 4   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მივავლინენ თქუენდამი მონანი ჩემნი წინაჲსწარმეტყუელნი, ცისკარს მიმავლენდ, და არა ისმინეთ და არა მოჰყვენთ ყურნი Page of ms. Ga: 234v   თქუენნი სმენად და ვთქუ.

Verse: 5   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
მოიქეცით კაცადი გზისაგან თჳსისა ბოროტისა და ბოროტთაგან სიმარჯუეთა თქუენთა და დაემკჳდრენით ქუეყანასა ზედა, რომელი მიგეც თქუენ და მამათა თქუენთა საუკუნითგან და ვიდრე საუკუნომდე.

Verse: 6   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ნუ ხუალთ უკუანა ღმერთთა უცხოთა მსახურებად მათდა და თაყუანისცემად, რაჲთა არა განმარისხოთ მე საქმეთა მიერ ჴელთა თქუენთაჲსა განბოროტებად თქუენდა.

Verse: 7   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და არა ისმინეთ ჩემი, იტყჳს უფალი, რამეთუ განმარისხეთ მე საქმეთა მიერ ჴელთა თქუენთა განსაბოროტებელად თქუენდა.

Verse: 8   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი ძალთაჲ, ვინაჲთგან არა ირწმუნეთ სიტყუათა ჩემთაჲ.

Verse: 9   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
აჰა მე მიმავლენ და მოუწოდო ყოველთა ტომთა ბღუარისათა, იტყჳს უფალი, და ნაბუქოდონოსორ, მეფე ბაბილონისაჲ, მონაჲ ჩემი. და მოვაწინე იგინი ქუეყანასა ამას ზედა და დამკჳდ\რებულთა Page of ed. 1709: 94a  ზედა მისთა და ყოველთა ზედა ნათესავთა გარემოჲსთა მისთა და მოვაოჴრნე იგინი და მივსცნე იგინი. უჩინო საქმნელად და სასტჳნველად და საყუედრელად საუკუნოდ.

Verse: 10   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და წარვწყმიდო მათგან ჴმაჲ სიხარულისაჲ და ჴმაჲ შუებისაჲ, ჴმაჲ სიძისაჲ და აი სძლისა და ჴმაჲ საფქველსაჲ და ნათელი ბაზმაკისაჳ.

Verse: 11   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და იყოს ყოველი ესე ქუეყანაჲ განსაქარვებლად. და ჰმონებდენ წარმართჲა შორის მეფისა ბაბილოვნისასა სამეოც და ათ წელ,

Verse: 12   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და-რაჲ-ესრულნენ სამეოც და ათნი წელნი, შური ვიძიო მეფესა ზედა ბაბილოვნელთასა და ნათესავისა მის. იტყჳს უფალი, და დავსხნე იგინი განსაქარვებლად საუკუნოდ.

Verse: 13   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მოვაწინე ქუეყანასა მას ზედა ყოველნი სიტყუანი ჩემნი, რომელთა ვიტყოდე ძჳნად მისსა, და ყოველნი დაწერილნი წიგნსა Page of ms. Ga: _   ამას და რაოდენი წინაჲსწარმეტყუელნა ძჳნად ყოველთა ნათესავთა.

Verse: 14   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
Page of ms. Ga: 236r   რამეთუ ჰმონეს მათ შორის, რამეთუ დაიმონენ იგინიცა ნათესავთა მრავალთა და მეფეთა დიდთა, და მივაგო მათ საქმეთა მათთაებრ და სიმარჯუეთა.

Verse: 15   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
Page of ms. Ga: 236v   ესრეთ თქუა უფალმან ღმერთმან ისრაილისამან ჩემდამო: მიიღე სასუმელი ღვინისა ურწყოჲსა ამის ჴელისაგან ჩემისა და ასუა ყოველთა ნათესავთა, რომელთა მიმართ მიგავლენ შენ მათდამი.

Verse: 16   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და სუან, დასთხიონ და განბორგნენ პირისაგან მახჳლისა, რომელსა მე მიმავლენ შორის მათსა.

Verse: 17   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მოვიღე სასუმელი ჴელისაგან უფლისა და ვასუ ყოველთა ნათესავთა, რომელთა მიმართ მიმავლინა მე უფალმან მათ ზედა.

Verse: 18   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
იერუსალიმსა და ქალაქთა იუდა[ჲსთა] და მეფეთა მისთა და მთავართა მისთა დასხმად იგინი მოსაოჴრებელად და უვალად და სასტჳნველად და საწყევარად დღისა ამისებრ.

Verse: 19   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ფარაოს, მეფესა ეგჳ\პტისასა Page of ed. 1709: 94b  და ყრმათა მისთა და დიდ-დიდთა და ყოველსა ერსა მისსა.

Verse: 20   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ყოველთა თან-მრევლთა მისთა და ყოველთა მეფეთა ქუეყანისა უცხო ტომთაჲსათა და ასკალონსა და ღაზასა და აკკარონსა და ნეშტსა აზოტისასა.

Verse: 21   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და იდუმეასა და მოაბიტელსა და ძეთა ამმონისთა.

