TITUS
Vetus testamentum iberice: Exodus (rec. AK)
Part No. 14
Previous part

Chapter: 14 
თავი XIV


Verse: 1  Link to oskijerLink to mcatLink to sept   სიტყუად იწყო მოსესა და ჰრქუა: გუალე!

Verse: 2  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
არქუ შენ ძეთა ისრაელისათა, რათა მიიქცენ და დაიბანაკონ წინაშე უდაბნოსა მას შორის ზღჳსა მის და მაგდალოასა, პირისპირ ბესეფონსა, წინაშე მათსა ზღჳს კიდესა მას.

Verse: 3  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
ზრახვად მოუწოდის ფარაო ერსა თჳსსა და ჰრქუას: ძენი ისრაელისანი ცთომილ არიან ქუეყანასა ამას ჩუენსა, რამეთუ შეუწყდობიან იგინი უდაბნოსა მას.

Verse: 4  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
და მე განუფიცხო გული ფარაოს და სდევდეს იგი უკანა ერისა მის და ვიდიდო მე ფარაოს ზედა და ყოველსა ზედა ვაშტსა მისსა, რათა უწყოდიან ყოველთავე ეგჳპტელთა რამეთუ მე ვარ უფალი, რომელმან ვყავ ესე ყოველი ამით სახითა.

Verse: 5  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
აგრძნა მეფემან ეგჳპტისამან, ვითარმედ ივლტოდა ერი იგი. მერმე იქცა გული ფარაოსი და მთავრებისა მისისა სიფიცხლით ერსა მას ზედა და თქუეს: რა-ესე ვყავთ? განუტევენით ძენი იგი ისრაელისანი და განვჴადენით მონებისაგან ჩუენისა.

Verse: 6  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
დროსცა ერსა მას ფარაო მეფემან, შეიჭურა, აღეგო და განემზადა. და შეჭურა ერი იგი, ეტლები იგი და ჰუნები თჳსი.

Verse: 7  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
აღემჴედრა ყოველივე იგი მჴედრები ათასეულებითა მით თჳსითა და თანა წარიღო ეტლები რჩეული ექუსას და ჰუნები მრავალი სამ-სამი სპარაზენისა მისგან.

Verse: 8  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
და განაფიცხა უფალმან გული ფარაოსი და ყოვლისა მის ერისა ეგჳპტელთასა. შეიჭურნეს, აღემზადნეს, აღემჴედრნეს და შეუდგეს კუალსა ძეთა მათ ისრაელისათა. და ძენი იგი ისრაელისანი გამოვიდოდეს ქუეყანისა მისგან ეგჳპტელთასა ჴელითა მით მტკიცითა და მკლავითა მაღლითა.

Verse: 9  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
ეწინეს ეგჳპტელნი იგი ძეთა მათ ისრაელისათა, და აპყრნეს იგი დაბანაკებულნი მშჳდობით ზღჳს კიდესა მას და ყოველმან ერმან ეგჳპტელთამან ეტლებითა მით დაჰუნებითა მოადგეს და შევიდეს ბანაკი იგი ისრაელისა უბებსა მას, წინაშე ბელსეფორისა.

Verse: 10  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
და ფარაო წარმოუძღუა მოსლვად მათ ზედა, აღიხილნეს თუალნი ძეთა მათ ისრაელისათა და იხილეს ყოველი იგი ერი ეგჳპტელთა, რომელი მოახლებულ იყო მათა. და ფარაო მოიწეოდა, ზარჰჴდა და იწყეს ღაღადებად და ჴმობად ძეთა მათისრაელისათა უფლისა მიმართ ღმრთისა.

Verse: 11  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
და მოუჴდეს მოსეს და ჰრქუეს: არამცა იპოვა ჩუენთჳს სამარები ქუეყანასა ეგჳპტისასა და გამომიყვანენ ჩუენ მოწყუედად უდაბნოსა ამას ზედა?

Verse: 12  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
არა-მე ესე იგი სიტყუა არსა, რომელსა გეტყოდეთ შენ მუნვე ქუეყანასა მას ეგჳპტისასა? და გარქუთ, ვითარმედ მაცადე-ღა და ვჰმონებდეთ ჩუენ ეგჳპტელთა მათ, რამეთუ უმჯობეს იყო ჩუენდა მონება ეგჳპტელთა, ვიდრე-ღა სიკუდილი ესე ჩუენი უდაბნოსა ამას ზედა.

Verse: 13  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
სიტყუად დგა მოსე ერისა მის და თქუა: განძლიერდით და მტკიცედ დეგით და იხილოთ მაცხოვარება ღმრთისა, რომელ მიყოს ჩუენ დღესა მას, რამეთუ ვითარ ესე სახედ იხილეთ თქუენ ეგჳპტელთა ამათ დღეს, მერმე არღარა შესძინოთ ხილვა მაგათი მიუკუნისამდე ჟამთა.

Verse: 14  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
რამეთუ უფალმან სცეს ბრძოლა თქუენ წილ და თქუენ სდუმნეთ.

Verse: 15  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
და ჰრქუა უფალმან მოსეს: რასა დავრდომილი სძე პირსა ზედა შენსა ანუ ჩემდა მომართ, რასა ხოლო ჰღაღადებ? ეტყოდე შენ ძეთა მაგათ ისრაელისათა, იტრნედ, წარიძრნედ.

Verse: 16  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
და შენ აღიპყარ კუერთხი ეგე შენი და აღირთხ ჴელი ეგე შენი ზღუასა მაგას ზედა და ზღუა ეგე განიპოს და შევიდედ ძენი ეგე ისრაელისანი შორის ზღუასა მაგას მსგავსად ჴმელისა მაგის.

