TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 798
Previous part

Chapter: 66 
Verse: 1  Link to oskijer Link to sept   ესრეთ იტყჳს უფალი: ცაჲ საყდარ ჩემდა, ხოლო ქუეყანა კუარცხლბეკ ფერჴთა ჩემთა, რომელი სახლი, ადგილი მიშენოთ მე?_თქუა უფალმან, - და რომელი ადგილი განსუენებისა ჩემისა?

Verse: 2  Link to oskijer Link to sept   
რამეთუ ესე ყოველი შექმნნა ჴელმან ჩემმან და ჩემნი არიან ყოველნი ესე, - იტყჳს უფალი, - და ვის ზედა მივიხილო, არამედ ანუ მდაბალსა ზედა და მყუდროსა და მძრწოლარესა სიტყუათაგან ჩემთა?

Verse: 3  Link to oskijer Link to sept   
ხოლო უსჯულოჲ, დამკლველი ჩემდა ზუარაკისაჲ, ვითარცა მცემელი კაცისა და მემსხუერპლე სამწყსოჲთ, _ვითარცა დამკლველი ძაღლისა და მომღებელი სამინდოჲსა, ვითარცა სისხლი ღორებრი, მიმცემელი გუნდრუკსა მოსაჴსენებელად, ვითარცა მგმობარი, და ამათ გამოირჩინეს გზანი მათნი და საძაგელებანი მათნი, რომელნი შეიყუარნა სულმან მათმან.

Verse: 4  Link to oskijer Link to sept   
და მე გამოვარჩინე საძაგელებანი მათნი და ცოდვანი მათნი კუალად-ვაგნე მათ, რამეთუ უწოდე მათ და არა მერჩდეს მე, ვეტყოდე და არა ისმინეს და ქმნეს ბოროტი წინაშე ჩემსა და, რომელნი არა მნებვიდეს, აღირჩინეს.

Verse: 5  Link to oskijer Link to sept   
ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ მძრწოლარეთა სიტყჳსაგან მისისა, არქუთ ძმად თქუენდა მოძულეთა თქუენთა და მოძულებულთა, რაჲთა სახელი უფლისაჲ იდიდოს, და იხილვოს სიხარულსა შინა მათსა, და იგინი სირცხჳლეულ იქმნენ.

Verse: 6  Link to oskijer Link to sept   
ჴმაჲ ზახილისა ქალაქისაგან, ჴმაჲ ტაძრისაგან, ჴმაჲ უფლისაჲ, რომელი მიაგებს მისაგებელს წინააღმდგომთა.

Verse: 7  Link to oskijer Link to sept   
პირველ, ვიდრე ლმობისა შობაჲ, და პირველ, ვიდრე მოსლვად ტკივილსა ლმობათასა, განერა და შვა წული.

Verse: 8  Link to oskijer Link to sept   
ვის ესმა ესევითარი და ვინ იხილა ესრეთ? უკუეთუ ილმო დედაკაცმან ერთსა შინა დღესა, ანუ იშვა ნათესავი ერთგზის, რამეთუ ილმო და შუნა სიონმან ყრმანი თჳსნი.

Verse: 9  Link to oskijer Link to sept   
ხოლო მე მივეც სასოვება ესე და არ მომიჴსენე მე, - თქუა უფალმან, - არა, აჰა, მე მშობელი და ბერწი შევქმნენა, თქუა ღმერთმან?

Verse: 10  Link to oskijer Link to sept   
იხარებდ, იერუსალიმ, და კრება-ყავთ მას შინა ყოველთა მოყვარეთა მისთა და დამკჳდრებულთა მისთა. იხარეთ სიხარული ყოველთა, რავდენნი ჰგოდებდეთ მის ზედა,

Verse: 11  Link to oskijer Link to sept   
რაჲთა სწოვდეთ და განძღეთ ძუძუჲსაგან ნუგეშინის-ცემისა მისისა, რაჲთა მწოვნელნი იშუებდეთ. შემოსლვისაგან დიდებისა მისისა.

