TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 989
Previous part

Chapter: 3 
Verse: 1  Link to oskijer Link to sept   აჰა, გამოვავლინო ანგელოზი ჩემი და მოიხილოს გზაჲ პირისა ჩემისაჲ. და მეყსა შინა მოვიდეს ტაძრად თჳსსა უფალი, რომელსა თქუენ ეძიებთ და ანგელოზი აღთქმისაჲ, რომელი თქუენ გნებავსყე. აჰა, მოვალს, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი,

Verse: 2  Link to oskijer Link to sept   
და ვინ დაითმინოს დღე შემოსლვისა მისისა, ანუ ვინ დაუდგეს გამოცხადებასა შორის მისსა? მით, რამეთუ შემოვიდეს იგი, ვითარცა ცეცხლი სადნობელისაჲ და ვითარცა მდელოჲ მრცხელთაჲ?

Verse: 3  Link to oskijer Link to sept   
და დაჯდეს დნობად და განწმედად ვითარცა ოქროსა და ვეცხლსა და გამოწმიდნეს ძენი ლევისნი და შთაასხნეს იგინი ვითარცა ოქროჲ და ვითარცა ვეცხლი და ყვნენ უფლისა შემწირველ მსხვერპლსა სიმართლისა მიერ.

Verse: 4  Link to oskijer Link to sept   
და სთნდეს უფალსა მსხუერპლი იუდაჲსი და იერუსალჱმისაჲ, ვითარცა დღენი საუკუნოჲსანი და ვითარცა წელიწადნი წინაპარნი.

Verse: 5  Link to oskijer Link to sept   
და მოვიყუანნე თქუენდამი მსჯავრისა მიერ და ვიყო მე მოწამე მსწრაფლ მწამლველთა ზედა, და მემრუშეთა ზედა, წამლვათა ზედა, და მრუშებათა ზედა, და მფუცავთა ზედა სახელისა ჩემისათა, ცრუსა ზედა, და დამაკლებელთა ზედა სასყიდელსა მოსასყიდლისასა, და მძლავრთა ზედა ქურივთასა, და დამქენჯნელთა ობოლთასა და განმდრეკელთა მსჯავრსა მწირისასა, და არმოშიშთა ჩემთა, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი,

Verse: 6  Link to oskijer Link to sept   
მით, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი, და არა ვიცვალები, და თქუენ ძენი იაკობისნი.

Verse: 7  Link to oskijer Link to sept   
არ განეყენებით ცოდვათაგან მამათა თქუენთაჲსა, მისდრიკენით საშჯულონი ჩემნი და არ დაიმარხენით. მოიქეცით ჩემდა და მოვიქცე თქუენდა, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი და სთქუთ: რაჲთა მოვიქცეთ?

Verse: 8  Link to oskijer Link to sept   
უკეთუ ეცრუოს კაცი ღმერთსა? მით, რამეთუ თქუენ მეცრუენით მე, და სთქუთ: რაჲთა გეცრუეთ შენ? რამეთუ ათეულის ზედანი და დასაბამნი თქუენ თანა არიან.

Verse: 9  Link to oskijer Link to sept   
და უგულებელსმყოფელნი უგულებელს-ჰყოფთ თქუენ და თქუენ ჰმწიხნელობთ ჩემდამო.

Verse: 10  Link to oskijer Link to sept   
წელწადი დასრულდა და შეიხუენით ყოველნი ნაყოფნი საუნჯეთა მიმართ, და არს ნატაცები სახლთა შინა თქუენთა. მოიქეცით უკუე ამისგან, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი, უკუეთუ არა განგიხუნე თქუენ საქანელნი ცისანი მოგფინო თქუენ კურთხევაჲ ჩემი, ვიდრე კმაჲ ყოფამდე?

Verse: 11  Link to oskijer Link to sept   
და დაგაწესნე თქუენ ჭამად მიმართ და არა განგიხრწნა თქუენ ნაყოფი ქუეყანისაჲ და არა მოუძლურდეს ვენაჴი თქუენი, ანუ ველსა შორის, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი.

Verse: 12  Link to oskijer Link to sept   
და გნატრიდენ თქუენ ყოველნი წარმართნი მით, რამეთუ იყვნეთ თქუენ ქუეყანაჲ ნებებითი, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი,

Verse: 13  Link to oskijer Link to sept   
და სთქუთ: რაჲ ძჳრვსიტყუეთ ძჳნად შენდა, - იტყჳს უფალი,

Verse: 14  Link to oskijer Link to sept   
სთქუთ: რაჲ ამაო არს მმონებელი ღმრთისაჲ და რაჲ უმეტესი, რამეთუ დავიცვენით დასაცველნი მისნი და რამეთუ ვიდოდეთ მრწემნი წინაშე პირსა უფლისასა, ყოვლისა მპყრობელისასა.

Verse: 15  Link to oskijer Link to sept   
და აწ ჩუენ ვჰნატრით უცხოთა. და აღეშენებიან მოქმედნი უსჯულოთანი და წინა აღუდგეს ღმერთსა და ცხონდეს.

Verse: 16  Link to oskijer Link to sept   
ამათ ძჳრ-სიტყჳდეს მიშიშნი უფლისანი თითოეული მოყუსისა მიმართ თჳსსა. და მიიხილა უფალმან და შეისმინა. და დაწერა წიგნი მოსაჴსენებელისაჲ წინაშე მისსა, მოშიშთა უფლისაჲთა და მკრძალავთა სახელისა მისისათა.

Verse: 17  Link to oskijer Link to sept   
და იყვნენ ჩემდა, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი, - დღედ მიმართ, რომელსა ყოფილ იყოს მოურნედ და უყუაოდეს მას ვითარსახედ უყუავინ კაცი ძესა თჳსსა მსახურეულად მისსა.

Verse: 18  Link to oskijer Link to sept   
და მოიქეცით და იხილეთ საშუალ მართლისა და საშუალ უსჯულოჲსა, და საშუალ მსახურისა ღმრთისაჲსა და არმსახურისა.

Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.