Verse: 17  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
და მე ესერა განვაფიცხო გული ფარაოსი და ყოვლისა ერისა მისისა, რათა განიმტკიცონ გული და იგინიცა შევიდენ კუალსა თქუენსა და ვიდიდო მე ფარაოს ზედა და ყოვლისა ერისა მისისა ზედა, ეტლებისა მისისა და ყოვლისა ჰუნებისა,

Verse: 18  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
რათა გულისჴმა-ყონ ყოველთავე ეგჳპტელთა, რამეთუ მე ვარ ღმერთი, რომელი ვიდიდო და აღვიმაღლო ფარაოს ზედა და ეტლებსა მისსა და ჰუნებსა ზედა მისსა.

Verse: 19  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
აღმაღლდა ანგელოზი იგი ღმრთისა, რომელი-იგი უძღოდა ბანაკსა მას ძეთა ისრაელისათასა და მოაქცია და მოვიდა ზურგით ძეთა მათ ისრაელისთა. იცვალა ადგილი საცოსა მის წინამძღრობისა მისისა და აღიმაღლა მანცა პირსა წინაშე მათსა და დაუდგა მათ ზურგით.

Verse: 20  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
და მოვიდეს და დადგეს სუეტი იგი ღრუბლისა და სუეტი იგი ცეცხლისა მის შორის ერსა მას ისრაელისასა და შორის ერსა ეგჳპტელთასა. და იქმნა ბნელი და არმური. და მოჰჴდა ღამე და იპყრა, რამეთუ მოსრულ და მოწევნულ იყვნეს და ვერ შეერინეს ურთიერთას ღამე ყოველ.

Verse: 21  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
განირთხა მოსე ჴელი თჳსი ზღუასა მას ზედა და აღადგინა უფალმან ქარი სასტიკი ბღუარისა ძლიერი ღამე ყოველ და განაჴმო ზღუა იგი და წყალნი იგი იმიერ და ამიერ განიპნეს.

Verse: 22  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
და შევიდეს ძენი იგი ისრაელისანი შორის ზღუასა მას, ვითარცა ჴმელსა და წყალნი იგი ზღჳსანი იმიერ და ამიერ, მარჯულ და მარცხლ, ვითარცა ზღუდენი ქვისანი დგეს გარემო მათსა.

Verse: 23  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
შემოვიდეს და შემოიმართეს დევნასა მას მათსა ეგჳპტელთა მათ, მოიწინეს და შემოჴდეს იგინიცა ყოვლითურთ ერით მათით და ფარაო ეტლებითურთ, საჴედრებით და ყოვლით ვაშტით შორის ზღჳსა მის.

Verse: 24  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
და იყო: საჴუმილავსა ოდენ განთიადისასა მოხედა უფალმან გუნდსა მას ეგჳპტელთასა სუეტითა ცეცხლისათა.

Verse: 25  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
და შეუკრა ეტლის თუალები იგი მათი, მოვიდოდეს და მოჰყვანდეს იგინი თრევით და ღაღადებად დგეს ეგჳპტელნი იგი და თქუეს: ვივლტოდით პირისაგან ისრაელისა, რამეთუ უფალი ჰბრძავს მათ წილ ეგჳპტელთა.

Verse: 26  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
და ჰრქუა უფალმან მოსეს: განირთხ ჴელი ეგე შენი ზღუასა მაგას ზედა და კუალად-ეგენ წყალნი ეგე და დაფარენინ ეგჳპტელნი იგი და ყოველი ეტლები და ჰუნები მათი.

Verse: 27  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
აღირთხა ჴელი თჳსი მოსე ზღუასა მას ზედა, დიდ მოეგო წყალი იგი დღისი ადგილობანვე და ივლტოდეს ეგჳპტელნი იგი ქუეშე წყალთა მათ და შთაყარნა უფალმან ეგჳპტელნი იგი შორის ზღუასა მას.

Verse: 28  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
და ზედა მოექცეს წყალნი იგი და დაფარეს ეტლები იგი და ჰუნები და ყოველივე იგი ერი ეგჳპტელთა და ყოველი ძალი ფარაოსი, რომელნი-იგი მისდევდეს კუალსა მათსა ზღუასა მას და არავინ განერა მათგანი არცა ერთი.

Verse: 29  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
ხოლო ძენი იგი ისრაელისანი ვიდოდეს, ვითარცა ჴმელსა შორის ზღჳსასა მას და წყალნი იგი, ვითარცა ზღუდენი ქვისანი, მარჯუენით და მარცხენით სცვიდეს.

Verse: 30  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
დაგანარინა უფალმან ისრაელი მას დღესა შინა ჴელთაგან ეგჳპტელთასა. და მერმე მიიქცეს და იხილეს ძეთა მათ ისრაელისათა ერი იგი ეგჳპტელთა მომწყდარი და გამოთხეული ზღჳს კიდესა.

Verse: 31  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
იხილა რა ისრაელმან ჴელი იგი მაღალი და მკლავი ძლიერი, რომელ ყო უფალმან ეგჳპტელთა მათ ზედა, ზარ-ჰჴდა ერსა მას და შეეშინა და ჰრწმენა უფლისა ღმრთისა და მოსესი, მსახურისა მისისა.

Verse: 32  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
მაშინ გალობდეს მოსე და ერნი ისრაელისანი გალობასა ამას და თქუეს:



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice: Exodus (rec. AK).

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 19.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.