Verse: 12  Link to oskijer Link to sept   
ამათ იტყჳს უფალი: აჰა, მე მოვაქციო მათ ზედა, ვითარცა მდინარე მშჳდობისა და ვითარცა ღუარი წარმრღუნელი დიდებასა წარმართთასა. ყრმანი მათნი მჴართა ზედა აღიხუნენ და მუჴლთა ზედა ნუგეშინისცემულ იქმნენ,

Verse: 13  Link to oskijer Link to sept   
ვითარ დედაჲ ვინმე ნუგეშინის-სცემნ, ეგრეთ მეცა ნუგეშინის-გცე თქუენ და იერუსალიმს შინა ნუგეშინისცემულ იქმნეთ.

Verse: 14  Link to oskijer Link to sept   
და იხილოთ და განიხაროს გულმან თქუენმან და ძუალნი თქუენნი, ვითარცა მდელოჲ აღმოსცენდეს და ეცნობოს ჴელი უფლისაჲ მოშიშთა მისთა და უთქმიდეს ურჩთა მათ,

Verse: 15  Link to oskijer Link to sept   
რამეთუ აჰა, უფალი, ვითარცა ცეცხლი, მოიწიოს, და, ვითარცა გრიგალი, ეტლნი მისნი კუალად-გებად შურის-ძიებისა გულისწყრომით და დევნად ალითა ცეცხლისათა,

Verse: 16  Link to oskijer Link to sept   
რამეთუ ცეცხლითა უფლისათა ისაჯოს ყოველი ქუეყანაჲ და მახჳლისა მიერ მისისა ყოველი ჴორცი, მრავალნი წყლულნი იყვნენ უფლისა მიერ,

Verse: 17  Link to oskijer Link to sept   
უბიწოქმნილნი და განწმედილნი მტილთა შორის და წინა ბჭეთა შორის მჭამელნი ჴორცსა ღორისასა, და საძაგელებანი და თაგუნი ერთბამად აღიჴოცნენ, თქუა უფალმან.

Verse: 18  Link to oskijer Link to sept   
და მე საქმეთა მათთა და გულისსიტყვათა მათთა მეცნიერ ვარ, და მივაგო მათ. აჰა, მოვალ შეკრებად ყოველთა ნათესავთა და ენათა, და მოვიდენ და იხილონ დიდებაჲ ჩემი.

Verse: 19  Link to oskijer Link to sept   
და დაუტევო-მათ თანა სასწაული და განვავლინნე მათგან ცხოვნებულნი წარმართთა მიმართ თარშიდ და ფუდდ, და ლუდდ, და მოსოხდ, და თოველდ, და ელლადად მიმართ და ჭალაკთა მიმართ შორიელთა, რომელთა არა ესმა სახელი ჩემი, არცა იხილეს დიდებაჲ ჩემი წარმართთა შორის.

Verse: 20  Link to oskijer Link to sept   
და მოჰგუარნენ ძმანი თქუენნი ყოველთაგან წარმართთა ძღუნად უფალსა და ცხენებისა თანა და ეტლებისა კარაულებისა და კერძოვირთასა საჩრდილობელთა თანა წმიდად ქალაქად იერუსალიმად, - თქვა უფალმან, _ვითარ-იგი მოიღებდეს ძენი ისრაილისანი მსხუერპლებსა მათსა ჩემდამო მხიარულებისა თანა და ფსალმუნისა სახიდ მიმართ უფლისა,

Verse: 21  Link to oskijer Link to sept   
და მათგანცა მოვიყვანნე ჩემდა მღდელნი და ლევიტელნი, - თქვა უფალმან, _

Verse: 22  Link to oskijer Link to sept   
რამეთუ ვითარსახედ ცაჲ ახალი და ქუეყანაჲ ახალი, რომელთა მე ვიქმ, რაჲთა ეგოს მარადის წინაშე ჩემსა - იტყჳს უფალი, - ეგრეთვე ეგოს თესლი თქუენი და სახელი თქუენი.

Verse: 23  Link to oskijer Link to sept   
და იყოს თთუჱ თთჳსაგან და შაბათი შაბათისაგან, მოვიდეს ყოველი ჴორცი თაყუანის-ცემად წინაშე ჩემსა იერუსალიმს შინა, - თქვა უფალმან, _

Verse: 24  Link to oskijer Link to sept   
და განვიდენ და იხილონ ძუალები კაცთა გარდამავალთაჲ ჩემდამო, რამეთუ მატლი მათი არა დაესრულოს, და ცეცხლი მათი არა დაშრტეს, და იყვნენ სახილველ ყოვლისა ჴორცისა.



Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.