TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 74
Previous part

Chapter: 24 

Section: (a) 
Verse: 1   Link to oskijerLink to exakLink to sept   და მოსეს ჰრქუა: აღმოვედით ჩემდა შენ და აჰრონ და ნადაბ და აბიუდ და სამეოცდაათნი მოხუცებულთაგან ისრაჱლისათა და თაყუანის-სცენ შორით უფალსა.

Verse: 2   Link to oskijerLink to exakLink to sept   
და მიეახლოს მოსე ხოლო ღმერთსა, ხოლო იგინი არა მიეახლნენ და ერი არა თანააღმოვიდეს მათ თანა.

Verse: 3   Link to oskijerLink to exakLink to sept   
ხოლო შევიდა მოსე და მიუთხრნა ერსა ყოველნი სიტყუანი ღმრთისანი და სამართალნი. და მიუგო ყოველმან ერმან ერთითა ჴმითა მეტყუელმან: ყოველნი სიტყუანი, რომელთა იტყოდა უფალი, ვყვნეთ და ვისმინნეთ.

Verse: 4   Link to oskijerLink to exakLink to sept   
და დაწერნა მოსე ყოველნი სიტყუანი უფლისანი, აღიმსთო მოსე განთიად და აღაშენა საკურთხეველი ქუეშე მთასა მას და დასხნა ათორმეტნი ქვანი ათორმეტთაებრ ტომთა ისრაჱლისათა.

Verse: 5   Link to oskijerLink to exakLink to sept   
და წარავლინნა ჭაბუკნი ძეთა ისრაჱლისათანი და მოიხუნეს ყოვლად დასაწველნი და ამსხუერპლნეს მსხუერპლად მაცხოვარებისად ღმერთსა ჴბონი.

Verse: 6   Link to oskijerLink to exakLink to sept   
და მოიღო მოსე ზოგი იგი სისხლისა მის და შთაასხა ტაკუკსა, ხოლო ზოგი იგი აპკურა საკურთხეველსა.

Verse: 7   Link to oskijerLink to exakLink to sept   
და მოიღო წიგნი აღთქუმისაჲ და წარიკითხა ყურთა მიმართ ერისათა. და თქუეს: ყოველი, რაოდენი თქუა უფალმან, ვყოთ და ვისმინოთ.

Verse: 8   Link to oskijerLink to exakLink to sept   
ხოლო მოიღო მოსე სისხლი, აპკურა ერსა და თქუა: აჰა სისხლი აღთქუმისა, რომელი აღთქუმა-ყო ღმერთმან თქუენდა მომართ ყოველთა ამათ სიტყუათათჳს.

Verse: 9   Link to oskijerLink to exakLink to sept   
და აღვიდა მოსე და აჰრონ და ნადაბ და აბიუდ და სამეოცდათნი მოხუცებულთაგან ისრაჱლისათა.

Verse: 10   Link to oskijerLink to exakLink to sept   
და იხილეს ადგილი, რომელსა დგა მუნ ღმერთი ისრაჱლისა და ქუეშე ფერჴთა მისთა, ვითარცა ნაქმარი ქვისა საპფირონისაჲ და ვითარცა სახე სამყაროჲსა ცისაჲ სიწმიდითა.

Verse: 11   Link to oskijerLink to exakLink to sept   
და რჩეულთაგანი ისრაჱლისათა არა ჴუებულ იქმნა არცა ერთი, და იხილეს ადგილი ღმრთისაჲ და ჭამეს და სუეს.

Verse: 12   Link to oskijerLink to exakLink to sept   
და ჰრქუა უფალმან მოსეს: აღმოვედ ჩემდა მომართ მთად და იყავ მუნ და მიგცნე შენ ფიცარნი ქვისანი, შჯული და მცნებანი, რომელნი დავწერენ შჯულისდებად მათდა.

Verse: 13   Link to oskijerLink to exakLink to sept   
და აღდგა მოსე და ისო, წინაშემდგომი მისი, აღვიდეს მთასა ღმრთისასა.

Verse: 14   Link to oskijerLink to exakLink to sept   
და მოხუცებულთა ჰრქუა: და დაყუდენით მანდა, ვიდრემდის მოვიქცეთ თქუენდა მომართ და აჰა, აჰრონ და ორ თქუენ თანა, უკუეთუ რაჲმე დაემთხჳოს საშჯელი, მივიდოდე მათდა მიმართ.

Verse: 15   Link to oskijerLink to exakLink to sept   
და აღვიდა მოსე მთად და დაფარა ღრუბელმან მთაჲ.

Verse: 16   Link to oskijerLink to exakLink to sept   
და გარდამოჴდა დიდებაჲ ღმრთისაჲ მთასა ზედა სინასა და დაფარა იგი ღრუბელმან ექუს დღე. და უწოდდა უფალი მოსეს დღესა მეშჳდესა საშუალით ღრუბლისათ.

Verse: 17   Link to oskijerLink to exakLink to sept   
ხოლო სახე დიდებისა უფლისაჲ ვითარცა ცეცხლი მოტყინარე თხემსა ზედა მთისასა წინაშე ძეთა ისრაჱლისათა.

Verse: 18   Link to oskijerLink to exakLink to sept   
და შევიდა მოსე საშუალ ღრუბლისა და აღვიდა მთად და იყო მუნ მთასა ზედა ორმეოცთა დღეთა და ორმეოცთა ღამეთა.

Section:  
Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.