TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 795
Previous part

Chapter: 63 
Verse: 1  Link to oskijer Link to sept   ვინ არს ესე მომავალი ედომით გამო, სიმეწამულე სამოსელთა მისთა ბოსორით გამო? ესე შუენიერ სამოსლის თანა მისისა, მაიძულებელ ძალისა მიერ; მე სიტყჳს-ვმგებლობ სიმართლესა და მსჯავრსა მაცხოვარებისასა.

Verse: 2  Link to oskijer Link to sept   
რაჲსათჳს შენნი მეწამულ შესამოსელნი და საბლარდნელნი შენნი, ვითარცა წნეხისაგან საწნეხლისა, სავსედ დათრგუნვილისა,

Verse: 3  Link to oskijer Link to sept   
საწნეხელი დავთრგუნე მარტომან, და ნათესავთაგანი არა არს მამაკაცი ჩემ თანა და დავთრგუნენ იგინი გულისწყრომისა მიერ, და დავფქვენ იგინი, ვითარცა ქუეყანა, და შთავიყვანე სისხლი მათი ქუეყანად მიმართ და შეისვარა სამოსელი ჩემი,

Verse: 4  Link to oskijer Link to sept   
რამეთუ დღე მისაგებელისა მოიწია მათ ზედა, და წელიწადი გამოჴსნისა წარმოდგა.

Verse: 5  Link to oskijer Link to sept   
და მე ვიხილე, და არა იყო შემწე, და განვიცადე და არა ვინ თანაიღუწიდა, და გამოიჴსნნა იგინი მკლავმან ჩემმან, და გულისწყრომა ჩემი ეწია.

Verse: 6  Link to oskijer Link to sept   
და დავთრგუნენ იგინი რისხვითა ჩემითა, და შთავიყვანე სისხლი მათი ქუეყანად მიმართ.

Verse: 7  Link to oskijer Link to sept   
წყალობა უფლისაჲ მოვიჴსენე, სათნოებანი უფლისანი ყოველთა შინა, რომელ მომაგებს ჩუენ. უფალი, მსაჯულ სახიერ სახლისა ისრაილისა, მოაწევს ჩუენ ზედა წყალობისაებრ მისისა და სიმრავლისაებრ სიმართლისა მისისა.

Verse: 8  Link to oskijer Link to sept   
და თქუა: არა ერი ჩემი არსა შვილებ? არა უარ იქმნენ, და ექმნა მათ მაცხოვარება

Verse: 9  Link to oskijer Link to sept   
ყოვლისაგან ჭირისა მათისა; არცა მოციქულმან, არცა ანგელოზმან, არამედ თჳთ უფალმან აცხოვნნა იგინი სიყუარულისათჳს მათისა და რიდებისა მათისა, თჳთ მან იჴსნნა იგინი და აღიხუნა იგინი და აღამაღლნა იგინი ყოველთა დღეთა საუკუნოჲსათა.

Verse: 10  Link to oskijer Link to sept   
ხოლო იგინი ურჩ ექმნნეს და განაძჳნეს სული წმიდაჲ მისი, და გარდაექცა მათ უფალი მტერად და იგი ებრძოლა მათ.

Verse: 11  Link to oskijer Link to sept   
და მოიჴსენა დღეთა საუკუნეთა. სადა არს მოსე და ერი მისი? სადა არს, რომელმან აღმოიყვანა ქუეყანისაგან მწყემსი ცხოვართა თჳსთა? სადა არს, რომელმან დადვა მათ შორის სული წმიდაჲ?

Verse: 12  Link to oskijer Link to sept   
რომელმან აღმოიყვანა მარჯუენითა მოსე, მკლავმან დიდებისა მისისამან, ესრეთ მოიყვანე ერი შენი. განძლიერდა წყალი პირისპირ მისსა, ქმნად თავისა თჳსისა სახელსა საუკუნესა.

Verse: 13  Link to oskijer Link to sept   
განიყვანნა იგინი უგზოჲსა მიერ, ვითარცა ცხენი უდაბნოსაგან, და არა დაშურეს.

Verse: 14  Link to oskijer Link to sept   
და ვითარცა საცხოვარი ველისაგან, შთამოვიდა სული უფლისა მიერ და გზა-უყო მათ. ესრეთ განიყვანე ერი შენი, ყოფად იგი სახელად დიდებისა.

Verse: 15  Link to oskijer Link to sept   
მოიქეც ცით გამო, და იხილე სახლით გამო წმიდით შენით და დიდებით. სადა არს შური შენი და ძალი შენი, სადა არს სიმრავლე წყალობისა შენისა და შემწყნარებელობათა შენთა, რამეთუ თავს-მისხენ ჩვენ?

Verse: 16  Link to oskijer Link to sept   
რამეთუ შენ ხარ მამა ჩუენი, რამეთუ აბრაჰამმან არა მიცნა ჩუენ, და არცა ისრაილ შემისწავლნა ჩუენ, არამედ შენ, უფალო მამაო ჩუენო, მიჴსნენ ჩუენ, დასაბამითგან სახელი შენი ჩვენ ზედა არს.

Verse: 17  Link to oskijer Link to sept   
რაჲსა შემაცთუნენ ჩუენ, უფალო, გზისაგან შენისა, განაფიცხენ გულნი ჩუენნი არშეშინებად შენგან, მოიქეც მონათა შენთათჳს და ნათესავისათჳს სამკჳდრებელისა შენისა.

Verse: 18  Link to oskijer Link to sept   
რომელთა მცირედ დავიმკჳდროთ მთისა წმიდისა შენისა. წინააღმდგომთა ჩუენთა შეგუაიწრეს ჩუენ და დათრგუნეს სიწმიდე შენი.

Verse: 19  Link to oskijer Link to sept   
ვიქმნენით ვითარცა დასაბამსა, ოდეს არა გუმთავრობდ ჩუენ, არცა იწოდა სახელი შენი ჩვენ ზედა.

Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.