TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 28
Previous part

Chapter: 28 

Section: (a) 
Verse: 1   Link to oskijerLink to sept   მოუწოდა ისაკ იაკობს და აკურთხა იგი და ამცნო მას და ჰრქუა: არა მოიყუანო ცოლი ასულთაგან ქანანისათა.

Verse: 2   Link to oskijerLink to sept   
არამედ აღდეგ და წარვედ შუამდინარედ, სახიდ ბათოელისა, დედის მამისა შენისა, და მიერ მოიყვანე თავისა შენისა ცოლი, ასულთაგან ლაბანისათა, დედისძმისა შენისათა.

Verse: 3   Link to oskijerLink to sept   
ხოლო ღმერთმან ჩემმან გაკურთხენ შენ და აღგაორძინენ და განგამრავლენ და იყავ შენ კრებულად ნათესავთა.

Verse: 4   Link to oskijerLink to sept   
და მოგეცინ შენ კურთხევაჲ აბრაჰამისი, მამისა ჩემისაჲ, შენ და ნათესავსა შენსა შემდგომად შენსა და დაიმკჳდრენ ქუეყანაჲ ესე მწირობისა შენისა, რომელი მოსცა ღმერთმან აბრაჰამს.

Verse: 5   Link to oskijerLink to sept   
** და წარგზავნა ისაკ იაკობი. და აღდგა იაკობ და წარვიდა შუამდინარედ ლაბანისსა, ძისა ბათოელ ასურისა, ძმისა რებეკასა, დედისა იაკობისა და ესავისა.


Section: (b) 
Verse: 6   Link to oskijerLink to sept   
ვითარცა იხილა ესავ, რამეთუ აკურთხა ისაკმან იაკობი და წარვიდა შუამდინარედ. ასურეთისა მოყვანებად მიერ თავისა თჳსისა ცოლი და კურთხევასა მას მისსა ამცნო მას და ჰრქუა: არა მოყვანებად ცოლი ასულთაგან ქანანისთა.

Verse: 7   Link to oskijerLink to sept   
და რამეთუ ერჩდა იაკობ მამასა თჳსსა და დედასა, და წარვიდა შუამდინარედ ასურეთისა.

Verse: 8   Link to oskijerLink to sept   
და იხილა ესავ, რამეთუ ბოროტ არიან ასულნი ქანანელთანი წინაშე ისაკისა, მამისა მისისა.

Verse: 9   Link to oskijerLink to sept   
წარვიდა ესავ ისმაელისა, ძისა აბრაჰამისა, და მოიყვანა მაელეთ, ასული ისმაელისი, დაჲ ნაბეოთისი, ცოლთა მისთა თანა თჳსა ცოლად.

Verse: 10   Link to oskijerLink to sept   
და განვიდა იაკობ ჯურღმულისა მისგან ფიცისა და წარვიდა ქარრანად.

Verse: 11   Link to oskijerLink to sept   
და მიემთხჳა ადგილსა ერთსა და დაიძინა მუნ, რამეთუ დაჰვიდოდა მზე. და მოიღო ლოდი ლოდთაგან მის ადგილისათა და დაიდვა სასთუნალად და დაწვა ადგილსა მას.


Section: (g) 
Verse: 12   Link to oskijerLink to sept   
და ჩუენებასა იხილვიდა. და აჰა ესერა, კიბენი აღმართებულნი ქუეყანით, რომლისა თავი მიწდომილ იყო ცად და ანგელოზნი ღმრთისანი აღვიდოდეს და გარდამოვიდოდეს მას ზედა.

Verse: 13   Link to oskijerLink to sept   
ხოლო უფალი დამტკიცებულ იყო მას ზედა. და თქუა: * მე ვარ ღმერთი აბრაჰამისი და ღმერთი ისაკისი მამისა შენისა, ნუ გეშინინ. ქუეყანაჲ ეგე, რომელსა გძინავს, შენ მიგცე და ნათესავსა შენსა.

Verse: 14   Link to oskijerLink to sept   
და იყოს ნათესავი შენი, ვითარცა ქჳშაჲ ზღჳსა ** და განვრცნეს ჩრდილოდ და ბღუარად და აღმოსავლად. და იკურთხეოდიან შენდამი ყოველნი ტომნი ქუეყანისანი და ნათესავისა შენისა მიმართ.

Verse: 15   Link to oskijerLink to sept   
*** და, აჰა, მე შენ თანა ვარ დაცვად შენდა ყოველსავე გზასა შენსა, ვიდრეცა ხჳდოდი. და მოგაქციო შენ ამასვე ქუეყანასა, რამეთუ არა დაგიტეო, შენ, ვიდრემდე ვჰყო მე იგი, რაოდენსა გეტყოდე შენ.

Verse: 16   Link to oskijerLink to sept   
და ვითარცა განიღჳძა იაკობ ძილისა მისგან, თქუა, რამეთუ: არს უფალი ადგილსა ამას და მე არა ვიცოდე.

Verse: 17   Link to oskijerLink to sept   
და შეეშინა და თქუა: ვითარ საშინელ არს ადგილი ესე. არა არს სხუაჲ ესე, გარნა სახლი ღმრთისაჲ და ესე ბჭე ზეცისაჲ.

Verse: 18   Link to oskijerLink to sept   
აღდგა იაკობ განთიად და აღიღო ლოდი იგი, რომელი ედვა სასთუნალად. და აღმართა იგი ძეგლად **** და დაასხა ზეთი თავსა ზედა მის ლოდისასა.

Verse: 19   Link to oskijerLink to sept   
და უწოდა სახელი ადგილსა მას "სახლი ღმრთისა", რამეთუ უალამ იყო სახელი ქალაქისა მის პირველად.

Verse: 20   Link to oskijerLink to sept   
და აღთქუა აღთქუმაჲ ახალი და თქუა: უკუეთუ იყოს ღმერთი ჩემ თანა და დამიცვეს მე გზასა მას, რომელსა მე მივალ, და მცეს მე პური ჭამად და სამოსელი შემოსად.

Verse: 21   Link to oskijerLink to sept   
და მომაქციოს მე ცოცხლებით სახლსა მამისა ჩემისასა, იყოს უფალი ჩემი ღმერთად ჩემდა.

Verse: 22   Link to oskijerLink to sept   
და ლოდი ესე, რომელ აღვდგი ძეგლად, იყოს სახლად ღმრთისა ჩემისა, და ყოვლისაგანი, რაოდენი-რაჲ მომცეს მე. ათეული მივსცე მას.

Section:  
Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.