TITUS
Vetus testamentum iberice, redactio Gelatica
Part No. 90
Previous part

Chapter: 27  
თავი XXVII


Verse: 1   Link to mcat Link to sept   და ბრძანეს მოსე და ბერობამან ერისა ისრაელისამან, მეტყუელთა: დაიცვენით მცნებანი, რომელთა მე გამცნებ თქუენ დღეს.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
და იყოს, რომელსაცა დღესა წიაღ-ჰვლოთ იორდანე ქუეყანად მიმართ, რომელსა უფალი ღმერთი შენი მოგცემს შენ, და აღსდგინე შენ თავისა შენისად ლოდნი დიდნი და განჰგოზნე იგი საგოზლითა,

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
და დასწერნე ლოდთა ზედა ყოველნი ესე სიტყუანი, წიაღ-ჰჴდეთ რაჲ იორდანესა, რაჟამს შეხჳდე ქუეყანად, Page of ms. Ga: 274r   რომელსა უფალი ღმერთი მამათა შენთაჲ მიგცემს შენ, ქუეყანად, დამდინარედ სძისა და თაფლისა, ვითარ-სახედ გრქუა შენ უფალმან ღმერთმან მამათა შენთამან.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
და იყოს, ვითარცა წიაღ-ჰჴდეთ იორდანესა, აღჰმართენით ლოდნი ესე, რომელთა მე გამცნებ დღეს, მთასა გებალსა და განჰზოგნე იგინი საგოზლითა.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
და უშენო მუნ საკურთხეველი უფალსა ღმერთსა შენსა, საკურთხეველი ქვათაგან, არა დაახო მათ ზედა რკინაჲ.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
ქვათა მრთელთაგან უშენო საკურთხეველი უფალსა Page of ms. Ga: 274v   ღმერთსა შენსა და შესწირნე მას ზედა ყოვლად დასაწუველნი უფალსა ღმერთსა შენსა.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
და შჭამო და განსძღე მუნ და განიშუა წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
და დასწერნე ლოდითა მათ ზედა ყოველნი ამს შჯულისანი ცხადად ფრიად.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
და ეტყოდე მოსე და მღდელნი ლევიტელნი ყოველსა ერსა, მეტყუელნი: დუმენ და ისმინე, ისრაელ, დღეს დღე შეექმენ შენ ერად უფალსა ღმერთსა შენსა,

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
და ისმინო ჴმისა უფლისა ღმრთისა შენისაჲ და ჰქმნნე ყოველნი მცნებანი მისნი და სამართალნი მისნი, რომელთა მე გამცნებ შენ დღეს.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
და ამცნო მოსემან ყოველსა ერსა მას დღესა შინა, მეტყუელმან:

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
ესენი დადგენ კურთხევად ერისა მთასა ზედა ღარიზინსა, გან-რაჲ-ვლონ იორდანე: სჳმეონ, ლევი, იუდა, ისსახარ, იოსებ და ბენიამინ.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
და ესენი დადგენ მწყევრად მთასა ზედა გებალსა: რუბენ, გად, ასირ, ზაბულონ, დან და ნეფთა\ლიმ Page of ms. Ga: 275r  .

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
მიმგებელნი ლევიტელნი ჴმითა დიდითა ეტყოდიან ყოველსა ისრაელსა:

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
წყეულ იყავნ კაცი, რომელმან Page of ms. Ga: 275v   ქმნას წახნაგებული და გამოდნობილი საძაგელი უფლისაჲ, ქმნული ჴელითა კაცისათაჲ, და დადგას იგი დაფარულსა შინა. და მიმგებელმან ყოველმან ერმან თქუას: იყავნ!

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
წყეულ იყავნ უპატივო-მყოფელი მამისა თჳსისა, ანუ დედისა თჳსისაჲ! და თქუას ყოველმან ერმან: იყავნ!

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
წყეულ იყავნ, რომელმან ცვალოს საზღვარი მოყუსისაჲ! და თქუას ყოველმან ერმან: იყავნ!

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
წყეულ იყავნ შემაც\თუნებელი Page of ms. Ga: 276r   ბრმისაჲ გზასა! და თქუას ყოველმან ერმან: იყავნ!

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
წყეულ იყავნ, რომელმან განდრიკოს მშჯავრი მწირისაჲ და ობლისა და ქურივისაჲ! და თქუას ყოველმან ერმან: იყავნ!

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
წყეულ იყავნ დაწოლილი ცოლსა თანა მამისა თჳსისასა, რამეთუ გამოაცხადა დაფარული მამისა თჳსისაჲ! და თქუას ყოველმან ერმან: იყავნ!

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
წყეულ იყავნ დაწოლილი ყოვლისა თანა პირუტყჳსა! და თქუას ყოველმან ერმან: იყავნ!

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
Page of ms. Ga: 276v   წყეულ იყავნ დაწოლილი დისა თანა მამითისა ანუ დედითისა თჳსისა! და თქუას ყოველმან ერმან: იყავნ!

Verse: 23   Link to mcat Link to sept   
წყეულ იყავნ დაწოლილი სიდედრისა თანა თჳსისა! და თქუას ყოველმან ერმან: იყავნ!
   
წყეულ იყავნ დაწოლილი მამისისა თანა, გინა დედიდისა თანა! და თქუას ყოველმან ერმან: იყავნ!

Verse: 24   Link to mcat Link to sept   
წყეულ იყავნ მცემელი მოყუსისაჲ ზაკუვით! და თქუას ყოველმან ერმან: იყავნ!

Verse: 25   Link to mcat Link to sept   
წყეულ იყავნ, რომელმანცა მიიღოს ქრთამი დაცემად სული სისხლისა უბრალოჲსაჲ! და თქუას ყოველმან ერმან: იყავნ!

Verse: 26   Link to mcat Link to sept   
წყეულ იყავნ ყოველი კაცი, რომელი არა დაადგრეს ყოველთა სიტყუათა ზედა ამის შჯულისათა ქმნად მათდა! და თქუას ყოველმან ერმან: იყავნ!



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice, redactio Gelatica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 19.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.