TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 315
Previous part

Chapter: 66  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   ესრეთ იტყჳს უფალი: ცაჲ საყდარი ჩემი არს, და ქუეყანაჲ კუარცხლბერკი ფერჴთა ჩემთა: რაბამი სახლი მიშჱნოთ მე, თქუა უფალმან, ანუ რაჲ მე ადგილი იყოს განსუენებელისა მის ჩემისაჲ.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
რამეთუ ესე ყოველი შექმნა ჴელმან ჩემმან, და ჩემი არს ესე ყოველი, თქუა უფალმან. და მე ვის მე მივხედო, არამედ მდაბალსა მას და მყუდროსა, და რომელი ძრწის სიტყუათათჳს ჩემთა.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
ხოლო უშჯულოჲ იგი რომელი შესწირვიდეს ჩემდა ზუარაკსა მსხუერპლად, ეგრეთ არს ჩემდა ვითარცა ვინ ჰგუემნ კაცსა. და რომელი იგი შესწირვიდეს ცხოვარსა ეგრე იყოს, ვითარცა რომელი იგი მოჰკლავნ ძაღლსა. და რომელსა მოაქუნდეს სამინდოჲ, ეგრე იყოს ვითარცა ვინ დასთხიის სისხლი ღორისაჲ, და რომელმან დაასხას საკუმეველი საჴსენებელად, იყოს იგი ვითარცა მგმობარი. რამეთუ მათ გამოირჩინეს გზანი მათნი, და საძაგელებანი მათნი, და იგი ინება სულმან მათმან.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
და მე გამოვარჩინე საკიცხევანი მათნი, და ცოდვაჲ მათი მივაგო მათ, რამეთუ უწოდე მათ და არა ისმინეს ჩემი, <. . .> და ქმნეს ბოროტი წინაშე ჩემსა, და რაჲ იგი არა მინდა გამოირჩიეს მათ.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
აწ ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ, რომელნი სძრწით სიტყუათა მისთათჳს. არქუთ ძმად თჳსა მოძულეთა მათ თქუენთა, და რომელთა შეურაცხ-უყოფიედ თქუენ, რაჲთა სახელი უფლისაჲ იდიდებოდის, და განცხადნეს სიხარულითა იჱრუსალემს შინა. თქუენ გიხაროდის და მათ ჰრცხუენოდის.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
ჴმაჲ ღაღადებისაჲ ქალაქით გამო, და ჴმაჲ ტაძრით გამო, ჴმაჲ უფლისაჲ Page of ms. J: A97v  კუალად-საგებელი: მიაგოს მისაგებელი მტერთა მისთა./

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
ვიდრე არღა მუცელქუმულსა მას ეშვას, და ვიდრე არღა მოწევნულ იყვნეს სალმობანი შობისანი, განერა და შვა წულ ყრმა.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
ვის ესმა, ანუ ვინ იხილა ესე-ვითარი საკჳრველებაჲ, ვითარმედ მიუდგა ქუეყანაჲ ერთსა შინა დღესა, და შვა ნათესავი ერთი მრგულიად. რამეთუ მიუდგა, და შვა სიონმან ყრმანი თჳსნი.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
ხოლო მე მივეც სასოებაჲ ესე-ვითარი, და შენ არა მომიჴსენე მე, თქუა უფალმან. ანუ არა მშობელი იგი და ბერწი მე შევქმენ.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
გიხაროდენ ერთბამად იჱრუსალემ, და შეკერბით ყოველნივე მოყუარენი მისნი მას შინა, და იხარებდეთ მის თანა სიხარულითა ყოველნივე, რომელნი ეგლოვდეს მას,

