TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 312
Previous part

Chapter: 63  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   ვინ არს ესე რომელი მოვალს ედომით, და სიმეწამულჱ სამოსლისა მისისაჲ ბოსორით გამო. ესე შუენიერ არს სამკაულითა თჳსითა, და სასტიკად ძლიერებითა მრავლითა. მე ვიტყჳ სიმართლესა, და მშჯავრსა ცხორებისასა.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
რაჲსათჳს მეწამულ არს სამკაული შენი, და სამოსელი შენი ვითარცა მწნეხართაგან საწნეხლისათა,

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
სავსჱ დათრგუნვილებითა, და წარმართთაგანი არა ვინ არს კაც ჩემ თანა. და დავთრგუნენ იგინი გულის-წყრომითა ჩემითა, და დავმუსრენ იგინი რისხვითა ჩემითა და დავსთხიე სისხლი მათი ქუეყანასა ზედა,

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
რამეთუ დღჱ იგი კუალად-გებისაჲ მოიწია მათ ზედა, და წელიწადი ჴსნისაჲ მოწევნულ არს.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
და მე ვიხილე, და არა ვინ იყო შემწე, და განვიცადე, და არა ვინ იყო ჴელის-ა<ღ>მპყრობელ, და მიჴსნა მე მკლავმან ჩემმან, და გულის-წყრომაჲ ჩემი მოიწია.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
და დავთრგუნენ იგინი რისხვითა ჩემითა, და დავათრვენ იგინი გულის-წყრომითა ჩემითა, და დავსთხიე სისხლი მათი ქუეყანასა ზედა.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
რამეთუ წყალობაჲ უფლისაჲ მოვიჴსენე, სათნოებანი უფლისანი ყოველთა ზედა, რომელი მომაგო ჩუენ. უფალი მსაჯულ კეთილ სახლსა ზედა ისრაჱლისასა. მოავლინოს ჩუენ ზედა წყალობისა-ებრ თჳსისა <. . . ,>.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
და თქუა: ანუ არა ერი ესე ჩემი შვილი ჩემი არსა, და არა შეურაცხ-მყონ მე, და ექმნა მათ მაცხოვარ

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
ყოვლისაგან ჭირისა მათისა, რამეთუ არა მოციქულმან ვინ, არცა ანგელოზმან, არამედ თავადმან უფალმან იჴსნნა იგინი, რამეთუ უყუარდეს იგინი, და დაიცვნა იგინი. და თავადმან იჴსნნა იგინი, და აღჰმართნა იგინი და აღამაღლნა იგინი ყოველთა დღეთა საუკუნათა.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
ხოლო იგინი ურჩ ექმნნეს, და განარისხეს Page of ms. J: A95r  სული წმიდაჲ მისი, და გარდაექცა მათ მტერად./ თავადმან უფალმან ჰბრძო მათ.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
და მოიჴსენნა დღენი საუკუნენი. სადა არს რომელმან აღმოიყვანა მწყემსი იგი ცხოვართაჲ, და სადა არს რომელმან დადვა სული წმიდაჲ მათ ზედა.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
რომელმან იგი მოიყვანა მარჯუვნითა თჳსითა მოსჱ, მკლ<ა>ვითა დიდებისა მისისაჲთა განაძლიერნა წყალნი წინაშე მისსა ყოფად თავისა თჳსისა სახელი საუკუნოჲ.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
განიყვანნა იგინი უფსკრულისაგან, ვითარცა ცხენი ერთი უდაბნოჲთ, და არა დაშურეს,

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
და ვითარცა კაჰრაული ერთი ველით. და მოიღო სული უფლისა მიერ და უძღოდა მათ. ესრეთ მოიყვანე ერი შენი, და ჰყავ თავისა შენისა სახელი დიდებული.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
მოიქეც ზეცით უფალო და გარდამოიხილე ტაძრით წმიდით დიდებისა შენისაჲთ. <. . .> სადა არს სიმრავლჱ წყალობათა შენთაჲ, და შეწყნარებათა შენთაჲ ოდეს იგი თავს-იდებდ ჩუენსა უფალო.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
რამეთუ შენ ხარ მამაჲ ჩუენი. რამეთუ აბრაჰამ არა მიცნოდა ჩუენ, <. . .> არამედ შენ ხარ მამაჲ ჩუენი, მიჴსნნან ჩუენ, რამეთუ დასაბამითგან სახელი შენი ჩუენ ზედა არს.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
რაჲსა-თჳს-მე მაცნუნენ ჩუენ უფალო გზისაგან შენისა, და განაფიცხენ გულნი ჩუენნი, რაჲთა არა მეშინოდის ჩუენ შენდა. მოიქეც მონათა შენთათჳს, და ნათესავისათჳს სამკჳდრებელისა შენისა,

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
რაჲთა <მცირედ რაჲ მე> ჩუენცა დავიმკჳდროთ მთისაგან წმიდისა შენისაჲ.

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
ვიქმნენით ჩუენ ვითარცა დასაბამსა, რაჟამს იგი არა ჰმთავრობდ ჩუენ ზედა, და არცა წოდებულ იყო სახელი შენი ჩუენ ზედა.

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.