Verse: 22   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ყოველთა მეფეთა ტჳროსისა და სიდონისათა და ყოველთა მეფეთა ჭალაკთასა წიაღ კერძოთა ზღჳსათა.

Verse: 23   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და დედანსა და თემანსა და როსსა და ყოველსა გლისპსა პირისპირ მისსა

Verse: 24   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ყოველთა მეფეთა არაბიაჲსათა და ყოველთა თან-მრევ[ლ]თა, რომელნი მევანეობენ უდაბნოსა შინა,

Verse: 25   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ყოველთა მეფეთა ზამვრისთა და ყოველთა მეფეთა ელამისთა და ყოველთა მეფეთა მიდთა და სპარსთასა

Verse: 26   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ყოველთა მეფეთა აპლთიოტაჲსათა, მახლობელთა და შორიელთა, კაცადსა ძმისა მიმართ მისისა და ყოველთა მეფობათა პირის ზედათა ქუეყანისათა, და მეფემან სისახ სუას შემდგომად მათსა.

Verse: 27   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და სთქუა მათდა მიმართ: ამათ იტყჳს უფალი ღმერთი ისრაილისაჲ ყოვლისა მპყრობელი: სუთ და დაითრვენით, დასთხიეთ და დაეცენით და არა აღსდგეთ პირისაგან მახჳლისა, რომელი მე მოვავლინო საშუალ თქუენსა.

Verse: 28   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და იყოს, ოდეს არ ენებოსყე მიღებაჲ სასუმელისაჲ ჴელისაგან შენისა, რაჲთა სუან, და ჰრქუა მათ: ესრეთ თქუა უფალმან: მსმელთა სუთ,

Verse: 29   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
რამეთუ აჰა ქა\ლაქისაგან, Page of ms. Ga: 237r   რომელსა ზედა იწოდა სახელი ჩემი მის ზედა. მისგან ვიწყო მე ბოროტებად, და თქუენ განწმენდითა განწმდით; არავე განსწმდეთ, რამეთუ მახჳლსა მოუწეს მე ყოველთა ზედა მსხდომარეთა ქუეყანასა ზედა, თქუა უფალმან ძალთამან.

Verse: 30   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და შენ წინაჲსწარმეტყუელებდი მათ ზედა სიტყუათა ამათ ჩემთა, და სთქუა მათდა მიმართ: უფალი მაღლით გამოცხადება-ჰყოფს და წმიდისაგან Page of ed. 1709: 95a  სამკჳდრებელისა მისისა მოსცეს ჴმაჲ თჳსი, სიტყუასა გამოცხადება-ჰყოფს ადგილისაგან თჳსისა და იგინიცა, ვითარცა საწნეხლის მწნეხელნი მიუგებდენ: ყოველთა მიმართ მსხდომარეთა ქუეყანასა ზედა [31], მუნ მოსრვაჲ.

Verse: 31   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
კერძოსა ზედა ქუეყანისასა, რამეთუ სასჯელი უფლისაჲ წარმართთა შორის საჯოს მან ყოვლისა მიმართ ჴორცისა, ხოლო უთნონი მიეცნეს მახჳლსა, იტყჳს უფალი.

Verse: 32   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ესრეთ თქუა უფალმან ძალთამან: აჰა ჭერნი მოვლენ ნათესავისაგან ნათესავისა მიმართ, და გრიგალი დიდი გამოვალს დასასრულით ქუეყანისაჲთ,

Verse: 33   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და იყვნენ წყლულებანი უფლისა მიერ დღესა შინა უფლისასა კერძოჲსაგან ქუეყანისა მიკერძოდმდე ქუეყანისა; არა დაშურენ, არცა შეკრბენ და არა დაეფლნენ, ვითარცა სკორენი ქუეყანისანი იყვნენ.

Verse: 34   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ღაღად-ყავთ მწყემსთა და ჴმაყავთ, და იტყებდით, ვერძნი ცხოვართანი, რამეთუ სრულ იქმნნეს დღენი თქუენნი დაკლვადნი და განბნევანი თქუენნი, და დაეცნეთ, ვითარცა ვურ/ძნი რჩეულნი.

Verse: 35   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და წარწყმდეს სილტოლაჲ მწყემსთაგან და მაცხოვარებაჲ ვერძთაგან ცხოვართაჲსა.

Verse: 36   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ჴმაჲ ღაღადებისა მწყემსთაჲსაჲ და ღაღადებაჲ ვერძებისა ცხოვართაჲსაჲ, რამეთუ მოსპნა უფალმან საძოარნი მათნი.

Verse: 37   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და დააცხრვნა კეთილნი მშჳდობისანი პირისაგან რისხვისა გულისწყრომისა უფლისა.

Verse: 38   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
დაუტევა კაცადმან, ვითარცა ლომმან, საყუდელო თჳსი, რამეთუ იქმნა ქუეყანაჲ მათი უვალ პირისაგან რისხვისა მახვილისა დიდისა და პირისაგან რისხვისა გულის-წყრომისა მისისა.



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice, redactio Gelatica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 19.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.