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
რაჲთა სწოვდეთ და განსძღეთ ძუძუთაგან ნუგეშინის-ცემისა მისისათა, რაჲთა მაძღრივ იშუებდეთ შემოსლვისაგან დიდებისა მისისა.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
რამეთუ ესრჱთ იტყჳს უფალი, აჰა ესერა მე მოვაქციო მათა ვითარცა მდინარჱ მშჳდობაჲ, და ვითარცა ღუარსა მოაქუნდეს დიდებაჲ წარმართთაჲ. ყრმანი მათნი მჴრითა მოაქუნდენ, და მუჴლთა მათთა ზედა ნუგეშინის-ცემულ იყვნენ.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
ვითარცა დედაჲ რაჲ ნუგეშინის-სცემნ, ეგრე ნუგეშინის-გცე თქუენ და იჱრუსალემს ნუგეშინის-ცემულ იქმნნეთ.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
და იხილოთ, და უხაროდის გულთა თქუენთა, და ძუალნი თქუენნი ვითარცა მწუანვილნი აღმოსცენდენ, და გამოეცხადოს ჴელი უფლისაჲ მოშიშთა მისთა, და უთქუმიდეს ურჩთა მათ.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
რამეთუ აჰა ესერა უფალი ვითარცა ცეცხლი მოიწიოს, და ვითარცა ნიავქარი მძაფრი ეტლები მისი, მიგებად გულის-წყრომით შურის-გებაჲ მისი, და შეურაცხებაჲ თჳსი ალითა ცეცხლისაჲთა .

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
რამეთუ ცეცხლითა მით უფლისაჲთა ისაჯოს ყოველი ქუეყანაჲ, და მახჳლითა მისითა ყოველი ჴორციელი, რამეთუ მრავალნი წყლულნი იყვნენ უფლისა მიერ.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
ხოლო რომელნი განმართლდებოდეს, და განწმიდნებოდეს Page of ms. J: A98r  მტილებსა შინა./ და კართა წინაშე ჭამდეს ჴორცსა ღორისასა, და საძაგელებანი იგი და თაგჳ ერთბამად მოიჴოცნენ, იტყჳს უფალი.

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
რამეთუ მე საქმეთა მათთათჳს და ზრახვათა მათთათჳს მოვალ შეკრებად ყოველთა ნათესავთა და ენათა. მოვიდენ და იხილონ დიდებაჲ ჩემი.

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
და დაუტეო მათ თანა სასწაული, და განვავლინნე მათგანნი ჴსნილნი წარმართთა მიმართ თარშიდ, და ფუდდ, და ლუდდ, და მოსოქდ, და თობელდ, და ელადად <და> ჭალაკთა შორიელთა, რომელთა არა ასმიეს სახელი ჩემი, და არცა უხილავს დიდებაჲ ჩემი, და მიუთხრობდენ დიდებასა ჩემსა წარმართთა შორის.

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
და მოიყვანნენ ძმანი თქუენნი ყოველთაგან ნათესავთა ძღუნად უფლისა ცხენებითა და ეტლებითა, კარვებითა და ჯორებითა და საგრილობელითა წმიდასა ქალაქსა იჱრუსალემს, თქუა უფალმან, ვითარცა იგი შესწირვიდეს ძენი ისრაჱლისანი მსხუერპლებსა მათსა ჩემდამო გალობითა ტაძარსა შინა უფლისასა.

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
და მათგანნი მო<ვ>იყვანნე მღდელად და ლევიტელად, იტყჳს უფალი.

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
რამეთუ ვითარცა იგი ცაჲ ახალი და ქუეყანაჲ ახალი, რომელი ვქმნე მე, რაჲთა ეგოს წინაშე ჩემსა: ამას იტყჳს უფალი, ეგრჱთ ეგოს ნათესავი თქუენი, და სახელი თქუენი.

Verse: 23   Link to mcat Link to sept   
და იყოს თთუჱ თთუეთაგან, და შაბათი შაბათისა გან: და მოვიდეს ყოველი ჴორციელი თაყუანის-ცემად წინაშე ჩემსა იჱრუსალემდ, თქუა უფალმან.

Verse: 24   Link to mcat Link to sept   
და განვიდენ და იხილონ ძუალები იგი კაცთაჲ მათ გარდამავალთაჲ ჩემდა მომართ, რამეთუ მატლი მათი არა დაკუდეს, და ცეცხლი მათი არა დაშრტეს, და იყვნენ იგინი სახილველად ყოვლისა ჴორციელისა . . .
Page of ms. J:  
Page of ms. O:  



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.